HOROOM: 19.10.19

HAMATSUKI, WILL GATES


19 ოქტომბერს HOROOM-ის საცეკვაო მოედანზე ადგილობრივი ელექტრონული მუსიკის სცენის საინტერესო არტისტების, HAMATSUKI და WILL GATES მოსმენა იქნება შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ სტუდიურ გარემოში HAMATSUKI ცალსახად საცეკვაო მუსიკაზე არ ორიენტირდება, HOROOM-ის რეზიდენტობის ფარგლებში მას არასდროს უჭირს საცეკვაო მოედნის განწყობის მართვა, რაც მეტწილად მის მიერ დაკრულ ჰაუსს და Lo-Fi ჟღერადობის მქონე სეტებში ვლინდება. სტილის განსაკუთრებული შეგრძნების და გემოვნების გამო, ყოველთვის საინტერესოა დათუნა კილაძის პროექტის WILL GATES-ის მოსმენაც, რომელსაც მსმენელი ასევე TAPESANDME-ს სახელით იცნობს. დათუნას მუსიკა ჰაუსის, LO-FI და ბრეიქბითის გავლენას განიცდის, რაც ყოველთვის ეფექტურად კარგად აისახება მის დაკვრის სტილშიც.


00:00-04:00 HAMATSUKI
04:00-END WILL GATES