Bassiani invites Ron Albrecht / Podcast #25

cover wide 2

BASSIANI Podcast-ის 25-ე მიქსის ავტორია Ron Albrecht, რომლის მუსიკალური კარიერაც Tanith, Rok, Kid Paul და Jeff Mills-ის გავლენით 90-იან წლებში დაიწყო და მალევე მოახერხა გლობალური ტექნო სცენის ნაწილი გამხდარიყო. 1994-2013 წლებში იყო კლუბ Gerberei-ის რეზიდენტი და საკლუბო ღამეების სულისჩამდგმელი. პარალელურად კი, Thomas Kuffner და Stefan Rein-თან ერთად მუსიკას გამოსცემდა. ამ უკანასკნელთან ერთად იგი Brothers in Mind-ის სახელით მოღვაწეობს.

BASSIANI Podcast-ისთვის ჩაწერილი მიქსი მთლიანად აგებულია დინამიურ, ჰიპნოტურ და ენერგიულ ტექნო ჟღერადობაზე. სეტის დასაწყისში რამდენიმე ახალ რელიზს იყენებს, რასაც ტექნო სცენის წამყვანი არტისტების საინტერესო ჩანაწერები მოსდევს. შესავალი ნაწილის დასრულების შემდეგ Albrecht უფრო მეტად დენსფლორზე ორიენტირებულ კომპოზიციებზე გადადის, სადაც პერკუსიულ ელემენტებზე, ბნელ ატმოსფერულ და ესიდ ჟღერადობაზე აკეთებს აქცენტს.

The 25th mix comes from Ron Albrecht, German Dj who began his musical career in the early nineties. Inspired by local and international scene experts like Tanith, Rok, Kid Paul and Jeff Mills, it was time to come out into the open for the first time in 1993. His trips to famous and well-respected clubs made him switch from being a regular music consumer to discovering the field of performing and DJ-ing. His name is closely connected to the Gerberei club in Schwerin, which the co-founder, organiser and resident ran from 1994 until its closing in 2013. Between 1997 and 2002 Ron Albrecht additionally worked as a producer together with his associate Thomas Kuffner, releasing several records under the labels “Sind Records” and “ElektronikParlament”. Brothers in Mind, a DJ and producer collaboration, is another one of Ron Albrechts projects which he puts into practice together with his longtime friend Stefan Rein.

His picks for Bassiani Podcast series are what you might expect: an energetic, dynamic and hypnotic techno. The set, that begins with a brand new release of Rehue, which soon followed by some techno heavyweights, deepens the vibe across a long run of energetic, dancefloor oriented tunes, and goes out in a field of atmospheric, repetitive and meditative records.

Posted in

Facebook

[custom-facebook-feed]