HOROOM: 20.03.20

MERCURRIO, JD J, ZURKIN


20 მარტს, HOROOM-ის საცეკვაო მოედანი ადგილობრივი სცენის საინტერესო არტისტებს MERCURRIO, JD J და ZURKIN-ს უმასპინძლებს.  MERCURRIO ელექტრონული მუსიკის არტისტი დიტო ჩიქოვანის სასცენო ფსევდონიმია. მუსიკალურ სივრცეში დიტოს პირველი ნაბიჯები კლასიკურ მუსიკას უკავშირდება, თუმცა მოგვიანებით მისი ინტერესთა სფერო მნიშვნელოვნად გაიზარდა, რისი შედეგიც ელექტრონულ მუსიკასთან დაახლოება აღმოჩნდა. MERCURRIO ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ შემოქმედებით საქმიანობაში წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი განვითარების მუდმივი პროცესი და ზედმეტ შეზღუდვებზე უარის თქმაა. რაც შეეხება დიჯეინგს, ქართველის არტისტისთვის მთავარი მუდმივი გამოწვევების წინაშე დგომა და ახლებური გამოცდილების მიღებაა. HOROOM-ის რეზიდენტი აღნიშნავს, რომ ამ საქმიანობაში მისი მთავარი მოტივაცია მუსიკის სიყვარული და ამ მედიუმის გავლით მსმენელთან ურთიერთობაა. JD J ქართველი დიჯეის და ლეიბლ ZEINKALI-ს კურატორის, ჯაბა უჯმაჯურიძის პროექტია, რომელიც ამავდროულად VODKAST-ის ოჯახის წევრიცაა. მუსიკალური გემოვნება, სელექციის უნარი და დაკვრის ტექნიკა JD J-ს სეტებს საინტერესო მუსიკალურ მოგზაურობად აქცევს, რომელიც ჟანრობრივად და სტილისტურად ყოველთვის საინტერესოდაა დაბალანსებული. ZURKIN ქართული საკლუბო სცენის გამორჩეული არტისტია, რომელიც ამავდროულად საქართველოში პირველი მუსიკალური (ფირფიტების)  მაღაზიის, VODKAST-ის და ლეიბლის VODKAST RECORDS-ის თანადამფუძნებელია. განსაკუთრებული მუსიკალური გემოვნება და ტექნიკური უნარ-ჩვევები ZURKIN-ის დიჯეი სეტებს ყოველთვის გამოარჩევს.


Please Login to buy tickets