HOROOM: 29.06.19

RESOM, USHERENKO, IAZIKZAZUBAMI


29 ივნისს HOROOM-ის საცეკვაო მოედანი სამ არტისტს, Resom, Usherenko და Iazakzazubami-ს მასპინძლობს. Resom ელექტრონული მუსიკის არტისტი და აქტივისტია, რომელიც მულტიდისციპლინური ღონისძიებების სერიას The Amplified Kitchen კურატორობს. ის ასევე ლაიფციგში დაფუძნებული სახელოვნებო კოლექტივის, Homo Elektrik-ის წევრიც არის. Homo Elektrik-ის მიზანი დივერსიფიცირებული და მრავალფუნქციური სცენის მხარდაჭერაა, სადაც არტისტები თავიანთ შემოქმედებით საქმიანობაში არ შეიზღუდებიან. ორგანული, გულრწფელი, ენერგიული და ღრმა – Resom სწორედ ამ ეპითეტებით ახასიათებს იმ მუსიკას, რომელსაც უკრავს და მიიჩნევს, რომ ჟანრობრივი განსხვავებები არტისტისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი არ უნდა იყოს. მასთან ერთად ნიუ-იორკში მოღვაწე არტისტი და ფირფიტების კოლექტორი Alex Usherenko დაუკრავს. ღონისძების ქართველი მასპინძელი კლუბის რეზიდენტი ზუკა ბაბუნაშვილი პროექტით iazikzazubami იქნება. ეს პროექტი ქართველი არტისტის ფართო მუსიკალური სპექტრის ერთ-ერთი საინტერესო გამოვლინებაა. ჰაუს და ეისიდ ჟღერადობაზე აქცენტით, iazikzazubami მსმენელს საცეკვაო მოედნისთვის ადაპტურ და მრავალფეროვან ცოცხალ შესრულებას სთავაზობს. 


00:00-03:00 USHERENKO
03:00-04:00 IAZIKZAZUBAMI
04:00-END RESOM