BASSIANI/HOROOM: 31.12.17



ახალი წლის ღამეს BASSIANI-ს საცეკვაო მოედანი შვედურ ლეიბლს NORTHERN ELECTRONICS-ს უმასპინძლებს, რომელიც დაარსების დღიდან ტექნოს სრულიად განსხვავებულ ჟღერადობას და კონცეფციას ავითარებს. დაუკრავენ NORTHERN ELECTRONICS-ის დამფუძნებელი, ABDULLA RASHIM იგივე ANTHONY LINELL, და არაერთი წარმატებული პროექტის ავტორი VARG, მათი ჩანაწერები BASSIANI RECORDS-ის რიგით მეორე კომპილაციაში არის შესული. შვედ არტისტებთან ერთად წარდგება ადგილობრივი ტექნო სცენის მძიმეწონიანი წარმომადგენელი ZITTO. HOROOM-ის ოთახში, 31 დეკემბრის ღამეს დაუკრავენ: უნგრელი DJ და პროდიუსერი, LOBSTHER THEREMIN-ის ოჯახის წევრი ROUTE 8, რომელიც თავის შემოქმედებას Synthpop-House-ს უწოდებს და KOTE JAPARIDZE. ლაივებით წარდგებიან BASSIANI / HOROOM-ის რეზიდენტები: IAZIKZAZUBAMI და HAMATSUKI.

BASSIANI/HOROOM: 31.12.17

BASSIANI
  • ABDULLA RASHIM AKA ANTHONY LINELL
  • VARG LIVE
  • ZITTO
HOROOM
  • ROUTE 8
  • KVANCHI
  • IAZIKZAZUBAMI LIVE
  • HAMATSUKI LIVE
  • KOTE JAPARIDZE

BASSIANI: 30.12.17



30 დეკემბერს, კლუბში BASSIANI, შვედი პროდიუსერი და მუსიკოსი, NORTHERN ELECTRONICS-ის ოჯახის წევრი VARG და ვოკალისტი ANNA MELINA აუდიო-ვიზუალური ლაივ კონცერტით წარდგებიან. ექსპერიმენტული მუსიკის პროექტი FLORA მათი მომავალი ალბომის პრეზენტაციას წარმოადგენს და არტისტების სოლო პროექტებს შორის არსებულ განსხვავებებს იკვლევს. მათთან ერთად ლაივს დაუკრავს შვედი DJ და პროდიუსერი NORTHERN ELECTRONICS-ის დამაარსებელი ANTHONY LINELL, იგივე ABDULLA RASHIM, AR, LUNDIN OIL. “ეს არ არის პოპი, არც ჰიპ-ჰოპ და არც ტექნო ჟღერადობა, არ ვიცი რა ვუწოდო, ალბათ უფრო ექსპერიმენტული? წარმოიდგინეთ ARCA-ს და KATE BUSH-ს სექსი აქვთ და სკანდინავიურ-ემო-ინდუსტრიული დუეტი იბადება, ამას ემატება ბევრ ბასი და დრამი, რომანტიული სინთეზატორები და MELINA-ს ულამაზესი ვოკალი.” - VARG

BASSIANI: 30.12.17

BASSIANI
  • FLORA ( VARG & ANNA MELINA )
  • ANTHONY LINELL

BASSIANI/HOROOM: 22.12.17



22 დეკემბერს, BASSIANI-ს საცეკვაო მოედანი, ბრუკლინური ლეიბლის THE BUNKER NEW YORK-ის ღამეს უმასპინძლებს, რომელმაც ნიუ-იორკის ტექნო სცენაზე, განსხვავებული, ექსპერიმენტული განზომილებების აღმოჩენა დაიწყო და საკუთარი მძიმე, პროვოკაციული ჟღერადობა ჩამოაყალიბა. დაუკრავენ ლეიბლის დამაარსებელი, ამერიკელი DJ და პრომოუტერი BRYAN KASENIC და THE BUNKER NEW YORK-ის ოჯახის წევრი, გამორჩეული სელექტორი c. HOROOM-ის ოთახში ბრიტანელი პროდიუსერი და DJ ლეიბლების MOSAIC და BLUESPIRIT დამაარსებელი STEVE O'SULLIVAN დაუკრავს, რომლის შემოქმედებაზე განსაკუთრებული გავლენა MORITZ VON OSWALD და MARK ERNESTUS-მა მოახდინეს, მასთან ერთად BASSIANI / HOROOM-ის რეზიდენტები, KOTE JAPARIDZE და WILL GATES წარდგებიან.

BASSIANI/HOROOM: 22.12.17

BASSIANI
  • ERIC CLOUTIER
  • BRYAN KASENIC
HOROOM
  • STEVE O'SULLIVAN
  • KOTE JAPARIDZE
  • WILL GATES

BASSIANI/HOROOM: 15.12.17



15 დეკემბერს, BASSIANI / HOROOM-ის რეზიდენტები განსხვავებული კონცეფციის ღამეს წარმოგვიდგენენ და მათ მიერ მოწვეულ ადგილობრივი სცენის არტისტებთან ერთად B2B დაურავენ. BASSIANI-ს საცეკვაო მოედანზე, გიორგი ყანჩელი ადგილობრივი მუსიკალური ლეიბლის ZEINKALI-ს ავტორთან JD J-სთან ერთად დაუკრავს. ლოკალური ტექნო სცენის გამორჩეული დიჯეი ZITTO დასაკარავად იწვევს 2015 წლის ელექტრონავტს და ICONTRAX-ის დამფუძნებელ ირაკლი ბერიკაშვილს. კლუბის რეზიდენტი და კომუნა 11TH დამფუძნებელი NDRX B2B-ს ანა კუბლაშვილთან ერთად დაუკრავს, რომელმაც 2017 წელს BEN KLOCK-ის დაფუძნებულ ფართების PHOTON-ის სერიაში მიიღო მონაწილეობა. მისი ჩანაწერები გამოიცემა ლეიბლებზე: KLOCKWORKS, SEMANTICA, LA CHINERIE. HOROOM-ის ოთახში, MERCURRIO B2B დასაკრავად იწვევს COSMIC LOVE ROTATION-ს, გიგი ჯიქია, იგივე HVL ჩანაწერების მაღაზიის და ლეიბლის VODKAST-ის გუნდის წევრთან ზურკინ ჭყონიასთან ერთად დაუკრავს, ადგილობრივი სცენის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროდიუსერი GACHA, BASSIANI RECORDS A&R-თან თორნიკე კვანჭიანთან ერთად გაიზიარებს სცენას.

BASSIANI/HOROOM: 15.12.17

BASSIANI
  • KANCHELI B2B JD J (ZEINKALI)
  • NDRX B2B NEWA
  • ZITTO B2B BERIKA
HOROOM
  • HVL B2B ZURKIN
  • KVANCHI B2B GACHA
  • MERCURRIO B2B COSMIC LOVE ROTATION
Page 6 of 18« First...45678...Last »