HOROOM: 23.02.19

PRINS THOMAS, VAKHO


ნორვეგიელი პროდიუსერი და დიჯეი Prins Thomas იმ არტისტების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთაც ოსლოს სცენა საერთაშორისო ელექტრონული მუსიკის სივრცის განუყოფელ და გამორჩეულ ნაწილად აქციეს.
მისი შემოქმედებითი საქმიანობა, რომელიც სათავეს 2000-იან წლების დასაწყისში იღებს, ყოველთვის მჭიდროდ იყო დაკავშირებული ადგილობრივ საკლუბო სივრცესთან, მაგრამ PRINS THOMAS-ის გავლენა გაცილებით დიდ მასშტაბებზე გავრცელდა. როგორც დიჯეი ყოველთვის ეკლექტური და არაპროგნოზირებადი იყო – ჰიპ ჰოპ კულტურის, ელექტრო მუსიკის და დისკოს საუკეთესო ტრადიციების სინთეზით ის წვეულებებზე ყოველთვის განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიდა. მისი სტილი და მიდგომა მისაბაძი აღმოჩნდა ბევრი მისი თანამედროვე არტისტისთვის, რამაც ოსლოს სცენას საბოლოოდ თავისი ესთეტიკა შესძინა.
2003 წელს, Lindstrøm-თან ერთად კოლაბორაციული პროექტი შექმნა, რისი შედეგიც რამდენიმე საინტერესო ჩანაწერი და ალბომები გახდა. პარალელურად PRINS THOMAS აქტიურად გამოსცემდა სოლო ნამუშევრებსაც, რომლის ფარგლებშიც ის BJØRN TORSKE (OFFICIAL) , Bugge Wesseltoft და სხვა საინტერესო არტისტებთან ერთად თანამშრომლობდა. Bugge Wesseltoft-თან ერთად ჩაწერილი ალბომი, რომელიც შარშან Smalltown Supersound-ზე გამოიცა უფრო მეტად ჯაზ მოტივებზე იყო ორიენტირებული, რაც არტისტის მრავალფეროვნებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

ნორვეგიელ არტისტს HOROOM-ის ოთახში კომპანიონობას Vodkast Records-ის ფირფიტების მაღაზიის, ლეიბლის, პოდკასტისა და ივენთების სერიების თანაავტორი VAKHO გაუწევს.

00:00-05:00 PRINS THOMAS
05:00-END VAKHO