HOROOM: 20.07.19

HOROOM X CLOSER: TIMUR BASHA, SHAKOLIN, VAKHO


20 ივლისს კლუბი BASSIANI უკრიანის ანდერგრაუნდ სცენის უმნიშვნელოვანეს პლატფორმას CLOSER-ს უმასპინძლებს. TIMUR BASHA ერთ-ერთი ის არტისტია, რომელმაც უკრაინაში საკლუბო კულტურის ახალი ტალღის ინიცირებას შეუწყო ხელი, რაც პირველ რიგში სწორედ CLOSER-ის დახმარებით მოახერხა, კლუბის, რომლის თანადამფუძნებელი და რეზიდენტი არტისტიც თავად არის. კიევის სცენაზე  CLOSER-ის მნიშვნელობის და როლის ზრდის პარალელურად გაიზარდა BASHA-ს გავლენაც და ის ლოკალურ კონტექსტს გასცდა. მისი სეტების მოსმენა უკვე ბევრად დიდი მასშტაბის ფესტივალებსა და კლუბებშია შესაძლებელი. თბილისში მისი კომპანიონი SHAKOLIN იქნება, დიჯეი რომელთანაც მას უამრავი B2B ასეთი დაუკრავს. ამ ორი არტისტის გემოვნება ხშირად იმდენად უახლოვდება ერთმანეთს, რონ დაკვრის დროს TIMUR BASHA და SHAKOLIN-ის სინერგია ნამდვილად ადვილი შესამჩნევია. ვახო გამცემლიძე, იგივე VAKHO ადგილობრივი სცენის ვეტერანი არტისტია, რომელსაც ქართული საკლუბო სივრცის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. მისი ეკლექტური დიჯეი სეტები სხვადასხვა მუსიკალური ტრადიციებისა და ესთეტიკის ნაზავს წარმოადგენს, რაც მისი, როგორც სელექტორის განსაკუთრებულ უნარს უსვამს ხაზს.


00:00-03:00 VAKHO
03:00-END TIMUR BASHA & SHAKOLIN