BASSIANI/HOROOM: 24.03.18



24 მარტს, კლუბში BASSIANI, იტალიელი არტისტების CLAUDIO PRC და NESS-ის ტექნო პროექტი THE GODS PLANET დაუკრავს. მათი შემოქმედება ექსპერიმენტებით, ახალი საუნდის მუდმივი ძიებით, კოსმოსისა და ფუტურისტული კონცეფციების მიმართ ინტერესით გამოირჩევა. დუოსთან ერთად წარდგებიან პოლონელი DJ და პროდიუსერი BLAZEJ MALINOWSKI, რომლის სეტები ტექნოს განსაკუთრებით ღრმა და ატმოსფერულ ჟრერადობაზეა ორიენტირებული, ჩანაწერებს კი გამოსცემს ლეიბლებზე: THE GODS PLANET, SEMANTICA, PHORMA, TECHNOSOUL და ადგილობრივი სცენის ერთ-ერთი აღსანიშნავი წარმომადგენელი NDRX. HOROOM-ის ოთახში, კლუბ BASSIANI / HOROOM-ის რეზიდენტები LILITH. და OBJECTOR TRAX მთელი ღამის განმავლობაში დაუკრავენ.

BASSIANI/HOROOM: 24.03.18

BASSIANI
  • THE GODS PLANET
  • BLAZEJ MALINOWSKI
  • NDRX
HOROOM
  • LILITH. B2B OBJECTOR TRAX

BASSIANI/HOROOM: 23.03.18



23 მარტს, BASSIANI-ზე, ბრუკლინური ლეიბლის CITITRAX-ის ღამე გაიმართება, რომელზეც დაუკრავენ, კალიფორნიელი DJ და პროდიუსერი, ლეიბლების HISTORIA Y VIOLENCIA და JEALOUS GOD-ს თანადამაარსებელი, ლეგენდარული SANDWELL DISTRICT-ის კოლექტივის წევრი JUAN MENDES, სოლო პროექტით SILENT SERVANT, რომელიც ინდუსტრიული და ემბიენთ ტექნო ჟღერადობით გამოირჩევა და ბერლინში მოღვაწე DJ და პროდიუსერი LEE DOUGLAS იგივე AN-I. HOROOM-ის ოთახში, თანამედროვე ჰაუს სცენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, დუო FRANK & TONY-ს მეორე ნახევარი, ლეიბლის SCISSOR & THREAD დამაარსებელი, პროექტ ADULTNAPPER-ის ავტორი და THE PANTHER ROOM-ის რეზიდენტი, FRANCIS HARRIS დაუკრავს, მასთან ერთად წარდგება BASSIANI RECORDS-ის A&R -KVANCHI.

BASSIANI/HOROOM: 23.03.18

BASSIANI
  • SILENT SERVANT
  • AN-I
HOROOM
  • FRANCIS HARRIS
  • KVANCHI

BASSIANI/HOROOM: 09.03.18



9 მარტს, კლუბში BASSIANI, ამსტერდამში დაფუძნებული DELSIN-ის ღამე გაიმართება, რომელზეც 1996 წლიდან გამოიცემა ისეთი არტისტების ჩანაწერები როგორიც არის: CONFORCE, DELTA FUNKTIONEN, A MADE UP SOUND, ARTEFAKT, GUNNAR HASLAM, AARDVARCK, REDSHAPE და ა.შ ლაივს შეასრულებს ლეიბლის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი CLARO INTELCTO, რომლის შემოქმედება დაბზე ორიენტირებული ჰაუსის და ტექნოს სინთეზს წარმოადგენს, სეტებს დაუკრავენ ჰოლანდიელი დიჯეი, RED LIGHT RADIO-ს რეზიდენტი MATTIKK და KANCHELI. HOROOM-ის ოთახში, ბერინში მოღვაწე ამერიკელი პროდიუსერი და DJ, AVALON EMERSON დაუკრავს, მისი რელიზები ახალი ტალღის საუნდ დიზაინს, ფუტურისტულ ტექნოს და ამერიკული ჰაუსს წარმოადგენს და გამოდის ლეიბლებზე: WHITIES, SPECTRAL SOUND, SPRING THEORY. მასთან ერთად წარდგება BASSIANI RECORDS-ის A&R -KVANCHI.

BASSIANI/HOROOM: 09.03.18

BASSIANI
  • CLARO INTELECTO
  • MATTIKK
  • KANCHELI
HOROOM
  • AVALON EMERSON
  • KVANCHI

BASSIANI/HOROOM: 23.02.18



23 თებერვალს, კლუბში BASSIANI / HOROOM, კიევში დაფუძნებული ივენთების სერიის და ლეიბლის RHYTHM BURO-ს ღამე გაიმართება. BASSIANI-ის საცეკვაო მოედანზე, პარიზის ტექნო სცენის უმნიშვნელოვანესი ფიგურა, ლეიბლის CONSTRUCT RE-FORM-ის დამაარსებელი, პროექტ UNFORESEEN ALLIANCE-ის სულისჩამდგმელი ZADIG, ესპანელი DJ და პროდიუსერი, SEMANTICA RECORDS-ის დამაარსებელი, თამამი და ინოვაციური სეტებით გამორჩეული ENRIQUE MANA იგივე SVRECA და RHYTHM BURO-ს რეზიდენტი VERO დაუკრავენ, ლაივს შეასრულებს კიევის სცენის კიდევ ერთი წარმოომადგენელი NA NICH. HOROOM-ს ოთახში უკრაინელი DJ და პრომოუტერი, RHYTHM BURO დამაარსებელი და კლუბ CLOSER-ის რეზიდენტი IGOR GLUSHKO და ადგილობრივი სცენის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული პროექტი HVL დაუკრავენ.

BASSIANI/HOROOM: 23.02.18

BASSIANI
  • ZADIG
  • SVRECA
  • NA NICH
  • VERO
HOROOM
  • IGOR GLUSHKO
  • HVL
Page 4 of 18« First...23456...10...Last »