Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 15.04.16



■ Ø [PHASE] ■ KR!Z ბელგიური TOKEN RECORDS, რომელიც 2007 წელს, Kr!z-მა დააარსა, დღესდღეისობით ერთ-ერთი წარმატებული და გამორჩეული ტექნო ლეიბლია. Token-ის შექმნის ისტორია Kr!z-ს უკავშირდება, რომელმაც შეამჩნია, რომ მუსიკა, რომელიც მას მოსწონდა, ნაკლებად რელიზდებოდა და მის რჩეულ არტისტებს არ ეძლეოდათ საშუალება, მათი შემოქმედება კარგი ხარისხით ან ვინილებზე გამოეცათ. ლეიბლის ჟღერადობაც გარკვეულწილად მისმა მძიმე და მელანქოლიური ტექნოს მიმართ სიყვარულმა განაპირობა. Token-ზე გამოიცემა ისეთი არისტების ჩანაწერები, როგორიც არის: Inigo Kenedy, Ø [Phase], Rødhåd, Ctrls, Antigone, Xhin, Surgeon, Karenn, Go Hiyama და ა.შ Ø [PHASE] : იგივე Ashley Burchett, ინგლისელი DJ და პროდიუსერი, Token Records-ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წარმომადგენელი. 2007-წლიდან გამოსული მისი ყოველი ჩანაწერი, მათ შორის ორივე ალბომი, სწორედ ამ ლეიბლს ეკუთვნის. სადებიუტო EP 2000 წელს, ბრიტანულ ლეიბლ Cosmic Records-ზე გამოუშვა რასაც მოჰყვა რამდენიმე რელიზი Inceptive records-ზე. 2013 წელს Token-ზე გამოვიდა მისი პირველი ალბომი Frames Of Reference, რომელმაც საუკეთესო გამოხმაურება მოიპოვა. მასსში შეხვდებით მძიმე ატმოსფერულ ჟღერადობას, ემბიენტს, დეტროიტ ტექნოს გავლენებს. Burchett-ი პროფესიონალი ხმის ინჟინერია რაც ტრეკების ტექნიკურ სრულყოფილებაზე აისახება. აღსანიშნავია ასევე მისი მეორე ალბომი: Alone in Time?(2015) Ø [Phase]-ს სეტებში, სელექცია, შესრულება და მსმენელთან ინტერაქცია ერთნაირად მნიშვნელოვანია. KR!Z: ბელგიელი DJ, Token Records-ის დამაარსებელი და ცნობილი Kozzmozz-ის ღამეების რეზიდენტი. მასზე 90-ში დიდი გავლენა მოახდინა Jeff Mills-ის, Surgeon-ის და James Ruskin-ის შემოქმედებამ , სწორედ ეს გახდა Kr!z-ის შემდგომი მუსიკალური იდენტობის და მოღვაწეობის განმსაზღვრელი. მისი სეტები, რომელიც გამორჩეულია ინდივიდუალური შესრულების ტექნიკით და საუკეთესო სელექციით, წარმატებით სარგებლობს მსოფლიოს წამყვან კლუბებში და ფესტივალებზე.

BASSIANI: 15.04.16

BASSIANI
  • Ø [PHASE]
  • KR!Z

BASSIANI: 09.04.16



■ FUNCTION ■ lNLAND INFRASTRUCTURE NEW YORK- ზე, რომელიც Function-მა 1998 წელს დააარსა , 2005 წლამდე არაერთმა გამორჩეულმა რელიზმა დაიდო ბინა, დღესდღეისობით კი 9 წლიანი პაუზის შემდეგ, განახლებულ ლეიბლს, Function-თან ერთად ED Devenport(იგივე Inland) მართავს. 2014 წელს, Iinfrastructure New York - ზე გამოიცა მათი პირველი კოლაბორაციული EP - Odeon, რომელმაც გაახმოვანა ლეიბლის დაბრუნება, რასაც მოჰყვა რელიზები ისეთი არტისტებისგან როგორიც არის: Сassegrain & Tin Man, Post Scriptum, Campbell irvine და ა.შ. Iinfrastructure New York -ი, ყოველთვის საუკეთესო ხარისხის ანდერგრაუნდ ტექნოს შექმნაზე იყო ორიენტირებული, დღეს კი ამასთან ერთად, ლეიბლის ერთ-ერთ მთავარ კონცეფციას, ახალი არტისტების აღმოჩენა წარმოადგენს. FUNCTION: იგივე Dave Sumner, ანდერგრაუნდ ტექნო სცენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული ფიგურაა. ნიუ იორკელი Dj და პროდიუსერის მიღწევები საკმაოდ მრავალფეროვანია, ის Regis-თან და Silent Servant-თან ერთად წარმოადგენდა Sandwel District-ის კოლექტივს, რომელიც ელექტრონული მუსიკის ისტორიაში უკვე ჩაიწერა. მისი და Karl O'Connor (Regis)-ის კოლაბორციას წარმოადგენდა ასევე Portion Reform, ამ პრიექტით Function გახდა პირველი არაბირმინგემელი არტისტი, რომელიც Downwards Records-ზე დარელიზდა. 2007 წელს, Dave ბერლინში გადავიდა, 2013 წელს კი Sandwel district-ს გამოეყო, Berghain-ს რეზიდენტი გახდა და Ostgut Ton-ის ოჯახს შეუერთდა. ამ ლეიბლზე გამოიცა მისი სადებიუტო ალბომი Incubation(2013), რომელის შექმნაშიც Tobias.-მა მიიღო მონაწილეობა და რომელმაც საუკეთესო გამოხმაურება მოიპოვა. აღსანიშნავია ასევე Function-ის და Vatican Shadow-ს 2014 წლის ერთობლივი ნამუშევარი: Games Have Rules, რომელიც Hospital Production-ზე გამოიცა და მძიმე, ემბიენთ ჟღერადობით გამოირჩევა. INLAND: ინლისში დაბადებულ და ბერლინში გაზდილ DJ და პროდიუსერ ED Devenport-ს გამოარჩევენ როგორც მისი სეტებით, ასევე ლაივ შესრულებით. ის დღესდღეისობით Functon-ის ყველაზე მნიშვნელოვანი კოლაბორატორია და Iinfrastructure New York-თან ერთად, ლეიბლს Counterchange Recordings-ს უძღვება, სწორედ ამ ლეიბლზე გამოვიდა მისი 2016 წლის რელიზი: Foodstone.

BASSIANI: 09.04.16

BASSIANI
  • FUNCTION
  • INLAND

BASSIANI: 02.04.16



■ JOHN TALABOT ■ JOB JOBSE JOHN TALABOT: ესპანელ DJ და პროდიუსერ John Talabot-ს, პირველი აღიარება, 2009 წელს, მისივე დაარსებულ ლეიბლ Hivern Discs-ზე გამოსულმა ტრეკმა "Sunshine" მოუტანა. მას შემდეგ როგორც მისი მუსიკა, ასევე სეტები, დიდი წარმატებით სარგებლობს და ჟღერს მსოფლიოს საუკეთესო კლუბებში და ფესტივალებზე. Talabot-ის შემოქმედება მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული გერმანულ ლეიბლთან Permanent Vacation, აქ გამოიცა როგორც მისი პრიველი EP, ასევე სადებიუტო ალბომი: ƒIN(2012), რომელშიც შეხვდებით როგორც ჰაუსს, ასევე დისკოსა და ინდი პოპს, ჟღერადობა კი ერთდროულად მხიარული და მელანქოლიურია. აღსანიშნავია Talabot-ის შექმნილი რემიქსები ისეთი ბენდებისთვის როგორიც არის:The XX, Teengirl Fantasy, Hot Chip, ასევე მისი კოლაბორაციული პროექტები Axel Boman-თან და Pional-თან. JOB JOBSE: ამსტერდამში დაბადებული და გაზრდილი Job Jobse კლუბ TROW-ის რეზიდენტი და ცნობილი ლეიბლის Life And Death-ის მენეჯერია. მისი კარიერის დასაწყისი მშობლიურ ქალაქს და Club 11-ს უკავშირდება, ასევე ბერლინურ ლეიბლ Innervision-ს, სადაც ის გარკვეული დროით სტაჟიორიც იყო. Jobse-ს სეტები, რომლებიც დღეს დიდი წარმატებით სარგებლობს, გამორჩეულია დიფ ჰაუსის და დისკოს სინთეზით და ორიგინალური სელექციით.

BASSIANI: 02.04.16

BASSIANI
  • JOHN TALABOT
  • JOB JOBSE

BASSIANI: 26.03.16



RYAN ELLlOTT : დეტროიტელი DJ და პროდიუსერი Ryan Elliott-ის შემოქმედება ყველაზე მეტად მის მშობლიურ ქალაქს და ბერლინს უკავშირდება. ის Ostgut Ton-ის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი და კლუბ Berghain-ის რეზიდენტია. კარიერის ადრეულ ეტაპზე დეტროიტში მოღვაწეობდა, 2009 წელს კი ბერლინში გადავიდა, რომ მაქსიმალურად მოეხდინა ფოკუსირება დიჯეინგზე და საკუთარი ჟღერადობის ჩამოყალიბებაზე. მისი სადებიუტო, ორ ტრეკიანი EP-ი: Rocksteady 2011 წელს, Ostgut Ton-ზე გამოიცა, რასაც მოჰყვა რელიზები ისეთ ლეიბლებზე, როგორიც არის: Spectral Sound, Bass Culture Records, Restoration Records. Elliott-ის სეტები ყოველთვის განსხვავებული და დასამახსოვრებელია თავისი ბასზე ორიენტირებული საუნდით, მძიმე ტექნოს ჰაუსთან სინთეზით და სელექციით, რომელსაც უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. HVL: გიგი ჯიქია, კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი, პროდიუსერი და DJ. მისი რელიზები გამოდის ლეიბლებზე: Rough House Rosie, Housewax Records, Voyager, Perpetual Rhythms. 2013 წელს HVL- მა ელექტრონავტების მთავარი ჯილდო "წლის ელექტრონავტი" მიიღო.  

BASSIANI: 26.03.16

BASSIANI
  • RYAN ELLIOTT
  • HVL

BASSIANI: 18.03.16



■ EFDEMIN ■ ZlTTO EFDEMIN: ბერლინელი პროდიუსერი და DJ, ლეიბლის Naif Records დამფუძნებელი. ელექტრონული მუსიკის სცენაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა. Efdemin-მა განათლება ვენის კომპიუტერული მუსიკის ინსტიტუტში მიიღო, სწავლის დროს ხშირად აწყობდა აუდიო ინსტალაციებს და მუშაობდა ოპერის ვოკალისტებთან ერთად. ბერლინში დაბრუნების შემდეგ მუსიკალური ჟურნალისტიკით იყო დაკავებული. მუსიკალური კარიერა 1999 წელს დაიწყო, ხოლო 2007 წელს, მისივე ფსევდონიმის სახელწოდების მქონე ალბომი Dial Records-ზე გამოსცა. მისი სახელი დაკავშირებულია Berghain/ PanoramaBar-თან, როგორც ამ კლუბის რეზიდენტმა მალევე მოიპოვა დაფასება ადგილობრივ მსმენელში. Efdemin-ის მუსიკალური გემოვნება დიდწილად ამერიკული გავლენებით არის გაჯერებული, კლასიკური დეტროიტ, ჩიკაგო ჰაუსის ბითებით, 2010 წელს გამოშვებულ ალბომს, ჰაუსის მშობელი ქალაქის სახელი, “Chicago” უწოდა. ZITTO: იგივე ლევან ცერცვაძე, კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი DJ. მისი სეტები ყოველთვის გამოირჩევა საინტერესო, მრავალფეროვანი სელექციით და დახვეწილი ტექნიკით.

BASSIANI: 18.03.16

BASSIANI
  • EFDEMIN
  • ZITTO

BASSIANI: 12.03.16



■ GIORGIO GIGLI ■ BOYD SCHlDT GIORGIO GIGLI: პროდიუსერი და DJ, იტალიური ტექნო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი. მისი კარიერის მნიშვნელოვანი ეტაპი იტალიურ ლეიბლ Elettronica Romana-სთან თანამშრომლობით დაიწყო, Donato Dozzy-სთან კოლაბორაციით Chiki Disco EP, რომელიც 2004 გამოვიდა. Elettronica Romana-ს უკავშირდება მისი მომდევნო სამი რელიზიც. 2009 წელს Gigli-მ Obtane-სთან ერთად საკუთარი ლეიბლი Zooloft დააარსა და აქ განაგრძო მოღვაწეობა. აღსანიშნავია Gigli-ს კოლაბორაციები: Donato Dozzy, Obtane, Dino Sabatini , Ness და Brendon Moeller-თან. მისი რელიზები გამოიცემა ისეთ ლეიბლებზე როგორიც არის: Prologue, M_Rec LTD, Electric Deluxe, Att Series და ა.შ. 2015 წელს გამოვიდა Gigli-ს სადებიუტო ალბომი The Right Place Where Not To Be(Electric Deluxe), რომელიც იტალიური ტექნოს დარქ ემბიენტ ჟღერადობით გამორჩევა. Giorgio Gigli სეტების მძიმე ინდუსტრიული საუნდი ახასიათებს, რომელშიც კარგად გამოიხატება მისი ემბიენტ მუსიკისადმი სიყვარული. ტრეკების სელექცია ყოველთვის გამსხვავებული და საინტერესოა და კონცეპტუალურად ვითარდება. BOYD SCHIDT: პროდუსერი და DJ. ტექნო დუო Greenbeam & Leon-ის მეორე ნახევარი. მისი ტრეკი Morning Utopia ლეიბლ Studio R-ზე ისეთ არტისტებთან გამოვიდა როგორებიც არიან Fred P, Hakim Murphy და Brendon Moeller.

BASSIANI: 12.03.16

BASSIANI
  • GIORGIO GIGLI
  • BOYD SCHlDT

BASSIANI: 04.03.16



■ TAKAAKl ITOH ■ ZITTO ■ INDYEXX LIVE ■ KOZMANA TAKAAKl ITOH: იაპონელი DJ და პროდიუსერი, ლეიბლის Wols დამაარსებელი. ITOH, რომელიც ელექტრონული მუსიკის განსხვავებულ მიმდინარეობებში მოღვაწეობდა, დღესდღეისობით ტექნო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგნელია. მის სახელს უკავშირებენ იაპონური ანდერგრაუნდ ტექნოს განვითარებას. Takaaki Itoh-ს დისკოგრაფია საკმაოდ მრავალრიცხოვანია და გამოდის ისეთ ლეიბლებზე, როგორიც არის Modularz, Wols, Planet Rhythm Records და ა.შ. მან ასევე გამოსცა 3 რელიზი პროექტით Yarda. მის სეტებში, რომელსაც მძიმე ატმოსფერული ჟღერაობა ახასიათებს, კარგად ჩანს არტისტის გამორჩეული სტილი და მუსიკალური ორიენტაცია. ZITTO: იგივე ლევან ცერცვაძე, კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი DJ. მისი სეტები ყოველთვის გამოირჩევა საინტერესო, მრავალფეროვანი სელექციით და დახვეწილი ტექნიკით. INDYEXX: იგივე რეზო ღლონტი, ქართველი პროდიუსერი. რეზო ღლონტის ეკუთვნის პროექტი Aux Field, ის ასევე არის დუო Datagramma-ს წევრი. მისი მუსიკა შეიცავს ემბიენტის, ტექნოს და კლასიკური მუსიკის ელემენტებს. KOZMANA: სანდრო კოზმანაშვილი, ქართველი DJ და პროდიუსერი, 2014 წლის "ელექტრონავტების" გამარჯვებული, ჯგუფ 3SULI-ს და პროექტის SOULVENT წევრი. გამოირჩევა დინამიური სეტებით.

BASSIANI: 04.03.16

BASSIANI
  • TAKAAKI ITOH
  • ZITTO
  • INDYEXX
  • KOZMANA

BASSIANI: 02.03.16



■ RØDHÅD ■ TIJANA T RØDHÅD: გერმანელმა DJ და პროდიუსმა Mike Bierbach-მა, თავისი მზარდი პოპულარობით, ძალიან მცირე დროში მოახდინა გარღვევა ბერლინის ტექნო სცენაზე და ამავდროულად ეს მის შემოქმედების ხარისხზე და კონტენტზე მხოლოდ დადებითად აისახა. 90-ბის დასასრულს, ბერლინის გარეუბნებში, ფართების სერიებს უწევდა ორგანიზებას, რაც 2009 წელს კლუბ Dystopian-ის გახსნით გაგრძელდა. რეზიდენტობა Rødhåd-მა საკუთარ თავზე აიღო და კლუბის ლეგენდარული ღამეების მთავარი შემოქმედი გახდა. მისი სეტები, რომლებიც იდეალურ ტექნიკურ შესრულებასთან ერთად გამოირჩევა ღრმა, ძლიერი და მელანქოლიური დაბ ტექნოს ჰაუსთან სინთეზით, სწრაფად აღიარეს მსოფლიოს წამყვანმა კლუბებმა და ფესტივალებმა. Rødhåd-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარია ლეიბლი Dystopian, რომელიც 2012 წელს დააარსა და პირველი, მისი სადებიუტო EP-ი Blindness გამოსცა. Dystopian-ზე თავი მოიყარეს ისეთმა არტისტებმა როგორებიც არიან: Recondite, Ø [Phase], Alex.Do, Distant Echoes, Ron Albrecht, Felix K და ა.შ ასევე აღსანიშნავია Rødhåd-ის თანამშრომლობა ცნობილ ლეიბლთან Token , რომელსაც მისი 2 გამორჩეული EP (Spomeniks, Haumea) უკავშირდება. TIJANA T: სერბი DJ Tijana Todorovic ბელგრადის ტექნო სცენის ერთ-ერთი ცნობილი და წარმატებული წარმომადგენელია, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ის ასევე არის ვოკალისტი და მუსიკალური ჟურნალისტი. მისი სეტები გამოირჩევა ენერგიული და ქარიზმატული შესრულებით, დახვეწილი ტექნიკით და საინტერესო სელექციით.

BASSIANI: 02.03.16

BASSIANI
  • RØDHÅD
  • TIJANA T

BASSIANI: 26.02.16



■ KOBOSIL ■ HVL KOBOSIL: გერმანელი ტექნო DJ და პროდიუსერი Max Kobosil, Ostgut Ton-ის ოჯახის წევრი და კლუბ Berghain-ის რეზიდენტია. პირველი ტრეკი, რომელმაც აღიარება მოუტანა იყო 2013 წელს გამოსული Barker & Baumaker -ის რემიქსი, რასაც მოჰყვა დამოუკიდებლად გამოცემული EP-ი RK3 და Ostgut-ის სუბლეიბლის(Unteron) ოთხ ტრეკიანი რელიზი. მისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი 2014 წლიდან იწყება, როდესაც Max-ი Ostgut Ton-ის და Marcel Dettmann Records-ის ერთ-ერთ წარმატებულ და იმედისმომცემ წარმომადგენლად ითვლება. 2016 წლის დასაწყისში O-ton-ზე გამოვიდა Kobosil-ის სადებიუტო ალბომი We Grow, You Decline , რომელიშიც კარგად არის გამოხატული არტისტის მუსიკალური არჩევანი და ჟღერადობა. Kobosil-ის მუსიკა, რომელიც მძიმე ატმოსფერული და ემბიენთ ჟღერადობით ხასიათდება, გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა ბერლინის ტექნო სცენაზე. მის სეტებში, რომელიც ერთდროულად ემოციური და ექსპრესიულია, კლასიკურ ტექნოსთან ერთად ბევრი სიახლის მოსმენაც არის შესაძლებელი. HVL: გიგი ჯიქია, კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი, პროდიუსერი და DJ. მისი რელიზები გამოდის ლეიბლებზე: Rough House Rosie, Housewax Records, Voyager, Perpetual Rhythms. 2013 წელს HVL- მა ელექტრონავტების მთავარი ჯილდო "წლის ელექტრონავტი" მიიღო.

BASSIANI: 26.02.16

BASSIANI
  • KOBOSIL
  • HVL

BASSIANI: 19.02.16



■ DJ NOBU ■ AUX FIELD LIVE ■ ZITTO DJ NOBU: პროდიუსერი და DJ, იაპონური ტექნო სცენის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, ლეიბლის Bitta დამაარსებელი და Future Terror-ის ფართების სერიის ორგანიზატორი. Nobu-ს სახელს ხშირად უკავშირებენ იაპონური ანდერგრაუნდ ტექნოს განვითარებას, ამავდროულად მისი ტრეკები და სეტები წარმატებულია მსოფლიო მასშტაბით. აღსანიშნავია მისი და IORI-ს კოლაბორაციული EP - Draw/ Untitled, ასევე სადებიუტო ალბომი Diary, რომელიც 2008 წელს გამოვიდა. DJ Nobu-ს სეტები ეკლექტური და მრავალფეროვანია და ტექნოს ბევრ განსხვავებულ მიმართულებას მოიცავს. მისი თქმით არ არსებობს DJ-ზე რთული სამუშაო, თუმცა ამ საქმის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. AUX FIELD : იგივე რეზო ღლონტი, ქართველი პროდიუსერი. 2015 წელს, პროექტით Aux Field გამოუშვა სადებიუტო ალბომი Imaginary Layers, მექსიკურ ლეიბლზე Umor Rex. ალბომმა, რომელსაც ემბიენტ და ექსპერიმენტული ჟღერადობა ახასიათებს, დადებითი გამოხმაურება მოიპოვა. რეზო ღლონტს, როგორც ლაივ შემსრულებელს, BASSIANI-ს მსმენელი იცნობს პროექტით Indyexx, ის ასევე არის დუო Datagramma-ს წევრი. Aux Field-ის ლაივებში შეხვდებით როგორც ემბიენტს, ტექნოს და დაბს, ასევე კლასიკური მუსიკის ელემენტებს. ZITTO: კლუბ BASSIANI-ის რეზიდენტი დიჯეი, რომელიც ადგილობრივ ტექნო სცენაზე საუკეთესო სეტებით გამოირჩევა.

BASSIANI: 19.02.16

BASSIANI
  • DJ NOBU
  • AUX FIELD
  • ZITTO

BASSIANI: 12.02.16



BASSIANI: ■ FRANK & TONY ■ HVL FRANK & TONY: ბრუკლინელი არტისტების FRANCIS HARRIS და ANTHONY COLLINS-ის კოლაბორციაა, რომელიც 2011 წლიდან იღებს სათავეს და დღესდღეობით ერთ-ერთი წარმატებულ DEEP HOUSE პროექტად ითვლება. მათ ერთობლივ მოღვაწეობას უკავშირდება ლეიბლის SCISSOR AND THREAD დაარსება, სადაც FRANK & TONY-ს ტრეკების უმეტესობა გამოიცემა. 2014 წელს გამოვიდა FRANK & TONY-ს სადებიუტო ალბომი YOU GO GIRL, რომელსაც DEEP HOUSE-ს ჟანრში წლის საუკეთესო ნამუშევრებში მოიხსენიებენ. კოლაბორაციებიდან აღსანიშნავია მათი და თანამედროვე ჰაუს სცენაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და უნიკალური ფიგურის, DJ SPRINKLES-ის (იგივე TERRE THAEMLITZ ) ერთობლივი ნამუშევარი - COMPANION. FRANK & TONY -ს წევრები ასევე არიან კლუბის "THE PANTHER ROOM" რეზიდენტები. დუოს წევრების აზრით, მსმენელთან ურთიერთობით დიდ შთაგონებას იღებენ, რადგან ჰაუსი მათთვის ყოველთვის იყო ადამიანების მიმართ სოლიდარობის ანარეკლი. ასევე საინტერესოა FRANCIS HARRIS და ANTHONY COLLINS-ის სოლო შემოქმედება და პროექტები. HVL: კლუბ BASSIANI-ის და HOROOM-ის რეზიდენტის, გიგი ჯიქიას პროექტი. მსმენელი მას OKINAWA LIFESTYLE-დან იცნობს, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და 5 რელიზის გამოცემაც მოასწრო. მისი სოლო კარიერა 2013 წელს, კიოლნში დაარსებულ პლატფორმა ROUGH HOUSE ROSIE-ზე DEEP SURVEY EP-ით დაიწყო, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მალევე მოჰყვა რელიზი FLATS ლეიბლზე VOYAGER. 2013 წელს ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე HVL წლის ელექტრონავტად დასახელდა. 2 წლის შემდეგ, ROUGH HOUSE ROSIE-ზე იგი ახალი რელიზით LUCKY STAR OF HIGH MINDED EP-ით დაბრუნდა, ხოლო მისი უკანასკნელი PERSONA NON GRATA EP გასულ წელს გამოვიდა ლეიბლზე LINEAR MOVEMENT. BASSIANI RECORDS-ზე გამოცეულმა ეისიდ-ტექნო ჟღერადობის ტრეკმა – ELEGANCE WITHIN THE CHAOS მოკლე დროში მოახერხა აღიარების მოპოვება. HVL-ის მუსიკის რომელიმე კონკრეტულ ჟანრში მოქცევა რთულია, რადგან იგი მუდმივად ეძებეს სიახლეებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. დღესდღეობით HVL ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და წარმატებული არტისტია.

BASSIANI: 12.02.16

BASSIANI
  • FRANK & TONY
  • HVL

BASSIANI: 05.02.16



■ ABDULLA RASHIM ■ VARG LIVE ■ ROOKAS NORTHERN ELECTRONICS: ბოლო დროის ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული ლეიბლი, რომელიც 2013 წელს შვედმა პროდიუსერმა ABDULLA RASHIM-მა სტოკჰოლმში დააარსა. ლეიბლის პირველი რელიზი VARG-ის MISANTROPEN იყო, რომელსაც გამოსვლისთანავე დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. NORTHERN ELECTRONICS-მა სწრაფად მოახერხა შეექმნა ტექნოს სრულიად განსხვავებული ჟღერადობა და კონცეფცია. ლეიბლზე შეხვდებით როგორც მძიმე, ტრდიციულ ტექნოს, ასევე ექსპერიმენტული, მელანქოლიური ჟღერადობის მატარებელ მუსიკას. NORTHERN ELECTRONICS-ის შოუქეისები დიდი წარმატებით სარგებლობს თანამედროვე ტექნო სცენაზე, რომელთა შორის აღსანიშნავია მათი BERLIN ATONAL-ზე წარმოდგენილი ლაივ შესრულება. ერთნაირად საინტერესოა ლეიბლის არტისტების სოლო პროექტები და კოლაბორაციები: ULWHEDNAR (ABDULLA RASHIM, VARG), SARS & AR (FÖDD DÖD, ABDULLA RASHIM) და ა.შ. VARG: იგივე JONAS RÖNNBERG, შვედი პროდიუსერი და მუსიკოსი. NORTHERN ELECTRONICS-ის ოჯახის ყველაზე გამორჩეული და მრავალფეროვანი წევრი. მისი მძიმე, ექსპერიმენტული, ემბიენთ ტექნო დატვირთულია ისტორიული მოვლენებითა და პოსტმოდერნული კონცეფციებით. აღსანიშნავია მისი პროექტები: D.Å.R.F.D.H.S., ULWHEDNAR, FÖDD DÖD. RÖNNBERG-ის რელიზები გამოდის ისეთ ლეიბლებზე, როგორიც არის: NORTHERN ELECTRONICS, FIELD RECORDS, OPAL TAPES, SEMANTICA, POSH ISOLATION. 2015 წელს VARG-ის პროექტით 4 სტუდიური ალბომი გამოუშვა, მათ შორის ორი, URSVIKEN და STORY OF K ლეიბლზე NORTHERN ELECTRONICS. ამავე წელს გამოუშვა 6 ალბომი სხვადასხვა ლეიბლებზე პროექტით D.Å.R.F.D.H.S. ABDULLA RASHIM: შვედი პროდიუსერი და DJ. ლეიბლების ABDULLA RASHIM RECORDS და NORTHERN ELECTRONICS დამაარსებელი. სადებიუტო EP-ი 2011 წელს გამოუშვა და კრიტიკოსების მხრიდან აღიარება მოუტანა.. განსაკუთრებული ყურადღებმა მისმა სადებიუტო ალბომმა UNANIMITY- მ დაიმსახურა რომელიც 2014 წელს, NORTHERN ELECTRONICS - ზე გამოვიდა, წარმატებულია მისი ბოლო ალბომიც SHELL OF SPEED. მისი ტრეკები და სეტები გამოირჩევა ცივი, მძიმე, ატმოსფერული ჟღერადობით. ROOKAS: ლიტველი DJ და პრომოუტერი. 2015 წელს გამოუშვა კომპილაცია, რომელიც NORTHERN ELECTRONICS-ის რელიზების მიქსს წარმოადგენს და წარმოაჩენს ლეიბლის ორ მხარეს: ექსპერიმენტულ / ემბიენთ და ტექნო / კლუბზე ორიენტირებულ ჟღერადობებს.

BASSIANI: 05.02.16

BASSIANI
  • ABDULLA RASHIM
  • VARG
  • ROOKAS
Page 8 of 11« First...678910...Last »