BASSIANI Invites Konstantin / Podcast #20

cover wide

Konstantin გერმანელი DJ/პროდიუსერი და გამორჩეული ლეიბლის – Giegling დამფუძნებელია, რომელიც გასულ წელს აღიარებულმა მუსიკალურმა გამოცემამ – Resident Advisor-მა საუკეთესო ლეიბლების ტოპ ოცეულში – პირველ ადგილზე დაასახელა. RA აღნიშნავდა, რომ Kettenkarussell, Vril, Edward, Traumprinz და DJ Metatron-ის რელიზების დამსახურებით ლეიბლმა პერფექციონიზმისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.
Konstantin ასევე ცნობილია როგორც Herr Koreander და დაბტექნო ჟღერადობის მქონე მუსიკალური პროექტის – Kettenkarussel მეორე ნახევარი. მისი სეტები, ისევე როგორც მისი ლეიბლი, სხვადასხვა მუსიკალური ელემენტებისგან შედგება და ერთ კონკრეტულ ჟანრში არ არის მოქცეული, თუმცა ყოველთვის გასდევს ის ძირითადი ხაზი, რაც მათ ერთმანეთთან აერთიანებს.

Konstantin-ს უნიკალურ სელექტორად აქცევს მისი უნარი ერთმანეთში შეაზავოს მკაცრი, აგრესიული მუსიკალური ორიენტაცია და მელანქოლიური ატმოსფერო. 85 წუთიანი მუსიკალური მოგზაურობა, რომელსაც გერმანელი დიჯეი გვთავაზობს ძირითადად შეიცავს თანამედროვე, აქტუალური და ავთენტური ჟღერადობის კომპოზიციებს. გიგლინგის ბოსი ერთ კონკრეტულ ჟანრში არ არის მოქცეული და დიდი ყურადღებით შერჩეული ჩანაწერების საშუალებით მუსიკალურ საზღვრებს აფართოებს.

Konstantin is a german DJ and producer who established himself as a one of the most exceptional figures of the modern electronic music scene. Giegling, an eclectic label he formed with his friends, has covered everything from techno and house to experimental and ambient. In 2014, Resident Advisor named Giegling as the best label of the year and wrote that “With albums and EPs from Kettenkarussell, Vril, Edward, Traumprinz and DJ Metatron, that feeling they’ve been building for years reached something close to perfection.”
Besides Konstantin, German dj is also known for his alter ego project Herr Koreander and Kettenkarussell, the result of collaboration with Leafar Legov. Under Kettenkarussell they released 3 EPs and one highly acclaimed studio album, “Easy Listening”.

What makes Konstantin outstanding as a selector is the way he combines tough and aggressive percussion with melancholic atmosphere. With this mix, Konstantin brings 85-minutes of sonic adventure into authentic and modern dance music. Throughout the mix, Giegling’s head does not limit himself to one genre, crossing up musical borders with carefully selected records.

Posted in

Facebook

[custom-facebook-feed]