DONATE
To help retain BASSIANI / HOROOM & HOROOM NIGHTS team and venue, to prepare a legal battle and stop the state oppression.

BASSIANI / HOROOM და HOROOM NIGHTS გუნდის დასახმარებლად, სივრცის შესანარჩუნებლად, სამართლებრივი დავების დასაწყებად და სახელმწიფოს მხრიდან ჩაგვრის აღსაკვეთად.

BASSIANI: 09.06.17



OSCAR MULERO: ესპანელი პროდიუსერი და DJ, მადრიდის ტექნო სცენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. დაკვრა 80-იანების დასასრულს, მშობლიურ ქალაქში დაიწყო, ძირითადად ექსპერიმენტულ კლუბებში ერთმანეთისგან განსხვავებული ჟანრის მუსიკას უკრავდა. შემდეგი ნაბიჯი კი მადრიდის ლეგენდარული კლუბი New World აღმოჩნდა. Oscar-ის კარიერის ყველაზე საინტერესო ეტაპის დასაწყისი 1996 წელს და ფესტივალ Sónar Festival-ს უკავშირდება, როდესაც მისი სეტი Jeff Mills, Laurent Garnier და Richie Hawtin-ის გვერდით გაჟღერდა, მისი უნიკალური ტექნიკა და სელექცია კი მსოფლიო მასშტაბით გახდა ცნობილი. 1998 წელს პირველი ჩანაწერი/მიქსი, About Discipline And Education გამოსცა, რომელშიც შესული იყო: Jeff Mills, Surgeon, Luke Slater (OFFICIAL), Joey Beltram, Regis და სხვა ცნობილი არტისტების ტრეკები. გამოშვებული აქვს 4 ალბომი და ორმოცამდე EP, ისეთ ლეიბლებზე, როგორიც არის მისივე დაარსებული Pole Recordings (2004) და Warm Up Recordings (2000), ასევე DETROIT UNDERGROUND, Tresor, Token Records, Semantica Records, Modularz, Mord Records და ა.შ. აღსანიშნავია მისი DJ სეტების სერია Light & Dark AV Set, რომელიც აუდიო-ვიზუალურ გამოცდილებას ქმნიდა. Oscar Mulero (oficial)-ს ალტერ ეგოს მისი პროექტი Dr.Smoke წარმოადგენს, რომელიც ძირითადად ელექტრონიკაზე, დაბზე და IDM-ზე არის ორიენტირებული. ZITTO: “მუსიკით ადრეული ასაკიდან ვიყავი დაინტერესებული, სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობებიით ვიყავი გატაცებული, თუმცა, მოგვიანებით, ტექნოს სახით ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპი დადგა“ – ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტული ჟღერადობის გავლენით ZITTO-მ საკუთარი მუსიკალური კარიერა 2015 წლიდან დაიწყო. ლევან ცერცვაძე, ფსევდონიმით ZITTO, ქართველი დიჯეია, რომელიც თანამედროვე ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურად ყალიბდება. მისი, როგორც DJ-ის, მთავარი მახასიათებელია სივრცის და კონტექსტის სწორად დანახვა, რაც მას მსმენელთან ურთიერთობაში ძალიან ეხმარება. ZITTO-ს სეტები ძირითადად ჰიპნოტურ და ატმოსფერულ ტექნოზე ფოკუსრიდება, თუმცა კონკრეტული მომენტის გათვალისწინებით, ის ყოველთვის ახერხებს საჭირო ჟღერადობის პოვნას. DJ-ინგის გარდა საკუთარი პროდუქციის შექმნაზეც მუშაობს და როგორც თვითონ ამბობს, როდესაც სრულიად დარწმუნებული იქნება საკუთარ თავში, მას დღის სინათლეზე აუცილებლად გამოიტანს. „რა თქმა უნდა, DJ-ისთვის ბუნებრივია, ჰქონდეს კონკრეტული იდეები დაკვრის წინ, თუმცა დაწყებისას დგება ის მომენტი, როდესაც მსმენელთან შემოქმედებითი კავშირის დამყარება გიწევს, რაც იმპროვიზაციას მოითხოვს. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია მსმენელის განწყობის დაჭერა და შესაფერისად მოქმედება“ – ZITTO-ს ეს მიდგომა მისი დაკვრის სტილში ნათლად ვლინდება, რის გამოც ის ბოლო თვეების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი DJ გახდა და “ელექტრონავტი 2015″ დაჯილდოების ცერემონიალზე წლის DJ-ის ტიტულიც მოიპოვა. GRANT: პროდიუსერი და DJ ლოს-ანჯელესიდან, თანამედროვე დიფ ჰაუს სცენის გამორჩეული წარმომადგენელი. ლეიბლის Lauren Bacall თანადამაარსებელი სადაც მისი ჩანაწერების უმრავლესობა გამოიცემოდა. 2016 წელს კი GRANT Lobster Theremin-ს შეუერთდა და მის სუბლეიბლზე MORK წლის ერთ-ერთი აღსანიშნავი ალბომი გამოსცა - “Cranks”, რომელიც 90’ის UK ჰაუსისა და ამერიკის დასავლეთ სანაპიროს ჰაუს ჟღერადობის იდეალურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. 2017 წელს Grant-მა ახალი იმპრინტი შექმნა, რომელიც სადებიუტო რელიზით GRANT001-თ წარმოადგინა. Kvanchi: DJ და პროდიუსერი, BASSIANI Records-ის A&R და HOROOM-ის რეზიდენტი.მუსიკით 13-14 წლის ასაკში დაინტერესდა, როდესაც კლასიკური როკის ჩანაწერების შეგროვება დაიწყო. თუმცა, წლების შემდეგ, ელექტრონული ჟღერადობის მქონე სხვადასხვა არტისტების გავლენით, მისი მუსიკალური მიმართულება გარკვეულწილად შეიცვალა. ადრეულ წლებში მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა დეტროიტის, ჩიკაგოს და ნიუ იორკის სცენებისთვის დამახასიათებელი ჟღერადობა, რაც მისი მუსიკალური საქმიანობის ერთ-ერთი განმსაზღვრელიც აღმოჩნდა.“ჩემთვის DJ-ინგი არის განსხვავებულ სიტუაციებში მუსიკის საშუალებით მსმენელისთვის სხვადასხვა ემოციების ისე გადაცემის უნარი, რომ გათვალისწინებული იყოს გარემოს სპეციფიკაც” – Kvanchi ამჟამად HOROOM-ის რეზიდენტია და როგორც თვითონ აღნიშნავს, ეს მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. მისი აზრით, რეზიდენტისთვის აუცილებელია მრავალფეროვნება, რათა მსმენელისთვის გარკვეული სიახლის შეთავაზება მუდმივად შეძლოს. DJ-ინგის და მუსიკის წერის პარალელურად თორნიკე კვანჭიანი ლეიბლ BASSIANI Records-ის მენეჯმენტშიც არის ჩართული, რაც მას საშუალებას აძლევს კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს ახალი და საინტერესო ჟღერადობების თუ არტისტების ძიებაში.

BASSIANI: 09.06.17

BASSIANI
  • OSCAR MULERO
  • ZITTO
HOROOM
  • GRANT
  • KVANCHI

BASSIANI: 03.06.17



HOROOM: K-HAND | KVANCHI | VAKHO K-HAND: იგივე Kelli Hand, ამერიკელი პროდიუსერი და DJ, ლეიბლის Acacia Records-ის(ყოფილი UK House Records) დამაარსებელი, დეტროიტის ტექნო და ჰაუს სცენის ერთ-ერთი ყველაზე დასაფასებელი და გამორჩეული წარმომადგენელია. მისი უნიკალურ ხმოვანებაზე განსაკუთრებული გავლენა ჩიკაგოს და ნიუ იორკის ჟღერადობამ იქონია, მშობლიური ქალაქიდან კი მთავარ ინსპირაციას JEFF MILLS და UR წარმოადგენდნენ. თითქმის 30 წლიანი მუსიკალური კარიერის მანძილზე Kelli-ს ჩანაწერები გამოიცემოდა ლეიბლებზე: !K7 Records, Tresor, Warp Records, Ausfahr და Acacia Records, 2015 წელს კი ის Nina Kraviz-ის трип-ს შეუერთდა, რომელზეც საინტერესო და აღიარებული ესიდ ჟღერადობის კომპოზიციები გამოუშვა. Ben Klock-ის, Laurent Garnier-ის, Nina Kraviz -ის და Ryan Elliott-ის ფავორიტი დიჯეის Kelli Hand-ის სეტებში როგორც ფანქით და სოულით შთაგონებულ ემოციურ ჰაუსს, ასევე ესიდს, ტექნოს და დისკოს მოისმენთ. KVANCHI: DJ და პროდიუსერი, BASSIANI Records-ის A&R და HOROOM-ის რეზიდენტი.მუსიკით 13-14 წლის ასაკში დაინტერესდა, როდესაც კლასიკური როკის ჩანაწერების შეგროვება დაიწყო. თუმცა, წლების შემდეგ, ელექტრონული ჟღერადობის მქონე სხვადასხვა არტისტების გავლენით, მისი მუსიკალური მიმართულება გარკვეულწილად შეიცვალა. ადრეულ წლებში მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა დეტროიტის, ჩიკაგოს და ნიუ იორკის სცენებისთვის დამახასიათებელი ჟღერადობა, რაც მისი მუსიკალური საქმიანობის ერთ-ერთი განმსაზღვრელიც აღმოჩნდა.“ჩემთვის DJ-ინგი არის განსხვავებულ სიტუაციებში მუსიკის საშუალებით მსმენელისთვის სხვადასხვა ემოციების ისე გადაცემის უნარი, რომ გათვალისწინებული იყოს გარემოს სპეციფიკაც” – Kvanchi ამჟამად HOROOM-ის რეზიდენტია და როგორც თვითონ აღნიშნავს, ეს მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. მისი აზრით, რეზიდენტისთვის აუცილებელია მრავალფეროვნება, რათა მსმენელისთვის გარკვეული სიახლის შეთავაზება მუდმივად შეძლოს. DJ-ინგის და მუსიკის წერის პარალელურად თორნიკე კვანჭიანი ლეიბლ BASSIANI Records-ის მენეჯმენტშიც არის ჩართული, რაც მას საშუალებას აძლევს კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს ახალი და საინტერესო ჟღერადობების თუ არტისტების ძიებაში. VAKHO: DJ. Vodkast Records Shop-ისა და ლეიბლის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი.

BASSIANI: 03.06.17

BASSIANI
HOROOM
  • K-HAND
  • KVANCHI
  • VAKHO

BASSIANI: 02.06.17



BASSIANI / HOROOM: RØDHÅD | JP ENFANT | HVL | HAMATSUKI RØDHÅD: გერმანელმა DJ-იმ და პროდიუსერმა, Mike Bierbach-მა მზარდი პოპულარობით ძალიან მცირე დროში მოახდინა ბერლინის ტექნო სცენაზე გარღვევა და ამავდროულად, ეს მის შემოქმედების ხარისხზე და შინაარსზე მხოლოდ დადებითად აისახა. 90’ის დასასრულს ბერლინის გარეუბნებში Rødhåd ფართების სერიებს უწევდა ორგანიზებას, რაც 2009 წელს კლუბ Dystopian-ის გახსნით გაგრძელდა. რეზიდენტობა Rødhåd-მა საკუთარ თავზე აიღო და კლუბის ლეგენდარული ღამეების მთავარი შემოქმედი გახდა. მისი სეტები იდეალური ტექნიკური შესრულებით, ღრმა, ძლიერი და მელანქოლიური დაბ ტექნოს ჰაუსთან სინთეზით გამოირჩევა და სწრაფად მოიპოვა აღიარება მსოფლიოს წამყვან კლუბებსა და ფესტივალებზე. Rødhåd-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარია ლეიბლი Dystopian, რომელიც 2012 წელს დააარსა და სადებიუტო EP-ი 1984 გამოსცა. Dystopian-ზე თავი მოიყარეს ისეთმა არტისტებმა, როგორებიც არიან: Recondite, Ø [Phase], Alex.Do, Distant Echoes, Ron Albrecht, Felix K და ა.შ . აღსანიშნავია Rødhåd-ის თანამშრომლობა ცნობილ ლეიბლთან Token , რომელსაც მისი 2 გამორჩეული EP (Spomeniks, Haumea) უკავშირდება. 2017 წელს Rødhåd-მა BASSIANI / HOROOM-ში გამართულ საქართველოში პირველ ოფიციალურ Boiler Room-ში მიიღო მონაწილეობა. JP ENFANT: იგივე Jan Pieter Kind ჰოლანდიელი პროდიუსერი, DJ, პრომოუტერი და ლეიბლის მენეჯერი, ამსტერდამის საკლუბო სცენის გამორჩეული წარმომადგენელი. მისი ჩანაწერები გამოდის ლეიბლებზე A.r.t Less და LET Recordings.“ვცდილობ ჩემი სელექცია იყოს ბუნდოვანი, შთამაგონებელი, სექსუალური და ზოგჯერ ბრუტალური, რადგან მსურს ჩემს სეტებზე მსმენელები არა მხოლოდ ცეკვავდნენ, არამედ თავს კარგავდნენ.“ HVL - კლუბის BASSIANI/HOROOM რეზიდენტის, გიგი ჯიქიას პროექტი. მსმენელი მას Okinawa Lifestyle-დან იცნობს, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და 5 რელიზის გამოცემაც მოასწრო. მისი სოლო კარიერა 2013 წელს, კიოლნში დაარსებულ პლატფორმა Rough House Rosie-ზე Deep Survey EP-ით დაიწყო, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მალევე მოჰყვა რელიზი ლეიბლ Voyager-ზე, სახელად Flats. 2013 წელს ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე HVL წლის ელექტრონავტად დასახელდა. 2 წლის შემდეგ, Rough House Rosie-ზე იგი ახალი რელიზით Lucky Star Of High Minded EP-ით დაბრუნდა, ხოლო მისი უკანასკნელი Persona Non Grata EP 2016 წლის თებერვალში გამოვიდა Linear Movement-ზე. BASSIANI RECORDS-ზე გამოცეულმა ეისიდ-ტექნო ჟღერადობის ტრეკმა – Elegance Within The Chaos მოკლე დროში მოახერხა აღიარების მოპოვება. HVL-ის მუსიკის რომელიმე კონკრეტულ ჟანრში მოქცევა რთულია, რადგან იგი მუდმივად ეძებეს სიახლეებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. დღესდღეობით HVL ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და წარმატებული ქართველი არტისტია. HAMATSUKI - მამუკა ცხადაიას პროექტი, რომელიც HOROOM-ის ოთახის და ამავე სახელწოდების ქვიარ ივენთების სერიის რეზიდენტი DJ-ია. მას მსმენელი პროექტ Slime Quest-დანაც იცნობს. მამუკას პირველი მნიშვნელოვანი მუსიკალური შთაბეჭდილებები J Dilla-ს და ზოგადად ჰიპ-ჰოპ კულტურას უკავშირდება, რამაც მის მუსიკალურ გემოვნებაზე დიდი გავლენა იქონია. ელექტრონული მუსიკით კი იგი პირველად DJ Sprinkles-ის მოსმენის შემდეგ დაინტერესდა, მისთვის განსაკუთრებით ინსპირაციული აღმოჩნდა ლეიბლების Scissor and Thread და Lobster Theremin ჟღერადობა, რაც მოგვიანებით HAMATSUKI-ს კომპოზიციებზეც აისახა. “ ჩემთვის დეტალებზე მეტად მნიშვნელოვანი საერთო ხასიათის ან ემოციის გადმოცემაა. შესაბამისად, შეიძლება ეს პროექტის მთავარ ღერძად ჩავთვალოთ. ერთ-ერთი დეტალი ისიც არის, რომ არასდროს არ ვწერ სპეციალურად საცეკვაო მოედნისთვის განკუთვნილ ტრეკს“ – მიუხედავად იმისა, რომ სტუდიაში HAMATSUKI ნაკლებად ორიენტირდება ცალსახად საცეკვაო მუსიკაზე, HOROOM-ის რეზიდენტობის ფარგლებში ის მეტწილად ჰაუსს და Lo-Fi ჟღერადობას გვიზიარებს. მამუკა ერთდროულად რამდენიმე მუსიკალურ პროექტზე მუშაობს, რომელთა ფარგლებშიც რამდენიმე საინტერესო რელიზია დაგეგმილი.

BASSIANI: 02.06.17

BASSIANI
  • RODHAD
  • JP ENFANT
HOROOM
  • HVL
  • HAMATSUKI

BASSIANI: 26.05.17



BASSIANI / HOROOM: MARCEL DETTMANN | KANCHELI | KVANCHI | MERCURRIO MARCEL DETTMANN: გერმანელი პროდიუსერი და DJ, თანამედროვე ტექნო სცენის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი და ცნობილი ლეიბლის Marcel Dettmann Records-ის დამაარსებელი. 1999 წლიდან კლუბ BERGHAIN-ის რეზიდენტი. მასზე დიდი გავლენა პოსტ-პანკმა (Depeche Mode, The Cure , Front 242) და ინდუსტრიულმა მუსიკამ მოახდინა. Marcel Dettmann-მა ელექტრონული მუსიკის საკუთარი კონცეფცია შექმნა, რისი საუკეთესო გამომხატველიც მისი ლეიბლი - MDR (Marcel Dettmann Records) გახდა, სადაც მისი კურატორობით ჩანაწერებს უშვებენ ისეთი არტისტები როგორებიც არიან: Answer Code Request, Kobosil, Anthony Parasole და ა.შ. Marcel Dettmann გამორჩეულია იმით, რომ ყოველთვის ეძებს ახალ გზებს შთაგონებისა და მომავალი განვითარებისთვის, მისი მუსიკა ინოვაციური და მრავალფეროვანია, მისი სეტები ემოციური მომენტებითა და მოულოდნელობებით არის სავსე. KANCHELI: DJ და პროდიუსერი. ადგილობრივი ტექნო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი პერსონა, რომელიც ამავდროულად არის პროექტ Stare At Dj ერთ-ერთი ავტორი და არტისტული გაერთიანების, 11TH-ის წევრი. მისი კარიერა ათ წელზე მეტს ითვლის და ძირითადად ტექნო ჟღერადობაზე ორიენტირდება. მუსიკასთან მისი პროფესიული შეხება თბილისის ჟაზ ბენდს უკავშირდება, სადაც გიორგი დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრას სწავლობდა. მოგვიანებით მისი ინტერესების სფეროში ელექტრონული მუსიკა მოხვდა და სხვადასხვა კლუბებში დაკვრაც დაიწყო. რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ, იგი მუსიკის წერითაც დაინტერესდა და როგორც თვითონ აცხადებს, მისი პირველი რელიზები მალე იხილავს დღის სინათლეს. „ისეთი კლუბის რეზიდენტად ყოფნა, როგორიც BASSIANI-ია, ადვილი არ არის. როდესაც მსმენელი პერიოდულად გისმენს, იგი შენგან ყოველთვის განსაკუთრებულს ელოდება. ასეთ დროს შენც ცდილობ, რომ ყოველი შენი სეტი განსხვავებული და განსაკუთრებული გახადო“ – გიორგის აზრით კლუბის რეზიდენტობას თავისი გამოწვევების პარალელურად ბევრი დადებითი მხარე აქვს. პირველ რიგში ეს მუდმივად ფორმაში ყოფნასა და არტისტული განვითარების შესაძლებლობის ქონაში გამოიხატება. KVANCHI: DJ და პროდიუსერი, BASSIANI Records-ის A&R და HOROOM-ის რეზიდენტი.მუსიკით 13-14 წლის ასაკში დაინტერესდა, როდესაც კლასიკური როკის ჩანაწერების შეგროვება დაიწყო. თუმცა, წლების შემდეგ, ელექტრონული ჟღერადობის მქონე სხვადასხვა არტისტების გავლენით მისი მუსიკალური მიმართულება გარკვეულწილად შეიცვალა. ადრეულ წლებში მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა დეტროიტის, ჩიკაგოს და ნიუ იორკის სცენებისთვის დამახასიათებელი ჟღერადობა, რაც მისი მუსიკალური საქმიანობის ერთ-ერთი განმსაზღვრელიც აღმოჩნდა.“ჩემთვის დიჯეინგი არის განსხვავებულ სიტუაციებში მუსიკის საშუალებით მსმენელისთვის სხვადასხვა ემოციების ისე გადაცემის უნარი, რომ გათვალისწინებული იყოს გარემოს სპეციფიკაც” – Kvanchi ამჟამად HOROOM-ის რეზიდენტია და როგორც თვითონ აღნიშნავს, ეს მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. მისი აზრით რეზიდენტისთვის აუცილებელია მრავალფეროვნება, რათა მსმენელისთვის გარკვეული სიახლის შეთავაზება მუდმივად შეეძლოს. დიჯეინგის და მუსიკის წერის პარალელურად თორნიკე კვანჭიანი ლეიბლ BASSIANI Records-ის მენეჯმენტშიც არის ჩართული, რაც მას საშუალებას აძლევს კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს ახალი და საინტერესო ჟღერადობების თუ არტისტების ძიებაში. MERCURRIO: ქართველი პროდიუსერი და DJ. მისი ჩანაწერები Lo-Fi House ჟღერადობით ხასიათდება, სეტები კი ჰაუს ელემენტებით გამოირჩევა.

BASSIANI: 26.05.17

BASSIANI
  • MARCEL DETTMANN
  • KANCHELI
HOROOM
  • KVANCHI
  • MERCURRIO

BASSIANI 19.05.17



BASSIANI/HOROOM: Zitto | HVL | Ndrx | Hamatsuki ZITTO - “მუსიკით ადრეული ასაკიდან ვიყავი დაინტერესებული, სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობებიით ვიყავი გატაცებული, თუმცა, მოგვიანებით, ტექნოს სახით ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპი დადგა“ – ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტული ჟღერადობის გავლენით Zitto-მ საკუთარი მუსიკალური კარიერა 2015 წლიდან დაიწყო. ლევან ცერცვაძე, ფსევდონიმით Zitto, ქართველი დიჯეია, რომელიც თანამედროვე ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურად ყალიბდება. მისი, როგორც DJ-ის, მთავარი მახასიათებელია სივრცის და კონტექსტის სწორად დანახვა, რაც მას მსმენელთან ურთიერთობაში ძალიან ეხმარება. Zitto-ს სეტები ძირითადად ჰიპნოტურ და ატმოსფერულ ტექნოზე ფოკუსრიდება, თუმცა კონკრეტული მომენტის გათვალისწინებით, ის ყოველთვის ახერხებს საჭირო ჟღერადობის პოვნას. DJ-ინგის გარდა საკუთარი პროდუქციის შექმნაზეც მუშაობს და როგორც თვითონ ამბობს, როდესაც სრულიად დარწმუნებული იქნება საკუთარ თავში, მას დღის სინათლეზე აუცილებლად გამოიტანს. „რა თქმა უნდა, DJ-ისთვის ბუნებრივია, ჰქონდეს კონკრეტული იდეები დაკვრის წინ, თუმცა დაწყებისას დგება ის მომენტი, როდესაც მსმენელთან შემოქმედებითი კავშირის დამყარება გიწევს, რაც იმპროვიზაციას მოითხოვს. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია მსმენელის განწყობის დაჭერა და შესაფერისად მოქმედება“ – Zitto-ს ეს მიდგომა მისი დაკვრის სტილში ნათლად ვლინდება, რის გამოც ის ბოლო თვეების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი DJ გახდა და “ელექტრონავტი 2015″ დაჯილდოების ცერემონიალზე წლის DJ-ის ტიტულიც მოიპოვა. HVL - კლუბის BASSIANI/HOROOM რეზიდენტის, გიგი ჯიქიას პროექტი. მსმენელი მას Okinawa Lifestyle-დან იცნობს, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და 5 რელიზის გამოცემაც მოასწრო. მისი სოლო კარიერა 2013 წელს, კიოლნში დაარსებულ პლატფორმა Rough House Rosie-ზე Deep Survey EP-ით დაიწყო, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მალევე მოჰყვა რელიზი ლეიბლ Voyager-ზე, სახელად Flats. 2013 წელს ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე HVL წლის ელექტრონავტად დასახელდა. 2 წლის შემდეგ, Rough House Rosie-ზე იგი ახალი რელიზით Lucky Star Of High Minded EP-ით დაბრუნდა, ხოლო მისი უკანასკნელი Persona Non Grata EP 2016 წლის თებერვალში გამოვიდა Linear Movement-ზე. BASSIANI RECORDS-ზე გამოცეულმა ეისიდ-ტექნო ჟღერადობის ტრეკმა – Elegance Within The Chaos მოკლე დროში მოახერხა აღიარების მოპოვება. HVL-ის მუსიკის რომელიმე კონკრეტულ ჟანრში მოქცევა რთულია, რადგან იგი მუდმივად ეძებეს სიახლეებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. დღესდღეობით HVL ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და წარმატებული ქართველი არტისტია. NDRX - დიჯეი, პროექტის Stare At Dj ერთ-ერთი დამფუძნებელი და კოლექტივი 11TH-ის იდეის ავტორია. ამის გარდა, DJ-ინგის საფუძვლებს ასწავლის. Ambient, Experimental, Electro, Drum N Bass, Techno – იმ მუსიკალური მიმართულებების ჩამონათვალია, რომლითაც მისი 10 წლიანი მუსიკალური კარიერა ხასიათდება. მან მუსიკის აქტიურად დაკვრა ჯერ კიდევ 17-18 წლის ასაკში დაიწყო. განსხვავებული მუსიკალური გავლენების და მუდმივი შემოქმედებითი ძიების დამსახურებით NDRX საკმაოდ ეკლექტურ და მრავალფეროვან დიჯეიდ ჩამოყალიბდა. მისი შემოქმედებითი საქმიანობის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი იყო Stare At Dj სერიები, რომელმაც რამდენიმეწლიანი არსებობის მანძილზე ადგილობრივი მუსიკალური სცენის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანა. რაც შეეხება 11TH-ს, ის ადგილობრივ სცენაზე ორიენტირებული წამოწყებაა, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება: “ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ყოფილი მშენებლობის სამინისტროს შენობის მე-11 სართულზე აღმოვაჩინე ძველი საბჭოთა კაბინეტი, რომელიც 80-იან წლებში ბაბუაჩემის სამუშაო ოთახი იყო. მოგვიანებით ამავე სართულზე სხვა არტისტებიც შემომიერთნენ და რაღაც კომუნის მსგავსი შეიქმნა, მეგობრული და მყუდრო გარემო, სადაც ერთმანეთს განვითარებასა და წინსვლაში ვეხმარებით.” NDRX-ს მუსიკალური მოღვაწეობის კიდევ ერთი საინტერესო ნაბიჯი აღმოჩნდა BASSIANI-ის რეზიდენტობა. როგორც თვითონ აღნიშნავს, მისთვის სხვადასხვა მუსიკალური მიმართულებისა და მიდგომის მქონე არტისტებთან ერთად დაკვრა მნიშვნელოვანი გამოცდილება და საინტერესო გამოწვევაა. HAMATSUKI - მამუკა ცხადაიას პროექტი, რომელიც HOROOM-ის ოთახის და ამავე სახელწოდების ქვიარ ივენთების სერიის რეზიდენტი DJ-ია. მას მსმენელი პროექტ Slime Quest-დანაც იცნობს. მამუკას პირველი მნიშვნელოვანი მუსიკალური შთაბეჭდილებები J Dilla-ს და ზოგადად ჰიპ-ჰოპ კულტურას უკავშირდება, რამაც მის მუსიკალურ გემოვნებაზე დიდი გავლენა იქონია. ელექტრონული მუსიკით კი იგი პირველად DJ Sprinkles-ის მოსმენის შემდეგ დაინტერესდა, მისთვის განსაკუთრებით ინსპირაციული აღმოჩნდა ლეიბლების Scissor and Thread და Lobster Theremin ჟღერადობა, რაც მოგვიანებით HAMATSUKI-ს კომპოზიციებზეც აისახა. “ ჩემთვის დეტალებზე მეტად მნიშვნელოვანი საერთო ხასიათის ან ემოციის გადმოცემაა. შესაბამისად, შეიძლება ეს პროექტის მთავარ ღერძად ჩავთვალოთ. ერთ-ერთი დეტალი ისიც არის, რომ არასდროს არ ვწერ სპეციალურად საცეკვაო მოედნისთვის განკუთვნილ ტრეკს“ – მიუხედავად იმისა, რომ სტუდიაში HAMATSUKI ნაკლებად ორიენტირდება ცალსახად საცეკვაო მუსიკაზე, HOROOM-ის რეზიდენტობის ფარგლებში ის მეტწილად ჰაუსს და Lo-Fi ჟღერადობას გვიზიარებს. მამუკა ერთდროულად რამდენიმე მუსიკალურ პროექტზე მუშაობს, რომელთა ფარგლებშიც რამდენიმე საინტერესო რელიზია დაგეგმილი.

BASSIANI 19.05.17

BASSIANI
  • ZITTO
  • HVL
HOROOM
  • NDRX
  • HAMATSUKI

BASSIANI: 05.05.17



BASSIANI / HOROOM: MATRIXXMAN  | KANCHELI | KVANCHI | ZURKIN | MATRIXXMAN: CHARLES DUFF, ამერიკელი DJ და პროდიუსერი, ტექნოს ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი. მისი ჩანაწერები ცივი, მექანიკური ხმებითაა ნაკარნახევი, თუმცა არანაკლებია მათში განცდისა და სიმხურვალის შეგრძნება. რამდენიმე EP-ის შემდეგ, რომლებიც ამერიკელმა პროდიუსერმა ლეიბლებზე DEKMANTEL, PLANET RHYTHM, DELFT გამოსცა, სადებიუტო ალბომი GHOSTLY INTERNATIONAL-ზე დაარელიზა და RESIDENT ADVISOR-მა შეაფასა, ალბომი, რომელიც მომავალზე ტრადიციული ხერხებით ფოკუსირდება. ვინტაჟური დრამ-მანქანების ხმებითა და ესიდ ჟღერადობით ამ ჩანაწერს თავისუფლად შეეძლო დეტროიტული PLUS 8-ს ადრეული რელიზი ყოფილიყო.“ MATRIXXMAN-ის ჩანაწერები ისეთი არტისტების სეტებში ხვდება, როგორიცაა: DVS1, JEFF MILLS, RODHAD, BEN KLOCK, RICHIE HAWTIN და LEVON VINCENT. რემიქსებზე კი სხვადასხვა დროს უმუშავიათ LARRY HEARD, SILENT SERVANT და THE HIEROGLYPHIC BEING-ს. KANCHELI: DJ და პროდიუსერი. ადგილობრივი ტექნო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი პერსონა, რომელიც ამავდროულად არის პროექტ Stare At DJ ერთ-ერთი ავტორი და არტისტული გაერთიანების, 11TH-ის წევრი. მისი კარიერა ათ წელზე მეტს ითვლის და ძირითადად ტექნო ჟღერადობაზე ორიენტირდება. მუსიკასთან მისი პროფესიული შეხება თბილისის ჟაზ ბენდს უკავშირდება, სადაც გიორგი დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრას სწავლობდა. მოგვიანებით მისი ინტერესების სფეროში ელექტრონული მუსიკა მოხვდა და სხვადასხვა კლუბებში დაკვრაც დაიწყო. რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ, იგი მუსიკის წერითაც დაინტერესდა და როგორც თვითონ აცხადებს, მისი პირველი რელიზები მალე იხილავს დღის სინათლეს. „ისეთი კლუბის რეზიდენტად ყოფნა, როგორიც BASSIANI-ია, ადვილი არ არის. როდესაც მსმენელი პერიოდულად გისმენს, იგი შენგან ყოველთვის განსაკუთრებულს ელოდება. ასეთ დროს შენც ცდილობ, რომ ყოველი შენი სეტი განსხვავებული და განსაკუთრებული გახადო“ – გიორგის აზრით კლუბის რეზიდენტობას თავისი გამოწვევების პარალელურად ბევრი დადებითი მხარე აქვს. პირველ რიგში ეს მუდმივად ფორმაში ყოფნასა და არტისტული განვითარების შესაძლებლობის ქონაში გამოიხატება. KVANCHI: DJ და პროდიუსერი, BASSIANI Records-ის A&R და HOROOM-ის რეზიდენტი.მუსიკით 13-14 წლის ასაკში დაინტერესდა, როდესაც კლასიკური როკის ჩანაწერების შეგროვება დაიწყო. თუმცა, წლების შემდეგ, ელექტრონული ჟღერადობის მქონე სხვადასხვა არტისტების გავლენით მისი მუსიკალური მიმართულება გარკვეულწილად შეიცვალა. ადრეულ წლებში მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა დეტროიტის, ჩიკაგოს და ნიუ იორკის სცენებისთვის დამახასიათებელი ჟღერადობა, რაც მისი მუსიკალური საქმიანობის ერთ-ერთი განმსაზღვრელიც აღმოჩნდა.“ჩემთვის დიჯეინგი არის განსხვავებულ სიტუაციებში მუსიკის საშუალებით მსმენელისთვის სხვადასხვა ემოციების ისე გადაცემის უნარი, რომ გათვალისწინებული იყოს გარემოს სპეციფიკაც” – Kvanchi ამჟამად HOROOM-ის რეზიდენტია და როგორც თვითონ აღნიშნავს, ეს მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. მისი აზრით რეზიდენტისთვის აუცილებელია მრავალფეროვნება, რათა მსმენელისთვის გარკვეული სიახლის შეთავაზება მუდმივად შეეძლოს. დიჯეინგის და მუსიკის წერის პარალელურად თორნიკე კვანჭიანი ლეიბლ BASSIANI Records-ის მენეჯმენტშიც არის ჩართული, რაც მას საშუალებას აძლევს კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს ახალი და საინტერესო ჟღერადობების თუ არტისტების ძიებაში. ZURKIN: DJ, ფირფიტების მაღაზიისა და ლეიბლის VODKAST RECORDS ერთ-ერთი სულისჩამდგმელი.

BASSIANI: 05.05.17

BASSIANI
  • MATRIXXMAN
  • KANCHELI
HOROOM
  • KVANCHI
  • ZURKIN

BASSIANI 28.04.17



JONAS KOPP: არგენტინული ელექტრონული მუსიკის სცენის ყველაზე გამორჩეული პროდიუსერი და DJ, რომელიც 19 წლის ასაკში პირველი რელიზის გამოშვებიდან მალევე იქცა მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ წამყვან ტექნო არტისტად. თუმცა KOPP-ის, როგორც პროდიუსერის მუსიკალური პრეფერენციები არასოდეს ყოფილა სწორხაზოვანი - მისი დისკოგრაფია გამოირჩევა როგორც ჟანრობრივი, ასევე ლეიბლების მრავალფეროვნებით და მოიცავს STROBOSCOPIC ARTEFACTS, OSTGUT TON, TRESOR, ILIAN TAPE და TRAUT MUZIK-ს. მიუხედავად იმისა, რომ KOPP-ის სახელი მსოფლიოს ცნობილ კლუბებსა და ფესტივალების HEADLINER-ად გვხვდება, ის რჩება მშობლიური სცენის მთავარ გულშემატკივრად. მის მიერ 2008 წელს დაარსებული ლეიბლის TRAUT MUZIK-ის საშუალებით KOPP-მა აღმოაჩინა და ხელი შეუწყო უამრავი ახალგაზრდა ადგილობრივი პროდიუსერის წარმატებას. აღსანიშნავია, 2014 წელს TRESOR RECORDS-ზე გამოსული მისი სადებიუტო ალბომი BEYOND THE HYPNOSIS, რომელიც მაქსიმალურად წარმოაჩენს JONAS KOPP-ის როგორც პროდიუსერის მრავალმხრივობას. ZITTO: “მუსიკით ადრეული ასაკიდან ვიყავი დაინტერესებული. თავიდან სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობებით ვიყავი გატაცებული, თუმცა, მოგვიანებით, ტექნოს სახით ჩემს გემოვნებაში გარდამტეხი ეტაპი დადგა“ – ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტული ჟღერადობის გავლენით ZITTO-მ საკუთარი მუსიკალური კარიერა 2015 წლიდან დაიწყო. ლევან ცერცვაძე, ფსევდონიმით ZITTO თანამედროვე ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურად ყალიბდება. მისი, როგორც დიეჯის, მთავარი მახასიათებელია სივრცის და კონტექსტის სწორად დანახვა, რაც მას მსმენელთან ურთიერთობაში ძალიან ეხმარება, ის ყოველთვის ახერხებს საჭირო ჟღერადობის პოვნას. დიჯეინგის გარდა საკუთარი მუსიკის შექმნაზეც მუშაობს და როგორც თვითონ ამბობს, როდესაც სრულიად დარწმუნებული იქნება საკუთარ თავში, მას დღის სინათლეზე აუცილებლად გამოიტანს. „რა თქმა უნდა, დიჯეისთვის ბუნებრივია ჰქონდეს რაღაც იდეები დაკვრის წინ, თუმცა დაწყებისას დგება ის მომენტი, როცა მსმენელთან შემოქმედებითი კავშირის დამყარება გიწევს, რაც იმპროვიზაციას მოითხოვს. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია მსმენელის განწყობის დაჭერა და შესაფერისად მოქმედება“ – ZITTO-ს ეს მიდგომა მისი დაკვრის სტილში ნათლად ვლინდება, რის გამოც ის ბოლო თვეების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი დიჯეი გახდა და “ელექტრონავტი 2015″ დაჯილდოების ცერემონიალზე წლის დიჯეის ტიტულიც მოიპოვა. LINKWOOD: ბრიტანელი DJ და პროდიუსერის NICK MOORE-ს LO-FI / ჰაუს ჟღერადობის პროექტია. გამოშვებული აქვს ორი ალბომი სადებიუტო - SYSTEM და EXPRESSIONS, რომელმაც არტისტს განსაკუთრებული წარმატება მოუტანა. მისი ჩანაწერები გამოიცემა ლეიბლებზე FIRECRACKER RECORDINGS, SHEVCHENKO, PRIME NUMBERS. HAMATSUKI: მამუკა ცხადაიას პროექტია, რომელიც HOROOM-ის ოთახის და ამავე სახელწოდების ქვიარ ივენთების სერიის რეზიდენტი დიჯეია. მას მსმენელი პროექტ SLIME QUEST-დანაც იცნობს. მამუკას პირველი მნიშვნელოვანი მუსიკალური შთაბეჭდილებები J. DILLA -ს, NUJABES-ს და ზოგადად ჰიპ-ჰოპ კულტურას უკავშირდება, რამაც მის მუსიკალურ გემოვნებაზე დიდი გავლენა იქონია. ელექტრონული მუსიკით კი იგი პირველად DJ SPRINKLES-ის მოსმენის შემდეგ დაინტერესდა, მისთვის განსაკუთრებით ინსპირაციული აღმოჩნდა ლეიბლების SCISSOR AND THREAD და LOBSTER THEREMIN ჟღერადობა, რაც მოგვიანებით HAMATSUKI-ს კომპოზიციებზეც აისახა. “ ჩემთვის დეტალებზე მეტად მნიშვნელოვანი საერთო ხასიათის ან ემოციის გადმოცემაა. შესაბამისად, შეიძლება ეს პროექტის მთავარ ღერძად ჩავთვალოთ. ერთ-ერთი დეტალი ისიც არის, რომ არასდროს არ ვწერ სპეციალურად საცეკვაო მოედნისთვის განკუთვნილ ტრეკს“ – მიუხედავად იმისა, რომ სტუდიაში HAMATSUKI ნაკლებად ორიენტირდება ცალსახად საცეკვაო მუსიკაზე, HOROOM-ის რეზიდენტობის ფარგლებში ის მეტწილად ჰაუსს და LO-FI ჟღერადობას გვიზიარებს. მამუკა ერთდროულად რამდენიმე მუსიკალურ პროექტზე მუშაობს, რომელთა ფარგლებშიც რამდენიმე საინტერესო რელიზია დაგეგმილი.

BASSIANI 28.04.17

BASSIANI
  • JONAS KOPP
  • ZITTO
HOROOM
  • LINKWOOD
  • HAMATSUKI

BASSIANI: 21.04.17



BASSIANI / HOROOM: KARENN LIVE | KANCHELI | ZESKNEL LIVE | NDRX | OLIN | HVL | KVANCHI KARENN: ორი ინგლისელი პროდიუსერის - BLAWAN-ის (JAMIE ROBERTS) და PARIAH-ს (ARTHUR CAYZER) თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი ტექნო პროექტი, რომელიც განსაკუთრებული ცოცხალი შესრულებით გამოირჩევა. ლეგენდარული R&S RECORDS-ის ორი წარმომადგენელის კოლაბორაცია 2011 წლიდან იწყება რის შემდეგაც მათი ჩანაწერები და რემიქსები გამოიცემა ლეიბლებზე: WORKS THE LONG NIGHTS, BLEEP, TOKEN, DELSIN, DOMINO. KARENN-ის უნიკალური ტექნო ჟღერადობა უკომპრომისო და ბრუტალურია, მათი დრამ-მანქანებით და სინთეზატორებით შესრულებული ლაივების მთავარ მამოძრავებელს კი იმპროვიზაცია წარმოადგენს. KANCHELI: გიორგი ყანჩელი, DJ და პროდიუსერი. კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი. ადგილობრივი ტექნო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი პერსონა, პროექტ STARE AT DJ იდეის ავტორი და კოლექტივის 11TH წევრი. მისი კარიერა ათ წელზე მეტს ითვლის და ძირითადად ტექნო ჟღერადობაზე ორიენტირდება. ZESKNEL: ბერლინში მოღვაწე ქართველი პროდიუსერის ზუკა ბაბუნაშვილის პროექტი. მის მუსიკალურ ორიენტაციას იდეალურად ასახავს ZESKNEL-ის სახელის ქვეშ გამოშვებული სადებიუტო EP სახელად – RGOLI, რომელიც ქართული ფოლკლორისა და ტექნოს სინთეზს წარმოადგენს. ZESKNEL, როგორც ლაივ შემსრულებელი ძირითადად ტექნოზე ორიენტირდება, თუმცა მისი მუსიკა არასდროს ექცევა, რომელიმე მუსიკალური მიმართულების ჩარჩოში. ZESKNEL VRIL-თან, Voiski-სთან და HVL-თან ერთად BASSIANI Records-ის პირველი რელიზის BAS001-ის ნაწილიცაა. NDRX: პროექტის STARE AT DJ ერთ-ერთი დამფუძნებელი და კოლექტივის 11TH იდეის ავტორია. AMBIENT, EXPERIMENTAL, ELECTRO, DRUM N BASS, TECHNO – იმ მუსიკალური მიმართულებების ჩამონათვალია, რომლითაც მისი 10 წლიანი მუსიკალური კარიერა ხასიათდება. მან მუსიკის აქტიურად დაკვრა ჯერ კიდევ 17-18 წლის ასაკში დაიწყო.განსხვავებული მუსიკალური გავლენების და მუდმივი შემოქმედებითი ძიების დამსახურებით NDRX საკმაოდ ეკლექტურ და მრავალფეროვან დიჯეიდ ჩამოყალიბდა. მისი შემოქმედებითი საქმიანობის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი იყო STARE AT DJ სერიები, რომელმაც რამდენიმეწლიანი არსებობის განმავლობაში ადგილობრივი მუსიკალური სცენის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანა. რაც შეეხება 11TH-ს, ის კონკრეტულად ადგილობრივ სცენაზე ორიენტირებული წამოწყებაა, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება: “ყველაფერი იმით დაიწყო, ყოფილი მშენებლობის სამინისტროს შენობის მე-11 სართულზე აღმოვაჩინე ძველი საბჭოთა კაბინეტი, რომელიც 80-იან წლებში ბაბუაჩემის სამუშაო ოთახი იყო. მოგვიანებით ამავე სართულზე სხვა არტისტებიც შემომიერთნენ და რაღაც კომუნას მსგავსი შეიქმნა, მეგობრული და მყუდრო გარემო, სადაც ერთმანეთს განვითარებასა და წინსვლაში ვეხმარებით.” NDRX-ს მუსიკალური მოღვაწეობის კიდევ ერთი საინტერესო ნაბიჯი აღმოჩნდა BASSIANI-ის რეზიდენტობა. როგორც თვითონ აღნიშნავს, მისთვის სხვადასხვა მუსიკალური მიმართულებისა და მიდგომის მქონე არტისტებთან ერთად დაკვრა მნიშვნელოვანი გამოცდილება და საინტერესო გამოწვევაა. OLIN: იგივე JASON GARDEN, ამერიკელი DJ და პროდიუსერი, ჩიკაგოს ცნობილი კლუბის SMARTBAR რეზიდენტი და ლეიბლის BOUNDARY MONUMENT დამაარსებელი. მისი ჩანაწერები გამოდის ლეიბლებზე: ARGOT, DISCOVERY, GOD PARTICLE, NIGHT OWL DINER, DETOUR. აღსანიშნავია არტისტის თანამშრომლობა GIEGLING-თან, რომელზეც 1016 წელს მან წარმატებული FROM ISELAND EP გამოსცა, რელიზის რემიქსებზე კი HUERCO S.-მ იმუშავა. OLIN-ს სეტები ყოველთვის განსხვავებული ჟანრების სინთეზით გამოირჩევა. KVANCHI: თორნიკე კვანჭიანი, იგივე KVANCHI დიჯეი და პროდიუსერი, BASSIANI RECORDS-ის A&R და HOROOM-ის რეზიდენტი.“ჩემთვის დიჯეინგი არის განსხვავებულ სიტუაციებში მუსიკის საშუალებით მსმენელისთვის სხვადასხვა ემოციების ისე გადაცემის უნარი, რომ გათვალისწინებული იყოს გარემოს სპეციფიკაც.” დიჯეინგის და მუსიკის წერის პარალელურად თორნიკე კვანჭიანი ლეიბლის BASSIANI RECORDS მენეჯმენტშიც არის ჩართული, რაც მას საშუალებას აძლევს კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს ახალი და საინტერესო ჟღერადობების თუ არტისტების ძიებაში.

BASSIANI: 21.04.17

BASSIANI
  • KARENN LIVE
  • KANCHELI
  • NDRX
HOROOM
  • OLIN
  • KVANCHI

BASSIANI: 13.04.17



BASSIANI / HOROOM: JEFF MILLS | ZITTO | KANCHELI | CADENCY | HVL | JEFF MILLS: იგივე THE WIZARD, MILSANT დეტროიტში მოღვაწე ლეგენდარული DJ და პროდიუსერი, დეტროიტ ტექნოს პიონერი. მას ROBERT HOOD, CARL CRAIG და JOEY BELTRAM-თან ერთად ამერიკული ტექნო ჟღერადობის მთავარ სულისჩამდგმელად მოიხსენიებენ. სხვადასხვა დროს იყო ცნობილ კოლექტივებში UNDERGROUND RESISTANCE (რომელიც MIKE BANKS და ROBERT HOOD-თან ერთად ჩამოაყალიბა), FINAL CUT და MEMBERS OF THE HOUSE. 1992 წელს JEFF-მა საკუთარი ლეიბლი AXIS დააარსა, მის სუბლეიბლებზე PURPOSE MAKER, SOMETHING IN THE SKY, TAKEN და TOMORROW არტისტის ჩანაწერების უმეტესობა გამოდის. MILLS რელიზებს ასევე შეხვდებით: GRAMAPHONE RECORDS, TRESOR, UNDERGROUND RESISTANCE, UWE და SYNEWAVE-ზე. როგორც ამბობს ტექნო ყველაფერია, რისი წარმოდგენაც აქამდე შეუძლებელი იყო და ის შექმნილია არა როგორც საცეკვაო მუსიკა, არამედ როგორც ფუტურისტული განაცხადი. MILLS-ის სეტებში ყოველთვის მონაწილეობს სამი CDJ და ROLAND TR- 909 დრამ-მანქანა. ZITTO: მუსიკით ადრეული ასაკიდან ვიყავი დაინტერესებული. თავიდან სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობით ვიყავი გატაცებული, თუმცა, მოგვიანებით, ტექნოს სახით ჩემს გემოვნებაში გარდამტეხი ეტაპი დადგა“ – ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტული ჟღერადობის გავლენით ZITTO-მ თავისი მუსიკალური კარიერა 2015 წლიდან დაიწყო. ლევან ცერცვაძე, ფსევდონიმით ZITTO, ქართველი დიჯეია, რომელიც თანამედროვე ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურად ყალიბდება. მისი, როგორც დიეჯის, მთავარი მახასიათებელია სივრცის და კონტექსტის სწორად დანახვა, რაც მას მსმენელთან ურთიერთობაში ძალიან ეხმარება. ZITTO-ს სეტები ძირითადა ჰიპნოტურ და ატმოსფერულ ტექნოზე ფოკუსრიდება, თუმცა კონკრეტული მომენტის გათვალისწინებით, ის ყოველთვის ახერხებს საჭირო ჟღერადობის პოვნას. დიჯეინგის გარდა საკუთარი პროდუქციის შექმნაზეც მუშაობს და როგორც თვითონ ამბობს, როდესაც სრულიად დარწმუნებული იქნება საკუთარ თავში, მას დღის სინათლეზე აუცილებლად გამოიტანს. „რა თქმა უნდა, დიჯეისთვის ბუნებრივია ჰქონდეს რაღაც იდეების დაკვრის წინ, თუმცა დაწყებისას დგება ის მომენტი, როცა მსმენელთან შემოქმედებითი კავშირის დამყარება გიწევს, რაც იმპროვიზაციას მოითხოვს. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია მსმენელის განწყობის დაჭერა და შესაფერისად მოქმედება“ – ZITTO-ს ეს მიდგომა მისი დაკვრის სტილში ნათლად ვლინდება, რის გამოც ის ბოლო თვეების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი დიჯეი გახდა და “ელექტრონავტი 2015″ დაჯილდოების ცერემონიალზე წლის დიჯეის ტიტულიც მოიპოვა. KANCHELI: გიორგი ყანჩელი, DJ და პროდიუსერი. კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი. ადგილობრივი ტექნო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი პერსონა, პროექტ STARE AT DJ იდეის ავტორი და კოლექტივის 11TH წევრი. მისი კარიერა ათ წელზე მეტს ითვლის და ძირითადად ტექნო ჟღერადობაზე ორიენტირდება. CADENCY:  ბერლინში დაფუძნებული მადრიდელი DJ და პროდიუსერი. მადრიდული კლუბის STARDUST-ის რეზიდენტი. 2016 წელს HECTOR-მა საკუთარი ლეიბლი OAKS დააარსა, რომლის პირველი რელიზიც თვითონ ეკუთვნის. OAKS-ის ტრეკები კლასიკური ჩიკაგოს და დეტროიტის, თანამედროვე ტექნოს ჟღერადობების სინთეზს წარმოადგენს. CADENCY-ის სახელის ქვეშ ჰაუსს ჟღერადობის მუსიკას გამოსცემს. HVL: კლუბ BASSIANI-ის და HOROOM-ის რეზიდენტის, გიგი ჯიქიას პროექტი. მსმენელი მას OKINAWA LIFESTYLE-დან იცნობს, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და 5 რელიზის გამოცემაც მოასწრო. მისი სოლო კარიერა 2013 წელს, კიოლნში დაარსებულ პლატფორმა ROUGH HOUSE ROSIE-ზე DEEP SURVEY EP-ით დაიწყო, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მალევე მოჰყვა რელიზი FLATS ლეიბლზე VOYAGER. 2013 წელს ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე HVL წლის ელექტრონავტად დასახელდა. 2 წლის შემდეგ, ROUGH HOUSE ROSIE-ზე იგი ახალი რელიზით LUCKY STAR OF HIGH MINDED EP-ით დაბრუნდა, ხოლო მისი უკანასკნელი PERSONA NON GRATA EP გასულ წელს გამოვიდა ლეიბლზე LINEAR MOVEMENT. BASSIANI RECORDS-ზე გამოცეულმა ეისიდ-ტექნო ჟღერადობის ტრეკმა – ELEGANCE WITHIN THE CHAOS მოკლე დროში მოახერხა აღიარების მოპოვება. HVL-ის მუსიკის რომელიმე კონკრეტულ ჟანრში მოქცევა რთულია, რადგან იგი მუდმივად ეძებეს სიახლეებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. დღესდღეობით HVL ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და წარმატებული არტისტია.    

BASSIANI: 13.04.17

BASSIANI
  • JEFF MILLS
  • ZITTO
  • KANCHELI
HOROOM
  • CADENCY
  • HVL

BASSIANI 08.04.17



BASSIANI / HOROOM: THESE HIDDEN HANDS | ZITTO | NDRX  | PENDER STREET STEPPERS | KVANCHI THESE HIDDEN HANDS: ბერლინში მოღვაწე ბრიტანელი არტისტების TOMMY FOUR SEVEN-ის და ALAIN PAUL-ის ინდუსტრიული პროექტია, რომელიც მათი სოლო შემოქმედებისგან უფრო მეტად განსხვავებულ და ექსპერიმენტულ მხარეს წარმოაჩენს. მათი ჩანაწერების მთავარ პლატფორმას, პროექტის ფარგლებში დაარსებული ლეიბლი - HIDDEN HUNDRED წარმოადგენს. 2013 წელს გამოვიდა THESE HIDDEN HANDS-ის სადებიუტო ალბომი, რომლის რემიქსებზეც MARCEL DETMANN, SHXCXCHCXSH, ATOM TM, KANGDING RAY-მ და ANCIENT METHODS-მა იმუშავეს. განსაკუთრებით საინტერესოა, მათი ორი ტრეკისგან შემდგარი EP - THESE MOMENTS DISMANTLED, კოლაბორაცია LUCREACIA DALT-თან. პროექტის რიგით მეორე ალბომი VICARIOUS MEMORIES, განსაკუთრებით მძიმეა, მრავალ ექსპერიმენტს მოიცავს და საუკეთესოდ გამოხატავს THESE HIDDEN HANDS-ის უნიკალურ ჟღერადობას, რომლის ჩამოყალიბებაზეც დიდი გავლენა იქონია TOMMY-ს და ALAIN-ის მუსიკალურმა განათლებამ. ისინი ერთად სწავლობდნენ ხმის ინჟინერიას და მუსიკალურ ტექნოლოგიებს. ZITTO: მუსიკით ადრეული ასაკიდან ვიყავი დაინტერესებული. თავიდან ჰიპ-ჰოპ და R’N’B-ით ვიყავი გატაცებული, თუმცა, მოგვიანებით, ტექნოს სახით ჩემს გემოვნებაში გარდამტეხი ეტაპი დადგა“ – ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტული ჟღერადობის გავლენით ZITTO-მ თავისი მუსიკალური კარიერა 2015 წლიდან დაიწყო. ლევან ცერცვაძე, ფსევდონიმით ZITTO, ქართველი დიჯეია, რომელიც თანამედროვე ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურად ყალიბდება. მისი, როგორც დიეჯის, მთავარი მახასიათებელია სივრცის და კონტექსტის სწორად დანახვა, რაც მას მსმენელთან ურთიერთობაში ძალიან ეხმარება. ZITTO-ს სეტები ძირითადა ჰიპნოტურ და ატმოსფერულ ტექნოზე ფოკუსრიდება, თუმცა კონკრეტული მომენტის გათვალისწინებით, ის ყოველთვის ახერხებს საჭირო ჟღერადობის პოვნას. დიჯეინგის გარდა საკუთარი პროდუქციის შექმნაზეც მუშაობს და როგორც თვითონ ამბობს, როდესაც სრულიად დარწმუნებული იქნება საკუთარ თავში, მას დღის სინათლეზე აუცილებლად გამოიტანს. „რა თქმა უნდა, დიჯეისთვის ბუნებრივია ჰქონდეს რაღაც იდეების დაკვრის წინ, თუმცა დაწყებისას დგება ის მომენტი, როცა მსმენელთან შემოქმედებითი კავშირის დამყარება გიწევს, რაც იმპროვიზაციას მოითხოვს. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია მსმენელის განწყობის დაჭერა და შესაფერისად მოქმედება“ – ZITTO-ს ეს მიდგომა მისი დაკვრის სტილში ნათლად ვლინდება, რის გამოც ის ბოლო თვეების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი დიჯეი გახდა და “ელექტრონავტი 2015″ დაჯილდოების ცერემონიალზე წლის დიჯეის ტიტულიც მოიპოვა. NDRX : პროექტს STARE AT DJ-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და კოლექტივი 11TH-ის იდეის ავტორია. ამის გარდა CREATIVE EDUCATION STUDIO (CES)-ში  დიჯეინგის საფუძვლებს ასწავლის. AMBIENT, EXPERIMENTAL, ELECTRO, DRUM N BASS, TECHNO – იმ მუსიკალური მიმართულებების ჩამონათვალია, რომლითაც მისი 10 წლიანი მუსიკალური კარიერა ხასიათდება. მან მუსიკის აქტიურად დაკვრა ჯერ კიდევ 17-18 წლის ასაკში დაიწყო. განსხვავებული მუსიკალური გავლენების და მუდმივი შემოქმედებითი ძიების დამსახურებით NDRX საკმაოდ ეკლექტურ და მრავალფეროვან დიჯეიდ ჩამოყალიბდა. მისი შემოქმედებითი საქმიანობის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი იყო STARE AT DJ სერიები, რომელმაც რამდენიმეწლიანი არსებობის მანძილზე ადგილობრივი მუსიკალური სცენის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანა. რაც შეეხება 11TH-ს, ის კონკრეტულად ადგილობრივ სცენაზე ორიენტირებული წამოწყებაა, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება: “ყველაფერი იმით დაიწყო, ყოფილი მშენებლობის სამინისტროს შენობის მე-11 სართულზე აღმოვაჩინე ძველი საბჭოთა კაბინეტი, რომელიც 80-იან წლებში ბაბუაჩემის სამუშაო ოთახი იყო. მოგვიანებით ამავე სართულზე სხვა არტისტებიც შემომიერთნენ და რაღაც კომუნის მსგავსი შეიქმნა, მეგობრული და მყუდრო გარემო, სადაც ერთმანეთს განვითარებასა და წინსვლაში ვეხმარებით.” NDRX-ის მუსიკალური მოღვაწეობის კიდევ ერთი საინტერესო ნაბიჯი აღმოჩნდა BASSIANI-ის რეზიდენტობა. როგორც თვითონ აღნიშნავს, მისთვის სხვადასხვა მუსიკალური მიმართულებისა და მიდგომის მქონე არტისტებთან ერთად დაკვრა მნიშვნელოვანი გამოცდილება და საინტერესო გამოწვევაა. PENDER STREET STEPPERS: კანადელი DJ / პროდიუსერების, ლეიბლის და კოლექტივის MOOD HUT-ის დამაარსებლების JACK JUTSON (JACK J) და LIAM BUTLER-ის პროექტი. მათ ვანკუვერის საკლუბო სცენის წამყვან არტისტებად მოიხსენიებენ. 2013 წლიდან გამოშვებული აქვთ სამი EP და ერთი ალბომი LIFE IN THE ZONE. PSS-ს სეტები ჰაუს ჟღერადობაზე არის ორიენტირებული და ჯაზს, ფანქის და დისკოს აერთიანებს. KVANCHI: თორნიკე კვანჭიანი, დიჯეი და პროდიუსერი, BASSIANI RECORDS-ის A&R და HOROOM-ის რეზიდენტი.მუსიკით 13-14 წლის ასაკში დაინტერესდა, როდესაც კლასიკური როკის ჩანაწერების შეგროვება დაიწყო. თუმცა, წლების შემდეგ, ელექტრონული ჟღერადობის მქონე სხვადასხვა არტისტების გავლენით მისი მუსიკალური მიმართულება გარკვეულწილად შეიცვალა. ადრეულ წლებში მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა დეტროიტის, ჩიკაგოს და ნიუ იორკის სცენებისთვის დამახასიათებელი ჟღერადობა, რაც მისი მუსიკალური საქმიანობის ერთ-ერთი განმსაზღვრელიც აღმოჩნდა.“ჩემთვის დიჯეინგი არის განსხვავებულ სიტუაციებში მუსიკის საშუალებით მსმენელისთვის სხვადასხვა ემოციების ისე გადაცემის უნარი, რომ გათვალისწინებული იყოს გარემოს სპეციფიკაც” – KVANCHI ამჟამად HOROOM-ის რეზიდენტია და როგორც თვითონ აღნიშნავს, ეს მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. მისი აზრით რეზიდენტისთვის აუცილებელია მრავალფეროვნება, რათა მსმენელისთვის გარკვეული სიახლის შეთავაზება მუდმივად შეეძლოს.დიჯეინგის და მუსიკის წერის პარალელურად თორნიკე კვანჭიანი ლეიბლ BASSIANI RECORDS-ის მენეჯმენტშიც არის ჩართული, რაც მას საშუალებას აძლევს კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს ახალი და საინტერესო ჟღერადობების თუ არტისტების ძიებაში.    

BASSIANI 08.04.17

BASSIANI
  • THESE HIDDEN HANDS
  • ZITTO
  • NDRX
HOROOM
  • PENDER STREET STEPPERS
  • KVANCHI

BASSIANI 31.03.17



BASSIANI / HOROOM: ILIAN TAPE NIGHT | ZENKER BROTHERS | SKEE MASK | CANDY POLLARD| NDRX ILIAN TAPE: “10 წლის წინ, როდესაც ILIAN TAPE დავიწყეთ, ფაქტობრივად ბავშვები ვიყავით, არ გვქონდა ფინანსური მხარდაჭერა, გეგმა და სტრატეგია, მაგრამ გვქონდა ხედვა და ვიცოდით, რისი გაკეთება გვსურდა. DJ-ინგსა და პროდიუსინგში გატარებული წლების შემდეგ ლეიბლის შექმნა ლოგიკური ნაბიჯი იყო. ILIAN TAPE ყოველთვის პირადული პროექტი იყო, გვსურდა, შეგვექმნა პლატფორმა, სადაც იდეალურ ჩანაწერებზე მნიშვნელოვანი მუსიკაში ადამიანის ემოციების ფაქტორი იქნებოდა. გვჯეროდა ჩვენი ხედვის და არასოდეს შეგვიხედავს მისთვის კომერციული კუთხიდან. “ ლეიბლის დევიზია: “WE DON’T CARE ABOUT THE HYPE, WE JUST DO WHAT WE LOVE!” ZENKER BROTHERS: მიუნხენელი ძმების DARIO და MARCO ZENKER-ების ტექნო დუეტი ელექტრონული მუსიკის სცენაზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. შთამბეჭდავი სოლო კარიერისა და სტუდიური ჩანაწერების პარალელურად 2007 წელს საკუთარი ლეიბლი ILIAN TAPE დააარსეს, სადაც გამოიცემიან: JONAS KOPP, SKEE MASK, ANDREA, STENNY და ა.შ. 2015 წელს ILIAN TAPE-ზე ძმების სადებიუტო ალბომი IMMERSION გამოვიდა, რომელიც მათთვის დამახასიათებელი უნიკალური ჟღერადობით გამოირჩევა. ZENKER BROTHERS-ის შემოქმედებაში მძაფრად იგრძნობა დეტროიტ ტექნოს, ჰაუსის, დაბის და ჰიპ-ჰოპის გავლენა. SKEE MASK: მიუნხენელი პროდიუსერი და DJ. მისი ვინაობა გასაიდუმლოებულია, შთაგონებას კი განსხვავებული მუსიკალური ჟანრები წარმოადგენს. არტისტის ჟღერადობის ჩამოყალიბებაზე, ისეთმა საკულტო ტექნო ლეიბლებმა მოახდინეს გავლენა, როგორიც არის: CHAIN REACTION, WARP RECORDS, COUNTERBALANCE. 2014 წელს ILIAN TAPE-ზე მისი სადებიუტო EP - SERUM გამოიცა, რასაც მოჰყვა საკმაოდ წარმატებული რელიზი JUNT. SKEE MASK-ის პირველი ალბომი SHRED 2016 წლის ერთ-ერთ ყველაზე საინტერსო და აღიარებულ ჩანაწერს წარმოადგენს. მისი სეტები ტექნო, ემბიენტ და ექსპერიმენტული ჟღერადობით ხასიათდება. CANDY POLLARD: იგივე STEFFEN STÖRMER, გერმანელი DJ. ღამეების სერიის WHO THE FUCK? რეზიდენტი. NDRX: პროექტის STARE AT DJ ერთ-ერთი დამფუძნებელი და კოლექტივის 11TH იდეის ავტორია. AMBIENT, EXPERIMENTAL, ELECTRO, DRUM N BASS, TECHNO – იმ მუსიკალური მიმართულებების ჩამონათვალია, რომლითაც მისი 10 წლიანი მუსიკალური კარიერა ხასიათდება. მან მუსიკის აქტიურად დაკვრა ჯერ კიდევ 17-18 წლის ასაკში დაიწყო.განსხვავებული მუსიკალური გავლენების და მუდმივი შემოქმედებითი ძიების დამსახურებით NDRX საკმაოდ ეკლექტურ და მრავალფეროვან დიჯეიდ ჩამოყალიბდა. მისი შემოქმედებითი საქმიანობის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი იყო STARE AT DJ სერიები, რომელმაც რამდენიმეწლიანი არსებობის განმავლობაში ადგილობრივი მუსიკალური სცენის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანა. რაც შეეხება 11TH-ს, ის კონკრეტულად ადგილობრივ სცენაზე ორიენტირებული წამოწყებაა, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება: “ყველაფერი იმით დაიწყო, ყოფილი მშენებლობის სამინისტროს შენობის მე-11 სართულზე აღმოვაჩინე ძველი საბჭოთა კაბინეტი, რომელიც 80-იან წლებში ბაბუაჩემის სამუშაო ოთახი იყო. მოგვიანებით ამავე სართულზე სხვა არტისტებიც შემომიერთნენ და რაღაც კომუნას მსგავსი შეიქმნა, მეგობრული და მყუდრო გარემო, სადაც ერთმანეთს განვითარებასა და წინსვლაში ვეხმარებით.” NDRX-ს მუსიკალური მოღვაწეობის კიდევ ერთი საინტერესო ნაბიჯი აღმოჩნდა BASSIANI-ის რეზიდენტობა. როგორც თვითონ აღნიშნავს, მისთვის სხვადასხვა მუსიკალური მიმართულებისა და მიდგომის მქონე არტისტებთან ერთად დაკვრა მნიშვნელოვანი გამოცდილება და საინტერესო გამოწვევაა.  

BASSIANI 31.03.17

BASSIANI
  • ZENKER BROTHERS
  • SKEE MASK
HOROOM
  • CANDY POLLARD
  • NDRX

BASSIANI: 25.03.17



BASSIANI / HOROOM: BASSIANI RESIDENTS NIGHT | ZITTO| KANCHELI | NDRX | HVL | HAMATSUKI ZITTO: “მუსიკით ადრეული ასაკიდან ვიყავი დაინტერესებული. თავიდან სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობებით ვიყავი გატაცებული, თუმცა, მოგვიანებით, ტექნოს სახით ჩემს გემოვნებაში გარდამტეხი ეტაპი დადგა“ – ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტული ჟღერადობის გავლენით ZITTO-მ საკუთარი მუსიკალური კარიერა 2015 წლიდან დაიწყო. ლევან ცერცვაძე, ფსევდონიმით ZITTO თანამედროვე ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურად ყალიბდება. მისი, როგორც დიეჯის, მთავარი მახასიათებელია სივრცის და კონტექსტის სწორად დანახვა, რაც მას მსმენელთან ურთიერთობაში ძალიან ეხმარება, ის ყოველთვის ახერხებს საჭირო ჟღერადობის პოვნას. დიჯეინგის გარდა საკუთარი მუსიკის შექმნაზეც მუშაობს და როგორც თვითონ ამბობს, როდესაც სრულიად დარწმუნებული იქნება საკუთარ თავში, მას დღის სინათლეზე აუცილებლად გამოიტანს. „რა თქმა უნდა, დიჯეისთვის ბუნებრივია ჰქონდეს რაღაც იდეები დაკვრის წინ, თუმცა დაწყებისას დგება ის მომენტი, როცა მსმენელთან შემოქმედებითი კავშირის დამყარება გიწევს, რაც იმპროვიზაციას მოითხოვს. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია მსმენელის განწყობის დაჭერა და შესაფერისად მოქმედება“ – ZITTO-ს ეს მიდგომა მისი დაკვრის სტილში ნათლად ვლინდება, რის გამოც ის ბოლო თვეების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი დიჯეი გახდა და “ელექტრონავტი 2015″ დაჯილდოების ცერემონიალზე წლის დიჯეის ტიტულიც მოიპოვა. KANCHELI: გიორგი ყანჩელი, DJ და პროდიუსერი. კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი. ადგილობრივი ტექნო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი პერსონა, პროექტ STARE AT DJ იდეის ავტორი და კოლექტივის 11TH წევრი. მისი კარიერა ათ წელზე მეტს ითვლის და ძირითადად ტექნო ჟღერადობაზე ორიენტირდება. NDRX: პროექტის STARE AT DJ ერთ-ერთი დამფუძნებელი და კოლექტივის 11TH იდეის ავტორია. AMBIENT, EXPERIMENTAL, ELECTRO, DRUM N BASS, TECHNO – იმ მუსიკალური მიმართულებების ჩამონათვალია, რომლითაც მისი 10 წლიანი მუსიკალური კარიერა ხასიათდება. მან მუსიკის აქტიურად დაკვრა ჯერ კიდევ 17-18 წლის ასაკში დაიწყო.განსხვავებული მუსიკალური გავლენების და მუდმივი შემოქმედებითი ძიების დამსახურებით NDRX საკმაოდ ეკლექტურ და მრავალფეროვან დიჯეიდ ჩამოყალიბდა. მისი შემოქმედებითი საქმიანობის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი იყო STARE AT DJ სერიები, რომელმაც რამდენიმეწლიანი არსებობის განმავლობაში ადგილობრივი მუსიკალური სცენის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანა. რაც შეეხება 11TH-ს, ის კონკრეტულად ადგილობრივ სცენაზე ორიენტირებული წამოწყებაა, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება: “ყველაფერი იმით დაიწყო, ყოფილი მშენებლობის სამინისტროს შენობის მე-11 სართულზე აღმოვაჩინე ძველი საბჭოთა კაბინეტი, რომელიც 80-იან წლებში ბაბუაჩემის სამუშაო ოთახი იყო. მოგვიანებით ამავე სართულზე სხვა არტისტებიც შემომიერთნენ და რაღაც კომუნას მსგავსი შეიქმნა, მეგობრული და მყუდრო გარემო, სადაც ერთმანეთს განვითარებასა და წინსვლაში ვეხმარებით.” NDRX-ს მუსიკალური მოღვაწეობის კიდევ ერთი საინტერესო ნაბიჯი აღმოჩნდა BASSIANI-ის რეზიდენტობა. როგორც თვითონ აღნიშნავს, მისთვის სხვადასხვა მუსიკალური მიმართულებისა და მიდგომის მქონე არტისტებთან ერთად დაკვრა მნიშვნელოვანი გამოცდილება და საინტერესო გამოწვევაა. HVL: კლუბ BASSIANI-ის და HOROOM-ის რეზიდენტის, გიგი ჯიქიას პროექტი. მსმენელი მას OKINAWA LIFESTYLE-დან იცნობს, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და 5 რელიზის გამოცემაც მოასწრო. მისი სოლო კარიერა 2013 წელს, კიოლნში დაარსებულ პლატფორმა ROUGH HOUSE ROSIE-ზე DEEP SURVEY EP-ით დაიწყო, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მალევე მოჰყვა რელიზი FLATS ლეიბლზე VOYAGER. 2013 წელს ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე HVL წლის ელექტრონავტად დასახელდა. 2 წლის შემდეგ, ROUGH HOUSE ROSIE-ზე იგი ახალი რელიზით LUCKY STAR OF HIGH MINDED EP-ით დაბრუნდა, ხოლო მისი უკანასკნელი PERSONA NON GRATA EP გასულ წელს გამოვიდა ლეიბლზე LINEAR MOVEMENT. BASSIANI RECORDS-ზე გამოცეულმა ეისიდ-ტექნო ჟღერადობის ტრეკმა – ELEGANCE WITHIN THE CHAOS მოკლე დროში მოახერხა აღიარების მოპოვება. HVL-ის მუსიკის რომელიმე კონკრეტულ ჟანრში მოქცევა რთულია, რადგან იგი მუდმივად ეძებეს სიახლეებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. დღესდღეობით HVL ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და წარმატებული არტისტია. HAMATSUKI: მამუკა ცხადაიას პროექტია, რომელიც HOROOM-ის ოთახის და ამავე სახელწოდების ქვიარ ივენთების სერიის რეზიდენტი დიჯეია. მას მსმენელი პროექტ SLIME QUEST-დანაც იცნობს. მამუკას პირველი მნიშვნელოვანი მუსიკალური შთაბეჭდილებები J. DILLA -ს, NUJABES-ს და ზოგადად ჰიპ-ჰოპ კულტურას უკავშირდება, რამაც მის მუსიკალურ გემოვნებაზე დიდი გავლენა იქონია. ელექტრონული მუსიკით კი იგი პირველად DJ SPRINKLES-ის მოსმენის შემდეგ დაინტერესდა, მისთვის განსაკუთრებით ინსპირაციული აღმოჩნდა ლეიბლების SCISSOR AND THREAD და LOBSTER THEREMIN ჟღერადობა, რაც მოგვიანებით HAMATSUKI-ს კომპოზიციებზეც აისახა. “ ჩემთვის დეტალებზე მეტად მნიშვნელოვანი საერთო ხასიათის ან ემოციის გადმოცემაა. შესაბამისად, შეიძლება ეს პროექტის მთავარ ღერძად ჩავთვალოთ. ერთ-ერთი დეტალი ისიც არის, რომ არასდროს არ ვწერ სპეციალურად საცეკვაო მოედნისთვის განკუთვნილ ტრეკს“ - მიუხედავად იმისა, რომ სტუდიაში HAMATSUKI ნაკლებად ორიენტირდება ცალსახად საცეკვაო მუსიკაზე, HOROOM-ის რეზიდენტობის ფარგლებში ის მეტწილად ჰაუსს და LO-FI ჟღერადობას გვიზიარებს. მამუკა ერთდროულად რამდენიმე მუსიკალურ პროექტზე მუშაობს, რომელთა ფარგლებშიც რამდენიმე საინტერესო რელიზია დაგეგმილი.    

BASSIANI: 25.03.17

BASSIANI
  • ZITTO
  • KANCHELI
  • NDRX
HOROOM
  • HAMATSUKI
  • HVL
Page 9 of 17« First...7891011...Last »