HOROOM: 18.01.20

GACHA, HAMATSUKI, KVANCHI


18 იანვარს, HOROOM-ის სივრცე GACHA BAKRADZE-ს ახალი კრებულის, EXTENSIONS-ისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლებს. უკანასკნელი დეკადის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და საინტერესო ქართველი მუსიკოსი კლუბის სივრცეში დიდი ხნის შესვენების შემდეგ ბრუნდება. APOLLO RECORDS, LAPSUS RECORDS, CIN CIN, TRANSFIGURED TIME და სხვა გამორჩეულ პლატფორმებთან თანამშრომლობამ GACHA-ს რეპუტაცია მნიშვნელოვნად განსაზღვრა როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ მუსიკალურ სცენაზე. EXTENSIONS მისი დისკოგრაფიისთვის კიდევ ერთი საინტერესო ფურცელია. 4 კომპოზიციისგან შემდგარი ნამუშევარი HOROOM RECORDS-ზე გასული წლის ნოემბერში გამოიცა და ქართველი არტისტის დივერსიფიცირებულ მუსიკალურ პალიტრას უსვამს ხაზს. კრებულში გვხვდება როგორც მელოდიური პასაჟები და JUNGLE-სთვის დამახასიათებელი რიტმ სექცია, ასევე შედარებით მინიმალისტური ფაქტურის კომპოზიციები. HOROOM-ის საცეკვაო მოედანზე GACHA-ს კომპანიონები კლუბის რეზიდენტები KVANCHI და HAMATSUKI იქნებიან. დგილობრივი სცენის უდავოდ გამორჩეული პროდიუსერი HAMATSUKI დიდი ხანია კლუბის რეზიდენტი და შეუცვლელი ფიგურაა. შესაბამისად , გასაკვირი არ არის, რომ HOROOM RECORDS პირველ გამოცემაში FRANCIS HARRIS-ის გვერდით სწორედ მის კომპოზიციებს ვხვდებით. Hamatsuki-ის მუსიკალური იდეები და ჟღერადობა წლების მანძილზე კარგად გამოიხატა GASP RECORDS, SENSU, ORION ARM და სხვა პლატფორმებზე გამოცემულ ჩანაწერებშიც, რის შემდეგაც ის ადგილობრივი სცენის მნიშვნელოვან წარმომადგენლად და ლაივ არტისტად იქცა. თორნიკე კვანჭიანი, იგივე KVANCHI კი ქართველი პროდუსერი, დიჯეი და ასევე ლეიბლ BASSIANI RECORDS-ის კურატორია. მას როგორც ზემოთხსენებული ლეიბლის, ასევე HOROOM-ის სივრცის ჟღერადობის განსაზღვრაში დიდი წვლილი მიუძღვნის. მისი დივერსიფიცირებული გემოვნება და სტილის განსაკუთრებული შეგრძნება მისი დიჯეის სეტების მთავარი დამხასიათებელი ნიშანია.


00:00-03:00 HAMATSUKI
03:00-06:00 GACHA
06:00-END KVANCHI