HOROOM: 22.12.18

HOROOM: HAMATSUKI | KRAUMUR | SPACEJAM 92


 

22 დეკემბერს, HOROOM-ის ოთახი ადგილობრივ არტისტებს მამუკა ცხადაიას წარმატებულ პროექტს HAMATSUKI-ს და სცენის ახალ სახეს KRAUMUR-ს დაეთმობა. სხვადასხვა მუსიკალური პალიტრის მქონე ორი არტისტის გარდა, კლუბში მოსულ სტუმრებს BERIKA-ს პროექტის, SPACEJAM 92-ის ლაივის მოსმენაც შეეძლება. ირაკლი ბერიკაშვილი ქართული ელექტრონული მუსიკის სივრცეში ერთნაირად პროდუქტიულია, როგორც პროდიუსერის, ასევე შემსრულებელის ამპლუაშიც, რაც სცენაზე მის როლს მნიშვნელოვნად ზრდის. SPACEJAM-ის ლაივის მოსმენა მისი ერთ-ერთი მუსიკალური ალტერ-ეგოს გაცნობის იდეალური საშუალებაა.


HOROOM
00:00-03:00 KRAUMUR
03:00-04:00 SPACEJAM 92 (LIVE)
04:00-END HAMATSUKI