BASSIANI: 30.10.15



BASSIANI: ■ ANTIGONE ■ BOYD SCHIDT ANTIGONE: პარიზელი DJ და პროდიუსერი, რომელმაც საკმაოდ ახალგაზრდამ დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი ფრანგულ ტექნო სცენაზე. მისი დებიუტი ერთ-ერთ ყველაზე სახელოვან კლუბში - CONCRETE შედგა და აქედან მოყოლებული მისი პოპულარობა მზარდი პროგრესით ვითარდება. რაც შეეხება ფროდაქშენს მის სახელზეა 7 სოლო EP. , 2015 წელს, 7 ტრეკისგან შემდგარი მინი ალბომი ცნობილ ბელგიურ ლეიბლზე - TOKEN გამოვიდა, რაც მის კარიერაში ყველაზე წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება მივიჩნიოთ. BOYD SCHIDT: ქართველი პროდუსერი და DJ. ტექნო დუო GREENBEAM & LEON-ის მეორე ნახევარი. აღსანიშნავია რომ მისი ტრეკი MORNING UTOPIA ლეიბლ STUDIO R-ზე ისეთ არტისტებთან გამოვიდა როგორებიც არიან FRED P, HAKIM MURPHY და BRENDON MOELLER.  

BASSIANI: 30.10.15

BASSIANI
  • ANTIGONE
  • BOYD SCHIDT

BASSIANI: 24.10.15



MAX_M TRIBUTE NIGHT BASSIANI-სთვის Max_M გასაკუთრებული არტისტი იყო. მისი სეტები ყოველთვის ინდივიდუალური ხედვით გამოირჩეოდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ 24 ოქტომბერს Max_M Tribute Night გაგვეკეთებინა, სადაც მისი ახლო მეგობრები, იტალიური ტექნო სცენის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები: Fabrizio Lapiana და Freddy K დაუკრავენ. Fabrizio Lapiana: იტალიური ტექნო სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამეორჩეული ფიგურა, ლეიბლ Attic Music-ის დამფუძნებელი. მისი, როგორც DJ-ის კარიერა 1994 წელს დაიწყო და მალევე მოიპოვა აღიარება რომაულ საკლუბო სივრცეში. ქართველი მსმენელი მას კარგად იცნობს BASSIANI-ის წინა სეზონიდან. Freddy K: ბერლინში მოღვაწე იტალიელი ტექნო არტისტი. იგი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა 90' წლების იტალიური რეივ მოძრაობიდან. ამავე დეკადაში მას ქონდა საკუთარი რადიო შოუ და ვინილ შოპი სახელად “Virus”. 2010 წელს წამოიწყო ლეიბლი Max_M- თან პარტნიორობით, არტისტ მენეჯმენტ კომპანია და ვინილ შოპი. ბერლინში გადასვლის შემდეგ კი ხშირად გვხვდება კლუბ ტრეზორის და ბერგჰაინის ლაინაფებში ასევე არის რეზიდენტი ://about blank-ის ივენთების სერიის სახელად „Homopatik”

BASSIANI: 24.10.15

BASSIANI
  • Fabrizio Lapiana
  • Freddy K

BASSIANI: 13.10.15



BASSIANI: DYSTOPIAN NIGHT ■ VRIL Live ■ RON ALBRECHT ■ ZITTO VRIL: ტექნო არტისტი ჰანოვერიდან. პირველად ყურადღების ცენტრში 2010 წელს მოექცა. ლეიბლ GIEGLING-ზე გამოსული EP-ის შემდეგ, რასაც მოყვა რელიზები SEMNATICA, ისევ GIEGLING, DYSTOPIAN და DELSIN RECORDS-ზე. 2014 წელს საუცხოო ალბომი შემოგვთავაზა სახელწოდებით “TORUS”, ხოლო ერთი წლის შემდეგ კი DELSIN-ზე გამოუშვა 8 ტრეკისგან შემდგარი LP “PORTAL”.გასულ წელს, BASSIANI-ის პირველი სეზონი სწორედ რომ ვრილის ლაივით გაიხსნა. RON ALBRECHT: გერმანელი DJ და პროდიუსერი, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისიდან მოღვაწეობს და დღემდე არ კარგავს აქტუალურობას. მისი კარიერის სათავე დაკავშირებულია ლეგენდარულ კლუბ ტრეზორთან, სადაც ხშირად ჟღერდა მისი დიჯეი სეტები. აქედან მოყოლებული მას დაკრული აქვს თითქმის ყველა გერმანულ კლუბში, ევროპის უამრავ ქალაქში და ისეთ ფესტივალებზე, როგორიცაა: MELT და FUSION. ZITTO: “მუსიკით ადრეული ასაკიდან ვიყავი დაინტერესებული, სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობებიით ვიყავი გატაცებული, თუმცა, მოგვიანებით, ტექნოს სახით ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპი დადგა“ – ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტული ჟღერადობის გავლენით ZITTO-მ თავისი მუსიკალური კარიერა 2015 წლიდან დაიწყო. ლევან ცერცვაძე, ფსევდონიმით ZITTO, ქართველი დიჯეია, რომელიც თანამედროვე ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურად ყალიბდება. მისი, როგორც დიეჯის, მთავარი მახასიათებელია სივრცის და კონტექსტის სწორად დანახვა, რაც მას მსმენელთან ურთიერთობაში ძალიან ეხმარება. ZITTO-ს სეტები ძირითადა ჰიპნოტურ და ატმოსფერულ ტექნოზე ფოკუსრიდება, თუმცა კონკრეტული მომენტის გათვალისწინებით, ის ყოველთვის ახერხებს საჭირო ჟღერადობის პოვნას. დიჯეინგის გარდა საკუთარი პროდუქციის შექმნაზეც მუშაობს და როგორც თვითონ ამბობს, როდესაც სრულიად დარწმუნებული იქნება საკუთარ თავში, მას დღის სინათლეზე აუცილებლად გამოიტანს. „რა თქმა უნდა, დიჯეისთვის ბუნებრივია ჰქონდეს რაღაც იდეების დაკვრის წინ, თუმცა დაწყებისას დგება ის მომენტი, როცა მსმენელთან შემოქმედებითი კავშირის დამყარება გიწევს, რაც იმპროვიზაციას მოითხოვს. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია მსმენელის განწყობის დაჭერა და შესაფერისად მოქმედება“ – ZITTO-ს ეს მიდგომა მისი დაკვრის სტილში ნათლად ვლინდება, რის გამოც ის ბოლო თვეების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი დიჯეი გახდა და “ელექტრონავტი 2015″ დაჯილდოების ცერემონიალზე წლის დიჯეის ტიტულიც მოიპოვა.    

BASSIANI: 13.10.15

BASSIANI
  • VRIL
  • RON ALBRECHT
  • ZITTO

BASSIANI: 03.10.15



BASSIANI OPENING NIGHT: ■EFDEMIN ■RNDM EFDEMIN : ბერლინელი პროდუსერი და DJ, რომელიც განყენებული ფიგურაა ამ ქალაქის ელექტრონული მუსიკის სცენაზე. კარიერა, 1999 წელს დაიწყო, ხოლო 2007 წელს კი მისივე ფსევდონიმის სახელწოდების მქონე ალბომი Dial Records-ზე გამოსცა. პირველი წლები ელექტრონულ მუსიკაში მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქალაქ ჰამბურგთან, რადგანაც ის იყო Dial Records-ის ოჯახის წევრი და ასევე კლუბ Golden Pudel-ში ხშირად ჟღერდა მისი DJ სეტები.Efdemin -მა განათლება ვენის კომპიუტერული მუსიკის ინსტიტუტში მიიღო და ხშირად აწყობდა აუდიო ინსტალაციებს, მუშაობდა ოპერის ვოკალისტებთან ერთად. ბერლინში დაბრუნების შემდეგ მცირე ხანს მუსიკალური ჟურნალისტიკით იყო დაკავებული, იგი ასევე არის ლეიბლ Naif Records დამფუძნებელი. მისი სახელი დაკავშირებულია Berghain/ PanoramaBar-თან, როგორც ამ კლუბის რეზიდენტმა მალევე მოიპოვა დაფასება ადგილობრივ მსმენელში. მისი მუსიკალური გემოვნება დიდწილად ამერიკული გავლენებით არის გაჯერებული, კლასიკური დეტროიტ, ჩიკაგო ჰაუსის ბითებით. 2010 წელს გამოშვებულ ალბომს ჰაუსის მშობელი ქალაქის სახელი, “Chicago” უწოდა. RNDM: იგივე Oliver Kargl, ბერლინელი პროდიუსერი და DJ. მისი რელიზები გამოდის Dial-ის საბლეიბლ Laid-ზე და ასევე Efdemin-ის Naif Records-ზე. იგი ასევე პოპულარულობით სარგებლობს მის მშობლიურ ქალაქში და ხშირად იხილავთ ისეთი კლუბების ლაინაფებში როგორებიცაა: Berghain/Panorama Bar, Tresor, ://about blank.

BASSIANI: 03.10.15

BASSIANI
  • EFDEMIN
  • RNDM

BASSIANI: 01.05.15



BASSIANI SEASON CLOSING ■ ANSWER CODE REQUEST ■ BORIS ANSWER CODE REQUEST: იგივე PATRICK GRASER ბერლინელი დიჯეი და პროდიუსერი. მისი სადებიუტო რელიზი 2011 წელს HARD WAX-ის თაროზე მოხვდა და დიდი გამოხმაურება მოიპოვა სხვადასხვა გამოცემებში. შემდეგ იყო რელიზები მარსელ დეტმანის ლეიბლზე.გასულ წელს კი სრულიად განსხვავებული და სრულყოფილი ალბომი შემოგვთავაზა, სახელად - “CODE”. რაც შეეხება მის დიჯეი კარიერას, კლუბ ბერჰაინის ერთ-ერთი რეზიდენტია. BORIS: კლუბ ბერქაინისა და პანორამა ბარის რეზიდენტი. მისი მუსიკალური კარიერა 80’-ებიდან იწყება.BORIS ასევე ბერლინური რეკორდ შოფ HARD WAX -ის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელია.შეიძლება ითქვას რომ 90იანებში მისი მეშვეობით ხდებოდა ნიუ-ორკ, ჩიკაგო ჰაუს მუსიკის ბერლინისთვის გაცნობა.

BASSIANI: 01.05.15

BASSIANI
  • ANSWER CODE REQUEST
  • BORIS

BASSIANI: 24.04.15



BASSIANI: ■ ANDY STOTT ■ TRIPEO ■ KANCHELI ANDY STOTT: დაბ ტექნოს პროდიუსერი და ელექტრონული მუსიკის სცენის უმნიშვნელოვანესი ფიგურა. მისი სადებიუტო ალბომი სახელწოდებით “MERCILESS” 2006 წელს გამოვიდა, შემდეგ იყო “UNKNOWN EXCEPTION” და “LUXURY PROBLEMS”, ხოლო გასულ წელს მისი რელიზი - “FAITH IN STRANGERS” RESIDENT ADVISORგამოკითხვის მიხედვით "2014 წლის საუკეთესო ალბომად" დასახელდა. ენდი სთოთის ჟღერადობა უნიკალური და განსხვავებულია, რაც მრავალი ექსპერიმენტით არის განპირობებული. TRIPEO: ჰოლანდიელი ტექნო არტისტი, ასევე, ცნობილია სახელით DARKO ESSER. 15 წელზე მეტია რაც დიჯეინგით არის დაკავებული და ამ დროის მანძილზე დიდი გამოცდილებაც დაუგროვდა, მას შეხვდებით ევროპის ყველაზე ცნობილ კლუბებში, როგორებიც არიან: BERGHAIN & PANORAMABAR, REX, TRESOR, 11, HOUSE OF GOD, იგი ასევე დაკავებულია პრომოუტერული საქმიანობით ლეგენდარულ ჰოლანდიურ ვენიუში - DOORNROOSJE. მისი დისკოგრაფია 30 რელიზს აღემატება და ძირითადად მისივე ლეიბლებზე გამოიცემა, WOLFSKUIL RECORDS და TRIPEO RECORDS. KANCHELI - ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი პროდიუსერი და დიჯეი. https://www.youtube.com/watch?v=9X8CDP2-ZXU

BASSIANI: 24.04.15

BASSIANI
  • ANDY STOTT LIVE
  • TRIPE0
  • KANCHELI

BASSIANI: 17.04.15



RED BULL MUSIC ACADEMY PRESENTS: ■ MORITZ VON OSWALD ■ BOYD SCHIDT AT BASSIANI MORITZ VON OSWALD: ელექტრონული მუსიკის ლეგენდა და დაბ ტექნოს პიონერი. ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პროდიუსერი ტექნოს ისტორიაში. 1962 წელს დაიბადა ქალაქ ბერლინში, მუსიკალური კარიერა კი ავანგარდულ NEWAVE ბენდით - PALAIS SCHAUMBURG დაიწყო, სადაც დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავდა. 80'-ის ბოლოს კი THOMAS FEHLMANN-თან ერთად შექმნა: 2MB და 3MB შემდეგ იყო HARD WAX-ის მფლობელ MARK ERDNESTUS -თან ერთად განხორციელები პროექტები: BASIC CHANNEL / MAURIZIO / MORITZ VON OSWALD & MARK ERNESTUS, RHYTHM & SOUND. მორიცი იყო კლუბ და ლეიბლის TRESOR.BERLIN (OFFICIAL)-ის ოჯახის წევრი, რომელმაც იმ დროისათვის ბერლინის ელექტრონული მუსიკის სცენის განვითარებაში დიდი როლი ითამაშა. მისი ბოლო დროინდელი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია, კოლაბორაციული ალბომები დეტროიტ ტექნოს ლეგენდასთან - JUAN ATKINS, ნორვეგიელ მესაყვირესთან - NILS PETTER MOLVAER, ასევე, ექპერიმენტებით სავსე MORITZ VON OSWALD TRIO, რომლის წევრებიც მასთან ერთად არიან MAX LODERBAUER და VLADISLAV DELAY. BOYD SCHIDT: ქართველი პროდუსერი და დჯ. ტექნო დუო GREENBEAM & LEON-ის მეორე ნახევარი. აღსანიშნავია რომ მისი ტრეკი MORNING UTOPIA ლეიბლ STUDIO R-ზე ისეთ არტისტებთან გამოვიდა როგორებიც არიან FRED P, HAKIM MURPHY და BRENDON MOELLER.   https://www.youtube.com/watch?v=SdBB7KjZDY8

BASSIANI: 17.04.15

BASSIANI
  • MORITZ VON OSWALD
  • BOYD SCHIDT

BASSIANI: 08.04.15



BASSIANI: ■ BEN UFO ■ ZURKIN BEN UFO: იგივე BEN THOMSON, ერთ-ერთი წამყვანი ბრიტანელი DJ. 2007 წელს მეგობრებთან ერთად (PEARSON SOUND და PANGAEA) დააარსა პირატული რადიო SUB FM რასაც შემდეგში მოყვა გამორჩეული ლეიბლის HESSLE AUDIO-ს ჩამოყალიბება. როგორც RESIDENT ADVISOR წერს: “ბრიტანეთში განსაკუთრებულად რთულია მიაღწიო პოპულარობას ბექგრაუნდის და საკუთარი ფროდაქშენის გარეშე, თუმცა ბენ უფომ, როგორც საუკეთესო სელექტორმა, მაღალი რეპუტაციის მოპოვება მოახერხა.” მის სეტებში იგრძნობა ანდერგრაუნდ მუსიკის ღრმა ცოდნა. მისი ავტორიტეტი ხშირ შემთხვევაში დამწყები პროდიუსერების წარმატებას განსაზღვრავს. სწორედ ბენ უფომ გააცნო პირველად მსმენელს ისეთი არტისტები, როგორებიც არიან თანამედროვე ბრიტანული სცენის მთავარი ფიგურები: BLAWAN და JOY ORBISON. ZURKIN: ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი DJ, მისი სეტები ყოველთვის მრავალფეროვანი სელექციით ხასიათდება.   https://www.youtube.com/watch?v=NLNVyg0tL4M

BASSIANI: 08.04.15

BASSIANI
  • BEN UFO
  • ZURKIN

BASSIANI: 28.03.15



BASSIANI: ■ RECONDITE LIVE ■ MAX_M ■ TADE RECONDITE: გერმანელი პროდიუსერი. 3 სტუდიური ალბომის ავტორი. 2014 წლის RESIDENT ADVISOR-ის გამოკითხვის მიხედვით წლის # პირველი ლაივ შემსრულებელი. DYSTOPIAN - ზე გამოსულმა EP-მა სახელად - EC10 პოპულარობის პიკს მიაღწია და თითქმის ყველა სახელოვან კლუბში იქნა დაკრული. ამავდროულად იგი ჰედლაინერია, ისეთი ფესტივალების როგორიცაა: МELT!, AMSTERDAM DANCE EVENT, TIME WARP და ა.შ MAX_M: იტალიელი ტექნო პროდიუსერი და DJ. ლეიბლ M_REC LTD-ის ხელმძღვანელი, ამ ლეიბლზე ტრეკები გამოცემული აქვთ ისეთ არტისტებს, როგორებიც არიან: FABRIZIO LAPIANA, MØRBECK / MOERBECK, TADEO. МAX_M 90-იანი წლების დასაწყისიდან დაკავებულია როგორც მუსიკის კეთებით, ასევე დიჯეინგით, რის გამოც შეგვიძლია იტალიური ტექნო სცენის პიონერი ვუწოდოთ. TADE: ახალგაზრდა ქართველი პროდიუსერი/დჯ. მისი პირველი რელიზი 2013 წელს კანადურ ლეიბლ DEEP DASH RECORDS -ზე გამოვიდა და TECH-HOUSE და DEEP HOUSE ჟანრებს მოიცავს. ასევე, მის სტრიმზე შეგიძლიათ მოუსმინოთ სეტებს სადაც მელოდიური DEEP HOUSE-ს თანმიმდევრულ და სწორ სელექციას შეხვდებით.   https://www.youtube.com/watch?v=cvV2i71n4VM  

BASSIANI: 28.03.15

BASSIANI
  • RECONDITE LIVE
  • MAX_M
  • TADE

BASSIANI: 20.03.15



BASSIANI: MARCO SHUTTLE | FLORIAN KUPFER | ZURKIN | HVL | KANCHELI MARCO SHUTTLE: ლონდონში მოღვაწე, წარმოშობით იტალიელი DJ, პროდიუსერი და პრომოუტერი. კარიერა თინეიჯერობის ასაკში ვენეციასთან მდებარე პატარა ქალაქ ტრევიზოში, ლოკალურ ანდერგრაუნდ სივრცეში დაიწყო. ლონდონში გადასვლის შემდეგ მარკო მონაწილე იყო ლეგენდარული SÜD ELECTRONIC ფართების. რაც შეეხება მის მუსიკას, მას ახასიათებს მძიმე და ღრმა აბსტრაქტული ჟღერადობა, ხშირ შემთხვევაში ძლიერი პერკუსიული ჩანართებიც. 2014 წელს მის ანგარიშზეა ალბომი სახელწოდებით VISIONE რომელიც DONATO DOZZY- სთან კოლაბორაციული ტრეკით იხსნება და ასევე EP ისეთ ლეიბლზე როგორიც არის THE BUNKER NEW YORK. FLORIAN KUPFER: გერმანელი არტისტი, რომელიც რელიზებს გამოსცემს ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა: L.I.E.S., RUSSIAN TORRENT VERSIONS. 2015 წელს კი WILLIE BURNS-ის ლეიბლ WT RECORDS-ზე შემოგვთავაზა ახალი EP “I FEEL YOU”. FLORIAN KUPFER-ის მუსიკას ორიგინალური ხელწერა გააჩნია, რაც მის ტრეკებს სპეციფიური ჟღერადობით გამოარჩევს. KANCHELI: ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი პროდიუსერი და DJ. HVL: კლუბ BASSIANI-ის და HOROOM-ის რეზიდენტის, გიგი ჯიქიას პროექტი. მსმენელი მას Okinawa Lifestyle-დან იცნობს, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და 5 რელიზის გამოცემაც მოასწრო. მისი სოლო კარიერა 2013 წელს, კიოლნში დაარსებულ პლატფორმა Rough House Rosie-ზე Deep Survey EP-ით დაიწყო, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მალევე მოჰყვა რელიზი Flats ლეიბლზე Voyager. 2013 წელს ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე HVL წლის ელექტრონავტად დასახელდა. 2 წლის შემდეგ, Rough House Rosie-ზე იგი ახალი რელიზით Lucky Star Of High Minded EP-ით დაბრუნდა, ხოლო მისი უკანასკნელი Persona Non Grata EP გასულ წელს გამოვიდა ლეიბლზე Linear Movement. BASSIANI RECORDS-ზე გამოცეულმა ეისიდ-ტექნო ჟღერადობის ტრეკმა – Elegance Within The Chaos მოკლე დროში მოახერხა აღიარების მოპოვება. HVL-ის მუსიკის რომელიმე კონკრეტულ ჟანრში მოქცევა რთულია, რადგან იგი მუდმივად ეძებეს სიახლეებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. დღესდღეობით HVL ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და წარმატებული არტისტია. ZURKIN: ქართველი DJ რომლის სეტებიც ყოველთვის მრავალფეროვანი სელექციით ხასიათდება https://www.youtube.com/watch?v=yvTVRtTbH-E&feature=youtu.be

BASSIANI: 20.03.15

BASSIANI
  • MARCO SHUTTLE
  • FLORIAN KUPFER
  • HVL
  • ZURKIN
  • KANCHELI
Page 17 of 18« First...10...1415161718