HOROOM: 29.12.18

HOROOM: HVL, AZIM FATHI 

AZIM FATHI თეირანში მოღვაწე არტისტი და ირანში ყველაზე გავლენიანი მუსიკალური ანდერგრაუნდ ორგანიზაციის, PARAFFIN TEHRAN-ის დამფუძნებელია. სახელმწიფო რეპრესიის პირობებში თეირანის სცენისთვის დამახასიათებელი მეამბოხე სულისკვეთების ერთ-ერთი მთავარი სტიმულატორი სწორედ PARAFFIN TEHRAN და FATHI-ს კერძო ინიციატივებია. HOROOM-ის ოთახის საცეკვაო მოედანს ის კლუბის რეზიდენტ HVL-თან ერთად გაიყოფს. 2018 წელს გამოცემული წარმატებული ალბომის, OSTATI-ს და მსოფლიოს სხვადასხვა საინტერესო სივრცეებში დაკვრის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ HVL თავისი კარიერის საუკეთესო ეტაპზე იმყოფება. შესაბამისად, HOROOM-ში მისი დაბრუნება განსაკუთრებით საინტერესოა.

HOROOM
00:00-04:00 AZIM FATHI
04:00-END HVL