HOROOM: 22.02.20

ZITTO, BMI


22 თებერვალს, HOROOM-ის ოთახი ZITTO და BMI-ს მასპინძლობს. CTM FESTIVAL, AMSTERDAM DANCE EVENT, CONCRETE, DRUGSTORE BEOGRAD, პეკინის LANTERN CLUB-სა და სხვა საინტერესო შემოქმედებით სივრცეებში დაკვრის შემდეგ აშკარაა, რომ ZITTO ლოკალური არტისტის კონტექსტს გაცდა. თუმცა მუსიკისადმი უკომპრომისო მიდგომა და დაკვრის გამორჩეული სტილი მას თბილისის ტექნო სცენის ძალიან მნიშვნელოვან წარმომადგენლად აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ მის გემოვნებაზე ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტის ტრადიციული ჟღერადობის გავლენა შეიმჩნევა, ZITTO მუსიკალურ ჩარჩოში მოქცევა შეუძლებელია. ის ყოველთვის ახერხებს სხვადასხვა მუსიკალური სივრცისთვის დამახასიათებელი სპეციფიკის ერთ კონტექსტში მოქცევას, რის გამოც მისი სეტების მოსმენა ყოველთვის ძალიან საინტერესოა. BMI ადგილობრივი სცენის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მუსიკალური პროდიუსერია – ის პროექტების 3SULI, SOULVENT და OCHTACHORON წევრია, რომელის ფარგლებშიც, ბოლო წლებში რამდენიმე საინტერესო ჩანაწერი გამოიცა. მათ შორის განსაკუთრებით საინტერესოა ქართულ ლეიბლ DE RE-ზე გამოცემული ალბომი LAND OF META, რომელიც 2018 წლის ერთ-ერთი საინტერესო ჩანაწერია. BMI-ის დიჯეი სეტები არტისტის სტუდიური საქმიანობის ველს სცილდება და სხვა, უფრო ფართო მუსიკალურ სივრცეებსაც მოიცავს.


00:00-03:00 BMI
03:00-05:00 ZITTO
05:00-END BMI B2B ZITTO