HOROOM: 20.04.19

KVANCHI, KRAUMUR


20 აპრილს HOROOM-ის ოთახში ადგილობრივი სცენის წარმომადგენლები KVANCHI და KRAUMUR დაუკრავენ. თორნიკე კვანჭიანი, იგივე KVANCHI ქართველი პროდუსერი, დიჯეი და ასევე ლეიბლ BASSIANI RECORDS-ის კურატორია. მას როგორც ზემოთხსენებული ლეიბლის, ასევე HOROOM-ის სივრცის ჟღერადობის განსაზღვრაში დიდი წვლილი მიუძღვნის. მისი დივერსიფიცირებული გემოვნება და სტილის განსაკუთრებული შეგრძნება მისი დიჯეის სეტების მთავარი დამხასიათებელი ნიშანია. KVANCHI-ს კომპანიონი ამჯერად KRAUMUR იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა დიჯეი აქტიურად სულ რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა, სეტის დაკვრის დროს მისი სელექციის უნარი ყურადღებას ადვილად იქცევს. მელოდიური და ენერგიული კომპოზიციები, რომელსაც kraumur მსმენელს მუდმივად სთავაზობს, horoom-ის სივრცეში ყოველთვის განსაკუთრებულად დაფასებულია.


00:00-04:00 KRAUMUR
04:00-END KVANCHI