HOROOM: 17.08.19

KANCHELI, BMI


17 აგვისტოს HOROOM-ის საცეკვაო მოედანზე ადგილობრივი სცენის გამორჩეული არტისტი KANCHELI დაუკრავს, რომელიც თავის დიჯეი სეტებში როგორც დეტროიტის მემკვიდრეობას, ასევე ევროპული საცეკვაო მუსიკის ტრადიციებს ინახავს. არტისტის დიდი გამოცდილება და მუდმივ ინოვაციაზე აქცენტი მისი დაკვირს სტილს გამორჩეულად საინტერესოს ხდის. KANCHELI-ს კარიერის ბოლო ეტაპი ნამდვილად განსაკუთრებული აღმოჩნდა – DIMENSION, RA 24/7 და BOILER ROOM-ზე დაკვრის გარდა, ის ლეგენდარული გერმანული ფესტივალის CTM FESTIVAL-ის ფარგლებში საკულტო კლუბში BERGHAIN-ში იქნა მიწვეული, ამის პარალელურად, მისი დებიუტი შედგა ლეიბლზე BASSIANI RECORDS, სადაც მან კომპოზიცია DISCOTRANCEMAKER FROM USSR გამოსცა. ტექნო მუსიკისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების მიუხედავად, KANCHELI არასდროს ერიდება რისკებს და სახიფათო თამაშებს, რაც BASSIANI-ზე და HOROOM-შიც ძალიან ხშირად დამტკიცებულა. ბაკურ მეტრეველი, იგივე BMI ადგილობრივი სცენის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მუსიკალური პროდიუსერია – ის პროექტების 3SULI, SOULVENT და OCHTACHORON წევრია, რომელის ფარგლებშიც, ბოლო წლებში რამდენიმე საინტერესო ჩანაწერი გამოიცა. მათ შორის განსაკუთრებით საინტერესოა ქართულ ლეიბლ DE RE-ზე გამოცემული ალბომი LAND OF META, რომელიც 2018 წლის ერთ-ერთი საინტერესო ჩანაწერია. BMI-ის დიჯეი სეტები არტისტის სტუდიური საქმიანობის ველს სცილდება და სხვა, უფრო ფართო მუსიკალურ სივრცეებსაც მოიცავს.


00:00-04:00 BMI
04:00-END KANCHELI