HOROOM: 25.05.19

ZURKIN, AMILA


25 მაისს Horoom-ის ოთახი Zurkin და Amila უმასპინძლებს. Zurkin ქართული საკლუბო სცენის გამორჩეული არტისტია, რომელიც ამავდროულად საქართველოში პირველი და ერთადერთი მოქმედი მუსიკალური მაღაზიის, vodkast-ის და ლეიბლის vodkast records-ის თანადამფუძნებელია. განსაკუთრებული მუსიკალური გემოვნება და ტექნიკური უნარ-ჩვევები zurkin-ის დიჯეი სეტებს საინტერესო მუსიკალურ მოგზაურობად აქცევს. მასთან ერთად ლეიბლის და ყოველთვიური საკლუბო ღამეების სერიის, Altered Soul Experiment დამფუძნებელი და კურატორი Amila დაუკრავს. ბერლინში მოღვაზე არტისტი კონცეპტუალურ ივენთებს კლუბ OHM-ში თვეში ორჯერ მართვას და ცდილობს სცენაზე ალტერნატიული სივრცე შექმნას, რომელიც ყველაზე გაბედულ და საინტერესო იდეებს მოემსახურება. მსგავსი მიდგომა ვლინდება Amila-ს სეტებშიც, რომელიც მუდმივად ცდილობს ტრადიციული საცეკვაო მუსიკის სივრცე ჯაზის, დისკოს, სოულის ელემენტებით გაამდიდროს და მსმენელსაც მრავალფეროვანი მუსიკალური სინთეზი შესთავაზოს. მის შესაძლებლობებში Horoom-ის მსმენელი 25 მაისს დარწმუნდება.


00:00-04:00 ZURKIN
04:00-END AMILA