HOROOM: 26.01.19

HOROOM: COSMIC LOVE ROTATION,  KRAUMUR


26 იანვარს, HOROOM-ში ადგილობრივი სცენის წარმომადგენლები COSMIC LOVE ROTATION და KRAUMUR დაუკრავენ. ბესო მახარობლიძის მუსიკალურ გემოვნებაზე დიდი გავლენა DJ PIERRE, PHUTURE და TRAX RECORDS-ის ჟღერადობამ იქონია, თუმცა არტისტს საკუთარი შემოქმედება ვიწრო მუსიკალური ჩარჩოებით არასდროს შემოუსაზღვრავს. 2016 წლიდან პროდიუსერულ საქმიანობაზეც კონცენტრირდა და საკუთარი კომპოზიციების შექმნა დაიწყო. სტუდიური საქმიანობის პარალელურად COSMIC LOVE ROTATION მსმენელს თავის მუსიკას პერიოდულად საცეკვაო მოედნებზე უზიარებს. მასთან ერთად ადგილობრივი სცენის ახალი და საინტერესო სახე KRAUMUR დაუკრავს. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა არტისტი აქტიურად სულ რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა, მისი მუსიკალური გემოვნება და სელექციის უნარი ყურადღებას ადვილად იქცევს. ის მელოდიური და ენერგიული კომპოზიციები, რომელსაც KRAUMUR მსმენელს მუდმივად სთავაზობს, HOROOM-ის სივრცეში ყოველთვის განსაკუთრებულად დაფასებულია.

 


HOROOM
00:00-04:00 KRAUMUR
04:00-END COSMIC LOVE ROTATION