HOROOM: 28.12.18

HOROOM: SERGE, KANCHELI 

SERGE CLONE იგივე SERGE როტერდამის საკლუბო სცენის ვეტერანი წარმომადგენელი და გავლენიანი ფიგურაა. მუსიკალური მაღაზიის და ლეიბლის CLONE RECORDS დამფუძნებელს უკვე 25 წელზე მეტია გლობალური საცეკვაო მუსიკის სცენის განვითარებაში თავისი წვლილი შეაქვს. მის ლეიბლზე გამოიცემიან DREXCIYA, LEGOWELT, ALDEN TYRELL და სცენის სხვა გავლენიანი წარმომადგენლები. თავისი გამოცდილების და დახვეწილი გემოვნების გამო SERGE ძალიან ეკლექტური და მრავალფეროვანი დიჯეია. მისი სეტები საცეკვაო მუსიკის ისტორიის საუკეთესო მომენტებს ეხმაურება და მსმენელს ყოველთვის აძლევს ახალი შთაბეჭდილებების განცდის საშუალებას. მასთან ერთად ქართული ტექნო სცენის გამორჩეული დიჯეი KANCHELI დაუკრავს, რომელმაც 2018 წელს BASSIANI RECORDS კომპოზიცია DISCOTRANCEMAKER FROM USSR გამოსცა. ტექნო მუსიკისადმი განსაკუთრებული ორიენტაციის მიუხედავად, KANCHELI არასდროს ერიდება სიახლეებს და რისკებს, რაც ყვეააზე კარგად სწორედ HOROOM-ის საცეკაო მოედანზე ვლინდება.

HOROOM
00:00-04:00 KANCHELI
04:00-END SERGE