HOROOM: 30.03.19

VOICEDRONE, S RUSTON, OBJECTOR TRAX


Voicedrone მუსიკოსისა და დიჯეი ლაშა ჟორჟოლიანის პროექტია. იმის პარალელურად, რომ ის ქართული მუსიკალური სცენის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია, ლეიბლ IMPRFCT-ის დამფუძნებელი თავის შემოქმედებით კვალს ლონდონის ანდერგრაუნდ მუსიკის სივრცეშიც ტოვებს. სახელოვნებო სივრცე FOLD, რომელიც მან მეგობრებთან ერთად დააარსა, 24 საათიანი რეივების და საინტერესო სტუდიური სივრცეების დამსახურებით ლონდონის საკლუბო სცენაზე თავის უნიკალურ ხასიათს ინარჩუნებს.
ლაშას სადებიუტო კრებული IMPRFCT-ზე 2016 წელს გამოიცა და 4 ტრეკისგან შემდგარმა Emotional Disorder EP-მა ძალიან კარგი გამოხმაურება დაიმსახურა. ინდივიდუალური არტისტული ხელწერის და ბრიტანული ელექტრონული მუსიკალური სცენის ტრადიციების გემოვნებიანი სინთეზით Voicedrone-მ თავისი მუსიკალური გემოვნება დასაწყისშივე ძალიან მკაფიოდ გამოკვეთა. მის ლეიბლის შემდეგი სტუმრები კი Artdepo და Alexey Seliverstov გახდნენ, რომლებმაც ლეიბლის კატალოგი კიდევ უფრო გაამდიდრეს. FOLD-თან ერთად, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ გაიხსნა, ლაშა თავის შემოქმედებით პრიორიტეტებს კიდევ უფრო წარმატებულად ავლენს.
30 მარტს კიდევ ერთი სტუმარი S RUSTON იქნება, რომელმაც ფეხი ბრისტოლის მუსიკალური სცენაზე ადრეულ ასაკშივე აიდგა. კარიერის საწყის ეტაპზე მისთვის განსაკუთრებით წარმატებული პლატფორმა იყო ადგილობრივი სცენის ლეგენდის, Pinch-ის ღონისძიებების სერიები Subloaded და Dubloaded, სადაც მას თავისი მუსიკალური გემოვნების გამოვლენის შანსი მიეცა. ამის შემდეგ ახალგაზრდა არტისტი Glastonbury-ით დაწყებული, Bloc-ით დამთავრებული, უამრავი საინტერესო ფესტივალის და კლუბის სტუმარი გახდა. პარალელურად მან პლატფორმა One4Ho დააფუძნა, რომელიც მაღალი ტემპის მქონე საცეკვაო მუსიკასა და ქალ არტისტებზე ფოკუსირდება. განსაკუთრებული სტილის შეგრძნების გამო S RUSTON-ის სახელი დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება, რაც მას გლობალური მუსიკალური სცენის საინტერესო სახედ აქცევს. S RUSTON და VOICEDRONE-ს მასპინძელი კლუბის რეზიდენტი Objectro იქნება. objector გიორგი ჩიტალაძის მუსიკალური პროექტია, რომლის შემოქმედებითი საქმიანობა ალტერნატიულ როკ მუსიკას უკავშირდებოდა, თუმცა მოგვიანებით აქცენტი მთლიანად ელექტრონულ ჟღერადობაზე გააკეთა, რისი შედეგიცაა პროექტები: objector და objector trax. უკანასკნელი წლების განმავლობაში საკუთარი ჩანაწერები ლეიბლებზე lunar და dvntt გამოსცა, სადაც მისი არტისტული მიდგომები კიდევ უფრო გამოიკვეთა.

00:00-05:00 VOICEDRONE B2B S RUSTON
05:00-END OBJECTOR TRAX