Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 13.02.15



■LEGOWELT  ■GACHA  ■HVL  ■ZURKIN   LEGOWELT - იგივე DANNY WOLFERS, ლეგენდარული ჰოლანდიელი პროდიუსერი, 90-იანიწლების დასაწყისიდან მოღვაწეობს და 29 სხვადასხვა ფსევდონიმის ქვეშ გამოსცემს რელიზებს. განსხვავებული ჟანრების სინთეზი და კომბინირება მისი მთავარი მახასიათებელია. DANNY WOLFERS-ის მუსიკალური არეალი აერთიანებს ჩიკაგო ჰაუსს, რომანტიულ გეტოტექნო-ფანკს, ელექტროქლეშს. მისი მთავარი სასცენო სახელი LEGOWELT მოიცავს 9 სტუდიურ ალბომს. GACHA - ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გამორჩეული ქართველი პროდუსერი, მის სახელზეა გამოცემული 2 EP, ისეთ ლეგენდარულ ლეიბლზე როგორიც არის APOLLO RECORDS. აღსანიშნავია, მისი სხვა პროექტებიც WINTER FLAGS და BAKRADZE. 13 თებერვალს, GACHA სრულიად ახალი ლაივით წარდგება მსმენელის წინაშე. HVL - გიგი ჯიქია, ქართველი პროდუსერიდა DJ, მისი რელიზები გამოდის ლეიბლებზე: ROUGH HOUSE ROSIE, HOUSEWAX, VOYAGER, PERPETUAL RHYTHMS. 2013 წელს HVL-მა ელექტრონავტების მთავარი ჯილდო წლის ელექტრონავტი მიიღო. ZURKIN - ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი DJ, მისი სეტები ყოველთვის მრავალფეროვანი სელექციით ხასიათდება. VISUALS BY JARA https://www.youtube.com/watch?v=fLgHFvIk2E0&feature=youtu.be

BASSIANI: 13.02.15

BASSIANI
  • LEGOWELT LIVE
  • GACHA LIVE
  • HVL
  • ZURKIN

BASSIANI: 30.01.15



■ REDSHAPE LIVE ■ INDYEXX LIVE ■ KANCHELI ■ GIORGI MOZGOVOI REDSHAPE: სებასტიან კრამერის ფსევდონიმია. ატარებს წითელ ნიღაბს, ცხოვრობს ბერლინში და ისეთ ლეიბლებზე გამოსცემს რელიზებს, როგორებიც არის DELSIN RECORDS და RUNNING BACK. REDSHAPE-ის დამახასიათებელი ჟღერადობის გამო, მუსიკალური კრიტიკოსები ხშირად ავლებენ პარალელს დეტროიტ ტექნოს პიონერებთან. სებასტიანი 2 სტუდიური ალბომის და 30 EP-ის ავტორია. INDYEXX: იგივე რეზო ღლონტი, ელექტრონული მუსიკის პროდუსერი და საუნდ არტისტია. იგი გამოირჩევა ექსპერიმენტული ლაივ შესრულებით, INDYEXX მისი ახალი პროექტია, რომელიც ელექტრონული მუსიკის ფართო სპექტრით არის შთაგონებული და შეიცავს კლასიკური ტექნოს, ემბიენთისა და დაბის ელემენტებს. KANCHELI:  ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი პროდიუსერი და დიჯეი. LIVE VISUALS & VJ SET - GIORGI MOZGOVOI   [embed]https://www.youtube.com/watch?v=WpWqEqa-W8U[/embed]   [embed]https://www.youtube.com/watch?v=TUo729-bguo[/embed]

BASSIANI: 30.01.15

BASSIANI
  • REDSHAPE
  • INDYEXX
  • KANCHELI

BASSIANI: 31.12.14



BASSIANI NEW YEAR: ■ TOBIAS LIVE ■ MOOMIN ■ VAKULA ■ HVL ■ ZURKIN ■ NEWA TOBIAS. - გერმანელი ტექნო პროდუსერი, Berghain/Panorama Bar კლუბის ოჯახის წევრი და რეზიდენტ DJ. მისი მუსიკალური კარიერა 80' წლების პირველი ნახევრიდან იწყება და თანაავტორია ისეთი პროექტების, როგორიცაა ODD MACHINE (Ricardo Villalobos, Max Loderbauer, Tobias), Atom™ & Tobias, Metazone, Phobia და ა.შ Tobias Freund სათავეში უდგას ლეიბლს Non Standard Production, რომელიც დაარსების დღიდან ღიაა არასტანდარტული და ექპერიმენტული მუსიკალური პროექტებისთვის. Tobias Freund-ს ეკუთვნის სამი სტუდიური ალბომი, ორი ბერლინურ ლეიბლზე Ostgut Ton, ხოლო პროექტი Atom™&Tobias კი იაპონურ ლეიბლზე Mule Musiq არის გამოცემული,. VAKULA - უკრაინელი მუსიკოსი 2008 წელს გამოჩნდა ლონდონურ ლეიბლ Uzuri Records-ზე და განსხვავებული ჟღერადობის გამო მალევე მიიქცია ყურადღება. MOOMIN - თანამედროვე ჰაუს სცენის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია, რომლის მუსიკაც მელოდიური ჯაზისა და სოულ თემების სინთეზით გამოირჩევა. MOOMIN სადებიუტო ალბომი „The Story About You“ 2011 წელს Smallville Records-ზე გამოვიდა. HVL - გიგი ჯიქია DJ და პროდიუსერი, მისი ტრეკები გამოდის ისეთ ლეიბლებზე როგორიცაა: Rough House Rosie, Housewax, Voyager, Perpetual Rhythms, Flyance Records. ZURKIN - ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი DJ რომლის სეტებიც ყოველთვის მრავალფეროვანი სელექციით ხასიათდება. NEWA - ანა კუბლაშვილი, ქართველი DJ/პროდიუსერი, ტექნოს ქართველ მსმენელებში დიდი სიმპატიებით სარგებლობს, მან ელექტრონული მუსიკის დაჯილდოების ცერემონიალზე - "ელექტრონავტი 2013" საუკეთესო EP-ის ნომინაციაში გაიმარჯვა. VISUALS BY GIORGI MOZGOVOI   [embed]https://www.youtube.com/watch?v=jKErc0mbtOI[/embed]  

BASSIANI: 31.12.14

BASSIANI
  • TOBIAS.
  • VAKULA
  • MOOOMIN
  • HVL
  • NEWA
  • ZURKIN

BASSIANI: 21.11.14



■ FUNCTION LIVE ■ ABDULLA RASHIM ■ INDYEXX LIVE ■ BOYD SCHIDT  ■ GIORGI MOZGOVOI FUNCTION - დეივ სამნერი ანდერგრაუნდ ტექნო სცენის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია.1996 წელს კარლ ‘კონორთან, იგივე ‘REGIS’-თან ერთად შექმნა პროექტი ‘PORTION REFORM’ და გამოუშვა მის კარიერაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი სტუდიური ალბომი - ‘THE SUPREME NEGATIVE’. ამით დეივი გახდა პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი არაბრიტანელი, რომლის მუსიკაც ლეგენდარულ ლეიბლ ‘DOWNWARDS’-ზე გამოიცა. მას ტექნომუსიკის მოყვარულები კარგად იცნობენ როგორც კოლექტივ ‘SANWDELL DISTRICT’-ის წევრს. ABDULLA RASHIM - ცივი შვედური ჟღერადობა და მისტიკურ-ტრაიბალური რითმიკა აბდულა რაშიმის თრექების მთავარი დამახასიათებელი კომპონენტია. მისი სადებიუტო ალბომი ‘UNANIMITY’, რომელიც წელს, თავისივე ლეიბლ ‘NORTHERN ELECTRONICS’-ზე გამოიცა, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. INDYEXX - იგივე რეზო ღლონტი, ელექტრონული მუსიკის პროდუსერი და საუნდ არტისტია. იგი გამოირჩევა ექსპერიმენტული ლაივ შესრულებით, მისი ახალი პროექტი ელექტრონული მუსიკის ფართო სპექტრით არის შთაგონებული, შეიცავს კლასიკური ტექნოს, ემბიენთისა და დაბის ელემენტებს. BOYD SCHIDT- ქართველი პროდუსერი და დჯ. ტექნო დუო GREENBEAM & LEON-ის მეორე ნახევარი. აღსანიშნავია რომ მისი ტრეკი MORNING UTOPIA ლეიბლ STUDIO R-ზე ისეთ არტისტებთან გამოვიდა როგორებიც არიან FRED P, HAKIM MURPHY და BRENDON MOELLER. VISUALS - GIORGI MOZGOVOI   [embed]https://www.youtube.com/watch?v=VpNIG89D2GY[/embed]    

BASSIANI: 21.11.14

BASSIANI
  • FUNCTION
  • ABDULLA RASHIM
  • INDYEXX
  • BOYD SCHIDT

BASSIANI: 31.10.14



■ VIRGINIA ■ PORTABLE AKA BODYCODE LIVE ■ ZURKIN ■ HVL VIRGINIA - ელექტრონული მუსიკის პროდუსერი, DJ და ვოკალისტი. აღიარებული ლეიბლის OSTGUT TON-ის და BERGHAIN/PANORAMA BAR-ის ოჯახის წევრი. VIRGINIA-ს ხმა ხშირად გვხვდება STEFFI-ს ტრეკებში, რომელიც მსუბუქი დიფჰაუს ჟღერადობით გამოირჩევა. PORTABLE - ალან აბრაამსი იგივე BODYCODE, წარმოშობით ქალაქ კეიპთაუნიდანაა, თუმცა მთელი ცხოვრება სხვადასხვა ქალაქებში მოგზაურობს. ალანმა PORTABLE-ის სახელით ლონდონში დაიწყო მუსიკის შექმნა, რომელიც ექსპერიმენტალური პროექტია ძლიერი აფრიკული რითმებითა და გამორჩეული ვოკალით. ამჟამად ბერლინში ცხოვრობს და ელექტრონული მუსიკის ფროდაქშენით აქტიურად არის დაკავებული. ZURKIN - ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი DJ, მისი სეტები ყოველთვის მრავალფეროვანი სელექციით ხასიათდება. HVL: კლუბ BASSIANI-ის და HOROOM-ის რეზიდენტის, გიგი ჯიქიას პროექტი. მსმენელი მას Okinawa Lifestyle-დან იცნობს, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და 5 რელიზის გამოცემაც მოასწრო. მისი სოლო კარიერა 2013 წელს, კიოლნში დაარსებულ პლატფორმა Rough House Rosie-ზე Deep Survey EP-ით დაიწყო, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მალევე მოჰყვა რელიზი Flats ლეიბლზე Voyager. 2013 წელს ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე HVL წლის ელექტრონავტად დასახელდა. 2 წლის შემდეგ, Rough House Rosie-ზე იგი ახალი რელიზით Lucky Star Of High Minded EP-ით დაბრუნდა, ხოლო მისი უკანასკნელი Persona Non Grata EP გასულ წელს გამოვიდა ლეიბლზე Linear Movement. BASSIANI RECORDS-ზე გამოცეულმა ეისიდ-ტექნო ჟღერადობის ტრეკმა – Elegance Within The Chaos მოკლე დროში მოახერხა აღიარების მოპოვება. HVL-ის მუსიკის რომელიმე კონკრეტულ ჟანრში მოქცევა რთულია, რადგან იგი მუდმივად ეძებეს სიახლეებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. დღესდღეობით HVL ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და წარმატებული არტისტია. VISUALS - WILLIS ACID   [embed]https://www.youtube.com/watch?v=DK-DS_Se5dw[/embed]  

BASSIANI: 31.10.14

BASSIANI
  • VIRGINIA
  • PORTABLE
  • ZURKIN
  • HVL

BASSIANI: 03.10.14



■KASSEM MOSSE Live  ■VRIL live ■ALIEN RAIN Live /MILTON BRADLEY/ ■KOBOSIL ■3SULI Live  ■KANCHELI KASSEM MOSSE - იგივე Gunnar Wendel, რომელსაც თანამედროვე ელექტრონული მუსიკის მსმენელისთვის წარდგენა არ ჭირდება. თავისი რეპუტაციით როგორც პროდიუსერი და ლაივ შემსრულებელი უკვე მე-8 წელია ანდერგრაუნდ სცენაზე ერთგვარ მისტიურ პიროვნებად რჩება. Workshop სერიებიდან მისი კომპლექსური რელიზი 2014 წელს გამოვიდა, აბსტრაქტული ჟღერადობის ტექნოსა და ჰაუსის სინთეზი პირველვე მოსმენისთანავე დაგამახსოვრდებათ და თქვენს ფლეილისტშიც შესაბამის ადგილს დაიკავებს. ALIEN RAIN - გერმანელი პროდიუსერი, იგივე Milton Bradley დიდიხანია რაც ეისიდ ტექნოს მოყვარულთა თვალთახედვის არეში მოექცა, მისი ლაივ პერფორმანსები გამოირჩევა ღრმა ინდუსტიალ ჟღერადობითა და მონოტონური რითმსექციით. VRIL - ტექნო არტისტი ჰანოვერიდან, 2010 წლიდან მისი რელიზები სხვადასხვა ლეიბლებზე გამოიცემა. 2014-ში ჯერ DELSIN RECORDS-ზე შემოგვთავაზა EP, შემდეგ კი FORUM-ზე სადებიუტო ალბომი სახელწოდებით TORUS. მისი ბოლო ნამუშევარი გამოირჩევა რბილი ამბიენთ ჟღერადობით, რასაც კარგად აქვს შეთავსებული მძიმე ტექნოს რითმი. KOBOSIL: KOBOSIL: გერმანელი ტექნო DJ და პროდიუსერი Max Kobosil, Ostgut Ton-ის ოჯახის წევრი და კლუბ Berghain-ის რეზიდენტია. პირველი ტრეკი, რომელმაც აღიარება მოუტანა იყო 2013 წელს გამოსული Barker & Baumaker -ის რემიქსი, რასაც მოჰყვა დამოუკიდებლად გამოცემული EP-ი RK3 და Ostgut-ის სუბლეიბლის(Unteron) ოთხ ტრეკიანი რელიზი. მისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი 2014 წლიდან იწყება, როდესაც Max-ი Ostgut Ton-ის და Marcel Dettmann Records-ის ერთ-ერთ წარმატებული და იმედისმომცემი წარმომადგენელი ხდება. 2016 წლის დასაწყისში O-ton-ზე გამოვიდა Kobosil-ის სადებიუტო ალბომი We Grow, You Decline , რომელშიც კარგად არის გამოხატული არტისტის მუსიკალური არჩევანი და ჟღერადობა. Kobosil-ის მუსიკა, რომელიც მძიმე ატმოსფერული და ემბიენტ ჟღერადობით ხასიათდება, გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა ბერლინის ტექნო სცენაზე. მის სეტებში, რომელიც ერთდროულად ემოციური და ექსპრესიულია, კლასიკურ ტექნოსთან ერთად ბევრი სიახლის მოსმენაც არის შესაძლებელი. 3SULI: თბილისური ტრიო, რომელმაც თავი მსმენელს არაერთხელ დაამახსოვრა. მათი ტრეკები გაჟღენთილია მსუყე დაბით, რასაც დინამიკას ღრმა ბასსგრუვი აძლევს. KANCHELI -  ერთ-ერთი გამორჩეული ადგილობრივი პროდიუსერი და დიჯეი. განათებას, ვიზუალურ მხარეს და ვიდეო პროექციას სტუდია Licht Pfad უზრუნველყოფს, კერძოდ, STANISLAV GLAZOV, რომელიც მუშაობდა ისეთ წარმატებულ ფესტივალზე, როგორიცაა Berlin Atonal, კლუბებში Monasterio, Arma 17 და სხვა. [embed]https://www.youtube.com/watch?v=do0RgrwH0t0[/embed] [embed]https://www.youtube.com/watch?v=OmhzQrUAIJI[/embed]   [embed]https://www.youtube.com/watch?v=H00NYVP95Zg[/embed]

BASSIANI: 03.10.14

BASSIANI
  • KASSEM MOSSE
  • VRIL
  • ALIEN RAIN
  • KOBOSIL
  • 3SULI
  • KANCHELI
Page 12 of 12« First...89101112