HOROOM: 22.06.19

VODKAST RECORDS NIGHT


ვოდკასტი აგრძელებს ივენთების სერიას HOROOM-ში.

ჩვენი სტუმარია დუო თბილისიდან V.C.V.S. – სანდრო კოზმანიშვილის და ირაკლი შონიას ერთობლივი პროექტი. მათი სადებიუტო ფირფიტა (DJ Sotofett-ს რემიქსთან ერთად) 21 ივნისს ვოდკასტის ლეიბლზე გამოიცემა, რასაც სულმოუთმენლად ველით. შესაბამისად, მსმენელს ექნება 02:00 სთზე V.C.V.S.-ს მუსიკის ცოცხალი შესრულებით მოსმენის შესაძლებლობა – not to be missed…

საღამოს გახსნის ჰორუმის მეორე დებიუტანტი Ani Kvirkvelia, საინტერესო და ეკლეკტური დისკ ჟოკეი, ვოდკასტის ოჯახის ახალი წევრი, რომელიც უკვე 1 წელია ფირფიტების მაღაზიაში მუშაობს და თანდათან აფართოებს მის მუსიკალურ დიაპაზონს.

თქვენთვის კარგად ნაცნობი და ვოდკასტის ერთერთი ბურჯის JD J-ს შემდეგ, ღამეს დააგვირგვინებს BMI – ბაკურ მეტრეველი, ადგილობრივი სცენის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მუსიკალური პროდიუსერი და დიჯეი – პროექტების 3SULI, SOULVENT და OCHTACHORON წევრი, რომლის ფარგლებშიც, ბოლო წლებში რამდენიმე საინტერესო ჩანაწერი გამოიცა. მათ შორის განსაკუთრებით საინტერესოა ქართულ ლეიბლ DE RE-ზე გამოცემული ალბომი LAND OF META, რომელიც 2018 წლის ერთ-ერთი საინტერესო ჩანაწერია.


00:00-02:00 ANI KVIRKVELIA
02:00-04:00 V.C.V.S
04:00-06:00 JD J
06:00-END BMI