Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 09.12.16



BASSIANI: CONCRETE NIGHT | ANTIGONE | FRANCOIS X | SHLØMO LIVE | KANCHELI CONCRETE: ყველაზე წარმატებული ტექნო კლუბი პარიზში, რომელმაც ფრანგული ანდეგრაუნდ სცენის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. CONCRETE -ს რეზიდენტები არიან: ANTIGONE, BEHZAD & AMAROU, CABANNE, BEN VERDEN, FRANCOIS X, LEO POL, LOWRIS და SHLØMO. ლეიბლი CONCRETE MUSIC 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მის მიზანს განსხვავებულ ჟანრებში მოღვაწე ლოკალური და საერთაშორისო მუსიკოსების გაერთიანება და ადგილობრივი სცენის ხელშეწყობა წარმოაგენს. ლეიბლზე გამოიცემიან: ANTIGONE, CABANNE, DARIO ZENKER, FRED P. AKA BLACK JAZZ CONSORTIUM, ABDULLA RASHIM, STANISLAV TOLKACHEV, LE LOUP, MATTHEW HERBERT და ა.შ ANTIGONE: პარიზელი DJ და პროდიუსერი, რომელმაც ფრანგულ ტექნო სცენაზე საკმაოდ ახალგაზრდამ დაიმკვიდრა ადგილი. პირველი წარმატება 2011 წელს, ZADIG-ის ლეიბლ CONSTRUCT RE-FORM-ზე, თავისი სადებიუტო FORBIDDEN WORKS EP-ის გამოცემამ მოუტანა. ამას მოყვა რელიზები THE ASTRAL TRAVELLER და THE DEADLY GAMES OF GAMMA, რის შემდეგაც მისი პოპულარობა მზარდი პროგრესით ვითარდება. ფრანგი პროდიუსერი მალევე გამოჩნდა TOKEN RECORDS-ზე, სადაც მისი ორიენტაცია ატმოსფერულ, მელანქოლიურ და მელოდიურ ჟღერადობაზე კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთა. მისმა უნიკალურმა სტილმა ANTIGONE-ს ისეთი კლუბების კარი გაუღო, როგორიც არის TROUWAMSTERDAM, CORSICA STUDIOS, TRESOR.BERLIN (OFFICIAL), BERGHAIN / PANORAMA BAR, ხოლო CONCRETE-მა იგი რეზიდენტად მიიწვია. FRANCOIS X: იგივე, FRANÇOIS-XAVIER ZOUMENOU, პროდიუსერი და DJ, ფრანგული ტექნო მოძრაობის გამორჩეული წარმომადგენელი. არის კლუბ CONCRETE-ის რეზიდენტი და ლეიბლის DEMENT3D დამაარსებელი, რომელზეც გამოიცემიანან: POLAR INERTIA, IN AETERNAM VALE, ANTIGONE და ა.შ FRANCOIS X-ის პირველი სამი რელიზი ლეიბლ DEEPLY ROOTED-ს ეკუთვნის, რასაც მოყვა ჩანაწერები: DEMENT3D , MDR OFFICIAL, POLE GROUP და TAAPION RECORDS-ზე. არის წარმატებული პროექტის HISS:1292 -ის მეორე ნახევარი. SHLØMO: იგივე SHAUN BARON-CARVAIS პარიზელი პროდიუსერი და DJ, ტექნო ლეიბლ TAAPION RECORDS-ის დამაარსებელი. მისი სეტების მოსმენა წამყვან კლუბებში სულ უფრო ხშირად არის შესაძლებელი, ჩანაწერებს კი TAAPION RECORDS, DELSIN RECORDS , WOLFSKUIL RECORDS, SINGULAR RECORDS და UNCHARTED AUDIO-ზე შეხვდებით. KANCHELI: გიორგი ყანჩელი,  DJ და პროდიუსერი. კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი. ადგილობრივი ტექნო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი პერსონა, პროექტ STARE AT DJ იდეის ავტორი და კოლექტივის 11TH წევრი. მისი კარიერა ათ წელზე მეტს ითვლის და ძირითადად ტექნო ჟღერადობაზე ორიენტირდება.  

BASSIANI: 09.12.16

BASSIANI
  • FRANCOIS X
  • FRANCOIS X
  • SHLØMO LIVE
  • KANCHELI

BASSIANI: 02.12.16



BASSLANI: REMEMBERING M_REC | SAMULI KEMPPI | JEFF DERRINGER | NDRX 2009 წელს მნიშვნელოვანმა იტალიელმა DJ და პროდიუსერმა MAX MAGRINI-მ (იგივე MAX_M) ლეიბლი M_REC LTD დააარსა, რომლის კონცეფცია გულისხმობდა, რომ მსმენელს ტექნოს ყველა განზომილება, მისი ისტორიული გამოცდილება და ფესვები გაეცნო. 2015 წელს MAX-ი გარდაიცვალა, რის შემდეგაც ლეიბლმა ფუნქციონირება შეწყვიტა. M_REC-ზე ჩანაწერებს გამოსცემდნენ: MAX_M, AIKEN, CASSEGRAIN, FABRIZIO LAPIANA, GIORGIO GIGLI, OBTANE, REGIS, SILENT SERVANT (OFFICIAL), NX1, SAMULI KEMPPI, BRENDON MOELLER ECHOLOGIST BEAT PHARMACY, WRONG ASSESSMENT, NESS JEFF DERRINGER. 2 დეკემბერის ღამე, კლუბში BASSIANI, ლეიბლ M_REC-ის გახსენებას მიეძღვნება. SAMULI KEMPPI: ჰელსინკში მოღვაწე ფინელი DJ და პროდიუსერი, DEEP SPACE HELSINKI-ს დამაარსებელი. მისი განსაკუთრებული ჟღერადობის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა ჩრდილოეთმა და იქაური კულტურის თავისებურებამ. 90’ წლების დასაწყისიდან უკრავდა და მონაწილეობდა სხვადახვა პროექტებში მათ შორის იყო დიფ ჰაუს დუო SAM & GIGI-ს მეორე ნახევარი. საკუთარი მუსიკის გამოცემა 2006 წლიდან დაიწყო, რითიც მისი მუსიკალური მოღვაწეობა ტექნოს დაუკავშირა. SAMULI-ს ჩანაწერები სხვადასხვა დროს გამოდიოდა ლეიბლებზე: OSTGUT TON, MOTE-EVOLVER, PROLOGUE MUSIC, KOMISCH, CHILDREN OF TOMORROW, PERC TRAX, DEEP SPACE HELSINKI და ა.შ M_REC-ის რელიზია მისი სადებიუტო ალბომი THE OBSERVER EFFECT (2014) რომელმაც კიდევ ერთი წარმატება მოუტანა ავტორს. SAMULI KEMPPI-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია DEEP SPACE HELSINKI, რომელიც თავის მეგობარ JUHO KUSTI-სთან ერთად წამოიწყო და რომელიც რადიოშოუს, ფართების სერიას და ლეიბლს მოიცავს. JEFF DERRINGER: ჩიკაგოში მოღვაწე პროდიუსერი და DJ, ამერიკული ანდეგრაუნდ სცენის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი,არის SMARTBAR CHICAGO-ის რეზიდენტი, ცნობილი ტექნო ღამეების სერიის OCTAVE-ს დამაარსებელი და კოლუმბიის კოლეჯის მუსიკალური ლექტორი. მისი ინსპირაცია ერთდროულად 80’ წლების კინო მუსიკას, ინდუსტრიალს, ეისიდ ჰაუსს, ტრიფ-ჰოპს და IDM-ს აერთანებს რაც JEFF-ის ტექნო სეტებში განსაკუთრებულად აისახება. JEFF DERRINGER-ის ჩანაწერები გამოიცემა ლეიბლებზე: ELECTRIC DELUXE, PERC TRAX, M_REC LTD, SOMA RECORDS და ა.შ. NDRX: პროექტის STARE AT DJ ერთ-ერთი დამფუძნებელი და კოლექტივის 11TH იდეის ავტორია. AMBIENT, EXPERIMENTAL, ELECTRO, DRUM N BASS, TECHNO – იმ მუსიკალური მიმართულებების ჩამონათვალია, რომლითაც მისი 10 წლიანი მუსიკალური კარიერა ხასიათდება. მან მუსიკის აქტიურად დაკვრა ჯერ კიდევ 17-18 წლის ასაკში დაიწყო.განსხვავებული მუსიკალური გავლენების და მუდმივი შემოქმედებითი ძიების დამსახურებით NDRX საკმაოდ ეკლექტურ და მრავალფეროვან დიჯეიდ ჩამოყალიბდა. მისი შემოქმედებითი საქმიანობის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი იყო STARE AT DJ სერიები, რომელმაც რამდენიმეწლიანი არსებობის განმავლობაში ადგილობრივი მუსიკალური სცენის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანა. რაც შეეხება 11TH-ს, ის კონკრეტულად ადგილობრივ სცენაზე ორიენტირებული წამოწყებაა, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება: “ყველაფერი იმით დაიწყო, ყოფილი მშენებლობის სამინისტროს შენობის მე-11 სართულზე აღმოვაჩინე ძველი საბჭოთა კაბინეტი, რომელიც 80-იან წლებში ბაბუაჩემის სამუშაო ოთახი იყო. მოგვიანებით ამავე სართულზე სხვა არტისტებიც შემომიერთნენ და რაღაც კომუნას მსგავსი შეიქმნა, მეგობრული და მყუდრო გარემო, სადაც ერთმანეთს განვითარებასა და წინსვლაში ვეხმარებით.” NDRX-ს მუსიკალური მოღვაწეობის კიდევ ერთი საინტერესო ნაბიჯი აღმოჩნდა BASSIANI-ის რეზიდენტობა. როგორც თვითონ აღნიშნავს, მისთვის სხვადასხვა მუსიკალური მიმართულებისა და მიდგომის მქონე არტისტებთან.

BASSIANI: 02.12.16

BASSIANI
  • SAMULI KEMPPI
  • JEFF DERRINGER
  • NDRX

BASSIANI: 26.11.16



BASSIANI: HELENA HAUFF | HVL HELENA HAUFF: პროდიუსერი და DJ ჰამბურგიდან, რომელმაც ელექტრონული მუსიკის სცენაზე საკუთარი უნიკალური ჟღერადობით გაითქვა სახელი. მისი სეტებში, ინდუსტრიულ მუსიკის, ესიდ ჰაუსის, დეტროიტ ტექნოს, კრაუტროკის და სინთპოპის ექსპერიმენტული სინთეზი განსაკუთრებულად ემოციური და შთამბეჭდავია. აღსანიშნავია, HAUFF-ის სელექციის უნარი, ძველი, ნოსტალგური ჩანაწერებით შექმნას მომავლის ატმოსფერო. 2013 წელს ACTRESS-ის ლეიბლზე WERKDISCS (NINJA TUNE) სადებიუტო EP - ACTIO REACTIO გამოუშვა, რასაც მოყვა რელიზები PANZERKREUZ, HANDMADE BIRDS, PAN და BLACKEST EVER BLACK-ზე, მათ შორის ორი ალბომი DISCRET DESIRES და A TAPE. 2015 წელს საკუთარი ლეიბლი RETURN TO DISORDER დააარსა, რომლის მიზანსაც ტექნოსა და ფსიქოდელიური როკის გაერთიანება წარმოადგენს, პარალელურად არის დუო BLACK CITIES მეორე ნახევარი და კლუბ GOLDEN PUDEL-ის რეზიდენტი. HVL: BASSIANI /HOROOM-ის რეზიდენტის გიგი ჯიქიას პროექტი. მსმენელი მას OKINAWA LIFESTYLE-დან იცნობს, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და 5 რელიზის გამოცემაც მოასწრო. მისი სოლო კარიერა 2013 წელს, კიოლნში დაარსებულ პლატფორმა ROUGH HOUSE ROSIE-ზე DEEP SURVEY EP-ით დაიწყო, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მალევე მოჰყვა რელიზი ლეიბლ VOYAGER-ზე, სახელად FLATS. 2013 წელს, ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე HVL წლის ელექტრონავტად დასახელდა. 2 წლის შემდეგ, ROUGH HOUSE ROSIE-ზე იგი ახალი რელიზით LUCKY STAR OF HIGH MINDED EP-ით დაბრუნდა, ხოლო მისი უკანასკნელი PERSONA NON GRATA EP 2016 წლის თებერვალში გამოვიდა LINEAR MOVEMENT-ზე.BASSIANI RECORD-ზე გამოცეულმა  ეისიდ-ტექნო ჟღერადობის ტრეკმა – ELEGANCE WITHIN THE CHAOS მოკლე დროში მოახერხა აღიარების მოპოვება. HVL-ის მუსიკის რომელიმე კონკრეტულ ჟანრში მოქცევა რთულია, რადგან იგი მუდმივად ეძებეს სიახლეებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. დღესდღეობით HVL ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და წარმატებული ქართველი არტისტია.      

BASSIANI: 26.11.16

BASSIANI
  • HELENA HAUFF
  • HVL

BASSIANI: 22.11.16



BASSlANl: DVS1 | ZITTO 22 ნოემბერს, ტექნო სცენის უმნიშვნელოვანესი ფიგურა - DVS1, ევროპული ტურის HUSH 20 ფარგლებში, BASSIANI-ს მსმენელის წინაშე წარსდგება, რომელიც მის ოცწლიან მოღვაწეობას ეძღვნება. როგორც ZAK KHUTORETSKY ამბობს: HUSH ყველაფრია, რაც 1996 წლიდან შეუქმნია. DVS1: იგივე ZAK KHUTORETSKY, ამერიკაში მოღვაწე DJ და პროდიუსერი, ტექნო სცენის გამორჩეული წარმომადგენელი, კლუბ BERGHAIN / PANORAMA BAR-ის რეზიდენტი და ლეიბლის HUSH / MISTRESS RECORDINGS-ის დამაარსებელი. მისი კარიერის დასაწყისი მშობლიური პეტერბურგიდან აშშ-ში გადასვლას უკავშირდება. ადრეული წლებიდან აქტიურად იყო ჩართული 90’ წლების რეივ კულტურის განვითარებაში, 18 წლიდან აწყობდა ანდერგრაუნდ ფართების სერიებს ნიუ-იორკსა და მინეაპოლისში. მრავალმხრივი ტალანტის, გამორჩეული საშემსრულებლო ტექნიკის და ენერგიის გამო, ძალიან მალე მოიპოვა აღიარება. 2009 წელს, BEN KLOCK-ის დაარსებულ ლეიბლ KLOCKWORKS-ზე DVS1-ის პირველი ჩანაწერი გამოიცა, ამავე ლეიბლს ეკუთვნის მისი ყველაზე წარმატებული რელიზი BLACK RUSSIAN. 2011 წელს საკუთარი ლეიბლი HUSH დააარსა, რომელზეც სამი EP-ი აქვს გამოცემული: ENVOLVE/SUBMERGE, LOST MYSELF და DISTRESS. HUSH-ის სუბლეიბლ MISTRESS RECORDINGS-ზე კი გამოიცემიან: LAPIEN, LUKE SLATER, BJARKI, VAKULA, BORROWED IDENTITY და ა.შ. ZITTO: “მუსიკით ადრეული ასაკიდან ვიყავი დაინტერესებული, სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობებიით ვიყავი გატაცებული, თუმცა, მოგვიანებით, ტექნოს სახით ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპი დადგა“ – ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტული ჟღერადობის გავლენით ZITTO-მ თავისი მუსიკალური კარიერა 2015 წლიდან დაიწყო. ლევან ცერცვაძე, ფსევდონიმით ZITTO, ქართველი დიჯეია, რომელიც თანამედროვე ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურად ყალიბდება. მისი, როგორც დიეჯის, მთავარი მახასიათებელია სივრცის და კონტექსტის სწორად დანახვა, რაც მას მსმენელთან ურთიერთობაში ძალიან ეხმარება. ZITTO-ს სეტები ძირითადა ჰიპნოტურ და ატმოსფერულ ტექნოზე ფოკუსრიდება, თუმცა კონკრეტული მომენტის გათვალისწინებით, ის ყოველთვის ახერხებს საჭირო ჟღერადობის პოვნას. დიჯეინგის გარდა საკუთარი პროდუქციის შექმნაზეც მუშაობს და როგორც თვითონ ამბობს, როდესაც სრულიად დარწმუნებული იქნება საკუთარ თავში, მას დღის სინათლეზე აუცილებლად გამოიტანს. „რა თქმა უნდა, დიჯეისთვის ბუნებრივია ჰქონდეს რაღაც იდეების დაკვრის წინ, თუმცა დაწყებისას დგება ის მომენტი, როცა მსმენელთან შემოქმედებითი კავშირის დამყარება გიწევს, რაც იმპროვიზაციას მოითხოვს. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია მსმენელის განწყობის დაჭერა და შესაფერისად მოქმედება“ – ZITTO-ს ეს მიდგომა მისი დაკვრის სტილში ნათლად ვლინდება, რის გამოც ის ბოლო თვეების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი დიჯეი გახდა და “ელექტრონავტი 2015″ დაჯილდოების ცერემონიალზე წლის დიჯეის ტიტულიც მოიპოვა.  

BASSIANI: 22.11.16

BASSIANI
  • DVS1
  • ZITTO

BASSIANI: 18.11.16



BASSIANI: I HATE MODELS | NDRX I HATE MODELS: 90' წლების ტექნოს, ინდუსტრიული მუსიკის და EBM-ის გავლენით შეიქმნილი სოლო პროექტი, ხასიათდება როგორც სიყვარულის და სიძულვილის დაპირისპირება. მისი ცივი, ბნელი და მძიმე ჟღერადობა განსაკუთრებული მელანქოლიის მატარებელია. 2016 წელს, IHM-ის სამი ჩანაწერი გამოიცა: სადებიუტო - THE LOST TAPES (ARIES), WAREHOUSE MEMORIES (ARTS) და 500 LESBIANS IN IRAK. NDRX: პროექტის STARE AT DJ ერთ-ერთი დამფუძნებელი და კოლექტივის 11TH იდეის ავტორია. AMBIENT, EXPERIMENTAL, ELECTRO, DRUM N BASS, TECHNO – იმ მუსიკალური მიმართულებების ჩამონათვალია, რომლითაც მისი 10 წლიანი მუსიკალური კარიერა ხასიათდება. მან მუსიკის აქტიურად დაკვრა ჯერ კიდევ 17-18 წლის ასაკში დაიწყო.განსხვავებული მუსიკალური გავლენების და მუდმივი შემოქმედებითი ძიების დამსახურებით NDRX საკმაოდ ეკლექტურ და მრავალფეროვან დიჯეიდ ჩამოყალიბდა. მისი შემოქმედებითი საქმიანობის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი იყო STARE AT DJ სერიები, რომელმაც რამდენიმეწლიანი არსებობის განმავლობაში ადგილობრივი მუსიკალური სცენის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანა. რაც შეეხება 11TH-ს, ის კონკრეტულად ადგილობრივ სცენაზე ორიენტირებული წამოწყებაა, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება: “ყველაფერი იმით დაიწყო, ყოფილი მშენებლობის სამინისტროს შენობის მე-11 სართულზე აღმოვაჩინე ძველი საბჭოთა კაბინეტი, რომელიც 80-იან წლებში ბაბუაჩემის სამუშაო ოთახი იყო. მოგვიანებით ამავე სართულზე სხვა არტისტებიც შემომიერთნენ და რაღაც კომუნას მსგავსი შეიქმნა, მეგობრული და მყუდრო გარემო, სადაც ერთმანეთს განვითარებასა და წინსვლაში ვეხმარებით.” NDRX-ს მუსიკალური მოღვაწეობის კიდევ ერთი საინტერესო ნაბიჯი აღმოჩნდა BASSIANI-ის რეზიდენტობა. როგორც თვითონ აღნიშნავს, მისთვის სხვადასხვა მუსიკალური მიმართულებისა და მიდგომის მქონე არტისტებთან  

BASSIANI: 18.11.16

BASSIANI
  • I HATE MODELS
  • NDRX

BASSIANI: 11.11.16



BASSLANI: SPEEDY J | KANCHELI SPEEDY J: ლეგენდარული როტერდამელი DJ და პროდიუსერი JOCHEM GEORGE PAAP, იგივე SPEEDY J, ტექნოსცენის მნიშვნელოვანი და საკვანძო ფიგურა. მის ტრეკებს ფუტურისტული ხელოვნების ნიმუშებს ადარებდნენ, რომლებიც პარალელურად საცეკვაო მოედანზე გადატრიალებას ახდენდა . SPEEDY J-ს ჩანაწერები გამოიცემოდა საკულტო ლეიბლებზე: WARP RECORDS, PLUS8 და NOVAMUTE RECORDS. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ მის სახელს LAURENT GARNIER, APHEX TWIN და RITCHIE HAWTIN-ის გვერდით მოიხსენიებენ.კარიერის დასაწყისში განსაკუთრებული აღიარება ალბომმა GINGER ( PLUS8 /1993 ) მოუტანა, რასაც მოჰყვა წარმატებული რელიზები G SPOT, ON PUBLIC ENERGY NO. 1, A SHOCKING HOBBY, კოლაბორაცია CHRIS LIEBING-თან. 2008 წელს ლეიბლი ELECTRIC DELUXE დაარსა, რომელიც შოუქეისების და პოდკასტების სერიებს მოიცავს, ELECTRIC DELUXE-ზე გამოიცემიან: GIORGIO GIGLI, TOMMY FOUR SEVEN, TERENCE FIXMER, PERC, BRENDON MOELLER ECHOLOGIST BEAT PHARMACY და ა.შ. SPEEDY J-ს შემოქმედება მრავალფეროვანი და ინოვაციურია, ის მუდმივად ეძებს ახალ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს და მსმენელს განსხვავებულ ექსპერიმენტებს თავაზობს. როგორც ამბობს, ელექტრონული მუსიკის ყველა განზომილება აინტერესებს და საზღვრებს არ აღიარებს. KANCHELI: გიორგი ყანჩელი,  DJ და პროდიუსერი. კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი. ადგილობრივი ტექნო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი პერსონა, პროექტ STARE AT DJ იდეის ავტორი და კოლექტივის 11TH წევრი. მისი კარიერა ათ წელზე მეტს ითვლის და ძირითადად ტექნო ჟღერადობაზე ორიენტირდება..  

BASSIANI: 11.11.16

BASSIANI
  • SPEEDY J
  • KANCHELI

BASSIANI: 04.11.16



BASSIANI: RROSE LIVE | DADUB  LIVE | INNER8 LIVE |  ZITTO 2009 წელს ბერლინში DJ და პროდიუსერმა LUCY ( LUCA MORTELLARO ) -მ ლეიბლი STROBOSCOPIC ARTEFACTS დააარსა. მის მიზანს ტექნოს საზღვრების გასაშლელად და განსხვავებული ჟღერადობების აღმოსაჩენად თავისუფალი პლატფორმის შექმნა წარმოადგენდა. ამ კონცეფციას გამოხატავს, როგორც ლეიბლის რელიზები, ასევე გამორჩეული ართვორქები და ვიზუალური ეფექტები. STROBOSCOPIC ARTEFACTS-ზე გამოიცემიან: CHEVEL, DONATO DOZZY, KANGDING RAY, RROSE, DADUB, PERC, LAKKER, EOMAC, SENDAI, JONAS KOPP, XHIN (OFFICIAL), GO HIYAMA და ა.შ RROSE: მის მთავარ ინსპირაციას და ალტერ-ეგოს მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არტისტი MARCEL DUCHAMP წარმოადგენს, რომლის კონცეფციებიც RROSE-მ თანამედროვე ტექნო მუსიკას დაუკავშირა. RROSE-ს კარიერის დასაწყისი ცნობილ კოლექტივ SANDWELL DISTRICT-ს უკავშირდება, 2012 წლიდან მართავს საკუთრ ლეიბლს EAUX. 2016 წელს გამოიცა მისი 4 ჩანაწერი, აქედან ორი STROBOSCOPIC ARTEFACTS-ზე (კოლაბორაციები KANGDING RAY და ORPHX-თან). RROSE-ს შემოქმედება განსაკუთრებით მძიმე, ბნელი და ინდუსტრიული ტექნო ჟღერადობით გამოირჩევა. DADUB: იტალიური პროექტი DADUB 2008 წელს დაარსდა და ხმის ინჟინერის - DANIELE ANTEZZA სოლო პროექტს წარმოადგენდა, რომელსაც 2008 წელს GIOVANNI CONTI შეუერთდა. მათი განსხვავებული მუსიკალური გამოცდილების ხარჯზე, ახალი პროექტი თავიდანვე ორიგინალური იდეების მატარებელი გახდა. პროექტის წევრები ასევე არიან ARTEFACTS MASTERING STUDIO-ს დამაარსებლები. მათი პირველი რელიზი, სახელწოდებით WAY TO MOKSHA 2012 წელს, STROBOSCOPIC ARTEFACTS-ზე გამოვიდა. მას მალევე მოჰყვა რამდენიმე EP და სადებიუტო ალბომი YOU ARE ETERNITY, რომელიც წლის ერთ-ერთ მთავარ ტექნო მოვლენად იქცა. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს DADUB-ის ლაივ პერფომანსები რომელიც ექსპერიმენტებზე და ჰიპნოტურ ატმოსფეროზე არის ორიენტირებული. INNER8: იტალიელი პროდიუსერის DANIELE ANTEZZA-ს პროექტი, რომელიც ძირითდად ლაივებზე არის ორიენტირებული. მისი შესრულება “ექსპერიმენტულ ანარქისტული” ჟღერადობით ხასიათდება. 2015 წელს გამოვიდა INNER8-ს ამავე სახელწოდების სადებიუტო ალბომი, რომელიც დარქ ემბიენთს, ნოიზის და ინდუსტრიალურ მუსიკას აერთიანებს. აღსანიშნავია. მისი 2016 წლის ნამუშევარი TETRAMORPH EP, რომელიც ANTEZZA-ს დაარსებული ახალი ლეიბლის HOLOTONE-ს პირველი რელიზია. ZITTO: “მუსიკით ადრეული ასაკიდან ვიყავი დაინტერესებული, სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობებიით ვიყავი გატაცებული, თუმცა, მოგვიანებით, ტექნოს სახით ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპი დადგა“ – ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტული ჟღერადობის გავლენით ZITTO-მ თავისი მუსიკალური კარიერა 2015 წლიდან დაიწყო. ლევან ცერცვაძე, ფსევდონიმით ZITTO, ქართველი დიჯეია, რომელიც თანამედროვე ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურად ყალიბდება. მისი, როგორც დიეჯის, მთავარი მახასიათებელია სივრცის და კონტექსტის სწორად დანახვა, რაც მას მსმენელთან ურთიერთობაში ძალიან ეხმარება. ZITTO-ს სეტები ძირითადა ჰიპნოტურ და ატმოსფერულ ტექნოზე ფოკუსრიდება, თუმცა კონკრეტული მომენტის გათვალისწინებით, ის ყოველთვის ახერხებს საჭირო ჟღერადობის პოვნას. დიჯეინგის გარდა საკუთარი პროდუქციის შექმნაზეც მუშაობს და როგორც თვითონ ამბობს, როდესაც სრულიად დარწმუნებული იქნება საკუთარ თავში, მას დღის სინათლეზე აუცილებლად გამოიტანს. „რა თქმა უნდა, დიჯეისთვის ბუნებრივია ჰქონდეს რაღაც იდეების დაკვრის წინ, თუმცა დაწყებისას დგება ის მომენტი, როცა მსმენელთან შემოქმედებითი კავშირის დამყარება გიწევს, რაც იმპროვიზაციას მოითხოვს. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია მსმენელის განწყობის დაჭერა და შესაფერისად მოქმედება“ – ZITTO-ს ეს მიდგომა მისი დაკვრის სტილში ნათლად ვლინდება, რის გამოც ის ბოლო თვეების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი დიჯეი გახდა და “ელექტრონავტი 2015″ დაჯილდოების ცერემონიალზე წლის დიჯეის ტიტულიც მოიპო  

BASSIANI: 04.11.16

BASSIANI
  • RROSE LIVE
  • DADUB
  • INNER8 LIVE
  • ZITTO

BASSIANI: 28.10.16



BASSIANI: VOICES FROM THE LAKE LIVE | SVRECA | NDRX SEMANTICA RECORDS: თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ლეიბლი, რომელიც 2006 წელს, ქალაქ მადრიდში, SVRECA -მ დააარსა და ძირითადად ტექნოზე არის ორიენტირებული. SEMANTICA-ს რელიზებში დეტროიტ ტექნო და ჰაუსთან ერთად, ინდუსტრიულ და IDM ჟღერადობის მუსიკას მოისმენთ. როგორც SVRECA ამბობს, SEMANTICA RECORDS-ის შექმნის ინსპირაციას ლეგენდარული ლეიბლები TRESOR RECORDS, DOWNWARDS RECORDS, WARP RECORDS და RASTER-NOTON წარმოადგენდა. 10 წლის განმავლობაში, SEMANTICA-ზე გამოიცა ისეთი არტისტების ჩანაწერები, როგორიც არის: OSCAR MULERO (OFICIAL), VLADISLAV DELAY, SILENT SERVANT (OFFICIAL), CONVEXTION AKA E.R.P., MIKE PARKER, INIGO KENNEDY, PLANT43, VRIL, ABDULLA RASHIM, ACRONYM, VARG, CIO D'OR, DONATO DOZZY, RØDHÅD, REGIS, ORPHX, EDIT SELECT, IORI და ა.შ DOZZY და NEEL (GIUSEPPE TILLIECI) -ის კოლაბორაციული AMBIET / TECHNO/ EXPERIMENTAL პროექტია. დუოს დებიუტი 2011 წელს, LABYRINTH FESTIVAL -ზე ლაივ პერფომანსით შედგა, პირველი ალბომი VOICES FROM THE LAKE კი 2012 წელს, PROLOGUE MUSIC-ზე გამოიცა და ელექტრონული მუსიკის სამყაროში გადატრიალება მოახდინა. მუსიკალურმა გამოცემა RESIDENT ADVISOR-მა რელიზი წლის საუკეთესო ალბომად დაასახელა. VOICES FROM THE LAKE-ის მეორე ალბომი LIVE AT MAXXI ცოცხალი შესრულების ჩანაწერს წარმოადგენს, მძიმე ემბიენთ ჟერადობას და FIELD RECORDING-ს აერთაიანებს. 2016 წელს დუომ ლეიბლი SPAZIO DISPONIBILE დააარსა, რომელზეც მათი ბოლო EP - SECONDO TEMPO გამოსცეს. VOICES FROM THE LAKE-ს რელიზებს ასევე შეხვდებით EDITIONS MEGO, CONCRETE RECORDS, TIME TO EXPRESS და THE BUNKER NEW YORK-ზე. დუოს ლაივ სეტები შთაგონებულია ბუნებრივი ხმებით და ლანდშაფტებით, წყალქევშა სამყაროთი და აფრიკული დრამებით, რაც მათ შემოქმედებას უფრო მისტიურს ხიდის. SVRECA: იგივე ENRIQUE MENA, მადრიდელი DJ და პროდიუსერი, SEMANTICA RECORDS-ის დამაარსებელი, ესპანული ტექნო სცენის ყველაზე იმედისმომცემი წარმომადგენელია. გამოცემული აქვს კოლაბორაციული ჩანაწერები SURGEON, OSCAR MULERO და ABDULLA RASHIM-თან. მისი ტრეკების რემიქსებზე მუშოაბენ ისეთი არტისტები როგორიც არის: RØDHÅD, LUCY, SURGEON, ORPHX, FEMALE და ა.შ SVRECA-ს შემოქმედება, ისევე როგორც მისი DJ სეტები ყოველთვის განსხვავებული, თამამი და ინოვაციურია. NDRX: პროექტის STARE AT DJ ერთ-ერთი დამფუძნებელი და კოლექტივის 11TH იდეის ავტორია. AMBIENT, EXPERIMENTAL, ELECTRO, DRUM N BASS, TECHNO – იმ მუსიკალური მიმართულებების ჩამონათვალია, რომლითაც მისი 10 წლიანი მუსიკალური კარიერა ხასიათდება. მან მუსიკის აქტიურად დაკვრა ჯერ კიდევ 17-18 წლის ასაკში დაიწყო.განსხვავებული მუსიკალური გავლენების და მუდმივი შემოქმედებითი ძიების დამსახურებით NDRX საკმაოდ ეკლექტურ და მრავალფეროვან დიჯეიდ ჩამოყალიბდა. მისი შემოქმედებითი საქმიანობის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი იყო STARE AT DJ სერიები, რომელმაც რამდენიმეწლიანი არსებობის განმავლობაში ადგილობრივი მუსიკალური სცენის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანა. რაც შეეხება 11TH-ს, ის კონკრეტულად ადგილობრივ სცენაზე ორიენტირებული წამოწყებაა, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება: “ყველაფერი იმით დაიწყო, ყოფილი მშენებლობის სამინისტროს შენობის მე-11 სართულზე აღმოვაჩინე ძველი საბჭოთა კაბინეტი, რომელიც 80-იან წლებში ბაბუაჩემის სამუშაო ოთახი იყო. მოგვიანებით ამავე სართულზე სხვა არტისტებიც შემომიერთნენ და რაღაც კომუნას მსგავსი შეიქმნა, მეგობრული და მყუდრო გარემო, სადაც ერთმანეთს განვითარებასა და წინსვლაში ვეხმარებით.” NDRX-ს მუსიკალური მოღვაწეობის კიდევ ერთი საინტერესო ნაბიჯი აღმოჩნდა BASSIANI-ის რეზიდენტობა. როგორც თვითონ აღნიშნავს, მისთვის სხვადასხვა მუსიკალური მიმართულებისა და მიდგომის მქონე არტისტებთან ერთად დაკვრა მნიშვნელოვანი გამოცდილება და საინტერესო გამოწვევაა.    

BASSIANI: 28.10.16

BASSIANI
  • VOICES FROM THE LAKE LIVE
  • SVRECA
  • NDRX

BASSIANI: 21.10.16



BASSIANI: CONFORCE LIVE| ZITTO | HVL CONFORCE: იგივე BORIS BUNNIK, ჰოლანდიელი პროდიუსერი, DJ და ფოტოგრაფი, ლეიბლ TRANSCENDENT RECORDS-ის დამაარსებელი. ასევე ცნობილია სახელებით VERSALIFE, HEXAGON, SILENT HARBOUR. მისი დისკოგრაფია საკმაოდ მრავალფეროვანი და უნიკალურია. დეტროიტ ტექნოს, ემბიენთის და დაბის ჟღერადობის ჩანაწერებთან ერთად, ექსპერიმენტულ ნამუშევრებსაც მოიცავს. მისი რელიზების უმეტესობა განსაკუთრებული კონცეფციით გამოირჩევა, BUNNIK-ის ინსპირაციას ხშირად წარმოადგენს სამეცნიერო ფანტასტიკა, პარალელური რეალობა თუ დისტოპიური სამყარო. CONFORCE გამოიცემოდა, ისეთ ლეიბლებზე როგორიც არის: DELSIN RECORDS, RUSH HOUR RECORDS, FIELD RECORDS, CLONE RECORDS, TRANSCENDENT RECORDS და CURLE RECORDINGS. HVL: BASSIANI/HOROOM-ის რეზიდენტის გიგი ჯიქიას პროექტი. მსმენელი მას OKINAWA LIFESTYLE-დან იცნობს, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და 5 რელიზის გამოცემაც მოასწრო. მისი სოლო კარიერა 2013 წელს, კიოლნში დაარსებულ პლატფორმა ROUGH HOUSE ROSIE-ზე DEEP SURVEY EP-ით დაიწყო, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მალევე მოჰყვა რელიზი ლეიბლ VOYAGER-ზე, სახელად FLATS. 2013 წელს, ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე HVL წლის ელექტრონავტად დასახელდა. 2 წლის შემდეგ, ROUGH HOUSE ROSIE-ზე იგი ახალი რელიზით LUCKY STAR OF HIGH MINDED EP-ით დაბრუნდა, ხოლო მისი უკანასკნელი PERSONA NON GRATA EP 2016 წლის თებერვალში გამოვიდა LINEAR MOVEMENT-ზე. BASSIANI RECORD-ზე გამოცეულმა  ეისიდ-ტექნო ჟღერადობის ტრეკმა – ELEGANCE WITHIN THE CHAOS მოკლე დროში მოახერხა აღიარების მოპოვება. HVL-ის მუსიკის რომელიმე კონკრეტულ ჟანრში მოქცევა რთულია, რადგან იგი მუდმივად ეძებეს სიახლეებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. დღესდღეობით HVL ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და წარმატებული ქართველი არტისტია. ZITTO: “მუსიკით ადრეული ასაკიდან ვიყავი დაინტერესებული, სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობებიით ვიყავი გატაცებული, თუმცა, მოგვიანებით, ტექნოს სახით ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპი დადგა“ – ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტული ჟღერადობის გავლენით ZITTO-მ თავისი მუსიკალური კარიერა 2015 წლიდან დაიწყო. ლევან ცერცვაძე, ფსევდონიმით ZITTO, ქართველი დიჯეია, რომელიც თანამედროვე ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურად ყალიბდება. მისი, როგორც დიეჯის, მთავარი მახასიათებელია სივრცის და კონტექსტის სწორად დანახვა, რაც მას მსმენელთან ურთიერთობაში ძალიან ეხმარება. ZITTO-ს სეტები ძირითადა ჰიპნოტურ და ატმოსფერულ ტექნოზე ფოკუსრიდება, თუმცა კონკრეტული მომენტის გათვალისწინებით, ის ყოველთვის ახერხებს საჭირო ჟღერადობის პოვნას. დიჯეინგის გარდა საკუთარი პროდუქციის შექმნაზეც მუშაობს და როგორც თვითონ ამბობს, როდესაც სრულიად დარწმუნებული იქნება საკუთარ თავში, მას დღის სინათლეზე აუცილებლად გამოიტანს. „რა თქმა უნდა, დიჯეისთვის ბუნებრივია ჰქონდეს რაღაც იდეების დაკვრის წინ, თუმცა დაწყებისას დგება ის მომენტი, როცა მსმენელთან შემოქმედებითი კავშირის დამყარება გიწევს, რაც იმპროვიზაციას მოითხოვს. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია მსმენელის განწყობის დაჭერა და შესაფერისად მოქმედება“ – ZITTO-ს ეს მიდგომა მისი დაკვრის სტილში ნათლად ვლინდება, რის გამოც ის ბოლო თვეების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი დიჯეი გახდა და “ელექტრონავტი 2015″ დაჯილდოების ცერემონიალზე წლის დიჯეის ტიტულიც მოიპოვა.

BASSIANI: 21.10.16

BASSIANI
  • CONFORCE LIVE
  • ZITTO
  • HVL

BASSIANI: 15.10.16



BASSIANI: IORI | KANCHELI IORI: იაპონელი DJ და პროდიუსერი. მისი მუსიკალური კარიერა 90'-ის ბოლოს ოკინავაში დაიწყო, 2003 წელს ნიუ-იორკში DAVID MANCUSO-ს დაარსებულ ლეგენდალურ კლუბში LOFT უკრავდა, შემდეგ მოღვაწეობა ბერლინში განაგრძო. მის ტრეკებს ცოცხალი რითმი და უნიკალური ატმოსფერული ხმოვანება ახასიათებს. სეტებში კი ტექნოს და ჰაუსის სინთეზთან ერთად, ემბიენთ ჟღერადობაც იგრძნობა. გამოშვებული აქვს ალბომები NEXUS (2012) და COLD RADIANCE (2016), ასევე 10-ზე მეტი EP ლეიბლებზე: SEMANTICA RECORDS, PROLOGUE MUSIC, FIELD RECORDS, PHONICA RECORDS, BITTA და THE GODS PLANET. IORI ASANO-ს შემოქმედებაზე ისეთმა მუსიკოსებმა იქონიეს გავლენა,როგორებიც არიან: MANUEL GÖTTSCHING, MORITZ VON OSWALD, BASIC CHANNEL და DEPECHE MODE. KANCHELI: გიორგი ყანჩელი,  DJ და პროდიუსერი. კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი. ადგილობრივი ტექნო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი პერსონა, პროექტ STARE AT DJ იდეის ავტორი და კოლექტივის 11TH წევრი. მისი კარიერა ათ წელზე მეტს ითვლის და ძირითადად ტექნო ჟღერადობაზე ორიენტირდება.        

BASSIANI: 15.10.16

BASSIANI
  • IORI
  • KANCHELI

BASSIANI: 07.10.16



BASSIANI: FUNCTION | NDRX FUNCTION: იგივე DAVE SUMNER, ანდერგრაუნდ ტექნო სცენის აღიარებული და გავლენიანი ფიგურა, კლუბების BASSIANI და BERGHAIN / PANORAMA BAR-ის რეზიდენტი, OSTGUT TON-ის ოჯახის წევრი, თანამედროვეობის ყველაზე გამორჩეული ლეიბლის INFRASTRUCTURE NEW YORK-ის სულისჩამდგმელი. ბრუკლინელი პროდიუსერის მუსიკალური კარიერა 20 წელზე მეტს ითვლის. REGIS-თან და SILENT SERVANT (OFFICIAL)-თან ერთად წარმოადგენდა ლეგენდარულლ კოლექტივს - SANDWEL DISTRICT. 1996 წელს KARL O'CONNOR / REGIS-თან ერთად შექმნა პროექტი PORTION REFORM და მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი სტუდიური ალბომი - THE SUPREME NEGATIVE გამოსცა. ამით ის პირველი არაბრიტანელი არტისტი გახდა, რომლის მუსიკაც ლეგენდარულ ლეიბლ DOWNWARDS RECORDS-ზე გამოიცა. აღსანიშნავია FUNCTION-ის და VATICAN SHADOW-ს გამოცემული ერთობლივი ნამუშევარი: GAMES HAVE RULES / HOSPITAL PRODUCTIONS. NDRX: პროექტის STARE AT DJ ერთ-ერთი დამფუძნებელი და კოლექტივის 11TH იდეის ავტორია. AMBIENT, EXPERIMENTAL, ELECTRO, DRUM N BASS, TECHNO – იმ მუსიკალური მიმართულებების ჩამონათვალია, რომლითაც მისი 10 წლიანი მუსიკალური კარიერა ხასიათდება. მან მუსიკის აქტიურად დაკვრა ჯერ კიდევ 17-18 წლის ასაკში დაიწყო.განსხვავებული მუსიკალური გავლენების და მუდმივი შემოქმედებითი ძიების დამსახურებით NDRX საკმაოდ ეკლექტურ და მრავალფეროვან დიჯეიდ ჩამოყალიბდა. მისი შემოქმედებითი საქმიანობის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი იყო STARE AT DJ სერიები, რომელმაც რამდენიმეწლიანი არსებობის განმავლობაში ადგილობრივი მუსიკალური სცენის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანა. რაც შეეხება 11TH-ს, ის კონკრეტულად ადგილობრივ სცენაზე ორიენტირებული წამოწყებაა, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება: “ყველაფერი იმით დაიწყო, ყოფილი მშენებლობის სამინისტროს შენობის მე-11 სართულზე აღმოვაჩინე ძველი საბჭოთა კაბინეტი, რომელიც 80-იან წლებში ბაბუაჩემის სამუშაო ოთახი იყო. მოგვიანებით ამავე სართულზე სხვა არტისტებიც შემომიერთნენ და რაღაც კომუნას მსგავსი შეიქმნა, მეგობრული და მყუდრო გარემო, სადაც ერთმანეთს განვითარებასა და წინსვლაში ვეხმარებით.” NDRX-ს მუსიკალური მოღვაწეობის კიდევ ერთი საინტერესო ნაბიჯი აღმოჩნდა BASSIANI-ის რეზიდენტობა. როგორც თვითონ აღნიშნავს, მისთვის სხვადასხვა მუსიკალური მიმართულებისა და მიდგომის მქონე არტისტებთან ერთად დაკვრა მნიშვნელოვანი გამოცდილება და საინტერესო გამოწვევაა.  

BASSIANI: 07.10.16

BASSIANI
  • FUNCTION
  • NDRX

BASSIANI: 30.09.16



BASSIANI: SHIFTED | ZITTO | HVL | SHIFTED: იგივე GUY BREWER, ბერლინში მოღვაწე ბრიტნელი პროდიუსერი და DJ, მას ტექნო სცენის ყველაზე იდუმალ წარმომადგენელს უწოდებენ. BREWER-ის მუსიკალური კარიერის დასაწყისი DRUM’N BASS დუო COMMIX-ს უკავშირდება. SHIFTED-ის პირველი ჩანაწერი კი 2011 წელს, LUKE SLATER (OFFICIAL)-ის MOTE-EVOLVER-ზე გამოიცა. ამავე ლეიბლს ეკუთვნის არტისტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიზი, სადებიუტო ალბომი СROSED PATHS(2012), რომელიც ბნელი, დაბ ტექნო და DRONE ჟღერადობით გამოირჩევა და ავტორს განსაკუთრებული აღიარება მოუტანა. აღსანიშნავია SHIFTED-ის მეორე ალბომი UNDER A SINGLE BANNER(2013), რომელიც DOMINICK FERNOW-ს(VATICAN SHADOW) ლეიბლზე BED OF NAILS გამოსცა, ალბომი მძიმე, ინდუსტრიული და ექსპერმენტული ტექნო ჟღერადობისაა და პოსტ-პანკის გავლენა ახასიათებს. 2011 წლიდან SHIFTED მის მეგობარ პროდიუსერ VENTRESS-თან ერთად მართავს მათივე დაარსებულ ლეიბლს AVIAN, რომელზეც ისეთი არტისტები გამოიცემიან როგორიც არის SHXCXCHCXSH, SIGHA, 400PPM, MPIA3 და ა.შ. SHIFTED-ის გარდა GUY BREWER მუსიკას სხვადასხვა ფსევდონიმებით ქმნის: ALEXANDER LEWIS, DELETE_EVERYTHING, PACIFIC BLUE და მათ შორის ყველაზე საინტერესო ინდუსტრიული, NOISE პროექტი COVERED IN SAND, რომლის ქვეშაც გამოშვებული აქვს ორი EP. HVL: BASSIANI/HOROOM-ის რეზიდენტის გიგი ჯიქიას პროექტი. მსმენელი მას OKINAWA LIFESTYLE-დან იცნობს, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და 5 რელიზის გამოცემაც მოასწრო. მისი სოლო კარიერა 2013 წელს, კიოლნში დაარსებულ პლატფორმა ROUGH HOUSE ROSIE-ზე DEEP SURVEY EP-ით დაიწყო, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მალევე მოჰყვა რელიზი ლეიბლ VOYAGER-ზე, სახელად FLATS. 2013 წელს, ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე HVL წლის ელექტრონავტად დასახელდა. 2 წლის შემდეგ, ROUGH HOUSE ROSIE-ზე იგი ახალი რელიზით LUCKY STAR OF HIGH MINDED EP-ით დაბრუნდა, ხოლო მისი უკანასკნელი PERSONA NON GRATA EP 2016 წლის თებერვალში გამოვიდა LINEAR MOVEMENT-ზე. BASSIANI RECORD-ზე გამოცეულმა  ეისიდ-ტექნო ჟღერადობის ტრეკმა – ELEGANCE WITHIN THE CHAOS მოკლე დროში მოახერხა აღიარების მოპოვება. HVL-ის მუსიკის რომელიმე კონკრეტულ ჟანრში მოქცევა რთულია, რადგან იგი მუდმივად ეძებეს სიახლეებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. დღესდღეობით HVL ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და წარმატებული ქართველი არტისტია. ZITTO: “მუსიკით ადრეული ასაკიდან ვიყავი დაინტერესებული, სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობებიით ვიყავი გატაცებული, თუმცა, მოგვიანებით, ტექნოს სახით ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპი დადგა“ – ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტული ჟღერადობის გავლენით ZITTO-მ თავისი მუსიკალური კარიერა 2015 წლიდან დაიწყო. ლევან ცერცვაძე, ფსევდონიმით ZITTO, ქართველი დიჯეია, რომელიც თანამედროვე ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურად ყალიბდება. მისი, როგორც დიეჯის, მთავარი მახასიათებელია სივრცის და კონტექსტის სწორად დანახვა, რაც მას მსმენელთან ურთიერთობაში ძალიან ეხმარება. ZITTO-ს სეტები ძირითადა ჰიპნოტურ და ატმოსფერულ ტექნოზე ფოკუსრიდება, თუმცა კონკრეტული მომენტის გათვალისწინებით, ის ყოველთვის ახერხებს საჭირო ჟღერადობის პოვნას. დიჯეინგის გარდა საკუთარი პროდუქციის შექმნაზეც მუშაობს და როგორც თვითონ ამბობს, როდესაც სრულიად დარწმუნებული იქნება საკუთარ თავში, მას დღის სინათლეზე აუცილებლად გამოიტანს. „რა თქმა უნდა, დიჯეისთვის ბუნებრივია ჰქონდეს რაღაც იდეების დაკვრის წინ, თუმცა დაწყებისას დგება ის მომენტი, როცა მსმენელთან შემოქმედებითი კავშირის დამყარება გიწევს, რაც იმპროვიზაციას მოითხოვს. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია მსმენელის განწყობის დაჭერა და შესაფერისად მოქმედება“ – ZITTO-ს ეს მიდგომა მისი დაკვრის სტილში ნათლად ვლინდება, რის გამოც ის ბოლო თვეების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი დიჯეი გახდა და “ელექტრონავტი 2015″ დაჯილდოების ცერემონიალზე წლის დიჯეის ტიტულიც მოიპოვა.  

BASSIANI: 30.09.16

BASSIANI
  • SHIFTED
  • ZITTO
  • HVL
Page 5 of 11« First...34567...10...Last »