HOROOM: 21.12.19

NEBBIERI, GENERALI MINERALI, YVES


21 დეკემბერს, Horoom-ის ოთახში ადგილობრივი სცენის საინტერესო არტისტები Yves, Generali Minerali და Nebbieri დაუკრავენ. Yves ივა მიქიაშვილის სასცენო ფსევდონიმია. დახვეწილი გემოვნების და საცეკვაო მოედანთან ურთიერთობის საინტერესო სტილის გამო, ის რამდენიმე წელია ლოკალური კლუბების ხშირი სტუმარი გახდა. რაც შეეხება Generali Minerali-ს, ის გიორგი ჯინჭარაძის მუსიკალური პროექტია, რომელსაც მსმენელი  Construction, Crazy Bitch Deborrah და Black General-ის ფსევდონიმითაც იცნობს. Horoom-ის სტუმრებისთვის ის ამჯერად ლაივს დაუკრავს. საინტერესო იქნება მარიტა ნებიერიძის,  იგივე NEBBIERI-ს მოსმენაც, რომელმაც ადგილობრივ სცენაზე თავი უკვე წარმატებულად დაიმკვიდრა . NEBBIERI-ს სეტები სტილისტური მრავალფეროვნებით და საინტერესო სელექციით გამოირჩევა, რაშიც HOROOM-ის მსმენელი რამდენეჯერმე დარწმუნდა.


00:00-04:00 YVES
04:00-05:00 GENERALI MINERALI (LIVE)
05:00-END NEBBIERI