Free event tickets is selling until 6 PM

Bassiani invites Sunil Sharpe / Podcast #31

21392854_2371449996412910_1665182251_o

Sunil Sharpe ირლანდიული ელექტრონული მუსიკის სცენის წარმომადგენელია, რომლის გავლენა და პოპულარობა 2000-იანი წლების დასაწყისიდან იზრდება. მისი, როგორც დიჯეის რეპუტაცია მნიშვნელოვნად განაპირობა განსაკუთრებულმა ტექნიკურმა უნარებმა და მიქსინგის ტექნიკამ, რომელიც წლების მანძილზე კიდევ უფრო მეტად ვითარდებოდა. რაც შეეხება ირლანდიელი არტისტის სტუდიურ საქმიანობას, გარდა სოლო პროდუქციისა, 2014 წლიდან იგი სტუდიას ირლანდიელ მუსიკოს DeFeKT-თანაც იყოფს. მათი ერთობლივი პროექტი Tinfoil უკვე 5 რელიზს ითვლის, რომელთაგან ბოლო წელს გამოიცა. რაც შეეხება სოლო კარიერიას, მისი ძირითადი პლატფორმაა ლეიბლი On The Hoof, სადაც ივნისში Sunil-ის ბოლო კოლაბორაციული EP HOOF005 დარელიზდა. 2011 წლიდან Sunil Sharpe საკუთარ ლეიბლს Earwiggle უძღვება, რომლის კატალოგიც როგორც დამწყებ, ასევე ტექნო სცენის ვეტერანებს აერთიანებს.

დუბლინელი არტისტი, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სელექტორად და დიჯეიდ მიიჩნევა, BASSIANI PODCAST-სთვის შექმნილ მიქსში კიდევ ერთხელ ახდენს თავისი განსაკუთრებული მიქსინგის ტექნიკის დემონსტრაციას. უხეში და ბნელი ტექსტურებით გაჯერებულ დინამიურ სეტში Sunil Sharpe ტექნოს საუკეთესო ტრადიციების ერთგული რჩება, თუმცა, პერიოდულად უარს არ ამბობს უფრო ექსპერიმენტალურ, ინდუსტრიულ ესთეტიკაზეც, რომელიც მიქს განსაკუთრებულ ხასიათს სძენს.

Gaining an enviable reputation for his DJing in the early ’00s, Dublin-based Sunil Sharpe is one of Europe’s most renowned and well-loved techno DJs. Known primarily for his fast-moving, exceptionally skillful style on the decks, Sunil’s reputation as a producer of raw, individualistic techno, has grown in tandem with his reputation as a DJ. Sunil makes up one half of Tinfoil alongside fellow Dublin-based producer DeFeKT. Initially forged as a studio partnership in 2014, the pair have since racked up an impressive catalogue of 12″s on their own self-titled label. Additionally, Sunil runs Earwiggle imprint that has built a dedicated following releasing new names and old heroes into the battlefield. To date he has appeared on labels such as On The Hoof, Works The Long Nights (aka Sheworks), Black Sun Records, Rave Or Die, Mord, Inner Surface Music and more..

Dublin’s Sunil Sharpe, one of Europe’s most skilled Dj and selector, brings his impeccable mixing style to Bassiani Podcast series. Reflecting his roots as a true techno purist, he creates a very special atmosphere, full of intensity, dynamicity and brutal textures. Moving from a mood-setting introduction, the mix covers varied style of electronic dance music, from more experimental and industrial sound to techno and electro.

Posted in

Facebook