Free event tickets is selling until 6 PM

Bassiani invites Bryan Kasenic / Podcast #28

C STIFFI

BRYAN KASENIC: ამერიკელი DJ და პრომოუტერი, მის სახელს უკავშირდება The Bunker New York-ის შექმნა და განვითარება. Bryan-ის სეტებში საუკეთესოდ აისახება მისი თავდადება და სიყვარული იმ მუსიკისა და ჟღერადობის მიმართ, რომელსაც ის სხვადასხვა მიმართულებით ანვითარებდა ქალაქ ნიუ-იორკში.
The Bunker New York 2013 წელს, ბრუკლინში, Bryan Kasenic-ის მიერ დაარსებული ლეიბლი, რომელიც ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული ელექტრონული მუსიკის ფართების სერიის გაგრძელებაა. The Bunker New York-ის ღამეები 2003 წელს შეიქმნა, რის მერეც ქალაქის ტექნო სცენის განსხვავებული, ექსპერიმენტული განზომილებების აღმოჩენა დაიწყო და საკუთარი მძიმე, უცნაური, პროვოკაციული ჟღერადობა ჩამოაყალიბა. The Bunker NY-ი, როგორც ლეიბლი, გარკვეულად წინა 10 წლის რეფლექსიას წარმოადგენს, დაგროვილი გამოცდილება და იდეები სტუდიურ ჩანაწერებში გადმოაქვს.

BASSIANI პოდკასტისთვის Bryan Kasenic-ის კონტრიბუცია არის ბნელი, დინამიური და ძალიან ეკლექტური მიქსი, რომელშიც საკმარისად ვხვდებით მოულოდნელობებს და საინტერესო დრამატურგიულ გადაწყვეტილებებს. ნიუ-იორკელი არტისტის და The Bunker New York-ის დამფუძნებლის ერთ საათიანი სეტი მოიცავს ტექნოს, ელექტროს, ბრეიქბითის და ლეფთფილდ ესთეტიკისთვის დამახასიათებელი კომპოზიციების განსაკუთრებულ სინთეზს. მიუხედავად იმისა, რომ არტისტი არ ცდილობს მიქსის სტრუქტურა ერთ კონკრეტულ ტემპს დაუქვემდებაროს, Kasenic-ის ჩანაწერი მაინც საკმაოდ ინტენსიური და ენერგიულია, რაც პოდკასტის ამ სერიას ნამდვილად განსაკუთრებულს ხდის.

Bryan Kasenic is an American dj, promoter and the founder of well-known The Bunker New York label. The Bunker New York began as a party, grew up into a record label, and has become a collaborative community, fostered by founder and curator Bryan Kasenic since it’s launch in 2003. The label unites diverse sounds from across the electronic music spectrum, connecting the dots between house, techno, experimental sounds, and much more.

New York’s Bryan Kasenic, the founder of well respected The Bunker New York label, delivers 60 minutes of murky and dynamic mix with a lot of twists and turns. In this hour-long set, recorded especially for Bassiani, he traipses through energetic techno, electro, breakbeat and leftfield aesthetic. Without high tempos and tensions throughout the mix, Kasenic perfectly creates dynamicity and intensity, that makes his sonic adventure very special and unique.

Posted in

Facebook

24 NOV BASSIANI / HOROOM: ■ FUNCTION ■ NDRX ■ JOB JOBSE ■ MERCURRIO ... See MoreSee Less

BASSIANI: Antigone | Francois X | Kancheli
HOROOM: Hamatsuki | Objector Trax B2B Lilith.

8 დეკემბერს, BASSIANI-ის საცეკვაო მოედანზე, პარიზის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტექნო კლუბის CONCRETE-ს რეზიდენტები: CONSTRUCT RE-FORM-ის და TOKEN-ის ოჯახის წევრი ANTIGONE და ლეიბლის DEMENT3D დამაარსებელი FRANCOIS X, კლუბ BASSIANI / HOROOM-ის რეზიდენტ KANCHELI-თან ერთად დაუკრავენ.
HOROOM-ის ოთახში 2016 წლის ელექტრონავტი და საუკეთესო ტრეკის ნომინაციაში გამარჯვებული HAMATSUKI და OBJECTOR TRAX B2B LILITH. წარდგებიან.

Online Tickets: www.bassiani.com
I Basket: 20 GEL
II Basket: 30 GEL
Door: 30 GEL
... See MoreSee Less

BASSIANI // FROM ANOTHER MIND NIGHT: SHDW & Obscure Shape | Inland LIVE | Silent-One | Javier Bähr
HOROOM: GALCHER LUSTWERK | HVL | Mercurrio

2 დეკემბერს, BASSIANI-ს საცეკვაო მოედანზე ბოლო დროის ერთ-ერთი წარმატებული ტექნო კოლაბორაცია - SHDW & OBSCURE SHAPE, მათ მიერ დაარსებული ლეიბლის -
FROM ANOTHER MIND-ის გამორჩეულ არტისტებთან: SILENT-ONE და JAVIER BAHR-თან ერთად დაუკრავს. ლაივით წარსდგება ბერლინში მოღვაწე ბრიტანელი DJ და პროდიუსერი INLAND იგივე ED DAVENPORT, რომელიც FUNCTION-ის INFRASTRUCTURE NEW YORK-ს და ლეიბლს COUNTERCHANGE RECORDINGS-ს უძღვება.
HOROOM-ის ოთახში დაუკრავენ: ნიუ-იორკში დაფუძნებული თანამედროვე HOUSE სცენის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, WHITE MATERIAL-ის ოჯახის წევრი და LUSTWERK MUSIC-ის დამაარსებელი GALCHER LUSTWERK და კლუბის რეზიდენტები HVL და MERCURRIO.

Online Tickets: www.bassiani.com
I Basket: 20 GEL
II Basket: 30 GEL
Door: 30 GEL
... See MoreSee Less

<3 8)) ... See MoreSee Less