HOROOM: 27.04.19

LILITH. , KOTE JAPARIDZE


27 აპრილს, HOROOM-ის ოთახში კლუბის რეზიდენტები დაუკრავენ. ხატია ტყავაშვილი პროექტით LILITH. ადგილობრივ სცენაზე აქტიურად 2015 წლიდან გამოჩნდა. ინდუსტრიული ჟღერადობის, სინთ-პოპის და NEW WAVE-ს ადრეული გავლენა LILITH.-ის სეტებში მუდმივად შეიმჩნევა, თუმცა მას ეს ხელს არ უშლის, საკუთარი მუსიკალური გამოცდილება უფრო ფართო მასშტაბით გამოხატოს. მას კომპანიონობას KOTE JAPARIDZE გაუწევს, რომელსაც HOROOM-ის ლოიალური მსმენელი მრავალფეროვანი, მელოდიური და ენერგიული სეტებით იცნობს. კოტეს პირველი მუსიკალური გამოცდილება 5 ბიტიანი ვიდეოთამაშების პოლიფონიურ საუნდტრეკებს და ჰიპ-ჰოპ ჩანაწერებს უკავშირდება. ელექტრონული ჟღერადობით ის მოგვიანებით, მუსიკალური შვიდწლედის დასრულების შემდეგ დაინტერესდა.


00:00-04:00 KOTE JAPARIDZE
04:00-END LILITH.