HOROOM: 29.02.20

KVANCHI, DANIEL BERHANE, KURA


29 თებერვალს HOROOM-ის ოთახი KVNACHI, DANIEL BERHANE და KURA-ს უმასპინძლებს. თორნიკე კვანჭიანი, იგივე KVANCHI ქართველი პროდუსერი, დიჯეი და ასევე ლეიბლ BASSIANI RECORDS-ის კურატორია. მას როგორც ზემოთხსენებული ლეიბლის, ასევე HOROOM-ის სივრცის ჟღერადობის განსაზღვრაში დიდი წვლილი მიუძღვნის. მისი დივერსიფიცირებული გემოვნება და სტილის განსაკუთრებული შეგრძნება მისი დიჯეის სეტების მთავარი დამხასიათებელი ნიშანია. 

მასთან ერთად დაუკრავს ბერლინელი არტისტი DANIEL BERHANE, რომელის სახელიც თბილისის საკლუბო სივრცეებისთვის უკვე კარგად ნაცნობია. საინტერესო იქნება გიორგი ყურაშვილის, იგივე KURA-ს მოსმენა, რომელიც ადგილობრივ სცენაზე ბოლო წლებია გამოჩნდა და საინტერესო მუსიკალური გემოვნების დამსახურებით კარგი რეპუტაციით სარგებლობს.


00:00-04:00 KURA
04:00-07:00 DANIEL BERHANE
07:00-END KVANCHI