HOROOM: 29.03.20

HAMATSUKI, GENERALI MINERALI, NEBBIERI


28 მარტს, HOROOM-ის ოთახი HAMATSUKI, GENERALI MINERALI და NEBBIERI-ს უმასპინძლებს. ქართული ელექტრონული მუსიკის სცენის უდავოდ გამორჩეული პროდიუსერი  HAMATSUKI დიდი ხანია კლუბის რეზიდენტი და შეუცვლელი ფიგურაა. შესაბამისად , გასაკვირი არ არის, რომ HOROOM RECORDS პირველ გამოცემაში Francis Harris-ის გვერდით სწორედ მის კომპოზიციებს ვხვდებით.   HAMATSUKI-ის მუსიკალური იდეები და ჟღერადობა წლების მანძილზე კარგად გამოიხატა Gasp Records, Sensu, Orion Arm და სხვა პლატფორმებზე გამოცემულ ჩანაწერებშიც, რის შემდეგაც ის ადგილობრივი სცენის მნიშვნელოვან წარმომადგენლად და ლაივ არტისტად იქცა. რაც შეეხება Generali Minerali-ს, ის გიორგი ჯინჭარაძის მუსიკალური პროექტია, რომელსაც მსმენელი  Construction, Crazy Bitch Deborrah და Black General-ის ფსევდონიმითაც იცნობს. Horoom-ის სტუმრებისთვის ის ამჯერად ლაივს დაუკრავს. საინტერესო იქნება მარიტა ნებიერიძის, იგივე NEBBIERI-ს მოსმენაც, რომელმაც ადგილობრივ სცენაზე თავი უკვე წარმატებულად დაიმკვიდრა . NEBBIERI-ს სეტები სტილისტური მრავალფეროვნებით და საინტერესო სელექციით გამოირჩევა, რაშიც HOROOM-ის მსმენელი რამდენეჯერმე დარწმუნდა.


Please Login to buy tickets