Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 09.07.16



BASSIANI: OSCAR MULERO | ZlTTO OSCAR MULERO: ესპანელი პროდიუსერი და DJ, მადრიდის ტექნო სცენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. დაკვრა 80-იანების დასასრულს, მშობლიურ ქალაქში დაიწო, უკრავდა განსაკუთრებით ექსპერიმენტულ კლუბებში ერთმანეთისგან განსხვავებული ჟანრის მუსიკას, რისი შემდეგი ნაბიჯიც მადრიდის ლეგენდარული კლუბი NEW WORLD აღმოჩნდა. OSCAR-ის კარიერის ყველაზე საინტერესო ეტაპის დასაწყისი 1996 წელს და ფესტივალ SONAR-ს უკავშირდება, როდესაც მისი სეტი JEFF MILLS, LAURENT GARNIER და RICHIE HAWTIN-ის გვერდით გაჟღერდა, მისი უნიკალური ტექნიკა და სელექცია კი მსოფლიო მაშტაბით გახდა ცნობილი. 1998 წელს პირველი ჩანაწერი/მიქსი, ABOUT DISCIPLINE AND EDUCATION გამოსცა, რომელშიც შესული იყო: JEFF MILLS, SURGEON, LUKE SLATER, JOEY BELTRAM, REGIS და სხვა ცნობილი არტისტების ტრეკები. გამოშვებული აქვს 4 ალბომი და 40-მდე EP ისეთ ლეიბლებზე როგორიც არის მისივე დაარსებული POLE RECORDINGS(2004) და WARM UP RECORDINGS(2000), ასევე DETROIT UNDERGROUND, TRESOR, TOKEN, SEMANTICA, MODULARZ, MORD და ა.შ. აღსანიშნავია მისი DJ სეტების სერია LIGHT&DARK AV SET, რომელიც აუდიოვიზუალურ გამოცდილებას ქმნიდა. MULERO-ს ალტერ ეგოს მისი პროექტი DR.SMOKE წარმოადგენს, რომელიც ძირითადად ელექტრონიკაზე, დაბზე და IDM-ზე არის ორიენტირებული. ZITTO: “მუსიკით ადრეული ასაკიდან ვიყავი დაინტერესებული, სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობებიით ვიყავი გატაცებული, თუმცა, მოგვიანებით, ტექნოს სახით ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპი დადგა“ – ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტული ჟღერადობის გავლენით ZITTO-მ თავისი მუსიკალური კარიერა 2015 წლიდან დაიწყო. ლევან ცერცვაძე, ფსევდონიმით ZITTO, ქართველი დიჯეია, რომელიც თანამედროვე ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურად ყალიბდება. მისი, როგორც დიეჯის, მთავარი მახასიათებელია სივრცის და კონტექსტის სწორად დანახვა, რაც მას მსმენელთან ურთიერთობაში ძალიან ეხმარება. ZITTO-ს სეტები ძირითადა ჰიპნოტურ და ატმოსფერულ ტექნოზე ფოკუსრიდება, თუმცა კონკრეტული მომენტის გათვალისწინებით, ის ყოველთვის ახერხებს საჭირო ჟღერადობის პოვნას. დიჯეინგის გარდა საკუთარი პროდუქციის შექმნაზეც მუშაობს და როგორც თვითონ ამბობს, როდესაც სრულიად დარწმუნებული იქნება საკუთარ თავში, მას დღის სინათლეზე აუცილებლად გამოიტანს. „რა თქმა უნდა, დიჯეისთვის ბუნებრივია ჰქონდეს რაღაც იდეების დაკვრის წინ, თუმცა დაწყებისას დგება ის მომენტი, როცა მსმენელთან შემოქმედებითი კავშირის დამყარება გიწევს, რაც იმპროვიზაციას მოითხოვს. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია მსმენელის განწყობის დაჭერა და შესაფერისად მოქმედება“ – ZITTO-ს ეს მიდგომა მისი დაკვრის სტილში ნათლად ვლინდება, რის გამოც ის ბოლო თვეების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი დიჯეი გახდა და “ელექტრონავტი 2015″ დაჯილდოების ცერემონიალზე წლის დიჯეის ტიტულიც მოიპოვა.  

BASSIANI: 09.07.16

BASSIANI
  • OSCAR MULERO
  • ZITTO

BASSIANI: 01.07.16



BASSIANI: BLAWAN | NDRX BLAWAN: იგივე JAMIE ROBERTS, ბერლინში მოღვაწე ბრიტანელი DJ და პროდიუსერი. მისი მუსიკალური კარიერა 2010 წლიდან დაიწყო, როდესაც სადებიუტო FRAM EP ცნობილ ბრიტანულ ლეიბლზე HESSLE AUDIO გამოუშვა, რელიზი დაბსტეპის ჟღერადობით და ძლირი ბასის გავლენით ხასიათდება. 2011 წლიდან BLAWAN შეუერთდა R&S RECORDS-ს, აქედან დაიწყო მისი შემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, მან ამ ლეიბლზე ერთი წლის განმავლობაში 2 EP-ი გამოსცა: BOHLA და WHAT DO YOU DO WITH WHAT YOU HAVE. ამ რელიზებში მისი განსაკუთრებული მუსიკალური სტილი და ჟღერადობა გამოიკვეთა, ტექნოს დამატებული დაბის და ბრეიქბითის ელემენტები და სხვადასხვა ექსპერიმენტები. BLAWAN თავის ტრეკებში ასევე ხშირად იყენებს ფსიქოტური ეფექტის შემომტან ხმებს, ამის საუკეთესო მაგალითია მისი HIS HE SHE & SHE EP, რომელშიც კარგად ჩანს BLAWAN-ის დრამ მანქანების მიმართ სიყვარული. JAMIE-ს ბოლო სამი EP, მათ შორის 2016 წლის THE COMMUNICAT 1022, მისივე დაარსებულ ლეიბლს TERNESC ეკუთვნის. ის პარალელურად არის წარმატებული ტექნო პროექტის KARENN-ის წევრი PARIAH-სთან ერთად, აღსანიშნავია მათი კოლაბორაცია THE ANALOGUE COPS-თან. NDRX: პროექტის STARE AT DJ ერთ-ერთი დამფუძნებელი და კოლექტივის 11TH იდეის ავტორია. AMBIENT, EXPERIMENTAL, ELECTRO, DRUM N BASS, TECHNO – იმ მუსიკალური მიმართულებების ჩამონათვალია, რომლითაც მისი 10 წლიანი მუსიკალური კარიერა ხასიათდება. მან მუსიკის აქტიურად დაკვრა ჯერ კიდევ 17-18 წლის ასაკში დაიწყო.განსხვავებული მუსიკალური გავლენების და მუდმივი შემოქმედებითი ძიების დამსახურებით NDRX საკმაოდ ეკლექტურ და მრავალფეროვან დიჯეიდ ჩამოყალიბდა. მისი შემოქმედებითი საქმიანობის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი იყო STARE AT DJ სერიები, რომელმაც რამდენიმეწლიანი არსებობის განმავლობაში ადგილობრივი მუსიკალური სცენის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანა. რაც შეეხება 11TH-ს, ის კონკრეტულად ადგილობრივ სცენაზე ორიენტირებული წამოწყებაა, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება: “ყველაფერი იმით დაიწყო, ყოფილი მშენებლობის სამინისტროს შენობის მე-11 სართულზე აღმოვაჩინე ძველი საბჭოთა კაბინეტი, რომელიც 80-იან წლებში ბაბუაჩემის სამუშაო ოთახი იყო. მოგვიანებით ამავე სართულზე სხვა არტისტებიც შემომიერთნენ და რაღაც კომუნას მსგავსი შეიქმნა, მეგობრული და მყუდრო გარემო, სადაც ერთმანეთს განვითარებასა და წინსვლაში ვეხმარებით.” NDRX-ს მუსიკალური მოღვაწეობის კიდევ ერთი საინტერესო ნაბიჯი აღმოჩნდა BASSIANI-ის რეზიდენტობა. როგორც თვითონ აღნიშნავს, მისთვის სხვადასხვა მუსიკალური მიმართულებისა და მიდგომის მქონე არტისტებთან  

BASSIANI: 01.07.16

BASSIANI
  • BLAWAN
  • NDRX

BASSIANI: 24.06.16



BASSIANl: KANCHELI | BERIKA LIVE | NEWA | HAMATSUKI LlVE KANCHELI: გიორგი ყანჩელი, ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი DJ და პროდიუსერი. მისი სეტები მძიმე ატმოსფერული ტექნო ჟღერადობითა და მრავალფეროვანი სელექციით ხასიათდება. BERIKA: ქართველი პროდიუსერი და DJ, ირაკლი ბერიკაშვილის ტექნო პროექტია, რომელმაც მუსიკალური განათლება თბილისის კონსერვატორიაში, კლასიკური მუსიკის თეორიის მიმართულებით მიიღო. მას ასევე ეკუთვნის პროექტები BLACK DUB ODYSSEY და WIEDMAK. BERIKA-მ 2015 წლის ელექტრონავტზე მთავარი ჯილდო, "წლის ელექტრონავტი" მიიღო. NEWA: ანა კუბლაშვილი, ქართველი პროდიუსერი და DJ. მისმა რელიზმა AC, 2013 წლის ელექტრონავტების დაჯილდოებაზე საუკეთესო EP-ის ნომინაციაში გაიმარჯვა. HAMATSUKI: მამუკა ცხადაიას პროექტი, რომელიც HOROOM-ის ოთახის და ამავე სახელწოდების ქვიარ ივენთების სერიის რეზიდენტი დიჯეია. მას მსმენელი პროექტ SLIME QUEST-დანაც იცნობს. მამუკას პირველი მნიშვნელოვანი მუსიკალური შთაბეჭდილებები J. DILLA-ს და ზოგადად ჰიპ-ჰოპ კულტურას უკავშირდება, რამაც მის მუსიკალურ გემოვნებაზე დიდი გავლენა იქონია. ელექტრონული მუსიკით კი იგი პირველად DJ SPRINKLES-ის მოსმენის შემდეგ დაინტერესდა, მისთვის განსაკუთრებით ინსპირაციული აღმოჩნდა ლეიბლების SCISSOR AND THREAD და LOBSTER THEREMIN ჟღერადობა, რაც მოგვიანებით HAMATSUKI-ს კომპოზიციებზეც აისახა. “ ჩემთვის დეტალებზე მეტად მნიშვნელოვანი საერთო ხასიათის ან ემოციის გადმოცემაა. შესაბამისად, შეიძლება ეს პროექტის მთავარ ღერძად ჩავთვალოთ. ერთ-ერთი დეტალი ისიც არის, რომ არასდროს არ ვწერ სპეციალურად საცეკვაო მოედნისთვის განკუთვნილ ტრეკს“ – მიუხედავად იმისა, რომ სტუდიაში HAMATSUKI ნაკლებად ორიენტირდება ცალსახად საცეკვაო მუსიკაზე, HOROOM-ის რეზიდენტობის ფარგლებში ის მეტწილად ჰაუსს და LO-FI ჟღერადობას გვიზიარებს. მამუკა ერთდროულად რამდენიმე მუსიკალურ პროექტზე მუშაობს, რომელთა ფარგლებშიც რამდენიმე საინტერესო რელიზია დაგეგმილი.    

BASSIANI: 24.06.16

BASSIANI
  • KANCHELI
  • BERIKA LIVE
  • NEWA
  • HAMATSUKI LIVE

BASSIANI: 17.06.16



BASSIANL: PAULA TEMPLE | ZITTO | PAULA TEMPLE ბერლინში დაფუძნებული ბრიტანელი DJ და პროდიუსერია, რომლის ჩანაწერებიც გამოიცემა ისეთ ლეიბლებზე როგორიც არის ცნობილი R&S RECORDS, მისივე დაარსებული NOISE MANIFESTO და FEDERATION OF DRUMS. TEMPLE-ს ტრეკი შესულია JEFF MILLS-ის EXHIBITIONIST DVD-ში, შექმნილი აქვს რემიქსები THE KNIFE, PERERA ELSEWHERE და PLANNINGTOROCK-ისთვის. PAULA-ს კარიერაში განსაკუთრებულია R&S-თან თნამშრომლობა რომელიც ორ EP-ის, 2013 წელს გამოსულ COLONIZED-ს და 2014 წლის DEATHVOX-ს მოიცავს, რელიზები ინდუსტრიული და ნოის-ტექნო ჟღერადობით გამოირჩევა. PAULA TEMPLE-ს სეტები წარმოადგენს DJ სეტის და ლაივ პერფომანსის ჰიბრიდს, რომელმაც თავისი უნიკალური და ექსპერიმენტული ხასიათით მსოფლიო ტექნოს ცენაზე სენსაცია მოახდინა. ლეიბლის NOISE MANIFESTO სახით კი როგორც ამბობს, PAULA ქმნის მუსიკალურ პლატფორმას მათთვის, ვინც ჩრდილში დგას მიუხედავად მიღწევებისა და ტალანტისა. ZITTO: “მუსიკით ადრეული ასაკიდან ვიყავი დაინტერესებული, სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობებიით ვიყავი გატაცებული, თუმცა, მოგვიანებით, ტექნოს სახით ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპი დადგა“ – ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტული ჟღერადობის გავლენით ZITTO-მ თავისი მუსიკალური კარიერა 2015 წლიდან დაიწყო. ლევან ცერცვაძე, ფსევდონიმით ZITTO, ქართველი დიჯეია, რომელიც თანამედროვე ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურად ყალიბდება. მისი, როგორც დიეჯის, მთავარი მახასიათებელია სივრცის და კონტექსტის სწორად დანახვა, რაც მას მსმენელთან ურთიერთობაში ძალიან ეხმარება. ZITTO-ს სეტები ძირითადა ჰიპნოტურ და ატმოსფერულ ტექნოზე ფოკუსრიდება, თუმცა კონკრეტული მომენტის გათვალისწინებით, ის ყოველთვის ახერხებს საჭირო ჟღერადობის პოვნას. დიჯეინგის გარდა საკუთარი პროდუქციის შექმნაზეც მუშაობს და როგორც თვითონ ამბობს, როდესაც სრულიად დარწმუნებული იქნება საკუთარ თავში, მას დღის სინათლეზე აუცილებლად გამოიტანს. „რა თქმა უნდა, დიჯეისთვის ბუნებრივია ჰქონდეს რაღაც იდეების დაკვრის წინ, თუმცა დაწყებისას დგება ის მომენტი, როცა მსმენელთან შემოქმედებითი კავშირის დამყარება გიწევს, რაც იმპროვიზაციას მოითხოვს. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია მსმენელის განწყობის დაჭერა და შესაფერისად მოქმედება“ – ZITTO-ს ეს მიდგომა მისი დაკვრის სტილში ნათლად ვლინდება, რის გამოც ის ბოლო თვეების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი დიჯეი გახდა და “ელექტრონავტი 2015″ დაჯილდოების ცერემონიალზე წლის დიჯეის ტიტულიც მოიპოვა.  

BASSIANI: 17.06.16

BASSIANI
  • PAULA TEMPLE
  • ZITTO

BASSIANI: 03.06.16



BASSIANL: LEGOWELT LIVE | HVL | LEGOWELT: იგივე DANNY WOLFERS , ჰოლანდიელი პროდიუსერი და DJ, მან მოღვაწეობა 90 წლებში დაიწყო და საკუთარი უნიკალური შემოქმედებით ელექტრონული მუსიკის სამყაროში განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა . მისი მუსიკა განსხვავებული ჟანრების სინთეზს წარმოადგენს და როგორც თვითონ ამბობს, ღრმა ჩიკაგო ჰაუსის, რომანტიული გეტო ტექნოფანქის და ევროპულ საშინელებათა საუნდტრეკებს ჰიბრიდია. DANNY WOLFERS, რომლის მუსიკალური პროექტების ჩამონათვალი ძალიან დიდია, მხოლოდ LEGOWELT-ის სახელით 10 ალბომი აქვს გამოცემული. მისი რელიზები საინტერესო მუსიკალური მხარესთან ერთად მოიცავს სამეცნიერო ფანტასტიკის, ზღაპრულ და ოკულტურ კონცეფციებს. ის სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ისეთ ლეიბლებზე როგორიც არის: CREME ORGANIZATION, L.I.E.S, COCOON, CLONE CLASIC CUTS, BUNKER RECORDS და ა.შ HVL: BASSIANI/HOROOM-ის რეზიდენტის გიგი ჯიქიას პროექტი. მსმენელი მას OKINAWA LIFESTYLE-დან იცნობს, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და 5 რელიზის გამოცემაც მოასწრო. მისი სოლო კარიერა 2013 წელს, კიოლნში დაარსებულ პლატფორმა ROUGH HOUSE ROSIE-ზე DEEP SURVEY EP-ით დაიწყო, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მალევე მოჰყვა რელიზი ლეიბლ VOYAGER-ზე, სახელად FLATS. 2013 წელს, ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე HVL წლის ელექტრონავტად დასახელდა. 2 წლის შემდეგ, ROUGH HOUSE ROSIE-ზე იგი ახალი რელიზით LUCKY STAR OF HIGH MINDED EP-ით დაბრუნდა, ხოლო მისი უკანასკნელი PERSONA NON GRATA EP 2016 წლის თებერვალში გამოვიდა LINEAR MOVEMENT-ზე. BASSIANI RECORD-ზე გამოცეულმა  ეისიდ-ტექნო ჟღერადობის ტრეკმა – ELEGANCE WITHIN THE CHAOS მოკლე დროში მოახერხა აღიარების მოპოვება. HVL-ის მუსიკის რომელიმე კონკრეტულ ჟანრში მოქცევა რთულია, რადგან იგი მუდმივად ეძებეს სიახლეებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. დღესდღეობით HVL ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და წარმატებული ქართველი არტისტია.  

BASSIANI: 03.06.16

BASSIANI
  • LEGOWELT
  • HVL

BASSIANI: 28.05.16



BASSIANL: CIO D'OR | EDlT SELECT | PROLOGUE მიუნხენში დაფუძნებული დამოუკიდებელი ანდერგრაუნდ ლეიბლია, მისი მთავარი კონცეფცია უნიკალური ელექტრონული მუსიკის აღმოჩენას წარმოადგენს და ატმოსფერული, ღრმა და ჰიპნოტური ჟღერადობით ხასიათდება.ლეიბლზე გამოიცემიან : CIO D'OR , DINO SABATINI, GIORGIO GIGLI, MILTON BRADLEY, LUCY, CLAUDIO PRC, MIKE PARKER, IORI, CASSEGRAIN, VOICES FROM THE LAKE, ABDULLA RASHIM, EDIT SELECT, MOD21, ETAPP KYLE და სხვა ცნობილი ტექნო არტისტები. CIO D'OR: იგივე CIO DORBRANT, გერმანელი პროდიუსერი და DJ. CIO-მ საკლუბო მოღვაწეობა 90 -იან წლებში, ქალაქ მიუნხენში დაიწყო. 2001 წლიდან იყო კლუბ ULTRASCHALL-ის რეზიდენტი, რომელიც ქალაქის პირველი ტექნო კლუბს წარმოადგენდა. 2006 წლიდან СIO-მ ცხოვრება და მოღვაწეობა კიოლნში განაგრძო. 2004 წლიდან მას გამოშვებული აქვს 2 ალბომი და 10 EP, ისეთ ცნობილ ლეიბლებზე როგორიცაა: PROLOGUE, SEMANTICA , TIME TO EXPRESS. CIO მუშაობდა ისეთ არტისტებთან, როგორიცაა: DONATO DOZZY, PETER VAN HOESEN, SLEEPARCHIVE და სხვა. მისთვის მუსიკის შექმნის პროცესი დაკავშირებულია ბევრ ხმოვან ექსპერიმენტთან, ელექტრონული ჟღერადობის გახვავებული ინსტრუმენტების გამოყენებასთან და სხვადასხვა ქვეყნებში შეგროვებული ხმების სინთეზთან. მისი სეტები ყოველთვის გამოირჩევა დრამატული კონცეფციით , ქარიზმატული შესრულებით და მრავალფეროვნებით . EDIT SELECT: იგივე ANTHONY SCOTT, შოტლანდიელი პროდიუსერი და DJ, რომელიც ამ სახელით 2007 წლიდან მოღვაწეობს. ის არის ლეიბლის EDIT SELECT RECORDINGS დამაარსებელი, EDIT SELECT RECORDINGS-ზე და მის სუბლეიბლზე SELECT EDITS, გამოიცემიან ისეთი არტისტები როგორიც არის: CASSEGRAIN, DINO SABATINI, MIKE PARKER , TERENCE FIXMER, GIORGIO GIGLI, LUCY, SHIFTED, DADUB, PFIRTER, DEEPBASS MARK BROOM, VENTRESS, TADEO . ANTHONY-S განსაკუთრებული კავშირი PROLOGUE-თან მისი 2014 წელს გამოსული სადებიუტო ალბომით PHLOX შედგა, მისი რელიზები ასევე გამოდის ლეიბლებზე: OSTGUT TON, OUTIS MUSIC, СLR და ა.შ. EDIT SELECT-ის შემოქმედება მუდმივად გამიცდის ცვლილებებს და განსხვავებულ ალტერნატვებს და ექსპერიმენტებს გვთავაზობს. მისი სეტები კი მძიმე და ღრმა, დაბ ტექნოს ჟღერადობით გამოირჩევა.    

BASSIANI: 28.05.16

BASSIANI
  • CIO D'OR
  • EDIT SELECT

BASSIANI: 25.05.16



■ VRIL LIVE ■ VOISKI LIVE ■ HVL LIVE ■ ZESKNEL LIVE BASSIANI RECORDS NIGHT ლეიბლის BASSIANI RECORDS დაარსებას ეძღვნება. სადებიუტო რელიზი BAS001 – 25 მაისს გამოიცემა, რომელიც მოიცავს ტრეკებს შემდეგი არტისტებისგან: HVL,VOISKI,VRIL,ZESKNEL. ამ ღამეს, კლუბში BASSIANI, მათ ლაივებს მოისმენთ. VRIL: პროდიუსერი და DJ ჰანოვერიდან, ლეიბლ Giegling-ის წარმომადგენელი. მას შემდეგ, რაც 2010 წელს , ამ ლეიბლზე მისი პირველი EP-ი 1-4 გამოვიდა, ის დღევანდელობის ერთ-ერთ საინტერესო და გამორჩეულ ტექნო არტისტად მიიჩნევა. Giegling -ის გარდა, Vril-ის ჩანაწერები გამოიცემა ისეთ ლეიბლებზე როგორიც არის: Semantica, Delsin, Dystopian, Ostgut Ton, Phonica White და ა.შ. Vril-ის სადებიუტო ალბომი Torus 2014 წელს, მისი მშობლიური ლეიბლის სუბლეიბლზე Forum გამოვიდა და განსაკუთრებული აღიარება მოუტანა ავტორს. აღსანიშნავია ასევე მისი მეორე ალბომი Portal, რომელსაც მძიმე ატმოსფერული ჟღერადობა ახასიათებს. Vril ასევე ცნობილია სახელით Zum Golden Schwarm. VOISKI: პროდიუსერი და DJ, მისი შემოქმედება მრავალფეროვანია და სხვადასხვა ექსპერიმენტს თუ მიმდინარეობებს აერთიანებს. ცნობილია კოლაბორაციული პროექტებით Duo Kartei, Vrilski ( Vril/Voiski), Tropical Agitation. მისი რელიზებს შეხვდებით ისეთი ლეიბლების კატალოგებში როგორიც არის: L.I.E.S, Russian Torrent Versions, Delsin, Construct Re-Form, Field Records, I/Y, Silicate Musique და ა.შ. Voiski-ს ტექნო გამორჩეულია მძიმე, ფუტურისტული და მელანქოლიური ჟღერადობით. HVL: გიგი ჯიქია, კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი, პროდიუსერი და DJ. მისი რელიზები გამოდის ლეიბლებზე: Rough House Rosie, Housewax Records, Voyager, Perpetual Rhythms. 2013 წელს HVL- მა ელექტრონავტების მთავარი ჯილდო "წლის ელექტრონავტი" მიიღო. ZESKNEL: იგივე ზუკა ბაბუნაშვილი, ბრემენში მოღვაწე ქართველი პროდიუსერია. Abstract Division და Laurie Spiegel-ის გავლენით ელექტრონული მუსიკით ადრეულ ასაკში დაინტერესდა. მისი შემოქმედებისთვის დამახასიათებელია ქართული ხალხური ფოლკლორის ესთეტიკის ელექტრონულ მუსიკაში გადატანა, გამოირჩევა ატმოსფერული და ქსპერიმენტული ჟღერადობით.

BASSIANI: 25.05.16

BASSIANI
  • VRIL
  • VOISKI
  • HVL
  • ZESKNEL

BASSIANI: 20.05.16



■ MARCO SHUTTLE ■ WATA IGARASHI ■ BRYAN KASENIC THE BUNKER NEW YORK : 2013 წელს, ბრუკლინში, Bryan Kasenic-ის მიერ დაარსებული ლეიბლი, რომელიც ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული ელექტრონული მუსიკის ფართების სერიის გაგრძელებაა. The Bunker New York-ის ღამეები 2003 წელს შეიქმნა, რის მერეც ქალაქის ტექნო სცენის განსხვავებული, ექსპერიმენტული განზომილებების აღმოჩენა დაიწყო და საკუთარი მძიმე, უცნაური, პროვოკაციული ჟღერადობა ჩამოაყალიბა. The Bunker NY-ი, როგორც ლეიბლი, გარკვეულად წინა 10 წლის რეფლექსიას წარმოადგენს, დაგროვილი გამოცდილება და იდეები სტუდიურ ჩანაწერებში გადმოაქვს, მასზე გამოიცემიან ისეთი არტისტები, როგორიც არის: Leisure Muffin, Voices From The Lake, Marco Shuttle, Atom™, Donato Dozzy და ა.შ MARCO SHUTTLE: იგივე Marco Sartorelli, ლონდონში მოღვაწე იტალიელი DJ და პროდიუსერი, ლეიბლის Earie დამაარსებელი. 2007 წლიდან, მისი რელიზები გამოდის ისეთ ლეიბლებზე როგორიც არის: Time To Express, The Bunker New York, Clone Store Only Series ა.შ არის ერთი ალბომის Visione ავტორი, რომელიც 2014 წელს გამოვიდა, ალბომი მძიმე ტექნოს და ემბიენტ საუნდით გამოირჩევა და მასში შესულია კოლაბორაციული ტრეკი Donato Dozzy-სთან. Marco-ს შემოქმედება ელექტრონული მუსიკის განსხვავებულ ასპექტებს მოიცავს და ერთდროულად ჯაზის თუ დეტროიტ ტექნოს ჟღერადობებს აერთიანებს. WATA IGARASCHI: პროდიუსერი და DJ ტოკიოდან, მან თავი მუსიკის განსხვავებულ ჟანრებში სცადა, დღესდღეობით კი ანდერგრაუნდ ტექნო სცენაზე ერთ-ერთი ღრმა და უნიკალური ჟღერადობით გამოირჩევა. მას ყველაზე იმედისმომცემი ელექტრონული მუსიკის არტისტების ჩამონათვალში მოწინავე პოზიციებზე მოიხსენიებენ. აღსანიშნავია Igarashi-ს 2016 წელს გამოსული Ciphers Ep, რომელიც ლეიბლ Midgar-ს ეკუთვნის, ასევე მისი The Bunker NY-თვის ჩაწერილი პოდკასტი, რომელიც 2015 წლის ერთ-ერთი საუკეთესო მიქსია. BRYAN KASENIC: ამერიკელი DJ და პრომოუტერი, მის სახელს უკავშირდება The Bunker New York-ის შექმნა და განვითარება. Bryan-ის სეტებში საუკეთესოდ აისახება მისი თავდადება და სიყვარული იმ მუსიკისა და ჟღერადობის მიმართ, რომელსაც ის სხვადასხვა მიმართულებით ანვითარებდა ქალაქ ნიუ-იორკში.

BASSIANI: 20.05.16

BASSIANI
  • MARCO SHUTTLE
  • WATA IGARASHI
  • BRYAN KASENIC

BASSIANI: 11.05.16



■ BEN KLOCK ■ ZlTTO BEN KLOCK: გერმანელი DJ და პროდიუსერი, თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ისტორიაში უკვე შესულია როგორც ტექნო სცენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა. მის კარიერაში აღმავლობის ეტაპი 2005 წლიდან იწება, როდესაც ის Berghain-ის გახსნის პარალელურად, ამ კლუბის რეზიდენტი ხდება, ამან მომავალში Berghain-ის უნიკალური ჟღერადობის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშა. Ben Klock-ს ეკუთვნის ცნობილი ლეიბლი Klockworks, რომელზეც მასთან ერთად ისეთი არტისტების ჩანაწერები გამოიცემა როგორიც არის: Dvs1, Sterac, Etapp kyle, Heiko Laux და ა.შ, თუმცა მისი ყველაზე გამორჩეული რელიზები Ostgut Ton-ს ეკუთვნის, 2009 წელს ამ ლეიბლზე გამოვიდა Ben Klock-ის სადებიუტო ალბომი: One, რომელმაც დიდი აღიარება მოუტანა ავტორს და რომელიც გამორჩეულია ცივი, დაბ-ტექნო და მელანქოლიური ჟღერადობით. Ben Klock-ის ჩანაწერები და რემიქსები სხვადასხვადროს გამოიცემოდა ასევე ლეიბლებზე: Bpitch Control, Stroboscopic Artefacts, Sandwell district, Token და ა.შ. Ben Klock-ის ტექნო სეტები, რომელიც BASSIANI-ს მსმენელისთვის უკვე ნაცნობია, ხასიათდება მძიმე ჰიპნოტური, ინტენსიური და ღრმა საუნდით.  ZITTO: იგივე ლევან ცერცვაძე, კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი DJ. მისი სეტები ყოველთვის გამოირჩევა საინტერესო, მრავალფეროვანი სელექციით და დახვეწილი ტექნიკით.

BASSIANI: 11.05.16

BASSIANI
  • BEN KLOCK
  • ZITTO

BASSIANI: 07.05.16



BASSIANI: MARGARET DYGAS | HVL |  MARGARET DYGAS: წარმოშობით პოლონელი DJ და პროდიუსერი MARGARET DYGAS-ისთვის, საკუთარი ჟღერადობის ჩამოყალიბება ნიუ-იორკს და ლონდონს უკავშირდება, 2007 წლიდან კი ის ბერლინში მოღვაწეობს და მისი სეტები ქალაქის საუკეთესო კლუბებში უდიდესი წარმატებით სარგებლობს. ბერლინში დაფუძნებას უკავშირდება მისი სტუდიური საქმიანობა. MARGARET-ი ორი ალბომის ავტორია, პირველი, "HOW DO YOU DO?” 2010 წელს გამოვიდა ლეიბლზე: POVER SHOVEL AUDIO, ხოლო მეორე ალმომი "MARGARET DYGAS" PERLON-ის რელიზია. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს MARGARET-ის და TOBIAS FREUND-ის ლეიბლის NON STANDARD PRODUCTIONS-ის თანამშრომლობის შედეგი "SEE YOU AROUND EP" და კოლაბორაციული EP-ი TOBIAS.-თან: "TEST THE WEST". DYGAS-ის ტრეკებს და სეტებს ახასიათებს ღრმა, დაბის გავლენით ფორმირებული ჟღერადობა, რომელშიც იკვეთება როგორც მისი წარსულის გამოცდილება ასევე ქსპერიმენტები. HVL: კლუბ BASSIANI-ის და HOROOM-ის რეზიდენტის გიგი ჯიქიას პროექტი. მსმენელი მას OKINAWA LIFESTYLE-დან იცნობს, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და 5 რელიზის გამოცემაც მოასწრო. მისი სოლო კარიერა 2013 წელს, კიოლნში დაარსებულ პლატფორმა ROUGH HOUSE ROSIE-ზე DEEP SURVEY EP-ით დაიწყო, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მალევე მოჰყვა რელიზი ლეიბლ VOYAGER-ზე, სახელად FLATS. 2013 წელს, ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე HVL წლის ელექტრონავტად დასახელდა. 2 წლის შემდეგ, ROUGH HOUSE ROSIE-ზე იგი ახალი რელიზით LUCKY STAR OF HIGH MINDED EP-ით დაბრუნდა, ხოლო მისი უკანასკნელი PERSONA NON GRATA EP 2016 წლის თებერვალში გამოვიდა LINEAR MOVEMENT-ზე.BASSIANI RECORD-ზე გამოცეულმა  ეისიდ-ტექნო ჟღერადობის ტრეკმა – ELEGANCE WITHIN THE CHAOS მოკლე დროში მოახერხა აღიარების მოპოვება. HVL-ის მუსიკის რომელიმე კონკრეტულ ჟანრში მოქცევა რთულია, რადგან იგი მუდმივად ეძებეს სიახლეებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. დღესდღეობით HVL ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და წარმატებული ადგილობრივი არტისტია.  

BASSIANI: 07.05.16

BASSIANI
  • MARGARET DYGAS
  • HVL

BASSIANI: 28.04.16



BASSIANI: THE GODS PLANET [CLAUDIO PRC & NESS] | ZITTO | THE GODS PLANET: ANDREA DEPLANO-ს და CLAUDIO PORCEDDU-ს დუო იტალიიდან, რომელსაც თანამედროვე ტექნო სცენაზე, ყველაზე გამორჩეული პროექტი შეგვიძლია ვუწოდოთ. პროექტის შექმნა განაპირობა მისი წევრების მსგავსმა გემოვნებამ, იდეებმა და წინააღმდეგობამ იმ გაბატონებული ელექტრონული მუსიკის მიმდინარეობების მიმართ, რომლებიც მათ არ მოსწონდათ. THE GODS PLANET-ის სახელწოდება, CLAUDIO და NESS-ის კოსმოსისა და ფუტურისტული კონცეფციების მიმართ ინტერესს უკავშირდება და ასევე პროტესტს, რომელსაც მათი მუსიკა გამოხატავს. THE GODS PLANET-ის პირველი რელიზი 2010 წელს გამოიცა ამავე სახელწოდების ლეიბლზე, რომელიც მათ დააარსეს და რომელსაც მათი ჩანაწერების უმტესობა ეკუთვნის. დუოს წევრებისთვის სტუდიურ საქმიანობაზე მნიშვნელოვანი მაინც დაკვრა რჩება, რომელიც სეტის და ლაივ შესრულების ერთმანეთთან სინთეზს წარმოადგენს. CLAUDIO PRC & NESS-ის შემოქმედება გამოირჩევა ექსპერიმენტებით, ახალი საუნდის მუდმივი ძიებით, მძიმე, ატმოსფერული, ჰიპნოტური ჟღერადობით და ინდივიდუალიზმით. აღსანიშნავია ასევე თითოეულის სოლო კარიერა და რელიზები. ZITTO: “მუსიკით ადრეული ასაკიდან ვიყავი დაინტერესებული. თავიდან სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობებით ვიყავი გატაცებული, თუმცა, მოგვიანებით, ტექნოს სახით ჩემს გემოვნებაში გარდამტეხი ეტაპი დადგა“ – ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტული ჟღერადობის გავლენით ZITTO-მ საკუთარი მუსიკალური კარიერა 2015 წლიდან დაიწყო. ლევან ცერცვაძე, ფსევდონიმით ZITTO თანამედროვე ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურად ყალიბდება. მისი, როგორც დიეჯის, მთავარი მახასიათებელია სივრცის და კონტექსტის სწორად დანახვა, რაც მას მსმენელთან ურთიერთობაში ძალიან ეხმარება, ის ყოველთვის ახერხებს საჭირო ჟღერადობის პოვნას. დიჯეინგის გარდა საკუთარი მუსიკის შექმნაზეც მუშაობს და როგორც თვითონ ამბობს, როდესაც სრულიად დარწმუნებული იქნება საკუთარ თავში, მას დღის სინათლეზე აუცილებლად გამოიტანს. „რა თქმა უნდა, დიჯეისთვის ბუნებრივია ჰქონდეს რაღაც იდეები დაკვრის წინ, თუმცა დაწყებისას დგება ის მომენტი, როცა მსმენელთან შემოქმედებითი კავშირის დამყარება გიწევს, რაც იმპროვიზაციას მოითხოვს. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია მსმენელის განწყობის დაჭერა და შესაფერისად მოქმედება“ – ZITTO-ს ეს მიდგომა მისი დაკვრის სტილში ნათლად ვლინდება, რის გამოც ის ბოლო თვეების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი დიჯეი გახდა და “ელექტრონავტი 2015″ დაჯილდოების ცერემონიალზე წლის დიჯეის ტიტულიც მოიპოვა.  

BASSIANI: 28.04.16

BASSIANI
  • THE GODS PLANET (CLAUDIO PRC & NESS)
  • ZITTO

BASSIANI: 22.04.16



■ ZENKER BROTHERS ■ ANDREA LIVE ■ HVL ZENKER BROTHERS: მიუნხენელი Dario და Marco Zenker-ების ტექნო დუო, ელექტრონული მუსიკის სცენაზე, დღესდღეისობით ყველაზე წარმატებული და გამორჩეული არტისტების სიაშია. დამაიმედებელი და შთამბეჭდავი სოლო კარიერის და სტუდიური ჩანაწერების პარალელურად, 2006 წელს, მათ ლეიბლი Ilian tape დააარსეს, ლეიბლმა მალევე ჩამოაყალიბა საკუთარი ჟღერადობა, რომლის მთავარი კონცეფციაც იმაში მდგომარეობს, რომ სუფთა, იდეალურ ჩანაწერებზე მნიშვნელოვანი მუსიკაში ადამიანის ემოციების ფაქტორია. Ilian tape-ზე ისეთი არტისტები გამოიცემიან, როგორიც არის: Jonas kopp, Skee Mask, Andrea, Stenny და ა.შ 2015 წელს Ilian tape -ზე მათი პირველი ალბომი Immersion გამოვიდა. Immersion მძიმე, ატმოსფერული და Zenker-ბისთვის დამახასიათებელი უნიკალური ჟღერადობით გამოირჩევა. Zenker brothers-ის შემოქმედებაში კარგად იკითხება ერთდროულად დეტროიტ ტექნოს, ჰაუსის, დაბის და ჰიპ-ჰოპის გავლენა. ANDREA: ტურინელი პროდიუსერი და DJ, ცნობილი ლეიბლის Ilian tape-ის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლი და აღმოჩენა. მისი დებიუტი Ilian tape-ზე 2012 წელს შედგა EP-ით Zero, რომელშიც შეხვდებით როგორც 90-ბის ბრეიქბითის და IDM-ის გავლენებს, ასევე თანამედროვე ჰაუსის და ტექნოს ჟღერადობას. ANDREA-ს ტრეკები და სეტები გამორჩეულია ერთდროულად როგორც მძიმე, პოსტ-ინდუსტრიული საუნდით, ასევე ემოციური, აბსტრაქტული მელოდიურობით. HVL: გიგი ჯიქია, კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი, პროდიუსერი და DJ. მისი რელიზები გამოდის ლეიბლებზე: Rough House Rosie, Housewax Records, Voyager, Perpetual Rhythms. 2013 წელს HVL- მა ელექტრონავტების მთავარი ჯილდო "წლის ელექტრონავტი" მიიღო.

BASSIANI: 22.04.16

BASSIANI
  • ZENKER BROTHERS
  • ANDREA
  • HVL
Page 7 of 11« First...56789...Last »