DONATE
To help retain BASSIANI / HOROOM & HOROOM NIGHTS team and venue, to prepare a legal battle and stop the state oppression.

BASSIANI / HOROOM და HOROOM NIGHTS გუნდის დასახმარებლად, სივრცის შესანარჩუნებლად, სამართლებრივი დავების დასაწყებად და სახელმწიფოს მხრიდან ჩაგვრის აღსაკვეთად.

BASSIANI: 24.03.17



BASSIANI / HOROOM: HESSLE AUDIO NIGHT | BEN UFO | PEARSON SOUND | PANGAEA | DANIEL BELL | KVANCHI | HESSLE AUDIO: 2007 წელს PEARSON SOUND-მა, BEN UFO-მ და PANGAEA-მ რადიო SUB FM დაარსეს, რასაც შემდეგში გამორჩეული ლეიბლის HESSLE AUDIO-ს ჩამოყალიბება მოჰყვა. HESSLE AUDIO საკუთარი კონცეფციით, ხედვითა და ახალი მუსიკის აღმოჩენის სურვილით დაარსებიდან მალევე მოექცა ყურადღების ცენტრში და UK BASS-ს, ტექნოსა და ჰაუსს შორის საზღვარი გაარღვია. ბრიტანულ ლეიბლზე სადებიუტო რელიზები BLAWAN-მა და JAMES BLAKE-მა გამოუშვეს. მფლობელების გარდა HESSLE AUDIO-ზე მუსიკას ისეთი პროდიუსერები უშვებენ, როგორებიც არიან COSMIN TRG, OBJEKT და UNTOLD. 24 მარტს კლუბში BASSIANI ლეიბლის დამაარსებლები HESSLE AUDIO-ს ათი წლისთავისადმი მიძღვნილი ტურის ფარგლებში დაუკრავენ. BEN UFO: იგივე BEN THOMSON, როგორც RESIDENT ADVISOR წერს: “ბრიტანეთში განსაკუთრებულად რთულია მიაღწიო პოპულარობას ბექგრაუნდის და საკუთარი ფროდაქშენის გარეშე, თუმცა ბენ უფომ, როგორც საუკეთესო სელექტორმა, მაღალი რეპუტაციის მოპოვება მოახერხა.” მის სეტებში იგრძნობა ანდერგრაუნდ მუსიკის ღრმა ცოდნა. მისი ავტორიტეტი ხშირ შემთხვევაში დამწყები პროდიუსერების წარმატებას განსაზღვრავს. სწორედ BEN UFO-მ გააცნო პირველად მსმენელს ისეთი არტისტები, როგორებიც არიან თანამედროვე ბრიტანული სცენის მთავარი ფიგურები: BLAWAN და JOY ORBISON. PEARSON SOUND: ბრიტანელი DJ და პროდიუსერის DAVID KENNEDY-ს ტექნო პროექტია, რომელსაც ასევე დაბ ჟღერადობის - RAMADANMAN და ჰაუს ჟღერადობის - MAURICE DONOVAN-ით იცნობენ. ის BEN UFO და PANGEA-სთან ერთად 2007 წლიდან უძღვება ლეიბლს HESSLE AUDIO, ასევე ფლობს საკუთარ იმპრინტს PEARSON SOUND, რომელზეც მხოლოდ მისი ჩანაწერები გამოდის. აღსანიშნავია მისი კოლაბორაცია ლეგენდარულ RADIOHEAD-თან, KENNEDY-მ იმუშავა ჯგუფის რემიქსზე და ასევე მათ საკონცერტო ტურში მიიღო მონაწილეობა. დღესდღეობით PEARSON SOUND ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი ტექნო არტისტია მსოფლიოს წამყვან კლუბებსა და ფესტივალებზე. PANGAEA: იგივე KEVIN MCAULEY, ბრიტანელი DJ და პროდიუსერი. არის ლეიბლის HESSLE AUDIO თანადამაარსებელი, სადაც სხვა გამორჩეულ რელიზებთან ერთად 2016 წელს სადებიუტო ალბომი IN DRUM PLAY გამოსცა. MCAULEY-ს ჩანაწერები ასევე გამოდის ლეიბლებზე HOTFLUSH RECORDINGS და HEMLOCK RECORDINGS. შექმნილი აქვს DEPECHE MODE-ს და JON HOPKINS-ის რემიქსები. PANGAEA-ს ჟღერადობა განსაკუთრებულია, მისი შემოქმედება დაბის, ბასის, UK GARAGE-ს და ტექნოს სინთეზს წარმოადგენს, რაც მის სეტებშიც საუკეთესოდ გამოიხატება. DANIEL BELL: იგივე DBX, კალიფორნიაში დაბადებული და კანადაში გაზრდილი ლეგენდარული DJ და პროდიუსერი, რომელიც მოგვიანებით დეტროიტში გადავიდა და მსმენელს RICHIE HAWTIN-თან კოლაბორაციით - „CYBERSONIK” გაეცნო. 1991 წელს მან დაარსა ლეიბლი ACCELERATE ( სუბლეიბლი ELEVATE) . DANIEL BELL-ის პროდიუსინგზე ჩიკაგო ჰაუსმა, STEVE REICH-მა და PHILIP GLASS-მა იქონია გავლენა, თავად მისი მუსიკა კი მრავალი თაობისთვის გახდა შთაგონების წყარო. მისი რელიზები სხვადასხვა დროს გამოდიოდა ლეიბლებზე: PEACEFROG RECORDS, LOGISTIC RECORDS, TRESOR, მისივე დაარსებული 7TH CITY. KVANCHI: თორნიკე კვანჭიანი, იგივე KVANCHI დიჯეი და პროდიუსერი, BASSIANI RECORDS-ის A&R და HOROOM-ის რეზიდენტი.“ჩემთვის დიჯეინგი არის განსხვავებულ სიტუაციებში მუსიკის საშუალებით მსმენელისთვის სხვადასხვა ემოციების ისე გადაცემის უნარი, რომ გათვალისწინებული იყოს გარემოს სპეციფიკაც.” დიჯეინგის და მუსიკის წერის პარალელურად თორნიკე კვანჭიანი ლეიბლის BASSIANI RECORDS მენეჯმენტშიც არის ჩართული, რაც მას საშუალებას აძლევს კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს ახალი და საინტერესო ჟღერადობების თუ არტისტების ძიებაში.  

BASSIANI: 24.03.17

BASSIANI
  • BEN UFO
  • PEARSON SOUND
  • PANGAEA
HOROOM
  • DANIEL BELL
  • KVANCHI

BASSIANI: 17.03.17



BASSIANI / HOROOM / SPACEHALL: PLANET GIEGLING TOUR Resident Advisor-ის გამოკითხვით 2016 წლის საუკეთესო ლეიბლი Giegling მსოფლიო ტურს აანონსებს, რომელიც მკაფიოდ გადმოსცემს ლეიბლის ფილოსოფიას და რომელშიც კოლექტივის სრული შემადგენლობა იღებს მონაწილეობას. Planet Giegling რამდენიმე ქალაქში ტარდება, მათ შორის თბილისში 16 და 17 მარტს, კლუბში BASSIANI და მულტიფუნქციურ საკონცერტო დარბაზში SPACEHALL. დღესდღეობით Giegling ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და აქტუალური ლეიბლია ევროპის მასშტაბით, რომელიც რამოდენიმე მეგობარმა ქალაქ ვაიმარში დააარსა. თავდაპირველად Giegling-ს კლუბის სახე ჰქონდა, თუმცა მისი დახურვის შემდეგ მთელი მუხტი და იდეა ლეიბლის ქვეშ გააერთიანდა. VRIL: პროდიუსერი და DJ ჰანოვერიდან, ლეიბლ Giegling-ის წარმომადგენელი. მას შემდეგ, რაც 2010 წელს , ამ ლეიბლზე მისი პირველი EP-ი 1-4 გამოვიდა, ის დღევანდელობის ერთ-ერთ საინტერესო და გამორჩეულ ტექნო არტისტად მიიჩნევა. Giegling -ის გარდა, Vril-ის ჩანაწერები გამოიცემა ისეთ ლეიბლებზე როგორიც არის: BASSIANI Records, Semantica, Delsin, Dystopian, Ostgut Ton, Phonica White და ა.შ. Vril-ის სადებიუტო ალბომი Torus 2014 წელს, მისი მშობლიური ლეიბლის სუბლეიბლზე Forum გამოვიდა და განსაკუთრებული აღიარება მოუტანა ავტორს. აღსანიშნავია ასევე მისი მეორე ალბომი Portal, რომელსაც მძიმე ატმოსფერული ჟღერადობა ახასიათებს. Vril ასევე ცნობილია სახელით Zum Golden Schwarm. ATEQ: ლეიბლის - Giegling თანადამფუძნებელი, იგი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა კოლექტივში. მისი მუსიკა გამორჩეულია პერკუსიული რითმიკით, დაბისა და ექპერიმენტული ჟღერადობის შერწყმით. KONSTANTIN: გერმანელი DJ და პროდიუსერი, ლეიბლის – Giegling სულისჩამდგმელი, Konstantin მისი სასცენო ფსევდონიმია, მუსიკას Herr Koreander- ის სახელის ქვეშ აკეთებს. ასევე, არის Kettenkarussell-ის მეორე ნახევარი. Edward: გერმანელი პროდიუსერისა და DJ-ის Gilles Aiken-ის პროექტია, რომლის დისკოგრაფიის ისტორიაც ათეულ წელზე მეტს ითვლის. მუსიკოსის მეორე პროექტის - Desert Sky-ს სადებიუტო ალბომმა “Gaia” დღის შუქი გასულ წელს იხილა. Edward-ის სტუდიური ნამუშევრები ძირითადად ღრმა ჰაუსის ჟღერადობაზე ორიენტირდება და გამოდის ლეიბლებზე White და Giegling. KETTENKARUSSELL: Herr Korreander-ის, იგივე Konstantin-ისა და Leafar Legov-ის დაბტექნო ჟღერადობის მქონე მუსიკალური პროექტი, რომლის დებიუტიც Giegling-ზე 2009 წელს შედგა EP-ით I Believe You And I Make Love Forever. განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი სადებიუტო ალბომი Easy Listening, რომლის რემიქსებზე Lawrence / Official, VRIL და Losoul-მა იმუშავეს. LEAFAR LEGOV: DJ და პროდიუსერი გერმანიიდან. 2009 წლიდან არის Kettenkarussell-ის მეორე ნახევარი. Leafar Legov-ის სახელით კი სადებიუტო და ჯერჯერობით ერთადერთი, ემბიენტ ჟღერადობის ალბომი “Talk” Giegling-ზე 2016 წელს გამოუშვა. DJ DUSTIN: Konstantin-თან ერთად ლეიბლის Giegling ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი. Giegling-ის ღამეების ორგანიზატორი და კურატორი.

BASSIANI: 17.03.17

BASSIANI
  • VRIL LIVE
  • ATEQ LIVE
  • KONSTANTIN
HOROOM
  • EDWARD LIVE
  • KETTENKARUSSELL LIVE
  • LEAFAR LEGOV LIVE
  • DJ DUSTIN

BASSIANI: 11.03.17



BASSIANI / HOROOM: BASSIANI RECORDS NIGHT | DJ NOBU | WATA IGARASHI | IORI | TAKAAKI ITOH | HVL | KVANCHI DJ NOBU: პროდიუსერი და DJ, იაპონური ტექნო სცენის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, ლეიბლის BITTA დამაარსებელი და FUTURE TERROR-ის ფართების სერიის ორგანიზატორი. DJ NOBU-ს სახელს ხშირად უკავშირებენ იაპონური ანდერგრაუნდ ტექნოს განვითარებას, ამავდროულად მისი ტრეკები და სეტები წარმატებულია მსოფლიო მასშტაბით. აღსანიშნავია, მისი და IORI-ს კოლაბორაციული EP - DRAW/ UNTITLED, ასევე სადებიუტო ალბომი DIARY, რომელიც 2008 წელს გამოვიდა. DJ NOBU (-ს სეტები ეკლექტური და მრავალფეროვანია და ტექნოს ბევრ განსხვავებულ მიმართულებას მოიცავს. მისი თქმით, არ არსებობს DJ-ზე რთული სამუშაო, თუმცა ამ საქმის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. WATA IGARASHI: პროდიუსერი და DJ ტოკიოდან, მან თავი მუსიკის განსხვავებულ ჟანრებში სცადა, დღესდღეობით კი ანდერგრაუნდ ტექნო სცენაზე უნიკალური ჟღერადობით გამოირჩევა. მას ყველაზე იმედისმომცემი პროდიუსერების ჩამონათვალში მოწინავე პოზიციებზე მოიხსენიებენ. აღსანიშნავია IGARASHI-ს 2016 წელს გამოსული CIPHERS EP, რომელიც ლეიბლ MIDGAR RECORDS-ს ეკუთვნის, ასევე მისი THE BUNKER NEW YORK-თვის ჩაწერილი პოდკასტი, რომელიც 2015 წლის ერთ-ერთი საუკეთესო მიქსია. IORI: იაპონელი DJ და პროდიუსერი. მისი მუსიკალური კარიერა 90'-ის ბოლოს ოკინავაში დაიწყო, 2003 წელს ნიუ-იორკში DAVID MANCUSO-ს დაარსებულ ლეგენდალურ კლუბში LOFT უკრავდა, შემდეგ მოღვაწეობა ბერლინში განაგრძო. მის ტრეკებს ცოცხალი რითმი და უნიკალური ატმოსფერული ხმოვანება ახასიათებს. სეტებში კი ტექნოს და ჰაუსის სინთეზთან ერთად, ემბიენთ ჟღერადობაც იგრძნობა. გამოშვებული აქვს ალბომები NEXUS (2012) და COLD RADIANCE (2016), ასევე 10-ზე მეტი EP ლეიბლებზე: SEMANTICA RECORDS, PROLOGUE MUSIC, FIELD RECORDS, PHONICA RECORDS, BITTA და THE GODS PLANET. IORI ASANO-ს შემოქმედებაზე ისეთმა მუსიკოსებმა იქონიეს გავლენა,როგორებიც არიან: MANUEL GÖTTSCHING, MORITZ VON OSWALD, BASIC CHANNEL და DEPECHE MODE. TAKAAKL ITOH: იაპონელი DJ და პროდიუსერი, ლეიბლის WOLS დამაარსებელი. ITOH, რომელიც ელექტრონული მუსიკის განსხვავებულ მიმდინარეობებში მოღვაწეობდა, დღესდღეისობით ტექნო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგნელია. მის სახელს უკავშირებენ იაპონური ანდერგრაუნდ ტექნოს განვითარებას. TAKAAKI ITOH-ს დისკოგრაფია საკმაოდ მრავალრიცხოვანია და გამოდის ისეთ ლეიბლებზე, როგორიც არის MODULARZ, WOLS, PLANET RHYTHM RECORDS და ა.შ. მან ასევე გამოსცა 3 რელიზი პროექტით YARDA. მის სეტებში, რომელსაც მძიმე, ატმოსფერული ჟღერადობა ახასიათებს, კარგად ჩანს არტისტის გამორჩეული სტილი და მუსიკალური ორიენტაცია. HVL: BASSIANI/HOROOM-ის რეზიდენტის გიგი ჯიქიას პროექტი. მსმენელი მას OKINAWA LIFESTYLE-დან იცნობს, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და 5 რელიზის გამოცემაც მოასწრო. მისი სოლო კარიერა 2013 წელს, კიოლნში დაარსებულ პლატფორმა ROUGH HOUSE ROSIE-ზე DEEP SURVEY EP-ით დაიწყო, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მალევე მოჰყვა რელიზი ლეიბლ VOYAGER-ზე, სახელად FLATS. 2013 წელს, ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე HVL წლის ელექტრონავტად დასახელდა. 2 წლის შემდეგ, ROUGH HOUSE ROSIE-ზე იგი ახალი რელიზით LUCKY STAR OF HIGH MINDED EP-ით დაბრუნდა, ხოლო მისი უკანასკნელი PERSONA NON GRATA EP 2016 წლის თებერვალში გამოვიდა LINEAR MOVEMENT-ზე. BASSIANI RECORD-ზე გამოცეულმა  ეისიდ-ტექნო ჟღერადობის ტრეკმა – ELEGANCE WITHIN THE CHAOS მოკლე დროში მოახერხა აღიარების მოპოვება. HVL-ის მუსიკის რომელიმე კონკრეტულ ჟანრში მოქცევა რთულია, რადგან იგი მუდმივად ეძებეს სიახლეებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. KVANCHI: თორნიკე კვანჭიანი, იგივე KVANCHI დიჯეი და პროდიუსერი, BASSIANI RECORDS-ის A&R და HOROOM-ის რეზიდენტი.მუსიკით 13-14 წლის ასაკში დაინტერესდა, როდესაც კლასიკური როკის ჩანაწერების შეგროვება დაიწყო. თუმცა, წლების შემდეგ, ელექტრონული ჟღერადობის მქონე სხვადასხვა არტისტების გავლენით მისი მუსიკალური მიმართულება გარკვეულწილად შეიცვალა. ადრეულ წლებში მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა დეტროიტის, ჩიკაგოს და ნიუ იორკის სცენებისთვის დამახასიათებელი ჟღერადობა, რაც მისი მუსიკალური საქმიანობის ერთ-ერთი განმსაზღვრელიც აღმოჩნდა. “ჩემთვის დიჯეინგი არის განსხვავებულ სიტუაციებში მუსიკის საშუალებით მსმენელისთვის სხვადასხვა ემოციების ისე გადაცემის უნარი, რომ გათვალისწინებული იყოს გარემოს სპეციფიკაც” – KVANCHI ამჟამად HOROOM-ის რეზიდენტია და როგორც თვითონ აღნიშნავს, ეს მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. მისი აზრით რეზიდენტისთვის აუცილებელია მრავალფეროვნება, რათა მსმენელისთვის გარკვეული სიახლის შეთავაზება მუდმივად შეეძლოს.დიჯეინგის და მუსიკის წერის პარალელურად თორნიკე კვანჭიანი ლეიბლ BASSIANI RECORDS-ის მენეჯმენტშიც არის ჩართული, რაც მას საშუალებას აძლევს კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს ახალი და საინტერესო ჟღერადობების თუ არტისტების ძიებაში.  

BASSIANI: 11.03.17

BASSIANI
  • DJ NOBU
  • WATA IGARASHI
  • IORI
  • TAKAAKI ITOH
HOROOM
  • HVL
  • KVANCHI

BASSIANI: 04.03.17



BASSIANI / HOROOM: LOBSTER THEREMIN NIGHT | ASQUITH | DAZE | NTHNG | MARC SCHNEIDER | HAMATSUKI LOBSTER THEREMIN: ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლეიბლი, რომელიც 2013 წელს Jimmy Asquith-მა ლონდონში დააარსა. ლეიბლი ყურადღების ცენტრში პირველივე რელიზით, Palms Trax-ის Equation EP-ით მოექცა, რომელიც მისთვისაც სადებიუტო იყო. Lobster Theremin-ის შექმნის კონცეფციაც სწორედ ეს იყო - პლატფორმა ნიჭიერი, ნაკლებად ცნობილი არტისტებისთვის. Lobster Theremin-ს ორი სუბლეიბლი აქვს: Mörk და Distant Hawaii. ASQUITH: Jimmy Asquith, ლეიბლ Lobster Theremin-ის სულისჩამდგმელი და Find Me In The Dark-ის ღამეების კურატორი. DAZE: ავსტრალიელი DJ და პროდიუსერი, რომელიც Lobster Theremin-ის კოლექტივს 2014 წელს შეუერთდა EP-ით “Lips.” გამორჩეულად საინტერესოა Unknown To The Unknown-ზე გამოცემული “Leisure Complex” , რომელიც ესიდ ჰაუსის, ტექნოს, Drum n Bass-ისა და Breakbeat-ის სინთეზს წარმოადგენს NTHNG: ჰოლანდიელი პროდიუსერი და DJ. მისი დებიუტი 2014 წელს, Lobster Theremin-ის სუბლეიბლზე Mörk შედგა, EP-ით “Remember Us,” რომელსაც 2015 წელს გამოსული "1996" მოჰყვა, სადებიუტო ალბომი კი მან რამდენიმე კვირის წინ, იანვარში გამოსცა. “It Never Ends” ტექნოს ღრმა და ემოციურ ბუნებაზე კონცენტრირდება და იდეალურად გამოხატავს ახალგაზრდა პროდიუსერის მუსიკალურ ორიენტაციას. MARC SCHNEIDER: ჰამბურგელი DJ და პროდიუსერი, რომელიც ორ ათწლეულზე მეტია ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ტრენდის შემქმნელი ფიგურაა, როგორც სტუდიური ნამუშევრებით, ასევე DJ-ინგის ტექნიკითა და სელექციით. Schneider-ი საკუთარი ფირფიტების მრავალფეროვან კოლექციას მსმენელს ჯერ კიდევ 90’ წლების გერმანული რეივებიდან უზიარებს და მისი სახელი დღემდე მსოფლიოს წამყვანი კლუბების პროგრამებში გვხვდება. მისი ბოლო სტუდიური ნამუშევარი კოლაბორაცია Aera-სთან The Taylor & Smith EP გამოვიდა ლეიბლზე Circus Company, სადაც მუსიკას Nicolas Jaar, Seth Troxler და DJ Koze უშვებენ. “When it come impeccable taste in house and techno, Marc Schneider is the DJ’s DJ’s DJ.” - Resident Advisor HAMATSUKI: მამუკა ცხადაიას პროექტი, რომელიც HOROOM-ის ოთახის და ამავე სახელწოდების ქვიარ ივენთების სერიის რეზიდენტი დიჯეია. მას მსმენელი პროექტ SLIME QUEST-დანაც იცნობს. მამუკას პირველი მნიშვნელოვანი მუსიკალური შთაბეჭდილებები J. DILLA-ს და ზოგადად ჰიპ-ჰოპ კულტურას უკავშირდება, რამაც მის მუსიკალურ გემოვნებაზე დიდი გავლენა იქონია. ელექტრონული მუსიკით კი იგი პირველად DJ SPRINKLES-ის მოსმენის შემდეგ დაინტერესდა, მისთვის განსაკუთრებით ინსპირაციული აღმოჩნდა ლეიბლების SCISSOR AND THREAD და LOBSTER THEREMIN ჟღერადობა, რაც მოგვიანებით HAMATSUKI-ს კომპოზიციებზეც აისახა. “ ჩემთვის დეტალებზე მეტად მნიშვნელოვანი საერთო ხასიათის ან ემოციის გადმოცემაა. შესაბამისად, შეიძლება ეს პროექტის მთავარ ღერძად ჩავთვალოთ. ერთ-ერთი დეტალი ისიც არის, რომ არასდროს არ ვწერ სპეციალურად საცეკვაო მოედნისთვის განკუთვნილ ტრეკს“ – მიუხედავად იმისა, რომ სტუდიაში HAMATSUKI ნაკლებად ორიენტირდება ცალსახად საცეკვაო მუსიკაზე, HOROOM-ის რეზიდენტობის ფარგლებში ის მეტწილად ჰაუსს და LO-FI ჟღერადობას გვიზიარებს. მამუკა ერთდროულად რამდენიმე მუსიკალურ პროექტზე მუშაობს, რომელთა ფარგლებშიც რამდენიმე საინტერესო რელიზია დაგეგმილი.    

BASSIANI: 04.03.17

BASSIANI
  • ASQUITH
  • DAZE
  • NTHNG
HOROOM
  • MARC SCHNEIDER
  • HAMATSUKI

BASSIANI: 24.02.17



BASSIANI /HOROOM: JOEY ANDERSON B2B DJ QU |  KVANCHI | HUERCO S. B2B TEREKKE | HVL RA's In Residence series will take over Tbilisi's BASSIANI club for four dates in February. Celebrating 12 of the world's best dance floors. Clubs are the beating heart of dance music. In Residence throws the spotlight on venues that keep their local scenes flourishing. Week-in, week-out, these clubs—and hundreds of others in cities across the globe—open their doors to play the music we love. They provide a platform to nurture upcoming talent and showcase revered international guests in an environment with great sound and dedicated staff. Without clubs, we have no club culture: the people, the sounds, the moments. Now is time to celebrate that.  After 15 years of participating in and supporting club culture, we've decided to take up residence at 12 of the world's finest clubs. Throughout 2016, we'll team up with one club every month to host four events that highlight what makes these places so special. The goal is to celebrate venues that maintain the highest standards of production, programming and artistry. So far, the In Residence series has visited many of the world's finest clubs, including Chicago's smartbar, Concrete in Paris and Glasgow's Sub Club. For the final month of the year-long series, we'll be headed to Tblisi, Georgia.  The upcoming Georgia leg will be the first time we've set up shop at Bassiani, a 700-capacity spot located beneath Tbilisi's main football and rugby stadium. The club has been lauded internationally as one of the worlds finest since it openedpened

BASSIANI: 24.02.17

BASSIANI
  • JOEY ANDERSON B2B DJ QU
  • KVANCHI
HOROOM
  • HUERCO S. B2B TEREKKE
  • HVL

BASSIANI: 17.02.17



BASSIANI / HOROOM: SHACKLETON LIVE |  KANCHELI |  ROOKAS | JANE FITZ  |  ZURKIN RA's In Residence series will take over Tbilisi's BASSIANI club for four dates in February. Celebrating 12 of the world's best dance floors. Clubs are the beating heart of dance music. In Residence throws the spotlight on venues that keep their local scenes flourishing. Week-in, week-out, these clubs—and hundreds of others in cities across the globe—open their doors to play the music we love. They provide a platform to nurture upcoming talent and showcase revered international guests in an environment with great sound and dedicated staff. Without clubs, we have no club culture: the people, the sounds, the moments. Now is time to celebrate that.  After 15 years of participating in and supporting club culture, we've decided to take up residence at 12 of the world's finest clubs. Throughout 2016, we'll team up with one club every month to host four events that highlight what makes these places so special. The goal is to celebrate venues that maintain the highest standards of production, programming and artistry. So far, the In Residence series has visited many of the world's finest clubs, including Chicago's smartbar, Concrete in Paris and Glasgow's Sub Club. For the final month of the year-long series, we'll be headed to Tblisi, Georgia.  The upcoming Georgia leg will be the first time we've set up shop at Bassiani, a 700-capacity spot located beneath Tbilisi's main football and rugby stadium. The club has been lauded internationally as one of the worlds finest since it openedpened

BASSIANI: 17.02.17

BASSIANI
  • SHACKLETON LIVE
  • KANCHELI
  • ROOKAS
HOROOM
  • JANE FITZ
  • ZURKIN

BASSIANI: 10.02.17



BASSIANI / HOROOM: SILENT SERVANT | VATICAN SHADOW LIVE | NDRX HVL | HAMATSUKI LIVE | RA's In Residence series will take over Tbilisi's BASSIANI club for four dates in February. Celebrating 12 of the world's best dance floors. Clubs are the beating heart of dance music. In Residence throws the spotlight on venues that keep their local scenes flourishing. Week-in, week-out, these clubs—and hundreds of others in cities across the globe—open their doors to play the music we love. They provide a platform to nurture upcoming talent and showcase revered international guests in an environment with great sound and dedicated staff. Without clubs, we have no club culture: the people, the sounds, the moments. Now is time to celebrate that.  After 15 years of participating in and supporting club culture, we've decided to take up residence at 12 of the world's finest clubs. Throughout 2016, we'll team up with one club every month to host four events that highlight what makes these places so special. The goal is to celebrate venues that maintain the highest standards of production, programming and artistry. So far, the In Residence series has visited many of the world's finest clubs, including Chicago's smartbar, Concrete in Paris and Glasgow's Sub Club. For the final month of the year-long series, we'll be headed to Tblisi, Georgia.  The upcoming Georgia leg will be the first time we've set up shop at Bassiani, a 700-capacity spot located beneath Tbilisi's main football and rugby stadium. The club has been lauded internationally as one of the worlds finest since it openedpened

BASSIANI: 10.02.17

BASSIANI
  • SILENT SERVANT
  • VATICAN SHADOW LIVE
  • NDRX
HOROOM
  • HVL
  • HAMATSUKI LIVE

BASSIANI: 03.02.17



BASSIANI / HOROOM:  SUNIL SHARPE | ACRONYM LIVE | EVIGT MÖRKER LIVE | ZITTO | KVANCHI | KANCHELI | RA's In Residence series will take over Tbilisi's BASSIANI club for four dates in February. Celebrating 12 of the world's best dance floors. Clubs are the beating heart of dance music. In Residence throws the spotlight on venues that keep their local scenes flourishing. Week-in, week-out, these clubs—and hundreds of others in cities across the globe—open their doors to play the music we love. They provide a platform to nurture upcoming talent and showcase revered international guests in an environment with great sound and dedicated staff. Without clubs, we have no club culture: the people, the sounds, the moments. Now is time to celebrate that.  After 15 years of participating in and supporting club culture, we've decided to take up residence at 12 of the world's finest clubs. Throughout 2016, we'll team up with one club every month to host four events that highlight what makes these places so special. The goal is to celebrate venues that maintain the highest standards of production, programming and artistry. So far, the In Residence series has visited many of the world's finest clubs, including Chicago's smartbar, Concrete in Paris and Glasgow's Sub Club. For the final month of the year-long series, we'll be headed to Tblisi, Georgia.  The upcoming Georgia leg will be the first time we've set up shop at Bassiani, a 700-capacity spot located beneath Tbilisi's main football and rugby stadium. The club has been lauded internationally as one of the worlds finest since it openedpened

BASSIANI: 03.02.17

BASSIANI
  • SUNIL SHARPE
  • ACRONYM LIVE
  • EVIGT MöRKER LIVE
  • ZITTO
HOROOM
  • KANCHELI
  • KVANCHI

BASSIANI: 27.01.17



BASSIANI / HOROOM:  ANCIENT METHODS | KANCHELI | OLIVER HAFENBAUER | HVL ANCIENT METHODS: გამორჩეული ინდუსტრიული ტექნო პროექტი 2007 წელს შეიქმნა და ერთ-ერთი წევრის СONRAD PORTZMANN-ის წასვლის შემდეგ კლუბ TRESOR.BERLIN (OFFICIAL)-ის რეზიდენტის MICHAEL WOLLENHAUPT-ის სოლო პროექტად ჩამოყალიბდა. პროექტის განსაკუთრებულ სტილსა და ჟღერადობაზე გავლენა ისეთმა საკულტო ბენდებმა მოახდინეს, როგორებიც არიან: HAUS ARAFNA, COIL, DEUTSCH NEPAL (OFFICIAL), :ZOVIET*FRANCE:, CURRENT 93, JOY DIVISION. СONRAD PORTZMANN-ს ასევე იცნობენ სოლო პროექტებით: ROOM 506, MIDNIGHT MADNESS, TRIAS. აღსანიშნავია ANCIENT METHODS კოლაბორაციები: ESCHATON - ORPHX-თან და UGANDAN METHODS - REGIS-თან. ANCIENT METHODS-ის ჩანაწერები რომლებიც ტექნოს, ინდუსტრიულ მუსიკას, მძიმე ემბიენტსა და ნოიზს აერთიანებს გამოდის ლეიბლებზე: ANCIENT METHODS, SONIC GROOVE, METAPHYSIC, DOWNWARDS RECORDS, TOKEN RECORDS, PERC TRAX, SEMANTICA RECORDS. KANCHELI: გიორგი ყანჩელი, ერთ-ერთი გამორჩეული DJ და პროდიუსერი. კლუბ BASSIANI-ს ახალი რეზიდენტი. მისი სეტები მძიმე ატმოსფერული ტექნო ჟღერადობითა და მრავალფეროვანი სელექციით ხასიათდება. OLIVER HAFENBAUER: ფრანკფურტელი DJ, საკულტო კლუბ ROBERT JOHNSON-ის რეზიდენტი და პრომოუტერი, ROBERT JOHNSON RECORDS-ის A&R. ასევე უძღვება საკუთარ დაარსებულ ლეიბლს DIE ORAKEL. HVL: BASSIANI/ HOROOM-ის რეზიდენტის გიგი ჯიქიას პროექტი. მსმენელი მას OKINAWA LIFESTYLE-დან იცნობს, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და 5 რელიზის გამოცემაც მოასწრო. მისი სოლო კარიერა 2013 წელს, კიოლნში დაარსებულ პლატფორმა ROUGH HOUSE ROSIE-ზე DEEP SURVEY EP-ით დაიწყო, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მალევე მოჰყვა რელიზი ლეიბლ VOYAGER-ზე, სახელად FLATS. 2013 წელს, ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე HVL წლის ელექტრონავტად დასახელდა. 2 წლის შემდეგ, ROUGH HOUSE ROSIE-ზე იგი ახალი რელიზით LUCKY STAR OF HIGH MINDED EP-ით დაბრუნდა, ხოლო მისი უკანასკნელი PERSONA NON GRATA EP 2016 წლის თებერვალში გამოვიდა LINEAR MOVEMENT-ზე.BASSIANI RECORD-ზე გამოცეულმა  ეისიდ-ტექნო ჟღერადობის ტრეკმა – ELEGANCE WITHIN THE CHAOS მოკლე დროში მოახერხა აღიარების მოპოვება. HVL-ის მუსიკის რომელიმე კონკრეტულ ჟანრში მოქცევა რთულია, რადგან იგი მუდმივად ეძებეს სიახლეებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. დღესდღეობით HVL ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და წარმატებული ქართველი არტისტია.    

BASSIANI: 27.01.17

BASSIANI
  • ANCIENT METHODS
  • KANCHELI
HOROOM
  • OLIVER HAFENBAUER
  • ZITTO

BASSIANI: 20.01.17



BASSIANI / HOROOM:  JOEL MULL | ZITTO | KVANCHI | ZURKIN | JOEL MULL: პროდიუსერი და DJ, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის შვედური ელექტრონული მუსიკის სცენის განვითარებაში. მას ADAM BEYER-თან, JESPER DAHLBACK-თან და CARI LEKEBUSCH-თან ერთად შვედური ტექნოს პიონერად მოიხსენიებენ.მუსიკალური კარიერა 90’ წლების დასაწყისში დაიწყო, 1998 წელს კი ლეიბლი INSIDE RECORDS დააარსა, რომელზეც მისი სადებიუტო ალბომი IMAGINATION გამოვიდა. აღსანიშნავია ასევე მისი ბოლო, რიგით მესამე ალბომი SENSORY რომელიც 2011 წელს ADAM BEYER-ის ლეიბლზე TRUESOUL გამოვიდა. JOELL MULL-ი ADAM BEYER-თან ერთად წარმატებული პროექტის SAFETY SESSION ნაწილიცაა. ასევე აქვს კოლაბორაციები SEAN PALM- თან და DUSTIN ZAHN-თან. მისი რელიზები გამოდის ლეიბლებზე: COCOON, DRUMCODE, TRUESOUL და AUDIOMATIQUE. JOELL MULL-ის სეტები ხასიათდება დინამიური ატმოსფერული ჟღერდობით. ZITTO: “მუსიკით ადრეული ასაკიდან ვიყავი დაინტერესებული, სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობებიით ვიყავი გატაცებული, თუმცა, მოგვიანებით, ტექნოს სახით ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპი დადგა“ – ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტული ჟღერადობის გავლენით ZITTO-მ თავისი მუსიკალური კარიერა 2015 წლიდან დაიწყო. ლევან ცერცვაძე, ფსევდონიმით ZITTO, ქართველი დიჯეია, რომელიც თანამედროვე ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურად ყალიბდება. მისი, როგორც დიეჯის, მთავარი მახასიათებელია სივრცის და კონტექსტის სწორად დანახვა, რაც მას მსმენელთან ურთიერთობაში ძალიან ეხმარება. ZITTO-ს სეტები ძირითადა ჰიპნოტურ და ატმოსფერულ ტექნოზე ფოკუსრიდება, თუმცა კონკრეტული მომენტის გათვალისწინებით, ის ყოველთვის ახერხებს საჭირო ჟღერადობის პოვნას. დიჯეინგის გარდა საკუთარი პროდუქციის შექმნაზეც მუშაობს და როგორც თვითონ ამბობს, როდესაც სრულიად დარწმუნებული იქნება საკუთარ თავში, მას დღის სინათლეზე აუცილებლად გამოიტანს. „რა თქმა უნდა, დიჯეისთვის ბუნებრივია ჰქონდეს რაღაც იდეების დაკვრის წინ, თუმცა დაწყებისას დგება ის მომენტი, როცა მსმენელთან შემოქმედებითი კავშირის დამყარება გიწევს, რაც იმპროვიზაციას მოითხოვს. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია მსმენელის განწყობის დაჭერა და შესაფერისად მოქმედება“ – ZITTO-ს ეს მიდგომა მისი დაკვრის სტილში ნათლად ვლინდება, რის გამოც ის ბოლო თვეების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი დიჯეი გახდა და “ელექტრონავტი 2015″ დაჯილდოების ცერემონიალზე წლის დიჯეის ტიტულიც მოიპოვა. KVANCHI: თორნიკე კვანჭიანი, იგივე Kvanchi დიჯეი და პროდიუსერი, BASSIANI Records-ის A&R და HOROOM-ის რეზიდენტი.“ჩემთვის დიჯეინგი არის განსხვავებულ სიტუაციებში მუსიკის საშუალებით მსმენელისთვის სხვადასხვა ემოციების ისე გადაცემის უნარი, რომ გათვალისწინებული იყოს გარემოს სპეციფიკაც.” დიჯეინგის და მუსიკის წერის პარალელურად თორნიკე კვანჭიანი ლეიბლის BASSIANI Records მენეჯმენტშიც არის ჩართული, რაც მას საშუალებას აძლევს კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს ახალი და საინტერესო ჟღერადობების თუ არტისტების ძიებაში. ZURKIN: ქართველი DJ, ვინილების მაღაზიისა და ლეიბლის VODKAST RECORDS ერთ-ერთი დამაარსებელი.  

BASSIANI: 20.01.17

BASSIANI
  • JOEL MULL
  • ZITTO
HOROOM
  • KVANCHI
  • ZURKIN

BASSIANI: 13.01.17



BASSIANI / HOROOM: DAX J | ZESKNEL LIVE |  NDRX | RAÄR | HVL DAX J: ბერლინში მოღვაწე ბრიტანელი პროდიუსერი, DJ და ხმის ინჟინერი, ტექნო ლეიბლის MONNOM BLACK დამაარსებელი. მასზე განსაკუთრებული გავლენა UK GARAGE და DRUM N BASS-მა მოახდინა, რაც მის ტექნო სეტებშიც აისახება. DAX J-ს განსაკუთრებული წარმატება 2015 წელს გამოსულმა სადებიუტო ალბომმა SHADES OF BLACK მოუტანა. მისი ჩანაწერები სხვადასხვა დროს გამოიცემოდა ლეიბლებზე: DEEPLY ROOTED, WEEKEND CIRCUIT, SOMA ,ELECTRIC DELUXE, ARTS COLECTIVE და ა.შ მის რემიქსებზე კი მუშაობდნენ: SHIFTED, OPHASE, JONAS KOPP, RYAN ELLIOT, TRUSS, და PAR GRINDVIK. ZESKNEL: ბერლინში მოღვაწე ქართველი პროდიუსერის ზუკა ბაბუნაშვილის პროექტი. მის მუსიკალურ ორიენტაციას იდეალურად ასახავს ZESKNEL-ის სახელის ქვეშ გამოშვებული სადებიუტო EP სახელად - RGOLI, რომელიც ქართული ფოლკლორისა და ტექნოს სინთეზს წარმოადგენს. ZESKNEL, როგორც ლაივ შემსრულებელი ძირითადად ტექნოზე ორიენტირდება, თუმცა მისი მუსიკა არასდროს ექცევა, რომელიმე მუსიკალური მიმართულების ჩარჩოში. ZESKNEL-ის სახელით VRIL-თან, VOISKI-სთან და HVL-თან ერთად BASSIANI RECORDS-ის პირველი რელიზის BAS001-ის ნაწილიცაა. NDRX: პროექტის STARE AT DJ ერთ-ერთი დამფუძნებელი და კოლექტივის 11TH იდეის ავტორია. AMBIENT, EXPERIMENTAL, ELECTRO, DRUM N BASS, TECHNO – იმ მუსიკალური მიმართულებების ჩამონათვალია, რომლითაც მისი 10 წლიანი მუსიკალური კარიერა ხასიათდება. მან მუსიკის აქტიურად დაკვრა ჯერ კიდევ 17-18 წლის ასაკში დაიწყო.განსხვავებული მუსიკალური გავლენების და მუდმივი შემოქმედებითი ძიების დამსახურებით NDRX საკმაოდ ეკლექტურ და მრავალფეროვან დიჯეიდ ჩამოყალიბდა. მისი შემოქმედებითი საქმიანობის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი იყო STARE AT DJ სერიები, რომელმაც რამდენიმეწლიანი არსებობის განმავლობაში ადგილობრივი მუსიკალური სცენის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანა. რაც შეეხება 11TH-ს, ის კონკრეტულად ადგილობრივ სცენაზე ორიენტირებული წამოწყებაა, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება: “ყველაფერი იმით დაიწყო, ყოფილი მშენებლობის სამინისტროს შენობის მე-11 სართულზე აღმოვაჩინე ძველი საბჭოთა კაბინეტი, რომელიც 80-იან წლებში ბაბუაჩემის სამუშაო ოთახი იყო. მოგვიანებით ამავე სართულზე სხვა არტისტებიც შემომიერთნენ და რაღაც კომუნას მსგავსი შეიქმნა, მეგობრული და მყუდრო გარემო, სადაც ერთმანეთს განვითარებასა და წინსვლაში ვეხმარებით.” NDRX-ს მუსიკალური მოღვაწეობის კიდევ ერთი საინტერესო ნაბიჯი აღმოჩნდა BASSIANI-ის რეზიდენტობა. როგორც თვითონ აღნიშნავს, მისთვის სხვადასხვა მუსიკალური მიმართულებისა და მიდგომის მქონე არტისტებთან RAÄR: ფრანგი DJ და პროდიუსერის VITAL CORNET -ის ACID HOUSE / LO-FI-ზე ორიენტირებული სოლო პროექტია, რომელმაც 2016 წელს, სადებიუტო ალბომით CAUSE ITS DIRTY გამოჩენისთანავე მოიპოვა წარმატება. HVL: BASSIANI-ის და HOROOM-ის რეზიდენტის გიგი ჯიქიას პროექტი. მსმენელი მას OKINAWA LIFESTYLE-დან იცნობს, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და 5 რელიზის გამოცემაც მოასწრო. მისი სოლო კარიერა 2013 წელს, კიოლნში დაარსებულ პლატფორმა ROUGH HOUSE ROSIE-ზე DEEP SURVEY EP-ით დაიწყო, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მალევე მოჰყვა რელიზი ლეიბლ VOYAGER-ზე, სახელად FLATS. 2013 წელს, ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე HVL წლის ელექტრონავტად დასახელდა. 2 წლის შემდეგ, ROUGH HOUSE ROSIE-ზე იგი ახალი რელიზით LUCKY STAR OF HIGH MINDED EP-ით დაბრუნდა, ხოლო მისი უკანასკნელი PERSONA NON GRATA EP 2016 წლის თებერვალში გამოვიდა LINEAR MOVEMENT-ზე.BASSIANI RECORD-ზე გამოცეულმა  ეისიდ-ტექნო ჟღერადობის ტრეკმა – ELEGANCE WITHIN THE CHAOS მოკლე დროში მოახერხა აღიარების მოპოვება. HVL-ის მუსიკის რომელიმე კონკრეტულ ჟანრში მოქცევა რთულია, რადგან იგი მუდმივად ეძებეს სიახლეებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. დღესდღეობით HVL ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და წარმატებული ქართველი არტისტია.  

BASSIANI: 13.01.17

BASSIANI
  • DAX J
  • ZESKNEL LIVE
  • NDRX
HOROOM
  • RAÄR
  • HVL

BASSIANI: 06.01.17



BASSIANI / HOROOM: POLAR INERTIA LIVE | KEITH CARNAL | ZITTO | HVL | IAZIKZAZUBAMI LIVE | BERIDZE POLAR INERTIA: "ჩვენ არავინ ვართ, იმიტომ, რომ გვინდა, არავინ ვიყოთ და იმისათვის, რომ არავინ ვიყოთ, ვართ არსად და ყველგან." ტექნო დუო POLAR INERTIA 2010 წელს ქალაქ პარიზში შეიქმნა. პროექტის წევრების ვინაობა იდუმალებით არის მოცული, ხოლო მათი შემოქმედება ელექტრონულ მუსიკასთან ერთად თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა დარგებს: ფოტოგრაფიას, ვიდეოხელოვნებას და არტ-წიგნებს მოიცავს. 2011 წლიდან ფრანგულ ლეიბლზე DEMENT3D გამოშვებული აქვთ სამი EP: INDIRECT LIGHT, THE LAST VEHICLE და ბოლო KINEMATIC OPTICS რომელიც ტექნო და მძიმე ემბიენტ ჟღერადობებს აერთიანებს. POLAR INERTIA-ს მუსიკის მთავარ ინსპირაციას პოსტ-აპოკალიპტური მომავალი და მისი ვარიაციები წარმოადგენს, ტექნოს კი თვითიზოლაციასა და საკუთარ თავში ჩაღრმავებასთან აიგივებენ. აღსანიშნავია მათი სრულიად უნიკალური ლაივ შესრულება. POLAR INERTIA-ს რემიქსებზეABDULLA RASHIM, SILENT SERVANT (OFFICIAL) და FRANCOIS X მუშაობენ. KEITH CARNAL: თანამედროვე ტექნო სცენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული ჰოლანდიელი DJ და პროდიუსერია. მისი EP-ები: ANALYSIS, ONWARS და UNTOLD JOACHIM SPIETH-ის მიერ დაარსებულ ლეიბლზე AFFIN-ზეა გამოსული. KEITH CARNAL-ის შემოქმედებაზე დიდ გავლენა KRAFTWERK-მა, NEW ORDER-მა და DONNA SUMMER-მა მოახდინეს. მისი სტილი მასიური ბასისა და ენერგიული, ჩამთრევი მელოდიების კომბინაციით ხასიათდება. როგორც თავად ამბობს, ტექნო ყველა ემოციას მოიცავს, იქნება ეს ბედნიერება, სევდა თუ გაბრაზება. „ტექნო ჩემთვის იმაზე მეტია, ვიდრე მუსიკის შექმნა და მისი დაკვრა. ეს არის ენა, რომელიც შთანთაქვს სიტყვებს, განსხვავებებსა და რასებს - ეს ერთობის ენაა.“ HVL: BASSIANI-ის და HOROOM-ის რეზიდენტის გიგი ჯიქიას პროექტი. მსმენელი მას OKINAWA LIFESTYLE-დან იცნობს, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და 5 რელიზის გამოცემაც მოასწრო. მისი სოლო კარიერა 2013 წელს, კიოლნში დაარსებულ პლატფორმა ROUGH HOUSE ROSIE-ზე DEEP SURVEY EP-ით დაიწყო, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მალევე მოჰყვა რელიზი ლეიბლ VOYAGER-ზე, სახელად FLATS. 2013 წელს, ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე HVL წლის ელექტრონავტად დასახელდა. 2 წლის შემდეგ, ROUGH HOUSE ROSIE-ზე იგი ახალი რელიზით LUCKY STAR OF HIGH MINDED EP-ით დაბრუნდა, ხოლო მისი უკანასკნელი PERSONA NON GRATA EP 2016 წლის თებერვალში გამოვიდა LINEAR MOVEMENT-ზე.BASSIANI RECORD-ზე გამოცეულმა  ეისიდ-ტექნო ჟღერადობის ტრეკმა – ELEGANCE WITHIN THE CHAOS მოკლე დროში მოახერხა აღიარების მოპოვება. HVL-ის მუსიკის რომელიმე კონკრეტულ ჟანრში მოქცევა რთულია, რადგან იგი მუდმივად ეძებეს სიახლეებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. დღესდღეობით HVL ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და წარმატებული ქართველი არტისტია. IAZIKZAZUBAMI: ბერლინში მოღვაწე ქართველი არტისტის, ზუკა ბაბუნაშვილის ერთ-ერთი პროექტია. მუსიკის წერისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფების შესწავლის შემდეგ, ZESKNEL-ის სახელის ქვეშ ზუკამ მალევე გამოუშვა სადებიუტო RGOLI EP, რომელიც მის მუსიკალურ ორიენტაციებს იდეალურად ასახავს. ZESKNEL-ისგან განსხვავებით, რომლის დამახასიათებელი ნიშანი ქართული ფოლკლორის ესთეტიკის ელექტრონულ მუსიკაში გადმოტანა და ღრმა ატმოსფერული ელემენტების ტექნოსთან ნაზავია, პროექტი IAZIKZAZUBAMI ღრმა და LO-FI ჰაუს ჟღერადობით გამოირჩევა. ზუკა, როგორ ლაივ არტისტი და დიჯეი, ძირითადად ორიენტირდება ტექნოზე, თუმცა მისი მუსიკა არასდროს ექცევა რომელიმე კონკრეტული ჟანრის ჩარჩოში.ზუკა ZESKNEL-ის სახელით VRIL-თან, VOISKI-სთან დაHVL-თან ერთად BASSIANI RECORDS-ის პირველი რელიზის BAS001-ის ნაწილიცაა. BERIDZE: ქართველი DJ, პროდიუსერი და ვინილ კოლექტორი ტიმო ბერიძე ელექტრონული მუსიკის სფეროთი ადრეული ასაკიდან დაინტერესდა. მის მიერ შექმნილი მუსიკა ღრმა ჰაუს ჟღერადობით, სეტები კი მელოდიურობით გამოირჩევა.      

BASSIANI: 06.01.17

BASSIANI
  • POLAR INERTIA LIVE
  • KEITH CARNAL
  • ZITTO
HOROOM
  • HVL
  • IAZIKZAZUBAMI LIVE
  • BERIDZE
Page 10 of 17« First...89101112...Last »