HOROOM: 21.03.20

NEWA, YT (LIVE), BEKA WU


21 მარტს, HOROOM-ის ოთახი NEWA, სანდრო პაპასკირის პროექტს YT და BEKA WU-ს უმასპინძლებს. შეიძლება ითქვას, რომ კლუბის რეზიდენტი NEWA  დღეისთვის ყველაზე წარმატებული ქართველი ტექნო არტისტია, რომელიც ძალიან მოკლე დროში საერთაშორისო მუსიკალური სცენის ღირსეულ მონაწილედ იქცა. SEMANTICA RECORDS, KLOCKWORKS,  BASSIANI RECORDS და ICONTRAX-ზე გამოცემული კომპოზიციების შემდეგ NEWA-სთვის ახალი შესაძლებლობების კარი გაიხსნა, რაც ქართველმა არტისტმა ძალიან კარგად გამოიყენა. BERGHAIN, AWAKENINGS, ნიუ იორკის KNOCKDOWN CENTER და სხვა წარმატებული კლუბების და ფესტივალების ხშირი სტუმარი თავისი კარიერის ყველაზე საინტერესო ეტაპზე იმყოფება, რის გამოც მის მიმართ ინტერესი ყოველდღიურად იზრდება. NEWA-ს გარდა კიდევ ერთი არტისტი, რომელმაც  ლეიბლ ICONTRAX-ის დისკოგრაფიაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სანდრო პაპასკირია, რომელსაც მსმენელი SKYRA და YT-ის სახელით იცნობს. სანდრომ შემოქმედებითი საქმიანობა 2016 წელს დაიწყო და მას შემდეგ რამდენიმე საინტერესო რელიზიც გამოსცა. SKYRA -ს მოსმენა BASSIANI-ს საცეკვაო მოედანზე უკვე შესაძლებელი იყო, ხოლო ახალი ჰაუს პროექტის, YT-ის ლაივ დებიუტი 21 მარტს შედგება. ამ ორ არტისტთან ერთად, HOROOM-ის ოთახში ბექა მაყაშვილის, იგივე BEKA WU-ს დებიუტიც შედგება. BEKA WU ქართველი დიჯეი და პროდიუსერია, რომელიც ქართულ მუსიკალურ სცენაზე ახლახან გამოჩნდა, მაგრამ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი დიჯეია.


Please Login to buy tickets