Bassiani invites Iori / Podcast #18

PODCAST WIDE

Manuel Gottsching, Moritz Von Oswald და Basic Channel-ის გავლენით IORI მუსიკით 90-იან წლებში დაინტერესდა, როცა Okinawa-ში საკუთარი პროდუქციის შექმნა დაიწყო. რამდენიმე წლის შემდეგ გადაწყვიტა ნიუ იორკში გადასვლა, სადაც David Mancuso-ს დაარსებულ ლეგენდალურ კლუბთან, The Loft-თან თანამშრომლობდა. თუმცა, საბოლოოდ იაპონელმა მუსიკოსმა გადაწყვიტა მშობლიურ სცენას დაბრუნებოდა, სადაც საბოლოოდ თავი დაიმკვიდრა, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა არტისტმა. მისი უნიკალური საუნდი არა მარტო აზიის, არამედ ამერიკის და ევროპის სცენისთვისაც კი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა გახდა, რამაც Iori თანამედროვე ტექნო სცენის საინტერესო პერსონად აქცია. დღეისთვის მას 2 სტუდიური ალბომი და რამდენიმე EP აქვს გამოშვებული ისეთ სოლიდურ ლეიბლებზე, როგორებიც არიან Semantica Records, Prologue, Bitta და ა.შ.

Bassiani Podcast-ისთვის ჩაწერილ Iori-ის სეტის პირველ ნაწილში ძირითადად გვხვდება ატმოსფერული, ამბიენტ განწყობის მატარებელი ისეთი ტრეკები, როგორებიცაა BLNDR-ის “Movement Strobe 1” და Tobias-ის “Cursor Items Only”. სეტის მიმდინარეობისას კი დრამატურგიული ტრაექტორია იცვლება და აქცენტი უფრო დინამიურ, ენერგიულ ჟღერადობაზე კეთდება, რომლის ძალიან კარგი ნიმუშია Roberto & Jamie Anderson-ის ესიდ კომპოზიცია, “Billingsella”. მიქსის შუა ნაწილისთვის დამახასიათებელი ენერგია ლოგიკურად ვითარდება სეტის ბოლო წუთამდე, სადაც კიდევ უფრო აგრესიული და ბრუტალური ორიენტაციის კომპოზიციებს ვხვდებით, რაც პოდკასტის ამ სერიისთვის იდეალური ფინალია. ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ Iori გვთავაზობს ეფექტურ და ძალიან შთამბეჭდავ ექსკურსს თავის მუსიკალურ სამყაროში.

Deeply influenced by True Deep house, Manuel Gottsching, Moritz Von Oswald, and Basic Channel, Iori started his musical career in Naha, Okinawa in the late 90′s. He went to New York in 2003, and later on headed back to Japan after serving as a project coordinator for The Loft under David Mancuso. Characterised by the heavy and bouncy rhythms , grand atmospheric synth layers, Iori has already established his unique sound in the European techno and house circuit. Iori has released 2 studio albums and numerous EPs on the labels such as Semantica Records, Prologue, Bitta, etc..

Iori’s mix for Bassiani Podcast begins with moody, atmospheric tracks like “Movement Strobe 1” from BLNDR and “Cursor Items Only” by Tobias . Throughout, the vibe deepens across a long run of dynamic, energetic tunes , such as “Billingsella”, an acid bomb of Roberto & Jamie Anderson. Along the way, we get a lot of twists and turns, without leaving a whole contect of the mix, and the final part climax with a powerful techno records as a dessert. The result is a thrilling, trippy adventure from start to finish.

Posted in

Facebook

Unable to display Facebook posts.
Show error

Error: Error validating application. Application has been deleted.
Type: OAuthException
Code: 190
Please refer to our Error Message Reference.