HOROOM: 16.03.19

KANCHELI B2B NDRX, BMI


NDRX და KANCHELI-ს B2B სეტების მოსმენა ყოველთვის საინტერესოა, რადგან ქართული საკლუბო სცენის ორი ძალიან თვითმყოფადი დიჯეი მსმენელს მუდმივად განსაკუთრებულ მუსიკალურ შთაბეჭდილებებს სთავაზობს. მიუხედავას იმისა, რომ ხშირად არტისტები დაკვრის სხვადასხვა სტილით და გემოვნებით გამოირჩევიან, მათი ერთობლივი სეტები ყოველთვის დივერსიფიცირებული და დაბალანსებულია. მუსიკისადმი NDRX-ს ექსპერიმენტული მიდგომა და KANCHELI-ს სტილის განცდა HOROOM-ის სივრცეში კიდევ უფრო საინტერესო ხდება.

ბაკურ მეტრეველი, იგივე BMI ადგილობრივი სცენის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მუსიკალური პროდიუსერია. ის პროექტების 3 SULI, SOULVENT და OCHTACHORON-ის წევრია, რომელის ფარგლებშიც ბოლო წლებში რამდენიმე საინტერესო ჩანაწერი გამოიცა. მათ შორის განსაკუთრებით საინტერესოა ქართულ ლეიბლ DE RE-ზე გამოცემული ალბომი LAND OF META, რომელიც 2018 წლის ერთ-ერთი გამორჩეული ჩანაწერია. BMI-ის დიჯეი სეტები არტისტის სტუდიური საქმიანობის ველს სცილდება და სხვა, უფრო ფართო მუსიკალურ სივრცეებსაც მოიცავს.


00:00-04:00 BMI
04:00-END NDRX B2B KANCHELI