Bassiani Invites Ndrx B2B Newa / Podcast #38

cover wide

BASSIANI- ს პოდკასტების სერიის მომდევნო მიქსის ავტორები კლუბის რეზიდენტი NDRX და გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ქართველი არტისტი Newa არიან. სეტი ჩაწერილია კლუბში BASSIANI, სადაც რეზიდენტები მათ მიერ მოწვეულ ადგილობრივი სცენის არტისტებთან ერთად B2B უკრავდნენ.
მართალია Newa და NDRX კონკრეტული ჟანრებით არ იზღუდებიან, მაგრამ მათ მუსიკალურ გემოვნებას საერთო შეხების წერტილებიც აქვთ, რაც კონკრეტულ მიქსშიც საკმაოდ საინტერესოდ აისახა. 2.5 საათიანი სეტი დინამიურ, თუმცა არაპროგრნოზირებად საცეკვაო მუსიკას მოიცავს, რომელიც ხარისხიანი მიქსინგის დამატებით განსაკუთრებულ სონიკურ გამოცდილებას ქმნის.

ვინაიდან არტისტები სხვადასხვა მუსიკალურ სივრცეში თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ, მიქსის მუსიკალური ხასიათიც პერიოდულად იცვლება. შედარებით ბრუტალურ, ექსპერიმენტულ ტრეკებთან ერთად სეტში უფრო მელოდიურ, ენერგიულ რელიზებსაც ვხვდებით. პოდკასტის ეს სერია კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რატომ იკავებენ NDRX და Newa სცენაზე განსაკუთრებულ ადგილს.

For the next mix of Bassiani podcast series, NDRX, the resident of the club has teamed up with Georgia’s finest Newa for whom 2017 has been a defining year. The set was recorded at Bassiani as part of the ‘Invited by Residents’ night.

As DJs, both have a big musical range but also they share the common touchstone that makes this mix so colorful and exciting. Across a mind-bending 150 minutes NDRX and Newa offer an unpredictable, delightful and head spinning dance tunes. They are very comfortable with a diverse aesthetic so the mix contains surprising musical shifts and inventive transitions with dark, punchy textures, driving baselines and untempered thrill.

Posted in

Facebook

Unable to display Facebook posts.
Show error

Error: Error validating application. Application has been deleted.
Type: OAuthException
Code: 190
Please refer to our Error Message Reference.