Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 20.05.16



■ MARCO SHUTTLE ■ WATA IGARASHI ■ BRYAN KASENIC THE BUNKER NEW YORK : 2013 წელს, ბრუკლინში, Bryan Kasenic-ის მიერ დაარსებული ლეიბლი, რომელიც ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული ელექტრონული მუსიკის ფართების სერიის გაგრძელებაა. The Bunker New York-ის ღამეები 2003 წელს შეიქმნა, რის მერეც ქალაქის ტექნო სცენის განსხვავებული, ექსპერიმენტული განზომილებების აღმოჩენა დაიწყო და საკუთარი მძიმე, უცნაური, პროვოკაციული ჟღერადობა ჩამოაყალიბა. The Bunker NY-ი, როგორც ლეიბლი, გარკვეულად წინა 10 წლის რეფლექსიას წარმოადგენს, დაგროვილი გამოცდილება და იდეები სტუდიურ ჩანაწერებში გადმოაქვს, მასზე გამოიცემიან ისეთი არტისტები, როგორიც არის: Leisure Muffin, Voices From The Lake, Marco Shuttle, Atom™, Donato Dozzy და ა.შ MARCO SHUTTLE: იგივე Marco Sartorelli, ლონდონში მოღვაწე იტალიელი DJ და პროდიუსერი, ლეიბლის Earie დამაარსებელი. 2007 წლიდან, მისი რელიზები გამოდის ისეთ ლეიბლებზე როგორიც არის: Time To Express, The Bunker New York, Clone Store Only Series ა.შ არის ერთი ალბომის Visione ავტორი, რომელიც 2014 წელს გამოვიდა, ალბომი მძიმე ტექნოს და ემბიენტ საუნდით გამოირჩევა და მასში შესულია კოლაბორაციული ტრეკი Donato Dozzy-სთან. Marco-ს შემოქმედება ელექტრონული მუსიკის განსხვავებულ ასპექტებს მოიცავს და ერთდროულად ჯაზის თუ დეტროიტ ტექნოს ჟღერადობებს აერთიანებს. WATA IGARASCHI: პროდიუსერი და DJ ტოკიოდან, მან თავი მუსიკის განსხვავებულ ჟანრებში სცადა, დღესდღეობით კი ანდერგრაუნდ ტექნო სცენაზე ერთ-ერთი ღრმა და უნიკალური ჟღერადობით გამოირჩევა. მას ყველაზე იმედისმომცემი ელექტრონული მუსიკის არტისტების ჩამონათვალში მოწინავე პოზიციებზე მოიხსენიებენ. აღსანიშნავია Igarashi-ს 2016 წელს გამოსული Ciphers Ep, რომელიც ლეიბლ Midgar-ს ეკუთვნის, ასევე მისი The Bunker NY-თვის ჩაწერილი პოდკასტი, რომელიც 2015 წლის ერთ-ერთი საუკეთესო მიქსია. BRYAN KASENIC: ამერიკელი DJ და პრომოუტერი, მის სახელს უკავშირდება The Bunker New York-ის შექმნა და განვითარება. Bryan-ის სეტებში საუკეთესოდ აისახება მისი თავდადება და სიყვარული იმ მუსიკისა და ჟღერადობის მიმართ, რომელსაც ის სხვადასხვა მიმართულებით ანვითარებდა ქალაქ ნიუ-იორკში.

BASSIANI: 20.05.16

BASSIANI
  • MARCO SHUTTLE
  • WATA IGARASHI
  • BRYAN KASENIC

BASSIANI: 11.05.16



■ BEN KLOCK ■ ZlTTO BEN KLOCK: გერმანელი DJ და პროდიუსერი, თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ისტორიაში უკვე შესულია როგორც ტექნო სცენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა. მის კარიერაში აღმავლობის ეტაპი 2005 წლიდან იწება, როდესაც ის Berghain-ის გახსნის პარალელურად, ამ კლუბის რეზიდენტი ხდება, ამან მომავალში Berghain-ის უნიკალური ჟღერადობის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშა. Ben Klock-ს ეკუთვნის ცნობილი ლეიბლი Klockworks, რომელზეც მასთან ერთად ისეთი არტისტების ჩანაწერები გამოიცემა როგორიც არის: Dvs1, Sterac, Etapp kyle, Heiko Laux და ა.შ, თუმცა მისი ყველაზე გამორჩეული რელიზები Ostgut Ton-ს ეკუთვნის, 2009 წელს ამ ლეიბლზე გამოვიდა Ben Klock-ის სადებიუტო ალბომი: One, რომელმაც დიდი აღიარება მოუტანა ავტორს და რომელიც გამორჩეულია ცივი, დაბ-ტექნო და მელანქოლიური ჟღერადობით. Ben Klock-ის ჩანაწერები და რემიქსები სხვადასხვადროს გამოიცემოდა ასევე ლეიბლებზე: Bpitch Control, Stroboscopic Artefacts, Sandwell district, Token და ა.შ. Ben Klock-ის ტექნო სეტები, რომელიც BASSIANI-ს მსმენელისთვის უკვე ნაცნობია, ხასიათდება მძიმე ჰიპნოტური, ინტენსიური და ღრმა საუნდით.  ZITTO: იგივე ლევან ცერცვაძე, კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი DJ. მისი სეტები ყოველთვის გამოირჩევა საინტერესო, მრავალფეროვანი სელექციით და დახვეწილი ტექნიკით.

BASSIANI: 11.05.16

BASSIANI
  • BEN KLOCK
  • ZITTO

BASSIANI: 07.05.16



BASSIANI: MARGARET DYGAS | HVL |  MARGARET DYGAS: წარმოშობით პოლონელი DJ და პროდიუსერი MARGARET DYGAS-ისთვის, საკუთარი ჟღერადობის ჩამოყალიბება ნიუ-იორკს და ლონდონს უკავშირდება, 2007 წლიდან კი ის ბერლინში მოღვაწეობს და მისი სეტები ქალაქის საუკეთესო კლუბებში უდიდესი წარმატებით სარგებლობს. ბერლინში დაფუძნებას უკავშირდება მისი სტუდიური საქმიანობა. MARGARET-ი ორი ალბომის ავტორია, პირველი, "HOW DO YOU DO?” 2010 წელს გამოვიდა ლეიბლზე: POVER SHOVEL AUDIO, ხოლო მეორე ალმომი "MARGARET DYGAS" PERLON-ის რელიზია. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს MARGARET-ის და TOBIAS FREUND-ის ლეიბლის NON STANDARD PRODUCTIONS-ის თანამშრომლობის შედეგი "SEE YOU AROUND EP" და კოლაბორაციული EP-ი TOBIAS.-თან: "TEST THE WEST". DYGAS-ის ტრეკებს და სეტებს ახასიათებს ღრმა, დაბის გავლენით ფორმირებული ჟღერადობა, რომელშიც იკვეთება როგორც მისი წარსულის გამოცდილება ასევე ქსპერიმენტები. HVL: კლუბ BASSIANI-ის და HOROOM-ის რეზიდენტის გიგი ჯიქიას პროექტი. მსმენელი მას OKINAWA LIFESTYLE-დან იცნობს, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და 5 რელიზის გამოცემაც მოასწრო. მისი სოლო კარიერა 2013 წელს, კიოლნში დაარსებულ პლატფორმა ROUGH HOUSE ROSIE-ზე DEEP SURVEY EP-ით დაიწყო, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მალევე მოჰყვა რელიზი ლეიბლ VOYAGER-ზე, სახელად FLATS. 2013 წელს, ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე HVL წლის ელექტრონავტად დასახელდა. 2 წლის შემდეგ, ROUGH HOUSE ROSIE-ზე იგი ახალი რელიზით LUCKY STAR OF HIGH MINDED EP-ით დაბრუნდა, ხოლო მისი უკანასკნელი PERSONA NON GRATA EP 2016 წლის თებერვალში გამოვიდა LINEAR MOVEMENT-ზე.BASSIANI RECORD-ზე გამოცეულმა  ეისიდ-ტექნო ჟღერადობის ტრეკმა – ELEGANCE WITHIN THE CHAOS მოკლე დროში მოახერხა აღიარების მოპოვება. HVL-ის მუსიკის რომელიმე კონკრეტულ ჟანრში მოქცევა რთულია, რადგან იგი მუდმივად ეძებეს სიახლეებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. დღესდღეობით HVL ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და წარმატებული ადგილობრივი არტისტია.  

BASSIANI: 07.05.16

BASSIANI
  • MARGARET DYGAS
  • HVL

BASSIANI: 28.04.16



BASSIANI: THE GODS PLANET [CLAUDIO PRC & NESS] | ZITTO | THE GODS PLANET: ANDREA DEPLANO-ს და CLAUDIO PORCEDDU-ს დუო იტალიიდან, რომელსაც თანამედროვე ტექნო სცენაზე, ყველაზე გამორჩეული პროექტი შეგვიძლია ვუწოდოთ. პროექტის შექმნა განაპირობა მისი წევრების მსგავსმა გემოვნებამ, იდეებმა და წინააღმდეგობამ იმ გაბატონებული ელექტრონული მუსიკის მიმდინარეობების მიმართ, რომლებიც მათ არ მოსწონდათ. THE GODS PLANET-ის სახელწოდება, CLAUDIO და NESS-ის კოსმოსისა და ფუტურისტული კონცეფციების მიმართ ინტერესს უკავშირდება და ასევე პროტესტს, რომელსაც მათი მუსიკა გამოხატავს. THE GODS PLANET-ის პირველი რელიზი 2010 წელს გამოიცა ამავე სახელწოდების ლეიბლზე, რომელიც მათ დააარსეს და რომელსაც მათი ჩანაწერების უმტესობა ეკუთვნის. დუოს წევრებისთვის სტუდიურ საქმიანობაზე მნიშვნელოვანი მაინც დაკვრა რჩება, რომელიც სეტის და ლაივ შესრულების ერთმანეთთან სინთეზს წარმოადგენს. CLAUDIO PRC & NESS-ის შემოქმედება გამოირჩევა ექსპერიმენტებით, ახალი საუნდის მუდმივი ძიებით, მძიმე, ატმოსფერული, ჰიპნოტური ჟღერადობით და ინდივიდუალიზმით. აღსანიშნავია ასევე თითოეულის სოლო კარიერა და რელიზები. ZITTO: “მუსიკით ადრეული ასაკიდან ვიყავი დაინტერესებული. თავიდან სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობებით ვიყავი გატაცებული, თუმცა, მოგვიანებით, ტექნოს სახით ჩემს გემოვნებაში გარდამტეხი ეტაპი დადგა“ – ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტული ჟღერადობის გავლენით ZITTO-მ საკუთარი მუსიკალური კარიერა 2015 წლიდან დაიწყო. ლევან ცერცვაძე, ფსევდონიმით ZITTO თანამედროვე ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურად ყალიბდება. მისი, როგორც დიეჯის, მთავარი მახასიათებელია სივრცის და კონტექსტის სწორად დანახვა, რაც მას მსმენელთან ურთიერთობაში ძალიან ეხმარება, ის ყოველთვის ახერხებს საჭირო ჟღერადობის პოვნას. დიჯეინგის გარდა საკუთარი მუსიკის შექმნაზეც მუშაობს და როგორც თვითონ ამბობს, როდესაც სრულიად დარწმუნებული იქნება საკუთარ თავში, მას დღის სინათლეზე აუცილებლად გამოიტანს. „რა თქმა უნდა, დიჯეისთვის ბუნებრივია ჰქონდეს რაღაც იდეები დაკვრის წინ, თუმცა დაწყებისას დგება ის მომენტი, როცა მსმენელთან შემოქმედებითი კავშირის დამყარება გიწევს, რაც იმპროვიზაციას მოითხოვს. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია მსმენელის განწყობის დაჭერა და შესაფერისად მოქმედება“ – ZITTO-ს ეს მიდგომა მისი დაკვრის სტილში ნათლად ვლინდება, რის გამოც ის ბოლო თვეების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი დიჯეი გახდა და “ელექტრონავტი 2015″ დაჯილდოების ცერემონიალზე წლის დიჯეის ტიტულიც მოიპოვა.  

BASSIANI: 28.04.16

BASSIANI
  • THE GODS PLANET (CLAUDIO PRC & NESS)
  • ZITTO

BASSIANI: 22.04.16



■ ZENKER BROTHERS ■ ANDREA LIVE ■ HVL ZENKER BROTHERS: მიუნხენელი Dario და Marco Zenker-ების ტექნო დუო, ელექტრონული მუსიკის სცენაზე, დღესდღეისობით ყველაზე წარმატებული და გამორჩეული არტისტების სიაშია. დამაიმედებელი და შთამბეჭდავი სოლო კარიერის და სტუდიური ჩანაწერების პარალელურად, 2006 წელს, მათ ლეიბლი Ilian tape დააარსეს, ლეიბლმა მალევე ჩამოაყალიბა საკუთარი ჟღერადობა, რომლის მთავარი კონცეფციაც იმაში მდგომარეობს, რომ სუფთა, იდეალურ ჩანაწერებზე მნიშვნელოვანი მუსიკაში ადამიანის ემოციების ფაქტორია. Ilian tape-ზე ისეთი არტისტები გამოიცემიან, როგორიც არის: Jonas kopp, Skee Mask, Andrea, Stenny და ა.შ 2015 წელს Ilian tape -ზე მათი პირველი ალბომი Immersion გამოვიდა. Immersion მძიმე, ატმოსფერული და Zenker-ბისთვის დამახასიათებელი უნიკალური ჟღერადობით გამოირჩევა. Zenker brothers-ის შემოქმედებაში კარგად იკითხება ერთდროულად დეტროიტ ტექნოს, ჰაუსის, დაბის და ჰიპ-ჰოპის გავლენა. ANDREA: ტურინელი პროდიუსერი და DJ, ცნობილი ლეიბლის Ilian tape-ის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლი და აღმოჩენა. მისი დებიუტი Ilian tape-ზე 2012 წელს შედგა EP-ით Zero, რომელშიც შეხვდებით როგორც 90-ბის ბრეიქბითის და IDM-ის გავლენებს, ასევე თანამედროვე ჰაუსის და ტექნოს ჟღერადობას. ANDREA-ს ტრეკები და სეტები გამორჩეულია ერთდროულად როგორც მძიმე, პოსტ-ინდუსტრიული საუნდით, ასევე ემოციური, აბსტრაქტული მელოდიურობით. HVL: გიგი ჯიქია, კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი, პროდიუსერი და DJ. მისი რელიზები გამოდის ლეიბლებზე: Rough House Rosie, Housewax Records, Voyager, Perpetual Rhythms. 2013 წელს HVL- მა ელექტრონავტების მთავარი ჯილდო "წლის ელექტრონავტი" მიიღო.

BASSIANI: 22.04.16

BASSIANI
  • ZENKER BROTHERS
  • ANDREA
  • HVL

BASSIANI: 15.04.16



■ Ø [PHASE] ■ KR!Z ბელგიური TOKEN RECORDS, რომელიც 2007 წელს, Kr!z-მა დააარსა, დღესდღეისობით ერთ-ერთი წარმატებული და გამორჩეული ტექნო ლეიბლია. Token-ის შექმნის ისტორია Kr!z-ს უკავშირდება, რომელმაც შეამჩნია, რომ მუსიკა, რომელიც მას მოსწონდა, ნაკლებად რელიზდებოდა და მის რჩეულ არტისტებს არ ეძლეოდათ საშუალება, მათი შემოქმედება კარგი ხარისხით ან ვინილებზე გამოეცათ. ლეიბლის ჟღერადობაც გარკვეულწილად მისმა მძიმე და მელანქოლიური ტექნოს მიმართ სიყვარულმა განაპირობა. Token-ზე გამოიცემა ისეთი არისტების ჩანაწერები, როგორიც არის: Inigo Kenedy, Ø [Phase], Rødhåd, Ctrls, Antigone, Xhin, Surgeon, Karenn, Go Hiyama და ა.შ Ø [PHASE] : იგივე Ashley Burchett, ინგლისელი DJ და პროდიუსერი, Token Records-ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წარმომადგენელი. 2007-წლიდან გამოსული მისი ყოველი ჩანაწერი, მათ შორის ორივე ალბომი, სწორედ ამ ლეიბლს ეკუთვნის. სადებიუტო EP 2000 წელს, ბრიტანულ ლეიბლ Cosmic Records-ზე გამოუშვა რასაც მოჰყვა რამდენიმე რელიზი Inceptive records-ზე. 2013 წელს Token-ზე გამოვიდა მისი პირველი ალბომი Frames Of Reference, რომელმაც საუკეთესო გამოხმაურება მოიპოვა. მასსში შეხვდებით მძიმე ატმოსფერულ ჟღერადობას, ემბიენტს, დეტროიტ ტექნოს გავლენებს. Burchett-ი პროფესიონალი ხმის ინჟინერია რაც ტრეკების ტექნიკურ სრულყოფილებაზე აისახება. აღსანიშნავია ასევე მისი მეორე ალბომი: Alone in Time?(2015) Ø [Phase]-ს სეტებში, სელექცია, შესრულება და მსმენელთან ინტერაქცია ერთნაირად მნიშვნელოვანია. KR!Z: ბელგიელი DJ, Token Records-ის დამაარსებელი და ცნობილი Kozzmozz-ის ღამეების რეზიდენტი. მასზე 90-ში დიდი გავლენა მოახდინა Jeff Mills-ის, Surgeon-ის და James Ruskin-ის შემოქმედებამ , სწორედ ეს გახდა Kr!z-ის შემდგომი მუსიკალური იდენტობის და მოღვაწეობის განმსაზღვრელი. მისი სეტები, რომელიც გამორჩეულია ინდივიდუალური შესრულების ტექნიკით და საუკეთესო სელექციით, წარმატებით სარგებლობს მსოფლიოს წამყვან კლუბებში და ფესტივალებზე.

BASSIANI: 15.04.16

BASSIANI
  • Ø [PHASE]
  • KR!Z

BASSIANI: 09.04.16



■ FUNCTION ■ lNLAND INFRASTRUCTURE NEW YORK- ზე, რომელიც Function-მა 1998 წელს დააარსა , 2005 წლამდე არაერთმა გამორჩეულმა რელიზმა დაიდო ბინა, დღესდღეისობით კი 9 წლიანი პაუზის შემდეგ, განახლებულ ლეიბლს, Function-თან ერთად ED Devenport(იგივე Inland) მართავს. 2014 წელს, Iinfrastructure New York - ზე გამოიცა მათი პირველი კოლაბორაციული EP - Odeon, რომელმაც გაახმოვანა ლეიბლის დაბრუნება, რასაც მოჰყვა რელიზები ისეთი არტისტებისგან როგორიც არის: Сassegrain & Tin Man, Post Scriptum, Campbell irvine და ა.შ. Iinfrastructure New York -ი, ყოველთვის საუკეთესო ხარისხის ანდერგრაუნდ ტექნოს შექმნაზე იყო ორიენტირებული, დღეს კი ამასთან ერთად, ლეიბლის ერთ-ერთ მთავარ კონცეფციას, ახალი არტისტების აღმოჩენა წარმოადგენს. FUNCTION: იგივე Dave Sumner, ანდერგრაუნდ ტექნო სცენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული ფიგურაა. ნიუ იორკელი Dj და პროდიუსერის მიღწევები საკმაოდ მრავალფეროვანია, ის Regis-თან და Silent Servant-თან ერთად წარმოადგენდა Sandwel District-ის კოლექტივს, რომელიც ელექტრონული მუსიკის ისტორიაში უკვე ჩაიწერა. მისი და Karl O'Connor (Regis)-ის კოლაბორციას წარმოადგენდა ასევე Portion Reform, ამ პრიექტით Function გახდა პირველი არაბირმინგემელი არტისტი, რომელიც Downwards Records-ზე დარელიზდა. 2007 წელს, Dave ბერლინში გადავიდა, 2013 წელს კი Sandwel district-ს გამოეყო, Berghain-ს რეზიდენტი გახდა და Ostgut Ton-ის ოჯახს შეუერთდა. ამ ლეიბლზე გამოიცა მისი სადებიუტო ალბომი Incubation(2013), რომელის შექმნაშიც Tobias.-მა მიიღო მონაწილეობა და რომელმაც საუკეთესო გამოხმაურება მოიპოვა. აღსანიშნავია ასევე Function-ის და Vatican Shadow-ს 2014 წლის ერთობლივი ნამუშევარი: Games Have Rules, რომელიც Hospital Production-ზე გამოიცა და მძიმე, ემბიენთ ჟღერადობით გამოირჩევა. INLAND: ინლისში დაბადებულ და ბერლინში გაზდილ DJ და პროდიუსერ ED Devenport-ს გამოარჩევენ როგორც მისი სეტებით, ასევე ლაივ შესრულებით. ის დღესდღეისობით Functon-ის ყველაზე მნიშვნელოვანი კოლაბორატორია და Iinfrastructure New York-თან ერთად, ლეიბლს Counterchange Recordings-ს უძღვება, სწორედ ამ ლეიბლზე გამოვიდა მისი 2016 წლის რელიზი: Foodstone.

BASSIANI: 09.04.16

BASSIANI
  • FUNCTION
  • INLAND

BASSIANI: 02.04.16



■ JOHN TALABOT ■ JOB JOBSE JOHN TALABOT: ესპანელ DJ და პროდიუსერ John Talabot-ს, პირველი აღიარება, 2009 წელს, მისივე დაარსებულ ლეიბლ Hivern Discs-ზე გამოსულმა ტრეკმა "Sunshine" მოუტანა. მას შემდეგ როგორც მისი მუსიკა, ასევე სეტები, დიდი წარმატებით სარგებლობს და ჟღერს მსოფლიოს საუკეთესო კლუბებში და ფესტივალებზე. Talabot-ის შემოქმედება მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული გერმანულ ლეიბლთან Permanent Vacation, აქ გამოიცა როგორც მისი პრიველი EP, ასევე სადებიუტო ალბომი: ƒIN(2012), რომელშიც შეხვდებით როგორც ჰაუსს, ასევე დისკოსა და ინდი პოპს, ჟღერადობა კი ერთდროულად მხიარული და მელანქოლიურია. აღსანიშნავია Talabot-ის შექმნილი რემიქსები ისეთი ბენდებისთვის როგორიც არის:The XX, Teengirl Fantasy, Hot Chip, ასევე მისი კოლაბორაციული პროექტები Axel Boman-თან და Pional-თან. JOB JOBSE: ამსტერდამში დაბადებული და გაზრდილი Job Jobse კლუბ TROW-ის რეზიდენტი და ცნობილი ლეიბლის Life And Death-ის მენეჯერია. მისი კარიერის დასაწყისი მშობლიურ ქალაქს და Club 11-ს უკავშირდება, ასევე ბერლინურ ლეიბლ Innervision-ს, სადაც ის გარკვეული დროით სტაჟიორიც იყო. Jobse-ს სეტები, რომლებიც დღეს დიდი წარმატებით სარგებლობს, გამორჩეულია დიფ ჰაუსის და დისკოს სინთეზით და ორიგინალური სელექციით.

BASSIANI: 02.04.16

BASSIANI
  • JOHN TALABOT
  • JOB JOBSE

BASSIANI: 26.03.16



RYAN ELLlOTT : დეტროიტელი DJ და პროდიუსერი Ryan Elliott-ის შემოქმედება ყველაზე მეტად მის მშობლიურ ქალაქს და ბერლინს უკავშირდება. ის Ostgut Ton-ის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი და კლუბ Berghain-ის რეზიდენტია. კარიერის ადრეულ ეტაპზე დეტროიტში მოღვაწეობდა, 2009 წელს კი ბერლინში გადავიდა, რომ მაქსიმალურად მოეხდინა ფოკუსირება დიჯეინგზე და საკუთარი ჟღერადობის ჩამოყალიბებაზე. მისი სადებიუტო, ორ ტრეკიანი EP-ი: Rocksteady 2011 წელს, Ostgut Ton-ზე გამოიცა, რასაც მოჰყვა რელიზები ისეთ ლეიბლებზე, როგორიც არის: Spectral Sound, Bass Culture Records, Restoration Records. Elliott-ის სეტები ყოველთვის განსხვავებული და დასამახსოვრებელია თავისი ბასზე ორიენტირებული საუნდით, მძიმე ტექნოს ჰაუსთან სინთეზით და სელექციით, რომელსაც უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. HVL: გიგი ჯიქია, კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი, პროდიუსერი და DJ. მისი რელიზები გამოდის ლეიბლებზე: Rough House Rosie, Housewax Records, Voyager, Perpetual Rhythms. 2013 წელს HVL- მა ელექტრონავტების მთავარი ჯილდო "წლის ელექტრონავტი" მიიღო.  

BASSIANI: 26.03.16

BASSIANI
  • RYAN ELLIOTT
  • HVL

BASSIANI: 18.03.16



■ EFDEMIN ■ ZlTTO EFDEMIN: ბერლინელი პროდიუსერი და DJ, ლეიბლის Naif Records დამფუძნებელი. ელექტრონული მუსიკის სცენაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა. Efdemin-მა განათლება ვენის კომპიუტერული მუსიკის ინსტიტუტში მიიღო, სწავლის დროს ხშირად აწყობდა აუდიო ინსტალაციებს და მუშაობდა ოპერის ვოკალისტებთან ერთად. ბერლინში დაბრუნების შემდეგ მუსიკალური ჟურნალისტიკით იყო დაკავებული. მუსიკალური კარიერა 1999 წელს დაიწყო, ხოლო 2007 წელს, მისივე ფსევდონიმის სახელწოდების მქონე ალბომი Dial Records-ზე გამოსცა. მისი სახელი დაკავშირებულია Berghain/ PanoramaBar-თან, როგორც ამ კლუბის რეზიდენტმა მალევე მოიპოვა დაფასება ადგილობრივ მსმენელში. Efdemin-ის მუსიკალური გემოვნება დიდწილად ამერიკული გავლენებით არის გაჯერებული, კლასიკური დეტროიტ, ჩიკაგო ჰაუსის ბითებით, 2010 წელს გამოშვებულ ალბომს, ჰაუსის მშობელი ქალაქის სახელი, “Chicago” უწოდა. ZITTO: იგივე ლევან ცერცვაძე, კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი DJ. მისი სეტები ყოველთვის გამოირჩევა საინტერესო, მრავალფეროვანი სელექციით და დახვეწილი ტექნიკით.

BASSIANI: 18.03.16

BASSIANI
  • EFDEMIN
  • ZITTO

BASSIANI: 12.03.16



■ GIORGIO GIGLI ■ BOYD SCHlDT GIORGIO GIGLI: პროდიუსერი და DJ, იტალიური ტექნო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი. მისი კარიერის მნიშვნელოვანი ეტაპი იტალიურ ლეიბლ Elettronica Romana-სთან თანამშრომლობით დაიწყო, Donato Dozzy-სთან კოლაბორაციით Chiki Disco EP, რომელიც 2004 გამოვიდა. Elettronica Romana-ს უკავშირდება მისი მომდევნო სამი რელიზიც. 2009 წელს Gigli-მ Obtane-სთან ერთად საკუთარი ლეიბლი Zooloft დააარსა და აქ განაგრძო მოღვაწეობა. აღსანიშნავია Gigli-ს კოლაბორაციები: Donato Dozzy, Obtane, Dino Sabatini , Ness და Brendon Moeller-თან. მისი რელიზები გამოიცემა ისეთ ლეიბლებზე როგორიც არის: Prologue, M_Rec LTD, Electric Deluxe, Att Series და ა.შ. 2015 წელს გამოვიდა Gigli-ს სადებიუტო ალბომი The Right Place Where Not To Be(Electric Deluxe), რომელიც იტალიური ტექნოს დარქ ემბიენტ ჟღერადობით გამორჩევა. Giorgio Gigli სეტების მძიმე ინდუსტრიული საუნდი ახასიათებს, რომელშიც კარგად გამოიხატება მისი ემბიენტ მუსიკისადმი სიყვარული. ტრეკების სელექცია ყოველთვის გამსხვავებული და საინტერესოა და კონცეპტუალურად ვითარდება. BOYD SCHIDT: პროდუსერი და DJ. ტექნო დუო Greenbeam & Leon-ის მეორე ნახევარი. მისი ტრეკი Morning Utopia ლეიბლ Studio R-ზე ისეთ არტისტებთან გამოვიდა როგორებიც არიან Fred P, Hakim Murphy და Brendon Moeller.

BASSIANI: 12.03.16

BASSIANI
  • GIORGIO GIGLI
  • BOYD SCHlDT

BASSIANI: 04.03.16



■ TAKAAKl ITOH ■ ZITTO ■ INDYEXX LIVE ■ KOZMANA TAKAAKl ITOH: იაპონელი DJ და პროდიუსერი, ლეიბლის Wols დამაარსებელი. ITOH, რომელიც ელექტრონული მუსიკის განსხვავებულ მიმდინარეობებში მოღვაწეობდა, დღესდღეისობით ტექნო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგნელია. მის სახელს უკავშირებენ იაპონური ანდერგრაუნდ ტექნოს განვითარებას. Takaaki Itoh-ს დისკოგრაფია საკმაოდ მრავალრიცხოვანია და გამოდის ისეთ ლეიბლებზე, როგორიც არის Modularz, Wols, Planet Rhythm Records და ა.შ. მან ასევე გამოსცა 3 რელიზი პროექტით Yarda. მის სეტებში, რომელსაც მძიმე ატმოსფერული ჟღერაობა ახასიათებს, კარგად ჩანს არტისტის გამორჩეული სტილი და მუსიკალური ორიენტაცია. ZITTO: იგივე ლევან ცერცვაძე, კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი DJ. მისი სეტები ყოველთვის გამოირჩევა საინტერესო, მრავალფეროვანი სელექციით და დახვეწილი ტექნიკით. INDYEXX: იგივე რეზო ღლონტი, ქართველი პროდიუსერი. რეზო ღლონტის ეკუთვნის პროექტი Aux Field, ის ასევე არის დუო Datagramma-ს წევრი. მისი მუსიკა შეიცავს ემბიენტის, ტექნოს და კლასიკური მუსიკის ელემენტებს. KOZMANA: სანდრო კოზმანაშვილი, ქართველი DJ და პროდიუსერი, 2014 წლის "ელექტრონავტების" გამარჯვებული, ჯგუფ 3SULI-ს და პროექტის SOULVENT წევრი. გამოირჩევა დინამიური სეტებით.

BASSIANI: 04.03.16

BASSIANI
  • TAKAAKI ITOH
  • ZITTO
  • INDYEXX
  • KOZMANA
Page 11 of 15« First...910111213...Last »