BASSIANI/HOROOM: 08.06.18



BASSIANI-ზე, ექსპერიმენტული ლეიბლის POSH ISOLATION-ის ღამე გაიმართება, რომელიც 2009 წელს, ქალაქ კოპენჰაგენში LOKE RAHBEK-მა და CHRISTIAN STADSGAARD-მა დაარსეს. ინდუსტრიული ტექნო, ნოიზი, დრონი, პანკი, მეტალი და თანამედროვე კლასიკა - ის მუსიკალური მიმართულებებია, რომელსაც ლეიბლი მოიცავს. 8 მაისს, სამ გამორჩეულ ცოცხალ შესრულებას მოვისმენთ: ემბიენტისა და ინდუსტრიული მუსიკის სოლო პროექტს - CROATIAN AMOR , რომლის საშუალებითაც მუსიკოსი მისი თაობის რეფლექსიას ახდენს, ექსპრესიულობით გამორჩრეულ პროექტს - DAMIEN DUBROVNIK და ინდუსტრიულ ტექნოზე ორიენტირებული კოლაბორაციას - THE EMPIRE LINE, რომელსაც BASSIANI RECORDS-ის და NORTHERN ELECTRONICS-ის ოჯახის წევრი VARG, ვოკალისტი ISAK HANSEN და CHRISTIAN STADSGAARD წარმოგვიდგენენ. სეტს დაუკრავს BASSIANI / HOROOM-ის რეზიდენტი ZITTO. HOROOM-ის ოთახში ნორვეგიელი არტისტი HENNING SEVERUND ჰაუსის და დისკოს ჟღერადობაზე ორიენტირებული სოლო პროექტით TELEPHONES ადგილობრივი სცენის გამორჩეულ არტისტთან HVL-თან ერთად წარდგება.

BASSIANI/HOROOM: 08.06.18

BASSIANI
  • DAMIEN DUBROVNIK
  • CROATIAN AMOR
  • THE EMPIRE LINE
  • ZITTO
HOROOM
  • TELEPHONES
  • HVL

BASSIANI / HOROOM: 11.05.18



11 მაისს, კლუბი BASSIANI / HOROOM ლეიბლის GIEGLING ღამეს უმასპინძლებს, რომელიც რამოდენიმე მეგობარმა ქალაქ ვაიმარში დააარსა და ღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და აქტუალური ლეიბლია ევროპის მასშტაბით. თავდაპირველად GIEGLING-ს კლუბის სახე ჰქონდა, თუმცა მისი დახურვის შემდეგ მთელი მუხტი და იდეა ლეიბლის ქვეშ გააერთიანდა. BASSIANI-ზე დაუკრავენ: პროდიუსერი და DJ ჰანოვერიდან VRIL, რომლის ტრეკები გამოცემა ლეიბლებზე: BASSIANI RECORDS, SEMANTICA, DELSIN, DYSTOPIAN, OSTGUT TON და ა.შ ATEQ, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა კოლექტივში და კლუბის რეზიდენტი HVL. HOROOM-ის ოთახში წარდგებიან GIEGLING-ის ღამეების ორგანიზატორი და კურატორი DJ DUSTIN და MDR-ის ოჯახის წევრი SA PA.

BASSIANI / HOROOM: 11.05.18

BASSIANI
  • VRIL LIVE
  • ATEQ
  • HVL
HOROOM
  • DJ DUSTIN
  • SA PA

BASSIANI/HOROOM: 04.05.18



4 მაისს, კლუბში BASSIANI, გერმანული ლეიბლის DYSTOPIAN-ის ღამე გაიმართება, რომელზეც ანდერგრაუნდ ტრიო ბერლინიდან FJAAK ლაივს შეასრულებს, მათი შემოქმედება ტექნოსთან ერთად ჰაუსს, ბრეიქბითს და ელექტრონული მუსიკის განსხვავებულ ჟანრებს მოიცავს, ტრეკები კი ბნელ, მძიმე და ქაოტურ გარემოში, მიკროფონებით, გიტარებით და დრამებით იქმნება. სეტებს დაუკრავენ RON ALBRECHT, რომლის მუსიკალური კარიერაც TANITH, ROK, KID PAUL და JEFF MILLS-ის გავლენით 90-იან წლებში დაიწყო და მალევე მოახერხა გლობალური ტექნო სცენის ნაწილი გამხდარიყო და BASSIANI / HOROOM-ის რეზიდენტი ZITTO. HOROOM-ის ოთახში დაუკრავენ, დიფ ჰაუს სცენის გამორჩეული DJ/პროდიუსერი IRON CURTIS, მისი ჩანაწერები გამოიცემა ლეიბლებზე: MIRAU, RETREAT, MULE ELECTRONIC, HUDD TRAXX და 2016 წლის ელექტრონავტი და საუკეთესო ტრეკის ნომინაციაში გამარჯვებული HAMATSUKI.

BASSIANI/HOROOM: 04.05.18

BASSIANI
  • FJAAK LIVE
  • RON ALBRECHT
  • ZITTO
HOROOM
  • IRON CURTIS
  • HAMATSUKI

BASSIANI/HOROOM: 27.04.18



27 აპრილს, კლუბში BASSIANI, ლონდონური LOBSTER THEREMIN-ის ხუთი წლისთავისადმი მიძღვნილი ღამე გაიმართება, რომელიც 2013 წელს დააარსა JIMMY ASQUITH-მა, რომ შეექმნა მუსიკალური პლატფორმა ნიჭიერი, ნაკლებად ცნობილი არტისტებისთვის. დაუკრავენ LOBSTER THEREMIN-ის სულისჩამდგმელი და FIND ME IN THE DARK-ის ღამეების კურატორი ASQUITH, ჰოლანდიელი DJ და პროდიუსერი NTHNG, რომლის დებიუტი LOBSTER TEHREMIN-ის სუბლეიბლზე MORK შედგა და BASSIANI / HOROOM-ის რეზიდენტი NDRX. HOROOM-ის ოთახში, ბერლინში დაფუძნებული მინიმალ ჰაუსზე და ტექნოზე ორიენტირებული ლეიბლის, WORKSHOP RECORDS-ის ღამე გაიმართება, რომელზეც გამოიცემიან:KASSEM MOSSE, EVEN YUELL, MOVE D, OZEL AB, MADTEO, REAGENZ და ა.შ ერთობლივი ლაივ პროექტით წარდგებიან WORKSHOP-ის დამაარსებელი LOWTEC და თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროდიუსერი KASSEM MOSSE, მათთან ერთად დაუკრავენ BASSIANI / HOROOM-ის რეზიდენტები KVANCHI და MERCURRIO.

BASSIANI/HOROOM: 27.04.18

BASSIANI
  • ASQUITH
  • NTHNG
  • NDRX
HOROOM
  • KASSEM MOSSE & LOWTEC LIVE
  • KVANCHI
  • MERCURRIO
Page 2 of 1812345...10...Last »