Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 18.03.16



■ EFDEMIN ■ ZlTTO EFDEMIN: ბერლინელი პროდიუსერი და DJ, ლეიბლის Naif Records დამფუძნებელი. ელექტრონული მუსიკის სცენაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა. Efdemin-მა განათლება ვენის კომპიუტერული მუსიკის ინსტიტუტში მიიღო, სწავლის დროს ხშირად აწყობდა აუდიო ინსტალაციებს და მუშაობდა ოპერის ვოკალისტებთან ერთად. ბერლინში დაბრუნების შემდეგ მუსიკალური ჟურნალისტიკით იყო დაკავებული. მუსიკალური კარიერა 1999 წელს დაიწყო, ხოლო 2007 წელს, მისივე ფსევდონიმის სახელწოდების მქონე ალბომი Dial Records-ზე გამოსცა. მისი სახელი დაკავშირებულია Berghain/ PanoramaBar-თან, როგორც ამ კლუბის რეზიდენტმა მალევე მოიპოვა დაფასება ადგილობრივ მსმენელში. Efdemin-ის მუსიკალური გემოვნება დიდწილად ამერიკული გავლენებით არის გაჯერებული, კლასიკური დეტროიტ, ჩიკაგო ჰაუსის ბითებით, 2010 წელს გამოშვებულ ალბომს, ჰაუსის მშობელი ქალაქის სახელი, “Chicago” უწოდა. ZITTO: იგივე ლევან ცერცვაძე, კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი DJ. მისი სეტები ყოველთვის გამოირჩევა საინტერესო, მრავალფეროვანი სელექციით და დახვეწილი ტექნიკით.

BASSIANI: 18.03.16

BASSIANI
  • EFDEMIN
  • ZITTO

BASSIANI: 12.03.16



■ GIORGIO GIGLI ■ BOYD SCHlDT GIORGIO GIGLI: პროდიუსერი და DJ, იტალიური ტექნო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი. მისი კარიერის მნიშვნელოვანი ეტაპი იტალიურ ლეიბლ Elettronica Romana-სთან თანამშრომლობით დაიწყო, Donato Dozzy-სთან კოლაბორაციით Chiki Disco EP, რომელიც 2004 გამოვიდა. Elettronica Romana-ს უკავშირდება მისი მომდევნო სამი რელიზიც. 2009 წელს Gigli-მ Obtane-სთან ერთად საკუთარი ლეიბლი Zooloft დააარსა და აქ განაგრძო მოღვაწეობა. აღსანიშნავია Gigli-ს კოლაბორაციები: Donato Dozzy, Obtane, Dino Sabatini , Ness და Brendon Moeller-თან. მისი რელიზები გამოიცემა ისეთ ლეიბლებზე როგორიც არის: Prologue, M_Rec LTD, Electric Deluxe, Att Series და ა.შ. 2015 წელს გამოვიდა Gigli-ს სადებიუტო ალბომი The Right Place Where Not To Be(Electric Deluxe), რომელიც იტალიური ტექნოს დარქ ემბიენტ ჟღერადობით გამორჩევა. Giorgio Gigli სეტების მძიმე ინდუსტრიული საუნდი ახასიათებს, რომელშიც კარგად გამოიხატება მისი ემბიენტ მუსიკისადმი სიყვარული. ტრეკების სელექცია ყოველთვის გამსხვავებული და საინტერესოა და კონცეპტუალურად ვითარდება. BOYD SCHIDT: პროდუსერი და DJ. ტექნო დუო Greenbeam & Leon-ის მეორე ნახევარი. მისი ტრეკი Morning Utopia ლეიბლ Studio R-ზე ისეთ არტისტებთან გამოვიდა როგორებიც არიან Fred P, Hakim Murphy და Brendon Moeller.

BASSIANI: 12.03.16

BASSIANI
  • GIORGIO GIGLI
  • BOYD SCHlDT

BASSIANI: 04.03.16



■ TAKAAKl ITOH ■ ZITTO ■ INDYEXX LIVE ■ KOZMANA TAKAAKl ITOH: იაპონელი DJ და პროდიუსერი, ლეიბლის Wols დამაარსებელი. ITOH, რომელიც ელექტრონული მუსიკის განსხვავებულ მიმდინარეობებში მოღვაწეობდა, დღესდღეისობით ტექნო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგნელია. მის სახელს უკავშირებენ იაპონური ანდერგრაუნდ ტექნოს განვითარებას. Takaaki Itoh-ს დისკოგრაფია საკმაოდ მრავალრიცხოვანია და გამოდის ისეთ ლეიბლებზე, როგორიც არის Modularz, Wols, Planet Rhythm Records და ა.შ. მან ასევე გამოსცა 3 რელიზი პროექტით Yarda. მის სეტებში, რომელსაც მძიმე ატმოსფერული ჟღერაობა ახასიათებს, კარგად ჩანს არტისტის გამორჩეული სტილი და მუსიკალური ორიენტაცია. ZITTO: იგივე ლევან ცერცვაძე, კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი DJ. მისი სეტები ყოველთვის გამოირჩევა საინტერესო, მრავალფეროვანი სელექციით და დახვეწილი ტექნიკით. INDYEXX: იგივე რეზო ღლონტი, ქართველი პროდიუსერი. რეზო ღლონტის ეკუთვნის პროექტი Aux Field, ის ასევე არის დუო Datagramma-ს წევრი. მისი მუსიკა შეიცავს ემბიენტის, ტექნოს და კლასიკური მუსიკის ელემენტებს. KOZMANA: სანდრო კოზმანაშვილი, ქართველი DJ და პროდიუსერი, 2014 წლის "ელექტრონავტების" გამარჯვებული, ჯგუფ 3SULI-ს და პროექტის SOULVENT წევრი. გამოირჩევა დინამიური სეტებით.

BASSIANI: 04.03.16

BASSIANI
  • TAKAAKI ITOH
  • ZITTO
  • INDYEXX
  • KOZMANA

BASSIANI: 02.03.16



■ RØDHÅD ■ TIJANA T RØDHÅD: გერმანელმა DJ და პროდიუსმა Mike Bierbach-მა, თავისი მზარდი პოპულარობით, ძალიან მცირე დროში მოახდინა გარღვევა ბერლინის ტექნო სცენაზე და ამავდროულად ეს მის შემოქმედების ხარისხზე და კონტენტზე მხოლოდ დადებითად აისახა. 90-ბის დასასრულს, ბერლინის გარეუბნებში, ფართების სერიებს უწევდა ორგანიზებას, რაც 2009 წელს კლუბ Dystopian-ის გახსნით გაგრძელდა. რეზიდენტობა Rødhåd-მა საკუთარ თავზე აიღო და კლუბის ლეგენდარული ღამეების მთავარი შემოქმედი გახდა. მისი სეტები, რომლებიც იდეალურ ტექნიკურ შესრულებასთან ერთად გამოირჩევა ღრმა, ძლიერი და მელანქოლიური დაბ ტექნოს ჰაუსთან სინთეზით, სწრაფად აღიარეს მსოფლიოს წამყვანმა კლუბებმა და ფესტივალებმა. Rødhåd-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარია ლეიბლი Dystopian, რომელიც 2012 წელს დააარსა და პირველი, მისი სადებიუტო EP-ი Blindness გამოსცა. Dystopian-ზე თავი მოიყარეს ისეთმა არტისტებმა როგორებიც არიან: Recondite, Ø [Phase], Alex.Do, Distant Echoes, Ron Albrecht, Felix K და ა.შ ასევე აღსანიშნავია Rødhåd-ის თანამშრომლობა ცნობილ ლეიბლთან Token , რომელსაც მისი 2 გამორჩეული EP (Spomeniks, Haumea) უკავშირდება. TIJANA T: სერბი DJ Tijana Todorovic ბელგრადის ტექნო სცენის ერთ-ერთი ცნობილი და წარმატებული წარმომადგენელია, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ის ასევე არის ვოკალისტი და მუსიკალური ჟურნალისტი. მისი სეტები გამოირჩევა ენერგიული და ქარიზმატული შესრულებით, დახვეწილი ტექნიკით და საინტერესო სელექციით.

BASSIANI: 02.03.16

BASSIANI
  • RØDHÅD
  • TIJANA T

BASSIANI: 26.02.16



■ KOBOSIL ■ HVL KOBOSIL: გერმანელი ტექნო DJ და პროდიუსერი Max Kobosil, Ostgut Ton-ის ოჯახის წევრი და კლუბ Berghain-ის რეზიდენტია. პირველი ტრეკი, რომელმაც აღიარება მოუტანა იყო 2013 წელს გამოსული Barker & Baumaker -ის რემიქსი, რასაც მოჰყვა დამოუკიდებლად გამოცემული EP-ი RK3 და Ostgut-ის სუბლეიბლის(Unteron) ოთხ ტრეკიანი რელიზი. მისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი 2014 წლიდან იწყება, როდესაც Max-ი Ostgut Ton-ის და Marcel Dettmann Records-ის ერთ-ერთ წარმატებულ და იმედისმომცემ წარმომადგენლად ითვლება. 2016 წლის დასაწყისში O-ton-ზე გამოვიდა Kobosil-ის სადებიუტო ალბომი We Grow, You Decline , რომელიშიც კარგად არის გამოხატული არტისტის მუსიკალური არჩევანი და ჟღერადობა. Kobosil-ის მუსიკა, რომელიც მძიმე ატმოსფერული და ემბიენთ ჟღერადობით ხასიათდება, გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა ბერლინის ტექნო სცენაზე. მის სეტებში, რომელიც ერთდროულად ემოციური და ექსპრესიულია, კლასიკურ ტექნოსთან ერთად ბევრი სიახლის მოსმენაც არის შესაძლებელი. HVL: გიგი ჯიქია, კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი, პროდიუსერი და DJ. მისი რელიზები გამოდის ლეიბლებზე: Rough House Rosie, Housewax Records, Voyager, Perpetual Rhythms. 2013 წელს HVL- მა ელექტრონავტების მთავარი ჯილდო "წლის ელექტრონავტი" მიიღო.

BASSIANI: 26.02.16

BASSIANI
  • KOBOSIL
  • HVL

BASSIANI: 19.02.16



■ DJ NOBU ■ AUX FIELD LIVE ■ ZITTO DJ NOBU: პროდიუსერი და DJ, იაპონური ტექნო სცენის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, ლეიბლის Bitta დამაარსებელი და Future Terror-ის ფართების სერიის ორგანიზატორი. Nobu-ს სახელს ხშირად უკავშირებენ იაპონური ანდერგრაუნდ ტექნოს განვითარებას, ამავდროულად მისი ტრეკები და სეტები წარმატებულია მსოფლიო მასშტაბით. აღსანიშნავია მისი და IORI-ს კოლაბორაციული EP - Draw/ Untitled, ასევე სადებიუტო ალბომი Diary, რომელიც 2008 წელს გამოვიდა. DJ Nobu-ს სეტები ეკლექტური და მრავალფეროვანია და ტექნოს ბევრ განსხვავებულ მიმართულებას მოიცავს. მისი თქმით არ არსებობს DJ-ზე რთული სამუშაო, თუმცა ამ საქმის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. AUX FIELD : იგივე რეზო ღლონტი, ქართველი პროდიუსერი. 2015 წელს, პროექტით Aux Field გამოუშვა სადებიუტო ალბომი Imaginary Layers, მექსიკურ ლეიბლზე Umor Rex. ალბომმა, რომელსაც ემბიენტ და ექსპერიმენტული ჟღერადობა ახასიათებს, დადებითი გამოხმაურება მოიპოვა. რეზო ღლონტს, როგორც ლაივ შემსრულებელს, BASSIANI-ს მსმენელი იცნობს პროექტით Indyexx, ის ასევე არის დუო Datagramma-ს წევრი. Aux Field-ის ლაივებში შეხვდებით როგორც ემბიენტს, ტექნოს და დაბს, ასევე კლასიკური მუსიკის ელემენტებს. ZITTO: კლუბ BASSIANI-ის რეზიდენტი დიჯეი, რომელიც ადგილობრივ ტექნო სცენაზე საუკეთესო სეტებით გამოირჩევა.

BASSIANI: 19.02.16

BASSIANI
  • DJ NOBU
  • AUX FIELD
  • ZITTO

BASSIANI: 12.02.16



BASSIANI: ■ FRANK & TONY ■ HVL FRANK & TONY: ბრუკლინელი არტისტების FRANCIS HARRIS და ANTHONY COLLINS-ის კოლაბორციაა, რომელიც 2011 წლიდან იღებს სათავეს და დღესდღეობით ერთ-ერთი წარმატებულ DEEP HOUSE პროექტად ითვლება. მათ ერთობლივ მოღვაწეობას უკავშირდება ლეიბლის SCISSOR AND THREAD დაარსება, სადაც FRANK & TONY-ს ტრეკების უმეტესობა გამოიცემა. 2014 წელს გამოვიდა FRANK & TONY-ს სადებიუტო ალბომი YOU GO GIRL, რომელსაც DEEP HOUSE-ს ჟანრში წლის საუკეთესო ნამუშევრებში მოიხსენიებენ. კოლაბორაციებიდან აღსანიშნავია მათი და თანამედროვე ჰაუს სცენაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და უნიკალური ფიგურის, DJ SPRINKLES-ის (იგივე TERRE THAEMLITZ ) ერთობლივი ნამუშევარი - COMPANION. FRANK & TONY -ს წევრები ასევე არიან კლუბის "THE PANTHER ROOM" რეზიდენტები. დუოს წევრების აზრით, მსმენელთან ურთიერთობით დიდ შთაგონებას იღებენ, რადგან ჰაუსი მათთვის ყოველთვის იყო ადამიანების მიმართ სოლიდარობის ანარეკლი. ასევე საინტერესოა FRANCIS HARRIS და ANTHONY COLLINS-ის სოლო შემოქმედება და პროექტები. HVL: კლუბ BASSIANI-ის და HOROOM-ის რეზიდენტის, გიგი ჯიქიას პროექტი. მსმენელი მას OKINAWA LIFESTYLE-დან იცნობს, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და 5 რელიზის გამოცემაც მოასწრო. მისი სოლო კარიერა 2013 წელს, კიოლნში დაარსებულ პლატფორმა ROUGH HOUSE ROSIE-ზე DEEP SURVEY EP-ით დაიწყო, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მალევე მოჰყვა რელიზი FLATS ლეიბლზე VOYAGER. 2013 წელს ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე HVL წლის ელექტრონავტად დასახელდა. 2 წლის შემდეგ, ROUGH HOUSE ROSIE-ზე იგი ახალი რელიზით LUCKY STAR OF HIGH MINDED EP-ით დაბრუნდა, ხოლო მისი უკანასკნელი PERSONA NON GRATA EP გასულ წელს გამოვიდა ლეიბლზე LINEAR MOVEMENT. BASSIANI RECORDS-ზე გამოცეულმა ეისიდ-ტექნო ჟღერადობის ტრეკმა – ELEGANCE WITHIN THE CHAOS მოკლე დროში მოახერხა აღიარების მოპოვება. HVL-ის მუსიკის რომელიმე კონკრეტულ ჟანრში მოქცევა რთულია, რადგან იგი მუდმივად ეძებეს სიახლეებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. დღესდღეობით HVL ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და წარმატებული არტისტია.

BASSIANI: 12.02.16

BASSIANI
  • FRANK & TONY
  • HVL

BASSIANI: 05.02.16



■ ABDULLA RASHIM ■ VARG LIVE ■ ROOKAS NORTHERN ELECTRONICS: ბოლო დროის ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული ლეიბლი, რომელიც 2013 წელს შვედმა პროდიუსერმა ABDULLA RASHIM-მა სტოკჰოლმში დააარსა. ლეიბლის პირველი რელიზი VARG-ის MISANTROPEN იყო, რომელსაც გამოსვლისთანავე დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. NORTHERN ELECTRONICS-მა სწრაფად მოახერხა შეექმნა ტექნოს სრულიად განსხვავებული ჟღერადობა და კონცეფცია. ლეიბლზე შეხვდებით როგორც მძიმე, ტრდიციულ ტექნოს, ასევე ექსპერიმენტული, მელანქოლიური ჟღერადობის მატარებელ მუსიკას. NORTHERN ELECTRONICS-ის შოუქეისები დიდი წარმატებით სარგებლობს თანამედროვე ტექნო სცენაზე, რომელთა შორის აღსანიშნავია მათი BERLIN ATONAL-ზე წარმოდგენილი ლაივ შესრულება. ერთნაირად საინტერესოა ლეიბლის არტისტების სოლო პროექტები და კოლაბორაციები: ULWHEDNAR (ABDULLA RASHIM, VARG), SARS & AR (FÖDD DÖD, ABDULLA RASHIM) და ა.შ. VARG: იგივე JONAS RÖNNBERG, შვედი პროდიუსერი და მუსიკოსი. NORTHERN ELECTRONICS-ის ოჯახის ყველაზე გამორჩეული და მრავალფეროვანი წევრი. მისი მძიმე, ექსპერიმენტული, ემბიენთ ტექნო დატვირთულია ისტორიული მოვლენებითა და პოსტმოდერნული კონცეფციებით. აღსანიშნავია მისი პროექტები: D.Å.R.F.D.H.S., ULWHEDNAR, FÖDD DÖD. RÖNNBERG-ის რელიზები გამოდის ისეთ ლეიბლებზე, როგორიც არის: NORTHERN ELECTRONICS, FIELD RECORDS, OPAL TAPES, SEMANTICA, POSH ISOLATION. 2015 წელს VARG-ის პროექტით 4 სტუდიური ალბომი გამოუშვა, მათ შორის ორი, URSVIKEN და STORY OF K ლეიბლზე NORTHERN ELECTRONICS. ამავე წელს გამოუშვა 6 ალბომი სხვადასხვა ლეიბლებზე პროექტით D.Å.R.F.D.H.S. ABDULLA RASHIM: შვედი პროდიუსერი და DJ. ლეიბლების ABDULLA RASHIM RECORDS და NORTHERN ELECTRONICS დამაარსებელი. სადებიუტო EP-ი 2011 წელს გამოუშვა და კრიტიკოსების მხრიდან აღიარება მოუტანა.. განსაკუთრებული ყურადღებმა მისმა სადებიუტო ალბომმა UNANIMITY- მ დაიმსახურა რომელიც 2014 წელს, NORTHERN ELECTRONICS - ზე გამოვიდა, წარმატებულია მისი ბოლო ალბომიც SHELL OF SPEED. მისი ტრეკები და სეტები გამოირჩევა ცივი, მძიმე, ატმოსფერული ჟღერადობით. ROOKAS: ლიტველი DJ და პრომოუტერი. 2015 წელს გამოუშვა კომპილაცია, რომელიც NORTHERN ELECTRONICS-ის რელიზების მიქსს წარმოადგენს და წარმოაჩენს ლეიბლის ორ მხარეს: ექსპერიმენტულ / ემბიენთ და ტექნო / კლუბზე ორიენტირებულ ჟღერადობებს.

BASSIANI: 05.02.16

BASSIANI
  • ABDULLA RASHIM
  • VARG
  • ROOKAS

BASSIANI: 29.01.16



■JOEL MULL ■KOZMANA ■HVL JOEL MULL: პროდიუსერი და DJ. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის შვედური ელექტრონული მუსიკის სცენის განვითარებაში. Adam Beyer, Jesper Dahlback და Cari Lekebusch-თან ერთად შვედური ტექნო ჟღერადობის შემქმნელადაც მოიხსენიებენ. მუსიკალური კარიერა 90’ დასაწყისში დაიწყო, 1998 წელს ლეიბლი Inside Records დააარსა, რომელზეც მისი სადებიუტო ალბომი Imagination გამოვიდა. აღსანიშნავია ასევე მისი ბოლო, რიგით მესამე ალბომი Sensory რომელიც Adam Beyer-ის ლეიბლზე Truesoul გამოვიდა. ასევე წარმატებულია მისი პროექტი adam Beyer-თან ერთად Safety Session , კოლაბორაციები Sean Palm- თან და Dustin Zahn-თან. მისი რელიზები გამოდიოდა ისეთ ლეიბლებზე როგორიც არის Cocoon, Drumcode, Truesoul და Audiomatique. Mull-ის სეტები ხასიათდება დინამიური ატმოსფერული ჟღერდობით. KOZMANA: სანდრო კოზმანაშვილი, ქართველი DJ და პროდიუსერი, 2014 წლის "ელექტრონავტების" გამარჯვებული, ჯგუფ 3SULI-ს და პროექტის SOULVENT წევრი. გამოირჩევა დინამიური სეტებით. HVL: გიგი ჯიქია, კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი, პროდიუსერი და DJ. მისი რელიზები გამოდის ლეიბლებზე: Rough House Rosie, Housewax Records, Voyager, Perpetual Rhythms. 2013 წელს HVL- მა ელექტრონავტების მთავარი ჯილდო "წლის ელექტრონავტი" მიიღო.

BASSIANI: 29.01.16

BASSIANI
  • JOEL MULL
  • KOZMANA
  • HVL

BASSIANI: 22.01.16



■ROUTE 8 ■NTHNG ■ASQUITH LOBSTER THEREMIN: ბოლო დროის ერთ-ერთი გამორჩეული ლეიბლი, რომელიც, JIMMY ASQUITH-მა, 2013 წელს, ლონდონში დააარსა. ლეიბლი ყურადღების ცენტრში მისი პირველივე რელიზით, PALMS TRAX-ის სადებიუტო EQUATION EP-ით, მოექცა. LOBSTER THEREMIN-ის შექმნის კონცეფციაც ეს იყო, შექმნილიყო პლატფორმა ნიჭიერი, ნაკლებად ცნობილი არტისტებისთვის. LOBSTER THEREMIN-ს გააჩნია ორი სუბლეიბლი: MÖRK და DISTANT HAWAII. ROUTE 8: იგივე GERGELY SZILVESZTER HORVÁTH, უნგრელი DJ და პროდიუსერი. LOBSTER THEREMIN-ის ოჯახს, 2014 წელს გამოსული, DRY THOUGHTS EP-ით შეუერთდა. აღსანიშნავია მისი 2015 წელს გამოსული EP - THIS RAW FEELING, რომელიც წლის ერთ-ერთი საინტერესო რელიზია. მისი მუსიკა ხასიათდება 80-ნების LO-FI და ატმოსფერული ჟღერადობით, რომელსაც თვითონ SYNTHPOP-HOUSE-ს უწოდებს. NTHNG: ჰოლანდიელი პროდიუსერი და DJ. მისი დებიუტი 2014 წელს, LOBSTER THEREMIN-ის სულბეიბლზე MÖRK შედგა, EP-ით REMEMBER US, რომელსაც 2015 წელს გამოსული EP "1996" მოჰყვა. ASQUITH: JIMMY ASQUITH, ლეიბლ LOBSTER THEREMIN-ის დამაარსებელი, FIND ME IN THE DARK-ის ღამეების კურატორი.    

BASSIANI: 22.01.16

BASSIANI
  • ROUTE 8
  • NTHNG
  • ASQUITH

BASSIANI: 16.01.16



BASSIANI: SHACKLETON LIVE | ZITTO | KOZMANA SAM SHACKLETON: ინგლისელი პროდიუსერი. ელექტრონული მუსიკის სცენის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა. მისი მუსიაკლური კარიერა 21-ე საუკუნის დასაწყისში, ლონდონში დაიწყო, როდესაც 2003 წელს პირველი ტრეკი STALKER გამოუშვა. 2005 წელს კი ცნობილ პროდიუსერ APPLEBLIM-თან ერთად ლეიბლი SKULL DISCO დააარსა. ამ ლეიბლს უკავშირდება მისი ისეთი წარმატებული რელიზები როგორიც არის: DEATH IS NOT FINAL , SOUNDBOY'S SUICIDE NOTE, SOUNDBOY'S NUTS GET GROUND UP PROPER. 2008 წელს SHACKLETON ბერლინში გადავიდა და გერმანულ ლეიბლზე PERLON სადებიუტო ალბომი - THREE EPS (2009) გამოუშვა. ამას მოყვა მისი კოლაბორაციული ალბომი PINCH-თან. მას აგრეთვე ეკუთვნის ლეიბლი "WOE TO THE SEPTIC HEART" რომელიც 2010 წელს ბერლინში დააარსა. ამ ლეიბლზე გამოვიდა მისი მესამე ალბომი MUSIC FOR THE QUIET HOUR / THE DRAWBAR ORGAN EPS. SHACKLETON-ის მუსიკა წარმოადგენს ტექნოს, დაბსტეპის და UK GARAGE ჟანრების სინთეზს, რომელსაც ახასიათებს მძიმე ბასი, ექსპერიმენტალური და ჰიპნოტური ჟღერადობა. KOZMANA: სანდრო კოზმანაშვილი, ქართველი DJ და პროდიუსერი, 2014 წლის "ელექტრონავტების" გამარჯვებული, ჯგუფ 3SULI-ს და პროექტის SOULVENT წევრი. გამოირჩევა დინამიური სეტებით. ZITTO: “მუსიკით ადრეული ასაკიდან ვიყავი დაინტერესებული, სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობებიით ვიყავი გატაცებული, თუმცა, მოგვიანებით, ტექნოს სახით ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპი დადგა“ – ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტული ჟღერადობის გავლენით ZITTO-მ თავისი მუსიკალური კარიერა 2015 წლიდან დაიწყო. ლევან ცერცვაძე, ფსევდონიმით ZITTO, ქართველი დიჯეია, რომელიც თანამედროვე ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურად ყალიბდება. მისი, როგორც დიეჯის, მთავარი მახასიათებელია სივრცის და კონტექსტის სწორად დანახვა, რაც მას მსმენელთან ურთიერთობაში ძალიან ეხმარება. ZITTO-ს სეტები ძირითადა ჰიპნოტურ და ატმოსფერულ ტექნოზე ფოკუსრიდება, თუმცა კონკრეტული მომენტის გათვალისწინებით, ის ყოველთვის ახერხებს საჭირო ჟღერადობის პოვნას. დიჯეინგის გარდა საკუთარი პროდუქციის შექმნაზეც მუშაობს და როგორც თვითონ ამბობს, როდესაც სრულიად დარწმუნებული იქნება საკუთარ თავში, მას დღის სინათლეზე აუცილებლად გამოიტანს. „რა თქმა უნდა, დიჯეისთვის ბუნებრივია ჰქონდეს რაღაც იდეების დაკვრის წინ, თუმცა დაწყებისას დგება ის მომენტი, როცა მსმენელთან შემოქმედებითი კავშირის დამყარება გიწევს, რაც იმპროვიზაციას მოითხოვს. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია მსმენელის განწყობის დაჭერა და შესაფერისად მოქმედება“ – ZITTO-ს ეს მიდგომა მისი დაკვრის სტილში ნათლად ვლინდება, რის გამოც ის ბოლო თვეების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი დიჯეი გახდა და “ელექტრონავტი 2015″ დაჯილდოების ცერემონიალზე წლის დიჯეის ტიტულიც მოიპოვა.

BASSIANI: 16.01.16

BASSIANI
  • SHACKLETON LIVE
  • ZITTO
  • KOZMANA
Page 13 of 16« First...1112131415...Last »