HOROOM: 19.01.19

HOROOM: HAMATSUKI | KOTE JAPARIDZE | GENERALI MINERALI LIVE


გამორჩეული პროდიუსერი HAMATSUKI დიდი ხანია HOROOM-ის რეზიდენტი და შეუცვლელი ფიგურაა. შესაბამისად , გასაკვირი არ არის, რომ HOROOM RECORDS პირველ გამოცემაში FRANCIS HARRIS-ის გვერდით სწორედ მის კომპოზიციებს ვხვდებით. HAMATSUKI-ის მუსიკალური იდეები და ჟღერადობა წლების მანძილზე კარგად გამოიხატა GASP RECORDS, SENSU, ORION ARM და სხვა პლატფორმებზე გამოცემულ ჩანაწერებშიც, რის შემდეგაც ის ადგილობრივი სცენის მნიშვნელოვან წარმომადგენლად და ლაივ არტისტად იქცა. HOROOM-ზე მოსულ სტუმრებს კიდევ ერთი რეზიდენტის, კოტე ჯაფარიძის მოსმენა შეეძლებათ, რომლის პირველი მუსიკალური გამოცდილება 5 ბიტიანი ვიდეოთამაშების პოლიფონიურ საუნდტრეკებს და ჰიპ-ჰოპ ჩანაწერებს უკავშირდება. ელექტრონული ჟღერადობით ის მოგვიანებით, მუსიკალური შვიდწლედის დასრულების შემდეგ დაინტერესდა. DJ EZ, BEN UFO, KARIZMA და განსაკუტრებით კი MOTOR CITY DRUM ENSEMBLE-ს გავლენით მან გადაწყვიტა საკუთარი გემოვნება მსმენელისთვისაც გაეცნო. რაც შეეხება GENERALI MINERALI-ს, ის გიორგი ჯინჭარაძის მუსიკალური პროექტია, რომელსაც მსმენელი CONSTRUCTION, CRAZY BITCH DEBORRAH და BLACK GENERAL-ის ფსევდონიმითაც იცნობს


HOROOM
00:00-03:00 KOTE JAPARIDZE
03:00-04:00 GENERALI MINERALI (LIVE)
04:00-END HAMATSUKI